;

21 June 2013      salome0789     Views 5002    
Category: Stars, Fun, Interesting

ევა გრინის გამონათქვამები ევა გრინის გამონათქვამები ევა გრინის გამონათქვამები]
ფრანგი მსახიობის ევა გრინის მომაჯადოვებელმა თვალებმა და ბნელმა ფრანგულმა სილამაზემ დიდი ხანია მოხიბლა მთელი მსოფლიო. 33 წლის მსახიობი პირველად გამოჩნდა 2003 წელს ბერნარდო ბერტუჩიოს ვნებიან, სექსუალური სცენებით დატვირთულ ფილმში The Dreamers. შემდეგ მისმა სექსუალურმა და გონიერმა თამაშმა 2006 წელს, როგორც ჯეიმს ბონდის გოგომ ,,კაზინო როიალში“, დიდი წარმატება მოუტანა. ევა გრინი გახდა ისეთი მდიდრული ბრენდების სახე, როგორიცაა Emporio Armani, Lancôme, Dior და Montblanc.


ევა გრინი ,,დიორის" სუნამოს რეკლამაში



გთავაზობთ ევა გრინის გამონათქვამებს


ევა გრინის გამონათქვამები

გთავაზობთ არაორდინალური და ქალური სილამაზის ეტალონის, ევა გრინის გამონათქვამებს.

  • არ მინდა რომ ჰოლივუდის ვარსკვლევი ვიყო. მე უბრალოდ მინდა, რომ საკუთარი სამუშაოსგან სიამოვნება მივიღო. ჩემი მიზანია საკუთარი იდენტურობა დავამტკიცო და საკუთარ თავთან მართალი დავრჩე.

  • მე მაქვს თურქული, შვედური, ესპანური და ალჟირული სისხლი: თავს მსოფლიოს მოქალაქედ ვგრძნობ. ცხოვრებას და კინოს არ აქვთ საზღვრები.

  • თეატრალურ სკოლაში ყოველთვის ვირჩევდი ბოროტ როლებს. ეს შესანიშნავი გზაა ყოველდღიური ემოციებისგან განტვისთვისთვის.

  • არავითარი პრობლემა არ მაქვს პლასტიკურ ქირურგიასთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიგიჟეა, როცა ყველა ერთნაირად გამოიყურება.

ევა გრინის გამონათქვამები
  • [Dreamers-ში შესრულებული შიშველი სცენების შესახებ] ცხოვრებაში ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ, თავშეკავებული, მაგრამ ხომ იცით ის ბერტოლუჩია. მე ვნახე ,,უკანასკნელი ტანგო“ და არ არის ის პორნოგრაფიურლი, არც ვულგარული და ავადმყოფური. ასე რომ მას მივენდე. ის სიყვარულის და ეროტიულობის ოსტატია. თითქოს ნარკოტიკებზე ან ანესთეზირებული ვიყავი. უნდა დაიძინო და ყველაფერი დაივიწყო.

  • ყველას უნდა ამერიკაში მუშაობა. შეიძლება არა ბლოკბასტერები და ტერმინატორები, არამედ როცა გაქვს არჩევანი.

  • საერთოდ ვერ ვერკვევი პოლიტიკაში... მე ჩემს ჭიის პარკში ვცხოვრობ და კლასიკურ მუსიკას ვუსმენ.

  • მამაჩემი შვედია, დედაჩემი კი ფრანგი.

ევა გრინის გამონათქვამები
  • ეს ამერიკელი ხალხისთვის შოკისმომგვრელი იქნება, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომაა უხერხული შიშველი სხეულის ეკრანზე ხილვა და არა იმის ყურება როგორ კლავენ ბავშვს. ჩემთვის ეს უცნაურია.

  • მირჩევნია, ინტერნაციონალური ვარსკვლავი ვიყო, ვიდრე მარტო ფრანგი. ჩემი ამბიციაა, რომ ერთი და იგივე როლები არ შევასრულო. ასე რომ ინგლისურ აქცენტზე ვმუშაობ, ისევე როგორც ამერიკულზე. ჯულიეტ ბინოში კარგი მაგალითია იმისა როგორ უნდა მოვიქცე, ის მთელს მსოფლიოში მუშაობს.

  • მთელი ჩემი ცხოვრება მჭირდება იმისთვის, რომ დავხვეწო ჩემი ხელოვნება.


ევა გრინის გამონათქვამები
  • მე შემიძლია ვიყო წყნარი, გიჟი, ახალგაზრდა. მაგრამ არ ვარ ისეთი პიროვნება, რომელიც ღამის კლუბებში დადის და თავს იგიჟებს. მე უფრო სახლში მიყვარს, საწოლში წოლა და კლასიკური მუსიკის მოსმენა.

  • ჩემთვის მსახიობობა თერაპიასავითაა. თამაშის დროს თავს ბოლომდე წარმოვაჩენ. მაშინაც კი როცა არ ვმუშაობ, ჩემს სამყაროში ვცხოვრობ და პერსონაჟებს ვიგონებ.

  • მე ფრანგი ვარ, მეზარება ვარჯიშების გაკეთება და ვეწევი. მაგრამ მიყვარს დილით სირბილი ძაღლთან ერთად.


ევა გრინის გამონათქვამები


Category: Stars, Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top