;

20 June 2013      Britain     Views 2578    
Category: Stars

Universal Pictures-მა და Focus Features-მა The Fifty Shades Of Grey-ს კინოს რეჟისორად სემ ტეილორ-ჯონსონი დაამტკიცეს. ცნობილი ნოველი ავტორმა,E. L. James-მა გუშინ, სოციალურ ქსელ, თვითერზე დაადასტურა ეს სიახლე : "მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სემ ტეილორ-ჯონსონი უხემძღვანელებს ფილმის გადაღებას". პროდიუსერმა, მაიკლ დე ლუკამ განაცხადა : "სემის უნიკალური შესაძლებლობა, გადმოსცეს სიყვარულის პრობლემები, ემოცია და სექსუალური სცენები დაეხმარება მას საუკეთესოდ გადმოსცეს კრისტიანისა და ანასტასიას ურთიერთობა".
Fifty Shades Of Grey-ს კინოს რეჟისორი შერჩეულია

შეგახსენებთ, რომ სემ ტეილორ-ჯონსონის სარეჟისორო დებიუტი 2008 წელს, Nowhere Boy-ს გადაღებით შედგა. ფილმი ჯონ ლენონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სემი საკუთარ მეუღლეს, აარონ ჯონსონს, სწორედ Nowhere Boy-ს გადაღებისას შეხვდა. დღესდღეობით მათ ორი შვილი ჰყავთ. სემმა განაცხადა : "მე მოხარული ვარ, იმით, რომ მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა Fifty Shades of Grey-ს ფურცლებიდან ეკრანზე გადატანაში. მილიონობით ფანს კი შემიძლია ვუთხრა, რომ ბოლომდე ვეცდები შევიგღზნო რას განიცდიან გმირები და ალბათ ეს არ გამიჭირდება, რადგან კრისტიანის და ანასტასიას რამდენიმე თვისება მეც მახასიათებს". რაც შეეხება მსახიობების ქასთს, ამის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია რაც ვრცელდება : რაიან გოსლინგი, მეტ ბომერი, ჰენრი კავილი, სწორედ ამ სამ მსახიობს განიხილავდა პრესა მთავარ, კრისტიან გრეის როლზე. თუმცა ჯერ-ჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არ არის.
Fifty Shades Of Grey-ს კინოს რეჟისორი შერჩეულია

Fifty Shades Of Grey-ს კინოს რეჟისორი შერჩეულია

Fifty Shades Of Grey-ს კინოს რეჟისორი შერჩეულია


Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top