;
19 ივნისი 2013      Nina√     6 კომენტარი     ნანახია 1559-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ფრიდა ასენის  ინტერვიუ

18 წლის ნორვეგიელი მოდელის ფრიდა ასენის ექსკლუზიური ინტერვიუ inoubliable model army-ითვის

_ გამარჯობა ფრიდა! დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე. თანდათანბით შენ წინ მიიწევ. წარმატებით გაიარე ქასთინგი ჯეიმს სქულთან და უკვე მოიაზრები Fall/Winter 2013 season-ის მთავარ სახედ. მიიღებ თუ არა მონაწილეობას შოუებში და როგორ აპირებ მომზადებას ამ დამღლელი თვსითვის?

_ გამარჯობა! დიახ, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას შემოთავაზებების შემთხვევაში. ეს ძალიან სახალისო და სასიამოვნოა. ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო და დავაგროვო რაც შეიძლება მეტი ენერგია. ასევე ვცდილობ გავხადო ჩემი კანი უფრო სუფთა და ჯანმრთელი. სეზონის დაწყებამდე ალბათ სახლში გავატარებ დროს ოჯახის წევრებთან ერთად და გამოცდებისთვის მოვემზადები.

_სამოდელო სფეროში არც ისე ბევრია წარმოშობით ნორვეგიელი. მგონი მხოლოდ შენ და ერჯონა ალა ხართ. გვითხარი შენ შესახებ, რომელი ქალაქიდან ხარ და რა გენატრება ხოლმე ყველაზე მეტად, როდესაც საზღვარგარეთ გადიხარ დიდი ხნით?


_ წარმოშობით კრისტიანსენიდან ვარ. კრისტიანსენდი არც ისე დიდი ქალაქია, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს. იგი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და ზაფხულობით ძალიან ლამაზია. იქ ცხოვრობს ყველა ჩემი მეგობარი, ახლობელი და ოჯახის წევრი. შესაბამისად, როდესაც ვმოგზაურობ, ყველაზე მეტად ისინი მენატრებიან.

ფრიდა ასენის  ინტერვიუ


_ როგორ აღმოგაჩინეს და იყო თუ არა ეს შენთვის სასიხარულო?

_ დიახ, რა თქმა უნდა. 14 წლის ასაკში ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს აგენტმა დონა ლონომ აღმომაჩინა. ჩემს დასთან ერთად ვშოპინგობდი ახალ წელს, როდესაც დონა მოვიდა ჩემთან და მკითხა მინდოდა თუ არა მოდელობა. მახსოვს, როგორ მიხაროდა. ეს ყველაფერი საოცრად ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო. ორი აზრი არ იყო, რომ დავთანხმდებოდი მის შესანიშნავ შემოთავაზებას.


_ წინა სეზონზე გამოჩნდი რამდენიმე ცნობილი დიზაინერის (Derek Lam, DKNY, Carolina Herrera და Anna Sui. ) ჩვენებებზე ნიუ-იორკის მოდი კვირეულის ფარგლებში. მაგრამ არ გამოჩენილხარ არც ლონდონში, არც მილანსა და პარიზში. ეს შეგნებულად გააკეთე? რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

_ დიახ, ეს შეგნებულად გავაკეთე. ჩემი სკოლის გრაფიკი ძალიან მკაცრია. იცით, რომ ეს წელი სკოლაში ჩემთვის ბოლოა და ვერ გავაცდენდი. თანაც, მზად არ ვიყავი დიდ ქალაებში მევლო და ყველა შოუში მიმეღო მონაწილეობა. მომავლში კი არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. ალბათ, სკოლის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები სამოდელო ბიზნესში.

_ სამოდელო სფეროში ბევრი ძალიან ლამაზი და კარგი გოგონაა. ამიტომ დიდი კონკურენციაა.როგორ ფიქრობ, რა არის მთავარი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?

_ ვფიქრიბ, მთავარია იყო ბუნებრივი და იყო ის ვინც ხარ სინამდვილეში. ხალხს მოსწონს მხიარული, პოზიტიური და ბედნიერი ადამიანები. ისინი ამით ადვილად გიმახსოვრებენ.

ფრიდა ასენის  ინტერვიუ ფრიდა ასენის  ინტერვიუ
ფრიდა ასენის  ინტერვიუ ფრიდა ასენის  ინტერვიუ

_ როგორ ხვდები კრიტიკასა თუ დადებით შეფასებებს, რომელიც თან ახლავს შენს პროფესიას?


_ ვცდილობ ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება ნეგატიურ კომენატარებს. მე მჯერა საკუთარი თავის და იმ ადამიანების, ვისაც ვუყვარვარ. თუმცა ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვს მივიღებ.

_ ხშირად ხალხს ავიწყდება, რომ მოდელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან საკუთარი გრძნობებით, მოსაზრებებით და ა.შ. შენ როგორ უძლებ მათ დაუსახურებელ კრიტიკას?

_ ამაში ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მეხმარებიან. არ მესმის რატომ უნდა შეიცვალო იმის გამო, რომ ვიღაც შენზე დაუმსახურებლად იტყვის რაიმე ცუდს.


_ალბათ დამეთახმები, რომ შენი სამოდელო კარიერა ნადმვილად გამორჩეულია რადგან, გასულ წელს შენ იმუშავე Sean & Seng-თან (Dazed & Confuse) , სადაც პატარა მეგობარიც გახლდა. რა იყო ეს შენთვის და სახალისო იყო თუ არა გადაღება?

_ Sean & Seng-თან მუშაობა გასაოცარი იყო. ისინი ისეთი ნიჭიერები არაინ და მათთან ერთად მუშაობა ისეთი ადვილია.. მათთან ადრეც მიმუშავია და ალბათ ეს დამეხმარა, როდესაც მაიმუნი დაცოცადა ჩემს თავზე და თმებს მიწეწავდა. გადაღება მართლაც სახალისო იყო. ბევრი ვიცინეთ, მაიმუნი კი ძალიან საყვარელი იყო. მიყვარს ცხოველები, ამიტომ არ გამჭირვებია. ერთი სიტყვით, მათთან მუშაობა დაუვიწყარი იყო!

ფრიდა ასენის  ინტერვიუ ფრიდა ასენის  ინტერვიუ
ფრიდა ასენის  ინტერვიუ ფრიდა ასენის  ინტერვიუ


_ შენ გამოჩნდი ისეთი ჟურნალების ნომრებში, როგორებიცაა Love, CR Fashion Book, გერმანული Vogue, ფრანგული Numéro, and V. პოდიუმს ანიჭებ უპირატესობას თუ ფოტოსესეიბში მონაწილეობის მიღებას? რომელი პროცესი უფრო სასიამოვნოა?

_ ნამდვილად ვერ გამოვარჩევ. საოცარი გრძნობაა, როდესაც გადიხარ პოდიუმზე. ეს იმხელა ადრენალინია. სიანტერესოა დიზაინერებთან და უცნობ მოდელებთან მუშაობა. რაც შეეხება ფოტოსესიებს, აქ უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. ფოტოსესია მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო კრეატიული, მაქსიმალურად
დავიხარჯო და საკუთარი თავი უკეთ წარმოვაჩინო.


_სად ცხოვრობ ამჟამად და გეგამვ თუ არა ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლას?


_ ჯერჯერობით კრისტიანსენდში ვცხოვრობ, თუმცა ახლა ჩელსიში ვიმყოფები. ნიუ-იორკში წინა ზაფხულს ვიყავი. ძალიან მომეწონა, ვგეგმავ ისევ წავიდე და ქალაქის ღირშესანიშნაობები მოვინახულო.

ფრიდა ასენის  ინტერვიუ

_ როგორ ფიქრობ, რა ცვლილება მოახდინა მოდელობამ შენს ცხოვრებაში და რა გავლენა იქონია პირადად შენზე?


_კარიერის დასაწყისში ძალიან მორცხვი ვიყავი და ჩემთვის ძალიან უჩვეულო გრძნობა იყო ყურადღების ცენტრში ყოფნა. ახლა უფრო გახსნილი და თამამი ვარ. სულიერად გავიზარდე და გავხდი ბევრად უდრო თავდაჯერებული, ვიდრე ვიყავი.


_ ვისთან ერთად ცხოვრობ ნიუ-იორკში, ვინ გგულშემატკივრობს შოუების დროს?

_ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ერჯონა ალა. ჩვენ ორივე ერთი ქალაქიდან ვართ, მაგრამ ორივე იმდენად დაკავებულები ვართ, რომ იშვიათად ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას. კრისტინა რომანოვაც შემი მეგობარია და კიდევ ერთი ახალი გოგონა მილა მილეტიკი, რომელთანაც ერთად წინა ზაფხულს ვცხოვრობდი ნიუ-იორკში.

ფრიდა ასენის  ინტერვიუ
_რა მიზნები გაქვს მომავლისთვის და აპირებ თუ არა მიაღწიო სერიოზულ წარმატებას?


_კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე ამ სფეროში. ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურებდი და ამდენ ნიჭიერ ადამიანს შევხვდებოდი ასეთ პატარა ასაკში. მსურს, რომ ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდეს.


_ რა გხდის "დაუვიწყარს"?

_ ვიმედოვნებ, რომ ჩემი პროფესიონალიზმითა და საქმის სიყვარულით ხალხი დამიმახსოვრებს. მე ვცდილობ ვიყო ურყევი და მართალი ჩემს თავთან. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ მომცა ის რაც მაქვს და შესაძლებლობა იმისა განვახორციელო ჩემი ოცნებები.











კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

6


  • anna_ anna თქვა:
    21 ივნისი 2013 18:20 - ID: 6,
    რა საზიზღარი არსებაა გარეგნულად

  • Lolipop.. თქვა:
    20 ივნისი 2013 12:46 - ID: 5,
    ძალიან კარგი სტატიიაა, ეს გოგო კიდე თოჯინაა რა :D love მომწონს

  • Johnny depp თქვა:
    20 ივნისი 2013 12:15 - ID: 4,
    ძალიან მომწონს, ნიჭიერი და ჭკვიანი გოგოა love
    ნინ გავგიჟდი რა დახვეწილი სტატიაა.

  • liliana თქვა:
    20 ივნისი 2013 00:29 - ID: 3,
    თოჯინაა ნამდვილი..მე არ მომწონს გარეგნულად ...სიახლე კარგია... love

  • Nina√ თქვა:
    19 ივნისი 2013 17:33 - ID: 2,
    ციტატა: ta_mo
    გარეგნულად საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ძალიან ვაფასებ ფრიდას, მომწონს როგორც საუბრობს, ჭკუადამჯდარი და საინტერესო ადამიანია, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა. მისი გემოვნებაც ძალიან მომწონს მსახიობებში, მომღერლებში, დიზაინერბში და ა.შ...
    ინტერვიუ სასიამოვნო წასაკითხი იყო, ბრწყინვალე სიახლეა.

    უღმესი მადლობა თამო love

  • Keso39 თქვა:
    19 ივნისი 2013 15:07 - ID: 1,
    ულამაზესია ნამდვილი ბარბია... გარეგნულადაც და შინაგანადაც ულამაზესი გოგოაა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top