;
22 მაი 2013      Hermione...♥     16 კომენტარი     ნანახია 2689-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ქერი მალიგანი/Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan Carey Mulligan
უმშვენიერესი ბრიტანელი მსახიობის, ოსკარის ნომინანტი ქერი მალიგანის (Carey Mulligan) დებიუტი კინოში 2005 წელს, რეჟისორ ჯო რაითის მიერ დადგმულ ჯეინ ოსტინის კლასიკად ქცეული რომანის, სიამაყე და ცრურწმენის ეკრანიზაციაში შედგა, რომელშიც იგი კირა ნაითლის პერსონაჟის, ელიზაბეტ ბენეტის დის, კეტრინ ბენეტის როლს თამაშობს. ზემოხსენებული სურათი ქერისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს დამწყები მსახიობის მონდომება და არც სხვადასხვა შემოთავაზებები დააკლეს. თუმცა, ლამაზმანი ფართო საზოგადოებამ მაინც ჯენი მელორის როლით გაიცნო ფილმში გრძნობების აღზრდა, რომელმაც მსახიობს მსოფლიო აღიარების გარდა, ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები და BAFTA-ს ჯილდო მოუტანა. მალიგანისთვის არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ფილმი დრაივი, რომელშიც იგი რაიან გოსლინგთან ერთად თამაშობს. დღესდღეობით ქერი უამრავი ჯილდოს მფლობელი პროფესიონალი მსახიობია, რომელიც არა მხოლოდ ბრწყინვალე არტისტული მონაცემებით, არამედ ბუნებრივი სილამაზით, ნაზი აღნაგობითა და დახვეწილი სტილის შეგრძნებითაც გამოირჩევა. მისი უკანასკნელი ნამუშევრის, დიდი გეთსბის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა, რომელიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის უკვდავი შედევრის მიხედვით რეჟისორმა ბაზ ლურმანმა გადაიღო. ფილმში ქერის პარტნიორობას უწევენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაიერი.
Carey Mulligan Carey Mulligan

სრული სახელი: ქერი ჰანა მალიგანი
დაბადების თარიღი: 1985 წლის 28 მაისი
დაბადების ადგილი: ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე: 1.70 მ.

Carey Mulligan

საინტერესო ფაქტები:

* ქერი ლონდონში დაიბადა, მაგრამ მამამისი ლივერპულიდანაა, დედამისი კი დასავლეთ უელსიდან.

* გოგონა 3 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, 5 წლის შემდეგ კი უკან დაბრუნდა.

* ქერის ძმა, ოუენი, ბრიტანეთის არმიის კაპიტანია, რომელიც ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა.

Carey Mulligan Carey Mulligan

* მალიგანი და კირა ნაითლი, რომლებმაც ერთად ითამაშეს ფილმებში სიამაყე და ცრურწმენა და არასოდეს გამიშვა

სიამაყე და ცრურწმენა/Pride and Prejudice
Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan

არასოდეს გამიშვა/Never Let Me Go
Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan

* ქერის ბებია 2000 წლიდან ალცჰეიმერის სინდრომით იტანჯება. ამის გამო, ვარსკვლავმა კარგად იცის, თუ როგორ იტანჯებიან ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები და ალცჰეიმერის წინააღმდეგ მებრძოლ საქველმოქმედო კამპანიაშია ჩართული.

Carey Mulligan

* ვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა 2009 წელს გამოსულმა ფილმმა გრძნობების აღზრდა (An Education).

Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan

BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონიალზე
Carey Mulligan

* რაიან გოსლინგთან ერთად შესრულებულმა როლმა ფილმში დრაივი (Drive) მალიგანს მეორე BAFTA-ს ნომინაცია მოუტანა.
Carey Mulligan
Carey Mulligan

* 2012 წელს დაქორწინდა მუსიკოს მარკუს მამფორდზე.
Carey Mulligan

* ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი, რომელიც მალიგანის მონაწილეობით დიდ ეკრანებზდე გამოვიდა, არის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის მიხედვით გადაღებული დიდი გეთსბი. ნამუშევარში ქერი მშვენიერი და ქარაფშუტა დეიზი ბიუკენენის როლში მოგვევლინა, რომელის საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულა. ფილმში მალიგანს პარტნიორობას უწევენ ლეონარდო დიკაპრიო (ჯეი გეთსბი) და ტობი მაგუაიერი (ნიკ ქერეუეი). სურათი კინომცოდნეებმა დადებითად შეაფასეს და წლის მთავარი კინომოვლენაც კი უწოდეს. ამბობენ, რომ მომავალი წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ზემოხსენებულ ვარსკვლავებს ამერიკული კინოაკადემიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების მიღების დიდ შანსიც ექნებათ. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს, ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, რომ წარმატებები ვუსურვოთ.
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan

ფოტოკრებული

Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan Carey Mulligan
Carey Mulligan
Carey Mulligan

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • Ana smiley თქვა:
    23 მაი 2013 23:39 - ID: 16,
    ორივე ფილმში ძალიან მომწონს, ვნახოთ ახალი რა იქნება, კარგი მომავალი აქვს ამ გოგოს love

  • Hermione...♥ თქვა:
    23 მაი 2013 22:43 - ID: 15,
    Mari Glonti,
    ta_mo,
    elga,
    უღრმესი მადლობა feel love

  • elga თქვა:
    23 მაი 2013 18:12 - ID: 14,
    ქერის ბევრი ფილმი მაქვს ნანახაი და მიყვარდა მომწონს როგორც მსახიობი როგორც პატარა პრინცესა. შაიას და ქერის წყვილი მაგრად მომწონდა და ცუდია რო დაშოორდნენ. ეხლანდელი მისი ქმარი რას გავს.
    28წლის ხდებააა? ვაიმე არ არსებობს. რა კაია მეც არ მეტყობა ასაკი . wink უფრო პატარა ვChანვარ.

    ფილმზე ჯერ არ წავსულვარ არ ვიყავი თბილისშიი და იმედია წავალ დიდი სურვილი მაქვს.

    ჯერ მე მარტო საუნტრეკების გამო მინდოდა წასვლა.
    შესანიშნავი ტრიოა ლეონარდო, ტობი და ქერი .სამივე მიყვარს.
    ნიუსი არაჩვეულებრივია სრულყოფილი

  • Mari Glonti თქვა:
    22 მაი 2013 20:15 - ID: 13,
    ქერი ფილმიდან ''არასოდეს გამიშვა'' შევამჩჰნიე და მალევე შევიყვარე,იმდენად ჩასაყლაპი ნაზი და ბუნებრივია რომ ადამინს ვერ დაგტოვებს გულგრილს..თან ბავშვური სახე აქვს და ის ლოყებიც რომ ეჩხვლიტება<3
    ძალიან კარგი ნიუსია <3 მიყვარს შენი პუბლიკაციები

  • tannk თქვა:
    22 მაი 2013 20:12 - ID: 12,
    ძალიან მომწონს ეს გოგო. არასოდეს გამიშვა ვნახე პირველად, საიდანაც გავიცანი. უდაოდ ნიჭიერი მსახიობია. დიდ გეთსბს გუშინ ვუყურე და ძალიან მომეწონა. რის საშუალებასაც სცენარი იძლეოდა 100 პროცენტით გააკეთეს მსახიობებმა

  • aNaNo_O თქვა:
    22 მაი 2013 18:42 - ID: 11,
    ნუ მაგარი ქალია ესეც უდაოდ <3 სხვანაირად ვერც იქნება იმიტორო ტყუპჩოა ესეც ისევე როგორც მე, ისევე როგორც ჯონი, ისევე როგორც ანჯელინა, ისევე როგორც ადრიანა, ისევე როგორც მერლინი... ;(

  • Hermione...♥ თქვა:
    22 მაი 2013 17:27 - ID: 10,
    liliana,
    Johnny depp,
    Afrodite...♥,
    NiNi_N,
    დიდი მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონათ love

  • NiNi_N თქვა:
    22 მაი 2013 16:51 - ID: 9,
    სიამაყე და ცრურწმენა იმდენჯერ მაქვს ნანახი რომ დათვლაც არ ღირს მაგრამ რატომღაც არც კი გამხსენებია რომ ერთ-ერთი როლში ქერი იყო! დაახლოებით ორი კვირის წინ გავიგე ამის შესახებ :D საყვარელია :) მე უზომოდ მომწონს ♥ კარგი ნიუსია ♥

  • Afrodite...♥ თქვა:
    22 მაი 2013 16:39 - ID: 8,
    ჩემდა სამარცხვინოდ ამ მშვენიერ ქალბატონზე არაფერი იცოდი, რამდენიმე კვირის წინ ვუყურე Never let me go-ს, ჯერ ფილმმა მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი წარმოდგენა, ხოლო შემდეგ დასამახსოვრებელი გახდა ქერის საოცარი შესრულება, ეს გოგო ნამდვილად საოცრად შემიყვარდა, საყვარელი და დადებითი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. თიკა არაჩვეულებრივი სიახლეა და მადლობა იმისთვის რომ უფრო მეტი გაგვაგებინე მასზე love love

  • ek-u თქვა:
    22 მაი 2013 15:44 - ID: 7,
    ჩემი საყვარელი გოგო love love როგორ მომწონს... რა სიცილი აქვს love

  • keetaa თქვა:
    22 მაი 2013 15:40 - ID: 6,
    გრძნობების აღზრდა მაქვს ნანახი და კიდე რამდენიმე აი ლეონარდოსთან ერთად როგორ ითამაშა არ ვიცი მაგრამ რაც ნანახი მაქვს ნიჭით ვერ აღმაფრთოვანა ისე უსაყვარლესი გოგოა

  • anna... თქვა:
    22 მაი 2013 15:23 - ID: 5,
    ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს თან ნამდვილად ნიჭერი მსახიობია

  • QiQiTo:):) თქვა:
    22 მაი 2013 13:40 - ID: 4,
    საყვარელი ტიპია!

  • Johnny depp თქვა:
    22 მაი 2013 13:19 - ID: 3,
    ბოლოდროა, რაც საზოგადოებამ ქერი აიტაცა (ალბათ გახმაურებული ფილმის გამო ) რაც დიდად არ მომწონს, არ მიყვარს უაზროდ რომ ხდება ადამიანი ატაცებული ხალხისგან რომლებმაც მარტო მისი ფოტოები იციან თუმცა ვიცირომ ბევრი მისი ჭეშმარიტი ფანი და დიდი გულშემატკივრია. გარეგნობით ძალიან მომოწნს, სამწუხაროა რომ მის შემოქმედებას არ ვიცნობ (აუცილებად გავიცნობ ) ჩემთვის ერთი ფარფატა და საყვარელი გოგოა, ხო რაცშეეხება სტატიას ძალიან კარგია, ყველა ასოში ჩანს როგორ მოგწონს ქერი

  • liliana თქვა:
    22 მაი 2013 13:12 - ID: 2,
    უსაყვარლესი გოგოა,,,უბრალოდ ჩასაყლაპი...ულამაზესი და უნიჭიერესი..უკარგესი სიახლეა...

  • Hermione...♥ თქვა:
    22 მაი 2013 12:58 - ID: 1,
    ვგიჟდები ქერიზე, უმშვენიერესი, უნაზესი, უსაყვარლესი და უნიჭიერესია ♥
    არც ბრიტანული ელეგანტურობა და შარმი აკლია, მისი სპეტაკი ღიმილის ყურებისას გული სითბოთი მევსება და შედეგად, ვერ ვძღები მისი სილამაზის ყურებით. ამასთანავე, ვერაფრით ვიჯერებ, რომ 28 წლის ხდება, რადგან 18-19 წლის გოგონას ჰგავს. მეც ძალიან ბავშვური სახე მაქვს ჩემს ასაკთან შედარებით და იმედია, არც მის ასაკში ვიქნები "დამა" ქალი. ერთადერთი, რაც არ მომწონს და ქერისთანაა კავშირში, არის მისი ქმირს გარეგნობა: ერთად ისე გამოიყურებიან, როგორც ნამდვილი მზეთუნახავი და ურჩხული... მისი ფილმების ყურების შემდეგ მუდამ მოხიბლული ვრჩები ქერის პროფესიონალიზმით, მოდომებითა და თავისი საქმის მიმართ სერიოზული დამიკიდებულებით. თუმცა, დეიზის როლს მაინც გამოვარჩევდი, რადგან ლიტერატურული პერსონაჟის აბსოლუტურად ყველა თვისება მოირგო, უნაკლოდ წარმოაჩინა და უამრავი ემოცია მოიტანა მაყურებლამდე. იმავეს თქმა შემიძლია ტობისა და ლეონარდოს შესრულების შესახებ და იმედია, აიღებენ კიდეც ოსკარებს. ისე, მომავალ წელს მართლა თუ აღირსეს დიკაპრიოს ოსკარო, იგი მას ჯენიფერ ლოურენსმა უნდა გადასცეს. ანუ, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ არტისტს ჯილდო უნდა გადასცეს ვიღაც ხისთავიანმა ფერმერმა... ღმერთო, რა სირცხვილია! სირაქლემა და ტლუ ლოურენსს უნდა ჰქონდეს ოსკარი და ქერისნაირ უსპეტაკეს, ლეონარდოსნაირ ფენომენალურ და ტობისნაირ დამაინტრიგებელ მსახიობებს არა, ხომ? აი, კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ბრიტანული კინოაკადემია ბევრად უფრო კომპეტენტურია, ვიდრე ამერიკული!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top