;

4 June 2013      XatoMarwyvi     Views 4877    
Category: Stars, Man



მაქს აირონსი - 27 წლის ინგლისელი მსახიობი და მოდელი.
იგი ცნობილი გახდა თავისი როლიდ ფილმში "წითელქუდა" და აგრეთვე ფილმით "მასპინძელი".

მისი სრული სახელი არის Maximilian Paul Diarmuid "Max" Irons. იგი დაიბადა 1985 წლის 17 ოქტომბერს, ლონდონში. მაქსი გახლავთ ცნობილი ირლანდიელი მსახიობის, ჯერემი აირონისა და სინედ კუსასკის შვილი. მას ჰყავს ფოტოგრაფი ძმა სიმონ აირონსი და პოლიტიკოსი ნახევარ-ძმა რიჩარდ ბარეტი. იგი სწავლობდა ოქსფორდში და იგი იტანჯებოდა დისლექსიით (დასწავლის უუნარობა) სკოლის პერიოდში, აღსანიშნავია, რომ მამამისი არ უწყობდა ხელს მაქსს ჰქონდოდა კარიერა, როგორც მსახიობს.



2011 წელს მაქსმა ითამაშა ჰენრის როლი "წითელქუდაში". აგრეთვე იგი 2013 წლეს აირჩიეს, რომ ეთამაშა მთავარი როლი ფილმში "მასპინძელი". მაქსი ახლახანს ჩაერთო სერიალ "თეთრი დედოფლის " გადაღებებში ჰენრი მეოთხის როლში. სერიალის პრემიერა გაიმართება 2013 წლის 10 აგვისტოს BBC One-ის ეთერში.





სავარაუდოდ, მომავალში იგი აგრეთვე მოგვევლინება ვივალდის როლით ფილმში "ვივალდი".
მსახიობმა აგრეთვე მიიღო მონაწილეობა, როგორც მოდელმა, Burberry_ისა და Mango_ს კომპანიების პოტოსესიებში.
მაქსს აგრეთვე ჰქონდა ურთიერთობა საკმაოდ ცნობილ მსახიობთან ემილი ბრაუნინგთან. სამწუხაროდ, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს 2012 წლის ზაფხულში.







გარდა ზემოთ ნახსენები ფილმებისა, მსახიობი იყო აგრეთვე ჩართული რამოდენიმე პროექტში. მაგალითად, მისი პირველი როლი გახლდათ ფილმში "Being Julia", იგი ფილმშ სულ რამოდენიმე წუთით ჩნდება. ასევე მცირე როლი აქვს ფილმში "დორიან გრეი". მან აგრეთვე მიიღო მონაწილეობა ბრიტანულ სერიალში "The Runaway". ექვს ეპიზოდიან სერიალში იგი მონაწილებს მხოლოდ სამ ეპიზოდში: 1X03; 1X04 და 1X05.]



ფილმში "Dorian Gray"



სერიალში "The Runaway"

მაქსი აგრეთვე მონაწილეობს 4 წუთიან პატარა ფილმში სახელად "ცალმხრივი სიყვარული". გთავაზობთ ამ ფილმს:




ახლა კი გთავაზობთ ფოტოკრებულს და რამდენიმე მოძრავ ფოტოს.



































































Category: Stars, Man
Tags: Max IRONS

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top