;
19 ივნისი 2013      Hermione...♥     27 კომენტარი     ნანახია 5098-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა


Powered by mp3skull.com

ჰოლივუდის ვარსკვლავობა თითქმის ყველა ადამიანის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენს. ამას ხომ მილიონობით დოლარისა და ბოჰემური ცხოვრების გარდა, უმეტეს შემთხვევებში, მსოფლიო აღიარება და ხალხის უზომო სიყვარულიც მოჰყვება! ერთი შეხედვით, შოუბიზნესის წარმომადგენლები ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან და ცხოვრებისგანაც მაქსიმუმს იღებენ, მაგრამ ვარსკვლავის სტატუსსაც აქვს თავისი მინუსები. წითელ ხალიჩაზე მდგომი ჩვენი კუმირების თავომწონე ღიმილის მიღმა, ხშირად უდიდესი სევდა და უამრავი, რიგითი მოქალაქეებისთვის სრულიად უცხო პრობლემა იმალება. შესაძლოა ვარსკვლავებს ფინანსური პრობლემები არ აწუხებდეთ, მაგრამ პაპარაცების მუდმივი დევნა, პირადი ცხოვრების ძალაუნებური გასაჯაროება და საკუთარი შეცდომების მსოფლიო მასშტაბით განსჯა არანაკლებ მძიმე ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს წარმოადგენენ. მიუხედავად ამ არც თუ ისე კაშკაშა და სახარბიელო რეალობისა, არსებობენ ისეთი ვარსკვლავებიც, რომელთა მთავარ საზრუნავს მხოლოდ ის წარმოადგენს, თუ რა ბრენდის სამოსს მიანიჭონ უპირატესობა კონკრეტული ივენთისათვის და რომელ კურორტზე გაატარონ მომავალი შვებულება. მაშასადამე, მიუხედავად პოპულარობის ტიპიური თანმდევი მოვლენებისა, შოუბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვანაირად და ზოგჯერ საკმაოდ უცნაურადაც კი ეგუებიან თავიანთ სტატუსს. მოდით, ვნახოთ თუ რას ამბობენ/ამბობდნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ.

მერილინ მონრო

-ჰოლივუდი არის ადგილი, სადაც კოცნისთვის 1 000 დოლარს, სულიერებისთვის კი 50 ცენტს გადაგიხდიან.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ოდრი ჰეპბერნი

-მოხარული ვარ, თუ ჩემი იმიჯი ხალხისთვის შთამაგონებელია, მაგრამ საკუთარ თავს სტილის აიკონად არ მივიჩნევ. საკუთარი საქმისადმი სერიოზულმა დამოკიდებულებამ ხალხის სასიამოვნო ყურადღება მომიტანა.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ნიკოლ კიდმანი

-მართალია, ვარსკვლავური წვეულებები ბევრისთვის საოცნებოა, მაგრამ დამიჯერეთ, საკუთარი შვილების ზოოპარკში წაყვანა უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ჯონი დეპი

-ჰოლივუდში გარკვეული დროის გატარება სასიამოვნო გამოცდილებაა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მოსაბეზრებელი ხდება და ეს ყველაფერი სულელურად გეჩვენება.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ანჯელინა ჯოლი

-ჰოლივუდური ელიტა ფულის შოვნის მიზნით უამრავ საძაგლობაზეა წამსვლელი. ვამაყობ, რომ საკუთარი თავი საქმეს მივუძღვენი და ანაზღაურება ჩემთვის მეორეხარისხოვანია.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ბრედ პიტი

-მე წარმოშობით მისურის შტატიდან ვარ, სადაც ხალხი ზედმეტი ლაპარაკის ნაცვლად საკუთარ საქმეს პატიოსნად აკეთებს. ჰოლივუდში, სამწუხაროდ, პირიქითაა.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ჯენიფერ ქონელი

-ოსკარის აღებას ნამდვილად არ მოველოდი. საოცარი გრძნობაა, როდესაც ბავშვობიდან ყოველ წელს ამ დაჯილდოებას ადევნებ თვალს, მოულოდნელად კი თავადაც მისი მონაწილე ხდები. მიუხედავად ამისა, შევეცდები არ გადავეშვა ჰოლივუდური ცხოვრების მაცდურ მორევში და მოკრძალებული ცხოვრება გავაგრძელო.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ვაინონა რაიდერი

-ბევრი ოცნებობს ერთი შეხედვით უზრუნველ ჰოლივუდურ ცხოვრებაზე, მაგრამ დამერწმუნეთ, ფულით ვერასოდეს იყიდით იმ სულიერი ტკივილის საწინააღმდეგო წამალს, რომელიც პოპულარობას ახლავს თან.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ქეით უინსლეტი

-მირჩევნია ბრიტანულ კინოსა და თეატრში გავაგრძელო მოღვაწეობა, ვიდრე ლოს-ანჯელესში გადავსახლდე და კომერციულ სისულელეებში ვითამაშო.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ჰიუ ჯეკმენი

-ვამაყობ ჩემი ვარსკვლავური სტატუსით, მაგრამ სახლში დაბრუნბულს ქალიშვილის ჩახუტება ყველასა და ყველაფერს მავიწყებს ოჯახის წევრების გარდა.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

ჯეიმს ფრანკო

-პაპარაცები ზვიგენებივით არიან: ისინი ჯერ ალყას შემოარტყამენ თავიანთ მსხვერპლს, შემდეგ კი უმოწყალოდ გლეჯენ. არც ვარსკვლავების ნაწილია ბევრად უკეთესი: ჯერ ფარისევლურად გიმეგობრდებიან, შემდეგ კი სახალხოდ გამცირებენ. მიუხედავად ამისა, ზოგზოგიერთებივით ჰოლივუდის დაუნდობლობაზე ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ. პოპულარობამ მომცა შანსი, რომ მსახიობობის გარდა, უამრავ სხვა სფეროში მეცადა ბედი, ხალხის სიყვარული კი სტიმულს მაძლევს, რომ ყველა არჩეული პროფესიით გავაგრძელო მოღვაწეობა.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

შარლიზ ტერონი

-მე ბეტი დევისის, მარლენ დიტრიხისა და მერილინ მონროს ფილმებზე გავიზარდე და სწორედ მათმა პროფესიონალიზმმა მოახდინა გავლენა ჩემი, როგორც წარმატებული ჰოლივუდის მსახიობის ჩამოყალიბებაზე.

ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

27


  • Ana smiley თქვა:
    21 ივნისი 2013 18:55 - ID: 27,
    ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ღირს love wink

  • Hermione...♥ თქვა:
    20 ივნისი 2013 15:08 - ID: 26,
    -Diana-,
    Johnny depp,
    მადლობა, დიანა და თაკო! მიყვარხართ love

  • Johnny depp თქვა:
    20 ივნისი 2013 12:23 - ID: 25,
    ვერ წარმოდიგენ როგორ აკლიხარ საიტს და მე.
    ძალიან კარგი,დახვეწილი სტატიაა (როგორც ყოველთვის )
    თუზედმეტად მიკერზოებაში არ ჩამითვლით :D ჯონისა და
    ფრანკოს აზრს დავეთანხმები.

  • -Diana- თქვა:
    20 ივნისი 2013 11:36 - ID: 24,
    - როგორ მომენატრა შენი სიახლეები თიკა, როგორც ყოველთვის ძალიან ვისიამოვნე ამ სტატიის წაკითხვის დროს love

  • liliana თქვა:
    19 ივნისი 2013 22:14 - ID: 23,
    [quote=Hermione...♥] მადლობა love

  • candyyy თქვა:
    19 ივნისი 2013 22:07 - ID: 22,
    ზოგი რას ნატრობს ზოგი რას......................

  • amanda თქვა:
    19 ივნისი 2013 19:58 - ID: 21,
    ანჯელინა გამომივიდა ანგელოზი რაა :D:D მაგისი წარსულის შესახებ კარგადაა ცნობილი

  • shake თქვა:
    19 ივნისი 2013 19:40 - ID: 20,
    ჩემი ფავორიტი მსახიობი არის ქეით უინსლეტი.ყველაფრით მაგარი ქალია :*

  • Hermione...♥ თქვა:
    19 ივნისი 2013 19:04 - ID: 19,
    ყველაზე მეტად დეპს ვეთანხმები, თავიდან მართლა ზღაპრული იქნება ჰოლივუდური ცხოვრება, მაგრამ დროთა განმავლობაში მოგბეზრდება გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნა. ფრანკოც მართალია, მაგრამ მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდად საუბრობს. ძალიან კარგია, რომ საკუთარ თავს სხვადასხვა ამპლუებში ცდის და შესაბამისად, არც მისი ცხოვრება კარგავს მრავალფეროვნებას, მაგრამ ყველას არ აქვს იმის ნერვები, რომ მუდამ გადარბენაზე იყოს. რაც შეეხება ფარისევლურად დამეგობრებასა და შემდეგ სახალხოდ დამცირებას, მგონი ენ ჰეტეუეი ჰყავდა მხედველობაში...
    liliana,
    დიდი მადლობა! ვიცი, მაგრამ არაუშავს, ჩემი არყოფნის დროსაც დადებულა ემაზე ნიუსები. სხვათა შორის, მომეწონა შენი ფოტოკრებული.
    lady_tamo,
    უღრმესი მადლობა, თამო. მაქსიმალურად შევეცდები, რომ იმედები არ გაგიცრუოთ.
    Saliiii :X:X:X,
    Countess A.,
    niniKO★,
    masho,
    psiqologia,
    Anachkaa ♥,
    anna...,
    ძალიან დიდი მადლობა, გოგონებო love
    Lindsay,
    მადლობა, ჩემო კარგო. მე კი შენი კომენტარები მომენატრა! სიმღერა არის Oasis-ის Roll It Over.
    FAME,
    ვაიმე feel გულწრფელად გეუბნები, მეც ეგ შეგრძნება მეუფლება ხოლმე შენი ნიუსების კითხვისა თუ თვალიერებისას.

  • anna... თქვა:
    19 ივნისი 2013 18:32 - ID: 18,
    მაგარი ნიუსია ძალიან მომეწონა

  • FAME თქვა:
    19 ივნისი 2013 15:19 - ID: 17,
    კითხვა რომ დავიწყე არ ვიცოდი სიახლე ვისი იყო, მაგრამ მივხვდი რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ენჯელის იქნებოდა მართალიც ავღმოჩნდი..

  • Ms.Casillas თქვა:
    19 ივნისი 2013 14:55 - ID: 16,
    მე კიდევ სიამოვნებით ვიცხოვრედი მანდ wink

  • psiqologia თქვა:
    19 ივნისი 2013 14:46 - ID: 15,
    შარლიზ ტერონი და ოდრი შეუდარებლები არიან
    მომეწონა ქეითის სიტყვები
    კარგი ნიუსია love

  • tiko... თქვა:
    19 ივნისი 2013 12:50 - ID: 14,
    მონროს ციტატა მომეწონა...და ჯონის თითქმის ყველა ინტერვიუში ეტყობა რომ არმოსწონს ასეთი ცხოვრება.....:) მაგრაამ ამ ვარსკვლავებიდაან თითქმის ყველას ჩაუდენია პოპულარობისთვის და იმისთვის რომ პაპარაცებიის ობიქტივში მომხვდარიყვნენ უამრავი სისულელე ამიტომ ჯობია ბევრ ლაპარკს მოეშვნენ...თუ არმოსწონთ ჰოლივუდის წვეუულებები დაგვითმონგ გზა რაპრობლემააა????!!! ))

  • DiaMoNd თქვა:
    19 ივნისი 2013 12:49 - ID: 13,
    ანჯელნიაზე ჭკუა მეკეტებაა. ბრედზე და ფრანკოზე ვგიჟდებიი და ნაწილობრივ ვეთანხმებიი მათ აქრებს, მაგრამ როგორც ჩემმა სეხნია ნინიმ თქვა ჯობია იტირო ლიმუზინში, ვიდრე ქუჩაში...

  • mmmmm თქვა:
    19 ივნისი 2013 12:32 - ID: 12,
    მგონი ანჯელინა იტყუება

  • krist...star თქვა:
    19 ივნისი 2013 12:14 - ID: 11,
    ასეთი ცხოვრება გქონდეს, პოპულარობა, ფული, სახელი, თაყვანისმცემელი და იმაზე წუწუნებდე რო პაპარაცები დაგსდევენ, ეს ჩემამდე არ დადის. ჰოლივუდის ვარსკვლავი რო ხარ მაგიტო აინტერესებთ შენი ცხოვრება , აბა მე ქუჩაში არავინ გამომეკიდება აპარატით wink ფანები მიყვარსო რო იძახიან, იმ ფანსაც ხო აინტერესებს სად იყავი და ვისთან ერთად, როგორ გაიგებს თუ არ იარსებებს პაპარაცი. ასე რომ, მე რო ჰოლივუდში წავალ , არ ვიწუწუნებ ასეთ სულელურ რაღაცებზე lol

  • masho თქვა:
    19 ივნისი 2013 11:42 - ID: 10,
    ჰიუ ჯეკმანი და ჯეიმს ფრანკო რა კარგები არიან <3
    ჯონის ციტატაც მომეწონა, მეც ზუსტად ასეთივე წარმოდგენა მაქვს ჰოლივუდზე.
    თიკა ნიუსი ძალიან საინტერესო იყო და გილოცავ გამოცდების ჩაბარებას <3

  • Shining Diamond თქვა:
    19 ივნისი 2013 10:25 - ID: 9,
    ენჯიიი ♥ შეუდარებელია
    ფრანკოზე ვგიჟდებიი love
    ნიკოლ კიდმანი ქალი საოცრებაა რა request

  • niniKO★ თქვა:
    19 ივნისი 2013 10:24 - ID: 8,
    ჯონიიიიიიი ჩემიიიიიი როგორ მიყვარსსსსს love
    მაგარი სტატია wink

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top