;

20 June 2013      Britain     Views 7918    
Category: Stars

საცურაო კოსტიუმებით თავი მრავალ ულამაზეს ქალბატონს მოუწონებია, თუმცა მათ შორის იყვნენ განსაკუთრებულნიც. მაგალითად, ელიზაბეტ ტეილორის, ბრიჯიტ ბარდოსა და მერლინ მონროს ფოტოები მსოფლიოს განძად არის მიჩნეული. შეირჩა საცურაო კოსტიუმების 10 ყველაზე აიკონ მომენტი ისტორიაში.

1. პირველი ადგილი უდავოდ უზომოდ სექსუალურმა, შვედმა ურსულა ანდრესმა დაიკავა. ფოტო 1962 წელს, ფილმის Dr. No-ს გადაღებისას არის შექმნილი. მისი ათლეტური ფიგურა არის ის, რასაც აღმერთებენ მამაკაცები მოსფლიოს გარშემო.

2. ურსულას შემდეგ, სიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალბატონი, ელიზაბეტ ტეილორ მოდის. ლიზი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, თეთრ კოსტიუმშია გამოწყობილი, მაგრამ მას განსაკუთრებულს ხდის ფორმები, რომელიც ფოტოში ნათლად ჩანს.

3. მესამე ადგილის მპყრობელი ამერიკელი მსახიობი, რაკელ ველჩია. ფილმში, საიდანაც ეს ფოტოა ამოღებული, რაკელი პირველყოფილი ადამიანის როლს ასრულებს. ალბათ სწორედ ამ ფილმმა, უფრო კონკრეტულად კი იმ სცენამ, სადაც ველჩი ტყავის საცურაო კოსტიუმშია, მოახდინა უდიდესი გავლენა ველჩის სექს-სიმბოლოდ ქცევაზე.

4. მეოთხე ადგილი ულამაზეს ფოტოს ერგო, რომელზეც ახალგაზრდა ბრიჯიტ ბარდოა გამოსახული და რომელიც 1953 წელს, კანშია გადაღებული. 18 წლის მომხიბვლელი ბრიჯიტი ყვავილების პრინტით გაფორმებული საცურაო კოსტიუმით არის შემოსილი. ამ ფოტომ მსოფლიოს უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. ასეთი ტიპის ბიკინი კი მრავალი წლის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადად ითვლებოდა.

5. გასული საუკუნის 50-იან წლებში გადაღებულ ამ ფოტოზე, ქერა სექს-სიმბოლო, მერლინ მონრო თეთრ ბიკინში შემოსილი არის დაფიქსირებული. ეს კადრი ფილმის აიკონადაც არის ცნობილი.

6. ხალხის უმეტესობა, რომელსაც ნანახი აქვს ფილმი, "Playing Jenny Hanley", არ მიიჩნევს ამ ფოტოს ერთ-ერთ კადრად. მიუხედავად იმისა, რომ ბო დერეკის ეს ფოტო სწორედ ფილმიდანაა ამოჭრილი. გარუჯული სხეული და ოქროსფერი საცურაო კოსტიუმი, რომელიც ტანს კარგად აჩენს არის ის, რაც ამ ფოტოს ერთ-ერთ აიკონურად აქცევს.

7. ფილმში,"Star Wars" ქერი ფიშერი პრინცესის როლს ასრულებს. ეს კადრი კი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილად არის აღიარებული. ფოტოზე ქერი ოქროს საცურაო კოსტიუმში შემოსილი არის აღბეჭდილი.

8. აიკონურ პოსტერზე, "Charlie's Angel"-ის ვარსკვლავი, ამერიკელი ფერაჰ ფოუკეტი წითელ კოსტიუმშია გამოწყობილი. საცურაო კოსტიუმი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით კოპია იქნა გაყიდული.

9. მეცხრე ადგილის მპყრობელი, პამელა ანდერსონი დღესაც ერთ-ერთი სექს-სიმბოლოა, მისი მაშველის როლი კი დღემდე დაუვიწყარი. ვარსკვლავი ფოტოზე ყველასათვის ნაცნობი წითელი საცურაო კოსტიუმით არის გამოსახული.

10. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი მიენიჭა სალმა ჰეიკს. მექსიკელ ლამაზმანს მსოფლიო აღიარება სწორედ ამ კადრმა (ფილმი Dusk Till Dawn) მოუპოვა, სადაც იგი სექსუალურ ცეკვას ასრულებს და მხოლოდ საცურაო კოსტიუმი აცვია.


Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top