;

30 June 2013      Britain     Views 2681    
Category: Stars

იასამნისფერი თვალების მქონე, კინემატოგრაფიის ისტორიაში საუკეთესო მსახიობად წოდებულმა, ელიზაბეტ ტეილორმა შვიდჯერ იქორწინა თბილი და მოსიყვარულე მამაკაცის ძიებაში. საკუთარ ურთიერთობებზე, ტეილორმა თქვა, რომ თავიდან წარმოდგენა არ ჰქონდა რა იყო სიყვარული და ყოველთვის ფიქრობდა, რომ იყო შეყვარებული. "მე სიყვარული ქორწინებასთან მქონდა გაიგივებული. მე არ შემეძლო მქონოდა უბრალოდ რომანი. ეს აუცილებლად უნდა გადაზრდილიყო ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში...ალბათ ამის გამო მოხდა, რომ 18 წლის ასაკში, მხოლოდ ცხრა თვის თანაცხოვრების შემდეგ ჩემს პირველ ქმარს გავშორდი. ეს იყო პირველი ოფიციალური გაშორება ჩემს ოჯახში". მართალია,მათი სიყვარული დიდ ხანს არ გაგრძელდა, მაგრამ მომხიბვლელი ქალბატონის პირველი ქორწილი, რომელზეც 700 სტუმარი იყო დაპატიჟებული მაინც გრანდიოზული და ყველასათვის დამაინტერესებელი იყო.


კონრად ჰილტონ უმცროსზე დაქორწინებისას, ტეილორს ეცვა ულამაზესი კაბა, რომელიც შექმნილი გახლდათ ჰელენ როუზის დიზაინით და რომელიც, ლიზმა მეტრო გოლდენ მაიერისგან საჩურად მიიღო. აღსანიშნავია, რომ კაბის დიზაინი ინსპირირებულია 1950 წლის ფილმში," Father Of The Bride"-ში გამოყენებული კაბით, რომელიც ტეილორმა მოირგო. მარგალიტებითა და მძივებით გაფორმებულ კაბას ასევე აქვს კორსეტიც,რომელმაც ადრე ლიზის წელი 50 სანტიმეტრი გახადა. ვუალი გაკეთებულია აბრეშუმისგან და კაბის მსგავსად, გაფორმებულია მარგალიტებით. "კაბა არის საოცარი სინთეზი იმ ეპოქის კლასიკური მოდისა და ექსტრაორდინალური ცხოვრების, რომლითან მსახიობი ცხოვრობდა. ამ კაბამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და შემდგომში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საქორწილო სამოსი გახდა მსოფლიოს მასშტაბით. კაბა შეფასებული იყო £30,000-£50,000, თუმცა საბოლოოდ ის £121,875-ად გაიყიდა.




Category: Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top