;

26 May 2013      angel_angel     Views 4133    
Category: Stars, Man

ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''
49 წლის ამერიკელმა მსახიობმა ბრედ პიტმა ჟურნალ Esquire-ის ახალი ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გამოცემას ვრცელი ინტერვიუ მისცა.მან ინტერვიუში ისაუბრა ოჯახზე,მეგობრებზე და წარსულის შეცდომებზე.


ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''

მეგობრებზე და წარსულზე:


''ძალიან ცოტა მეგობარი მყავს,მხოლოდ რამოდენიმე ახლო მეგობარი და ჩემი ოჯახი,მაგრამ მიუხედავად ამისა,ამაზე ბედნიერი ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენელია.როცა რაღაცაში წინ მივიწევ,მაშინვე მინდა სხვა რამეზე გადავერთო.მაგალითად კოლეჯი არ დამიმთავრებია.როგორი ბიჭი ვიყავი მაშინ?ბიჭი რომელიც ყოველთვის ტოვებს საჭმელს თეფშზე.უსახლკაროს ვგავდი.წლები უაზროდ დავხარჯე.შემდეგ კი ვიგრძენი,რომ შესაძლებლობებს ვკარგავდი,სწორედ მაშინ შეიცვალა ჩემი აზროვნება.ეს დაახლოებით ათი წლის წინ მოხდა.თითქოს თვალები ამეხილა.გადავწყვიტე აღარასდროს გამეშვა ხელიდან შესაძლებლობები.ეს იყო აღზევების გრძნობა.''


ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''
ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''

ოჯახის შესახებ:

''ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ ოდესმე ოჯახს შევქმნიდი, ეს ოჯახი დიდი იქნებოდა. მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო... ახლა ეს ჩვენი სახლის მუდმივი მდგომარეობაა. გამუდმებით ვიღაც იცინის,ტირის,ყვირის ან კიდევ რაიმე ხმას გამოსცემს.მაგრამ მე ეს ძალიან მიყვარს. შესაძლოა, სასიამოვნოა სასტუმროში ერთი დღის გატარება და ფიქრი:' 'მშვენიერია, ბოლოს და ბოლოს შემიძლია გაზეთის წაკითხვა'', მაგრამ მეორე დღეს მენატრება მთელი ეს კაკაფონია.''


ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''
ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''
ბრედ პიტი: ''ყოველთვის მინდოდა, რომ სახლში ქაოსი ყოფილიყო''


Category: Stars, Man
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top