;
19 ივნისი 2013      salome0789     11 კომენტარი     ნანახია 6033-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მამაკაცი

Iconic style: Ryan Gosling

რაიან გოსლინგმა თავისი კარიერა ააგო ექსცენტრულ კინო როლებზე. მაღალი დონის შესრულებამ, თავდაჯერებულობამ და როლების მრავალფეროვნებამ, ის ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აქცია. მან ითამაშა ნარკოტიკებზე დამოკიდებული მასწავლებელი, ნეო-ნაცისტი, რეზინის თოჯინაზე შეყვარებული მენტალურად გაუწონასწორებელი ადამიანი, სერიული მკვლელი, ბანკის მძარცველი და ა.შ. მისი ჩაცმის სტილი კი ყოველთვის არ იყო ასეთი სასურველი.


32 წლის მსახიობის სტილის ერთ-ერთი ელემენტია მისი სილუეტი. ის უპირატესობას ანიჭებს ვიწრო, ტანზე მორგებულ ტანსაცმელს, რომელიც ხაზს უსვამს მის ათლეტურ აღნაგობას. აქსესუარებს მინიმალურად იყენებს და არჩევს დახვეწილ, უბრალო და ნამდვილად ელეგანტურ ლუქებს.


Iconic style: Ryan Gosling

Iconic style: Ryan Gosling Iconic style: Ryan Gosling



რაიანი წითელ ხალიჩაზე თამამი და გალატურია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მსახიობს უყვარს ფერებთან თამაში, ის მუდმივად ცვლის მათ და ამით განსხვავდება წითელ ხალიჩაზე მოსიარულე სხვა ჰოლივუდელი მამაკაცებისგან. ის თამამად ატარებს მუქ ლურჯს, ყავისფერს, ნაცრისფერს, მუქ მწვანეს, ღია წაბლისფერს, შავს, კრემისფერს. მისი ფერთა არჩევანი, ხაზები და ტექსტურა ერთად შეხამებული უბრალოდ უნაკლოა.


Iconic style: Ryan Gosling Iconic style: Ryan Gosling


Iconic style: Ryan Gosling Iconic style: Ryan Gosling



2010 წელს ნიუ-იორკში ,,,ცისფერი ვალენტინის“ (Blue Valentine) პრემიერაზე მსახიობს ეცვა მუქი ლურჯი ვილვეტის ერთღილიანი პიჯაკი. გოსლინგი, როგორც ყოველთვის, ინარჩუნებს უბრალოებას და ფუკუსირებს მხოლოდ სასიცოცხლო ასპექტებზე: კარგად მორგებული და შეკერილი.


Iconic style: Ryan Gosling Iconic style: Ryan Gosling


სტილის იკონს გამოარჩევს არაფორმალური ტანსაცმელი. გოსლინგმა კი ზოგჯერ არც ისე წარმატებული მცდელობებით, იპოვა თავისი თავისუფალი სტილი.

კანის კინოფესტივალზე მან ყურადღება მიიქცია ლურჯი, ფართოდგადაკეცილსაყელოიანი სმოკინგით. ფაქტიურად, ყველაფერი, რაც გოსლინგს ეცვა ფესტივალზე, იყო პოზიტიურად შესამჩნევი. ფრენჩ რივიერა არის უნაკლო კომბინაცია თეთრ შარვლალთან და ბროუგებთან. მინიმალიზმი კი რჩება გოსლინგის სტილის ერთ-ერთ საყრდენ ნაწილად.


Iconic style: Ryan Gosling Iconic style: Ryan Gosling


მარლონ ბრანდოს შთაგონებული ტყავის ქურთუკი გახდა მსახიობის მთავარი მოთხოვნილების პროდუქტი.


Iconic style: Ryan Gosling



ის, აეროპორტში, თუ საღამოს პრემიერაზე, დროდადრო ამჟღავნებს მრავალფეროვნებას. ამის კარგი მაგალითია, ბრეტონული მაისურის და ლოუფერების კომბინაცია. ( ქვემოთ)


Iconic style: Ryan Gosling


ქვემოთ სამოსი წარმოადგენს გოსლინგის მცდელობის გარეშე წარმატებულ ნაბიჯს. მაშინ როცა ზოლებიანი კარდიგანი და შავი ჯინსი თავისუფალ იმიჯს ანიჭებს, როკერის ბატინკები მიუთითებს, რომ მსახიობს დიდი დრო არ დაუკარგავს თავის ჩაცმულობაზე. სათვალეები კი ხაზს უსვამს მის ვარსკვლავობას. ის ძირითადად ატარებს რეიბანებს ან ავიატორებს.

Iconic style: Ryan Gosling


აღსანიშნავია, რომ რაიან გოსლინგს საკუთარი სტილისტი არ ყავს. ზოგჯერ იგრძნობა, რომ ის დაუფიქრებლად არჩევს ლუქებს ( ზოგჯერ მსახიობს ურჩევია ინკოგნიტოდ ყოფნა ), თუმცა დამეთანხმებით, რომ მისი ქუჩის სტილი საინტერესო და ინდივიდუალურია.


Iconic style: Ryan Gosling





კამათის გარეშე დრაივი ( Drive) 2011 წლის ფილმი იყო. ფილმი, რომელიც სტილის ზეიმს წარმოადგენს. მინიმალური დიალოგის ფონზე მისი ,,მთავარი პერსონაჟია“ 80-იანი წლების ელექტრონული მუსიკა. რაიან გოსლინგის უსახელო მისტიური გმირი კი მარტო აღმოჩნდება ლოს ანჟელესის განგსტერების წინააღმდეგ. გოსლინგის პერსონაჟის ხასიათს კარგად ერგება თეთრი ატლასის ქურთუკი, რომელსაც უკან მორიელის სიმბოლო აქვს გამოსახული. ქურთუკი მოდის სამყაროს გარდატეხის ნაწილს წარმოადგენს და ერთ-ერთი მოთხოვნადი ქურთუკი გახდა ჰელოინისთვის. მსახიობმა აღნიშნა, რომ ქურთუკი და მძღოლის ხელთათმანები თვითონ შექმნა.







Iconic style: Ryan Gosling

Iconic style: Ryan Gosling



შემდეგი ფილმი, სადაც გოსლინგი ბრწყინავს, როგორც სტილის იკონი, არის ,,გიჟური, სულელური, სიყვარული“(Crazy Stupid Love). მისი გარდერობი წარმოადგენს 21 საუკუნის მამაკაცის თვალით დანახულ 50-იანი წლების დახვეწილობას.





Iconic style: Ryan Gosling




გოსლინგი მითიურ გმირს თამაშობს ფილმში ,,ადგილი ფიჭვნარს მიღმა“(The Place Beyond The Pines), რომელიც 90-იან წლებში ვითარდება. მისი გმირი ატარებს ცივად ქერა თმას და სხეული ტატუთი აქვს დაფარული.





გოსლინგის ბაიკერის წითელი ტყავის ქურთუკი, მისი პირატული შარვალი და ნეონის სათვალეები მიანიშნებს, რომ ახალ თაობაში ჯეიმს დინი ისევ ცოცხლობს.


Iconic style: Ryan Gosling

Iconic style: Ryan Gosling

როგორც ჩანს, მსახიობმა კარგად იცის, რომ სტილი ფილმის განუყოფელი ნაწილია.

სელებრითების სტილისტი ბრედ გორესკი ამ მომენტში მიიჩნევს მას ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმულ მამაკაცად ჰოლივუდში. ცნობილმა ჟურნალმა GQ კი 2011 წელს სტილის იკონად აღიარა.



კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის ,,ცისფერი ვალენტინი“(Blue Valentine)

Iconic style: Ryan Gosling



ლოს-ანჟელესში ,, გიჟური, სულელური, სიყვარულის პრემიერაზე“

Iconic style: Ryan Gosling


მსახიობი ქუჩაში

Iconic style: Ryan Gosling




კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის ,,დრაივი“

Iconic style: Ryan Gosling



,,მარტის იდების“( Ides Of March) გადაღებები.

Iconic style: Ryan Gosling





გოსლინგის სტილი ძნელად არღვევს საზღვრებს, მაგრამ ეს შესანიშნავი მაგალითია, იმისა თუ რამდენად შეუძლია მინიმალისტურ მიდგომას გამოიყურებოდეს უფრო დახვეწილად, ვიდრე აქსესუარებით გაწყობილი სამოსით.

კატეგორია: ვარსკვლავები, მამაკაცი
Tags: რაიან გოსლინგი სტილი

11


  • Ana smiley თქვა:
    21 ივნისი 2013 18:18 - ID: 11,
    ნიჭიერი მსხაიობია და არა სიმპატიური და მსგავსი რამე wink

  • ana_angel თქვა:
    21 ივნისი 2013 16:11 - ID: 10,
    ჩემთვის ყველაზე საყვარელი მსახიობია love მიყვარს

  • msettori თქვა:
    21 ივნისი 2013 12:52 - ID: 9,
    ვგიჟდებიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!! ძალიან სიმპატიურია ჩემთვის,სექსუალურიც,მამაკაცურიც,გემოვნებიანიც და ყველაფერთან ერთად კაი ტიპიც.!!!! და რაც შეეხება მის მონაცემებს,ძალიან გთხოვთ ნუ იდავებთ იმაზე რომ ნიჭიერია თანაც ძალიან,და მისი თაობიდან მე პირადად ყველას მირჩევნია

  • Mari.♫ თქვა:
    20 ივნისი 2013 20:07 - ID: 7,
    ზეგზი )))))))

  • lelachka თქვა:
    20 ივნისი 2013 12:41 - ID: 6,
    მომწონს ბიჭს ასე დახვეწილად რო აცვია და კიდე კარგი სუნი რო ადის love ტიმბერლეიკის სტილს გავს,მშვენიერია

  • salome0789 თქვა:
    20 ივნისი 2013 11:51 - ID: 5,
    Hermione...♥


    ხალხო ეს ჩემი მოგონილი კი არ არის. სტატიაში ასე ეწერა. გოსლინგი სუპერ ვარსკვლავი არ არის, რადგან თვითონ ასე უნდა. ძირითადად დაბალბიუჯეტიან ფილმებში თამაშობს და დღეს ინდი ფილმებს თითქმის არავინ უყურებს, რადგან ბლოკბასტერები და რაღაც სისულელეები ურჩევნიათ. საოცარი ისაა, რომ მან დამოულკიდებელი ფილმებით მოიპოვა მსოფლიო აღიარება. ის ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია და ამაზე კამათი არ არის საჭირო. ის ოსკარზე იყო ნომინირებული 26 წლის ასაკში, ანუ ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტია ჯონ ტრავოლტას შემდეგ აკადემიის ისტორიაში. 2012 წელს ორჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. გოსლინგი კინო კრიტიკოსების მიერ დაფასებული მსახიობია. ასე რომ ეგ ციტატა სრულად ასახავს მის სტატუსს. რაც შეეხება მის სიმპატიურობას ყველას თავისი გემოვნება აქვს. ზუსტად ვიცი რო ევა მენდესს ხვდება და იქნებ დაფიქრდე რა მოსწონს მასში wink

  • KaTy )) თქვა:
    20 ივნისი 2013 10:39 - ID: 4,
    როგორ მიყვარს <3 ჯერ კიდე უბისწიგნაკიდან , ყველას მოსაწონი არაა მაგრამ განსაკუთრებულად სიმპატიურია ჩემი აზრით

  • melanie თქვა:
    20 ივნისი 2013 02:52 - ID: 3,
    ციტატა: Hermione...♥
    მაღალი დონის შესრულებამ, თავდაჯერებულობამ და როლების მრავალფეროვნებამ, ის ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აქცია.

    კარგი მსახიობია, განსაკუთრებით კი "ადგილი ფიჭვნარს მიღმასა" და "დრაივში" მომეწონა მისი შესრულება, მაგრამ ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერი მსახიობი ნამდვილად არაა (ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერიც კი არა). ვიზუალურად საერთოდ არ მომწონს, თამბლერზე ტვინი გამიხვრიტეს ამისი "სექსუალურობით", მაგრამ მაინც არ მესიმპათიურება. ჩაცმის სტილი დახვეწილი აქვს, მაგრამ ეს ელეგანტურობა თითქოს ასაკს მატებს... როგორც უკვე აღვნიშნე, სიახლის შესავალს არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებ, ამომწურავი ინფორმაციითაა აწყობილი.


    100% geTanxmebi

  • Hermione...♥ თქვა:
    19 ივნისი 2013 22:53 - ID: 2,
    მაღალი დონის შესრულებამ, თავდაჯერებულობამ და როლების მრავალფეროვნებამ, ის ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აქცია.

    კარგი მსახიობია, განსაკუთრებით კი "ადგილი ფიჭვნარს მიღმასა" და "დრაივში" მომეწონა მისი შესრულება, მაგრამ ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერი მსახიობი ნამდვილად არაა (ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერიც კი არა). ვიზუალურად საერთოდ არ მომწონს, თამბლერზე ტვინი გამიხვრიტეს ამისი "სექსუალურობით", მაგრამ მაინც არ მესიმპათიურება. ჩაცმის სტილი დახვეწილი აქვს, მაგრამ ეს ელეგანტურობა თითქოს ასაკს მატებს... როგორც უკვე აღვნიშნე, სიახლის შესავალს არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებ, ამომწურავი ინფორმაციითაა აწყობილი.

  • anna... თქვა:
    19 ივნისი 2013 22:39 - ID: 1,
    ნიჭიერი მოხდენილი და სიმპატიური კაცია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top