;

30 May 2013      • Angel M •     Views 2318    
Category: Stars, Photos

მას შემდეგ, რაც ცნობილმა მამა-შვილმა, ვილ და ჯეიდენ სმიტებმა ერთობლივ ფილმში, 'After Earth'-ში ითამაშეს, ყვითელი პრესა დაინტერესდა მათი რეალური ურთიერთობებით. გავრცელდა მცირე ინტერვიუ, სადაც ისინი თავიანთ ოჯახზე საუბრობენ. ფოტოსესია გაიმართა 'New York Magazine'-სთვის, რომელიც 3 ივნისს გამოვა.
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine
- ჯეიდენ, გიყვარს იმ ფულის ხარჯვა, რომელსაც შენ გამოიმუშავებ?
ჯეიდენი: შეიძლება ადრე ვიყავი ისე, რომ ბევრს ფულს ვხარჯავდი, მაგრამ ახლა დიდი ხანია ძვირადღირებული არაფერი მიყიდია. ერთადერთი, რასაც ვყიდულობ არის: საჭმელი და სკეიდბორდებია.
ვილი: მას შემდეგ, რაც ჯეიდენმა საკუთარი საკრედიტო ბარათების გამოყენება დაიწყო, ის შეიცვალა!
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine
- ვის დაასახელებდით, როგორც ყველაზე დიდ ვარსკვლავს თქვენს ოჯახში?
ორივე: ვილოუ!
ჯეიდენი: მან ძალიან კარგად იცის თუ ვინაა ის!
ვილი: მას რაღაც მაგიური ძალა აქვს ჩვენს ოჯახში. მას მეტი ყურადღება სჭირდება. ის არის პატარა, 12 წლის გოგონა, რომელიც რასაც უნდა იმას აკეთებს.
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine
- თქვენ უკვე ორ ფილმში ითამაშეთ ერთად, კიდევ აპირებთ მესამედ ერთად მუშაობას?
ჯეიდენი:
სიამოვნებით ვითამაშებდი კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც ჯონი დეპი და ტიმ ბურტონი თამაშობენ ერთად, მარტინ სკორსისი და ლეონარდო დიკაპრიო. ჩვენც ასეთივე ურთიერთობა გვექნება.
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine
- რას ფიქრობთ თქვენს ასეთ ურთიერთობაზე?
ჯეიდენი:
ჩვენ ჩვეულებრივი მამა-შვილი ვართ. მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა ვმუშაობთ. თითქოს ოჯახის ბიზნენში ვმუშაობ მამასთან ერთად.
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine
- გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიდენი და ქაილი ჯენერი ერთმანეთს ხვდებიან. მაგალითად, კარდაშიანებმა ბიზნესი თავის პირად ოჯახურ ცხოვრებაზე ააწყვეს. წარმოგიდგენიათ თუ არა, თქვენი თავები მოცემულ სიტუაციაში?
ჯეიდენი:
ერთი წუთით.. ვცდილობ გავერკვე..
ვილი: არ არის მართალი, ეს კითხვა უკვე ბევრჯერ დამისვეს.

- კარგით, შევეშვათ კარდაშიანებს..
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine
ჯეიდენ რა გრძნობაა იყო ცნობილი?
ჯეიდენი:
სახალისოა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხი შენზე სისულელეებს იგონებს - ეს არც ისე სახალისოა. ამის გარდა, დანარჩენით შეგიძლია უბრალოდ ისიამოვნო!
Will & Jaden Smith For 'New York' Magazine


Category: Stars, Photos
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top