;

21 June 2013      salome0789     Views 5751    
Category: Stars, Fun, Interesting, Films, Movies

ჰილარი კლინტონის ბიოგრაფიული სურათის მთავარ როლზე არჩევანი ქერი მულიგანზე შეაჩერეს. მსახიობმა კი მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ხოლო ჯეკ ნიკოლსონის დაწუნებული როლი ხვდა ალ პაჩინოს ფილმში ,,ნათლიმამა“! ასევე მან გზა გაუხსნა რიჩარდ გირს ,,ლამაზმანში“, მას პერსონაჟი ცუდად დაწერილი მოეჩვენა.

17 მსახიობი, რომლებმაც ის როლები დაიწუნეს, რომლებსაც შეეძლოთ მათი კარიერის შეცვლა.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#1

ქერი მულიგანმა დაიწუნა ჰილარი კლინტონის ბიოგრაფიული სურათი "Rodham."

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#2

კორტნი ლავმა განაცხადა, რომ მისმა და კურტ კობეინის შვილმა უარი თქვა ბელას როლის შესრულებაზე ბლოკბასტერში "Twilight Sage" და დაამატა, რომ პოპულარობა გაანადგურებდა მაშინ 13 წლის ფრენსისის ცხოვრებას.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#3

თუმცა ჯეკ ნიკოლსომა, თქვა რომ იცოდა ნათლიმამა (The Godfather) დიდი ფილმი იქნებოდა, მან უარყო მაიკლ კორლეონის როლი, რადგან იფიქრა, რომ იტალიელი უფრო კარგად შეასრულებდა.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#4

ალ პაჩინომ მიიღო ნიკოლსონის დაწუნებული როლი ,,ნათლიმამაში“. მაგრამ მან გზა გაუხსნა რიჩარდ გირს ,, ლამაზმანში“ (Pretty Woman). მას პერსონაჟი ცუდად დაწერილი მოეჩვენა.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#5

სანდრა ბალოკის დიდი ჰიტები ,,წინადადება“ (The Proposal) და ,,უხილავი მხარე“ (The Blind Side) შეიძლებოდა ჯულია რობერტსის ჰიტები ყოფილიყო. მან ,,წინადადება“ დაიწუნა იმის გამო რომ ჰონორარი მეტი უნდოდა, ხოლო არ აინტერესებდა The Blind Side, რომელმაც ბალოკს ოსკარი მოუტანა.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#6

ვილ სმიტი ყველა დროის ყველაზე დიდი ბლოკბასტერების ნაწილია, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ ერთის ყოფილიყო. მან უარყო ნეოს როლი ,,მატრიცაში“. შემდეგ თქვა, რომ კიანუ რივზმა შესანიშნავად ითამაშა. მისთვის სცენარი რთული იყო და ეშინოდა, რომ ვერ დაიმახსოვრებდა.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#7

მეთ დაიმონი შეიძლებოდა ყველაზე გაყიდვადი ფილმების ,,ავატარის“ (Avatar) და ,,შავი რაინდის“ (The Dark Knight) ნაწილი ყოფილიყო. მაგრამ მსახიობი დაკავებული იყო ,,ბორნის ულტიმატუმის“ (The Bourne Ultimatum) და ,,დაუმორჩილებელის“ (Invictus) გადაღებებით.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#8

,,შვიდი“ (Se7en) დევიდ ფინჩერის და ბრეტ პიტის პირველი ერთობლივი ფილმი იყო, რომლებსაც მოჰყვა ,,მებრძლოლთა კლუბი“ (Fight Club) და ,,ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე“ (The Curious Case of Benjamin Button). ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა დენზელ ვაშინგტონი რომ დათანხმებულიყო დეტექტივი დევიდ მილის როლს ფილმში ,,შვიდი“, მისთვის სცენარი სიბნელით მოცული იყო, მაგრამ განაცხადა რომ ნანობდა თავის გადაწყვეტილებას.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#9

ჯუდი ფოსტერიის შესრულება ,,კრავთა დუმილში“ (The Silence of the Lambs) მიიჩნევა მის კარიერაში ყველაზე კარგ ნამუშევრად. მიშელ ფაიფერმა კი დაიწუნა, მისთვის ფილმი ბნელი, ძალადობით სავსე და შემაწუხებელი იყო.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#10

კევინ კოსტნერმა მთავარი როლი ფილმში ,,გაქცევა შოუშენკიდან“ (The Shawshank Redemption) უკუაგდო, რათა კონცენტრაცია მოეხდინა პროექტზე ,,წყლის სამყარო“
(Waterworld). რაც უდიდესი ჩავარდნაა მსახიობისთვის.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#11

ტომ ჰენკმა მონაწილეობა მიიღო ,,გარიყულში“( Cast Away) და ,,ფორესტ გამპში“ (Forrest Gump), მაგრამ შეეძლო ყოფილიტო ჯერი მაგვაიერიც (Jerry Maguire). როლი სხვა ტომმა, ტომ კრუზმა შეასრულა.


17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#12

ტომ ჰენკსი ფორესტ გამპი ვერ იქნებოდა და ოსკარსაც ვერ მიიღებდა, როლი ჯონ ტრავოლტას რომ არ დაეწუნებინა. ტრავოლტა ბოლოს ძალიან ნანობდა ამ გადაწყვეტილებას.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები


#13

სარა ჯესიკა პარკერის კარიერა დაიწყო სატელევიზიო სერიალით Sex and the City. მასში მონაწილეობა შეიძლებოდა მიეღო დანა დელანის. მსახიომა განაცხადა, რომ არ უნდოდა გაეკეთებინა რამე, რაც სექსთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა.


17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#14

,,ბაფი-ვამპირების გამანადგურებელი“ (Buffy the Vampire Slayer) შეიძლებოდა ყოფილიყო ქეით ჰოლმსი. მსახიომა საშუალო სკოლის დამთავრება ამჯობინა.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები

#15

ტომ სელეკმა უარი განაცხადა მთავარ როლზე სატელევიზიო სერიალში ,,მაშველები“ (Baywatch).

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები


#16

ჯილიან ანდერსომა მიიღო დანას როლი ,,საიდუმლო მასალებში“ (The X-Files), მაგრამ პროდუსერები სხვა ანდერსონს მოიაზრებდნენ ამ როლზე, საოცარია, მაგრამ პამელა ანდერსონს.

17 მსახიობი, რომლებმაც დაიწუნეს კარიერისთვის მნიშვნელოვანი როლები


#17

ალ პაჩინო შეიძლებოდა ყოფილიყო ჰან სოლო ,,ვარსკვლავურ ომებში“ ჰარისონ ფორდის ნაცვლად. ,,ეს როლი ჩემთვის იყო, მაგრამ სცენარს ვერაფერი გავუგე“ განაცხადა მსახიობმა ლონდონში ყოფნის დროს.


Category: Stars, Fun, Interesting, Films, Movies
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top