;
4 ივლისი 2013      salome0789     17 კომენტარი     ნანახია 6019-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ედვარდ ნორტონი არის შესანიშნავი მაგალითი იმ თანამედროვე მსახიობების, რომლებსაც ნამდვილად უნდათ, რომ იყვნენ მსახიობები და არა კინო ვარსკვლავები. მაგრამ მისმა ჭკვიანურად აგებულმა კარიერამ დაგვარწმუნა, რომ ორივე შესაძლებელია. ბოლო წლებში ის ბლოკბასტერებშიც შევნიშნეთ, მაგრამ ეს ჩრდილს ვერ აყენებს მის შესანიშნავ კინო როლებს , რომლებიც ნამდვილად ბევრს ნიშნავდა იმ დროის ჰოლივუდური კინოსთვის. დღეს ედვარდ ნორტონი ჰოლივუდის დომინანტი ფიგურაა, ის ფენომენალური მსახიობია, რომელიც ფსიქოლოგიურად ერწყმის როლს და ამიტომაცაა, რომ მის მიერ შესრულებული როლები ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფერfომანსებად არის აღიარებული.

გთავაზობთ მსახიობის მიერ ბრწყინვალედ შესრულებულ 7 კინო როლს:


#1 დერეკ ვინიარდი (American History X 1998)

ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი

ეს არის ფილმი, სადაც ნორტონმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მამაკაცის როლისთვის. მან ითამაშა ყველაზე სასტიკი და საკამათო პერსონაჟი თავისი კარიერის ისტორიაში. ფილმი შთაგონებულია რასიზმის, ცრურწმენის და სხვადასხვა ეთნიკური ხალხის სიძულვილით. მაგრამ საბოლოოდ ,,ამერიკულმა ისტორია X-მა“ მოახერხა მნიშვნელოვანი მესიჯის დატოვება, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მაყურებელზე. ,,ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ მეგობრები ვართ“ ფილმის ძირითადი მესიჯია. ნორტონის ავადმყოფური იდეოლოგიით დამუშავებული ნეო ნაცისტი პერსონაჟი, დერეკ ვინიარდი, შემაშინებელია, თუმცა საინტერესოა მისი ტრანსფორმაციის ხილვა, როცა ციხეში მისი საუკეთესო მეგობარი შავკანიანი აღმოჩნდება. ნორტონის ოსკარის არ მიცემა კი აკადემიის ისტორიაში ერთ-ერთ დიდ შეცდომათაა მიჩნეული.






#2 აარონი (Primal Fear 1996)

ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი

ალბათ ისტორიაში ცოტა თუ იქნება, რომელმაც თავის სადებიუტო ფილმში მოიპოვა ისკარის ნომინაცია. ვერავინ იფიქრებდა, რომ ასეთი ახალგაზრდა მსახიობის დებიუტი კრიტიკოსების ქებას და აპლოდისმენტებს დაიმსახურებდა. ნორტონმა ითამაშა სუსტი და კეთილი ბიჭი, რომელსაც აბრალებდნენ მღდვლის მკვლელობას. მან შეძლო, ეჩვენებინა გმირის მრავალი სახე. ხმა დადიოდა, რომ მსახიობმა კასტინგის დროს ყველა ,,მოატყუა“, დაახლოვებით 2000 მსახიობმა გაიარა ქასთინგი, მაგრამ ვერავინ შეძლო გმირის ორმაგი სახის ჩვენება. რეჟისორი გრეგორი ჰობლიტი მზად იყო მიეტოვებინა ფილმი, თუ შემცვლელს ვერ იპოვიდა (როლზე მოიაზრებოდა ლეონარდო დიკაპრიო). საბოლოოდ, ნორტონის სასცენო გამოცდა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ უზრუნველყო შემდეგი როლები: ,,ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ “ და ,, ყველა ამბობს, მე შენ მიყვარხარ“ (The People vs. Larry Flynt, Everyone Says I Love You). მსახიობმა აიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლისთვის.


#3 ზეციური სამეფო (Kingdom of Heaven 2005)

ალბათ ბევრს, ვისაც უნახავს რიდლი სკოტის"ზეციური სამეფო“, (Kingdom of Heaven), არ ეცოდინემა, რომ ამ ფილმის ნაწილია ედვარდ ნორტონიც. მას მეორეხარისხოვანი როლი აქვს და განასახიერებს იერუსალიმის ქრისტიან მეფეს ბოლდვინ IV-ს. ნორტონის სახელი არ გამოუყენებიათ კომერციული მიზნებისთვის, მაგრამ მისი თამაში ყველაზე შთამბეჭდავია ფილმის ქასთს შორის. მთავარ როლებს ორლანდო ბლუმი და ევა გრინი ასრულებენ. მეფე ბოლდვინს სახე მუდმივად მასკით აქვს დაფარული, ის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კეთრით იტანჯებოდა.
უამრავმა მიმომხილველმა ნორტონის თამაშს ფენომენალური უწოდა. ჯეკ მურმა კი ხაზი გადაუსვა მის წინა როლებს და აღნიშნა, რომ მხოლოდ აქ ვხედავთ ნორტონის ნიჭის ნამდვილ გენიალურობას.






#4 მებრძოლთა კლუბი (Fight Club 1999)

ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი

,,მებრძოლთა კლუბი“ თანამედროვე კინომატოგრაფიის ისტორიში ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ფილმად არის მიჩნეული. ზოგჯერ მას ბრეტ პიტის საუკეთესო ფილმად განიხილავენ, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, ნორტონის გმირი ძირითადი მიზეზია იმისა , რომ ფილმი ყველა დროის ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა. მსახიობი თამაშობს მთხრობელს, რომელიც გვიყვება თავისი ცხოვრების დრამატულ ცვლილებებზე, მაშინ როცა ხვდება ეგრეთ წოდებულ გამყიდველ ტაილერ დარდენს. (ბრეტ პიტის გმირი),, მებრძლოთა კლუბი“ ერთ -ერთია ნორტონის ფილმებს შორის, რომელშიც მოვლენების განვითარებასთან ერთად მისი სუსტი და კეთილი გმირი ნელ-ნელა უფრო საშიში და სასტიკი ხდება.



#5 ილუზიონისტი (The Illusionist2006)

ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი

,,ილუზიონისტი“ სტივენ მილჰოსტერის მიერ დაწერილი წიგნის მიხედვით არის გადაღებული. ედვარდ ნორტონის ილუზიონისტი პერსონაჟი თავგზას ურევს ვენეციის მკვიდრთ თავისი მისტიური ნიჭის წყალობით და ისინიც იჯერებენ მის მაგიურ შესაძლებლობებს. ფილმი შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ ნორტონი ირჩევს მხოლოდ იმ როლებს, რომლებიც ნამდვილად შეეფერება.







#6 მოხატული პირბადე (The Painted Veil 2006)

ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ფილმი კლასიკური ნოვერლის ,, მოხატული პირბადის“ ეკრანიზაციაა, რომელიც გვიყვება 1920-იანი წლების ახალგაზრდა ინგლისელი ცოლ-ქმრის სიყვარულის ისტორიას. ედვარდ ნორტონის გმირი საშუალო კლასის ექიმია, რომელიც მიემგზავრება ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში ქოლერის ეპიდემიასთან საბრძოლველად. ის თან წაიყვანს მოღალატე ცოლს. კიტის ქმარი ახლიდან უყვარდება. ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც აქამდე არ გინახავთ. ფილმი დაგიმტკიცებთ, რატომ არიან ედვარდ ნორტონი და ნაუმი ვოთსი ჰოლივუდის უმშვენიერესი მსახიობები.






#7 რწმენის შენარჩუნება (Keeping the Faith 2000)

ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი
ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი ედვარდ ნორტონის 7 საუკეთესო კინო როლი

ედვარდ ნორტონმა დაგვიმტკიცა, რომ ის არა მარტო შესანიშნავი მსახიობია, არამედ რეჟისორიც. ,,რწმენის შენარჩუნემა“ მისი სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია. ფილმი ჭკვიანური, სასაცილო და ამაღელვებელი ისტორიაა კათოლიკე მღვდლის და რაბინის შესახებ, რომლებსაც ერთი და იგივე ქალი უყვართ. რწმენის შენარჩუნების დიდი სურვილის მიუხედავად, მათთვის რთული აღმოჩნდება სიყვარულისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნორტონის ენერგიული, ტკბილი, სასაცილო და გულუბრყვილო მღვდელი მის მიერ ნათამაშები გმირებისგან რადიკალურად განსხვავებული და უჩვეულოა. უბრალოდ შეუძლებელია, რომ სიმპატიით არ განეწყოთ მისი პერსონაჟის მიმართ.

ეს, რა თქმა უნდა, მცირე ჩამონათვალია გენიალური მსახიობის, ედვარდ ნორტონის კინო როლების, თუმცა, მაქსიმალურად ვეცადე ობიექტური ვყოფილიყავი და ამერჩია მათგან ყველაზე საუკეთესო. თუ კი ფიქრობთ, რომ სიაშია არ მოხვდა თქვენთვის საყვარელი გმირი, გაგვიზიარეთ კომენტარების საშუალებით.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

17


  • elenne თქვა:
    12 აგვისტო 2013 00:58 - ID: 17,
    25th hour- ესეც ძალიან მაგარი ფილმია.. ნორტონის მონოლოგი სარკესთან ყველაზე მაგარია საერთოდ :))))) http://www.youtube.com/watch?v=wOHA6j_PLrk

  • Mari.♫ თქვა:
    5 ივლისი 2013 17:42 - ID: 16,
    American History X
    Fight Club

    ამ ორ ფილმს მაქვს ნაყურები,
    ნუ რა თქმა უნდა, ორი ყველაზე გავრცელებული
    მის ფილმოგრაფიაში -_-

    მართლაც კარგი მსახიობია ამას +
    სიმპატიურია :3333333

  • Mari Glonti თქვა:
    5 ივლისი 2013 16:25 - ID: 15,
    ამერიკული ისტორი X და მებრძოლტა კლუბი ცემთვის უდაოდ ერთ-ერთი სუკეთესო კინოშედევრები..ნორტონი კი უნიჭიერესია და არაფრიტ ჩამოუვარდება ბრედ პიტს,საუცხოოდ თამაშობს.საინტერესოა
    ბრყინვალე ნიუსია love

  • elenne თქვა:
    5 ივლისი 2013 00:27 - ID: 14,
    Primal Fear maqvs nayurebi da dzalian magaria martla))))))))))) <3

  • Hermione...♥ თქვა:
    4 ივლისი 2013 22:03 - ID: 13,
    salome0789,
    არაფრის. რა სისულელეა, ყველა ვერ იქნება ჯეიმსივით ღვთაებრივი (ეს ხუმრობით), მაგრამ ეს ხელს არავის შემჩნევაში არ მიშლის. მართალია ფრანკო ჩემი კუმირია, მხიბლავს მისი ინტელექტი, ვიზუალი, შავი იუმორის გრძნობა, მრავალმხრივი საქმიანობა და ჩემს საყვარელ მსახიობთა სიაშიც მოხვდება, მაგრამ პირველი ნამდვილად არ იქნება. ჰო, ნორტონი შეიძლება არ შევიყვანო ამ სიაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ. რაც შეეხება "იტალიურ ძარცვას" ჩემთვის მისი ყურება მეგობრებთან ერთად თავისუფალი საღამოს სასიამოვნოდ გატარებასთან ასოცირდება და ნაკლებად მაინტერესებს ვინ რა თქვა მის შესახებ (ეტყობა შენი კრიტერიუმებით ძალიან პატარა ვარ, რადგან მხოლოდ კინოშედევრებს არ ვთვლი კარგ საყურებელ ფილმებად) lol

  • fashion-girl თქვა:
    4 ივლისი 2013 21:26 - ID: 12,
    ვგიჟდები,ვგიჟდები,ვგიჟდები,ვგიჟდები love love love love love love love love

  • Scouser Kate თქვა:
    4 ივლისი 2013 21:06 - ID: 11,
    უძლიერესია მსახიობია. გამორჩეულად ამერიკული ისტორია X, მებრძოლთა კლუბი და პირველყოფილი შიში მიყვარს. საერთოდ ყველა როლს მაგრა ერგება ედვარდიე bully

  • Hermione...♥ თქვა:
    4 ივლისი 2013 20:39 - ID: 10,
    "ილუზიონისტის" გარდა ყველა ნანახი მაქვს. მართლა კარგი მსახიობია, მაგრამ "მეჩაგრება", საყვარელი მსახიობების ჩამოთვლისას რატომღაც არასოდეს მომდის აზრად მისი დასახელება. ნორტონის თამაშით ყველაზე კმაყოფილი "ამერიკულ ისტორია X"-ში დავრჩი, "მებრძოლთა კლუბიც" ძლიერი ფილმია, მაგრამ ჰელენასა და ბრედის გვერდით მისი შესრულება ჩემთვის მაინცდამაინც აღმაფრთოვანებელი არ აღმოჩნდა. ფილმებიდან, რომელიც სიაში არაა "იტალიური ძარცვა" მომწონს, რომელიც შედევრი ნამდვილად არაა, მაგრამ ისეთი ჩამთრევი სიუჟეტი აქვს, რომ უამრავჯერ მაქვს ნაყურები და არ მბეზრდება.
    P.S. კინო როლი - ერთად იწერება!

  • anna... თქვა:
    4 ივლისი 2013 19:48 - ID: 9,
    უნიჭერესი კაცია love

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    4 ივლისი 2013 19:33 - ID: 8,
    American History X ვგიჟდებიიიიიი!!!!!!The Illusionist ესეც მაქვს ნანახიიი!! love

  • airwalk თქვა:
    4 ივლისი 2013 19:01 - ID: 7,
    წითელ დრაკონი რატო არაა შესული?

  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    4 ივლისი 2013 18:30 - ID: 6,
    ამერიკული ისტორია X უძლიერესია !

  • m.a.r.i თქვა:
    4 ივლისი 2013 16:55 - ID: 5,
    ამ ბოლო დროს ნორტონი მაგრად შემიყვარდა მისი ფილმებიდან არც ისე ბევრი მაქვს ნანახი ალბათ ბევრს მისი ფილმებიდან ყველაზე მეტად მებრძოლთა კლუბი უყვარს მაგრამ მე მოხატული პირბადე უფრო მომწონს love სავსე მთვარის სამეფოც მაგარი ფილმია თვითონ ნორტონის პერსონაჟია მაგარი love

  • angel_angel თქვა:
    4 ივლისი 2013 16:47 - ID: 4,
    ისე შინაარსით ფილმს ვერ გაიგებ თან ქართლად ისე თარგმნიან რომ... wink

  • adele თქვა:
    4 ივლისი 2013 16:40 - ID: 3,
    chemi yvelaze sayvareli msaxiobii <3 unichieresia, martlac rom sircxvilia oskari ro ar aqvs agebuli!! umagresi newsia avtor love

  • psiqologia თქვა:
    4 ივლისი 2013 16:30 - ID: 2,
    მისი არცრთი კინო არ მაქვს ნანახი, უბრალოდ იმიტომ,რომ არცერთის შინაარსი არ მომეწონა,რომ წავიკითხე:D

  • angel_angel თქვა:
    4 ივლისი 2013 16:11 - ID: 1,
    სამწუხაროდ მხოლოდ მებრძოლთა კლუბი მაქ ნანახი.ნორტონიც მაგრად თამაშობს მაგრამ ბრედ პიტის გმირზეა უფრო მეტი დატვირთვა ამ ფილმში და მის მიერ შესრულებული ტაილერის როლი კი ყველაზე ძნელად შესასრულებელ როლებს შორის 3-ე ადგილზეა ამიტომ ვერ დაგეთანხმები იმაში,რომ ნორტონის გმირი ძირითადი მიზეზია იმისა , რომ ფილმი ყველა დროის ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top