;

4 June 2013      Mari Glonti     Views 1958    
Category: Stars

ავსტრალიელი ორგზის ოსკაროსანი მსახიობი – ქეით ბლანშეტი გახდა ლეგენდარული დიზაინერის – ჯორჯო არმანის ახალი სუნამოს ''SI'' სახე.
44 წლის ავსტრალიელი მსახიობი ასევე კანის მოვლის პროდუქციის SK-II სახეა,თუმცა არმანის ახალი კამპანია რომელსაც ამავე წლის ზაფხულში ვიხილავთ მისთვის პირველი სერიოზული ნაბიჯია პარფიუმის ინდუსტრიაში.



ეს არ არის პირველი შემთხვევა დიზაინერისა და მსახიობის გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობისა.ქეითი ხშირად მიმართავს დიზაინერს წითელი ხალიჩისთვის,მას ასევე ბრიტანული ვოგში 2009 წლის გარეკანზე ჯორჯო არმანის კაბა ემოსა.



ჟურნალ 032c გაზაფხული–ზაფხულის ნომერში.ფოტოსესია გადაებულია შონისა და სენგის მიერ.











მსახიობმა მონაწილობა მიიღო ჟურნალ ჰარპერ–ბაზარის 2013 წლის მაისის ნომრისთვის გამართულ ფოტოსესიაში და ჟურნალის გარეკანიც დაამშვენა.








ბლანშეტი ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის Monuments Men გადაღებებზე ბერლინში.ამერიკული ფილმის გამოსვლა 2013 წლის დეკემბერში იგეგმება.ქეითს პარტნიორობას ასევე ცნობილი ამერიკელი მსახიობი მეთ დეიმონი გაუწევს.





ამჟამად მსახიობი მილანში იმყოფება.გთავაზობტ პაპარაცულ ფოტოებს რომლებიც მაისში არის გადაღებული.


















Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top