;
8 ივლისი 2013      salome0789     15 კომენტარი     ნანახია 8024-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

ყველაზე დიდ ბლოკბასტერსაც კი შეუძლია ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვოს ვარსკვლავს, როგორიც რობერტ დაუნი ჯუნიორია, რომლებიც თავად მონაწილეობენ ამ ფილმებში. მაგალითად ევა მენდესს საერთოდ არ მოსწონს არც ერთი ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიუღია ,,წმინდა ძრავებამდე“, ხოლო ჯიმ ქერი არც აპირებს ხელი შეუწყოს თავისი ახალი ფილმის გაყიდვას. ბრედ პიტი კი ახლაც ვერ იჯერებს, რომ ფილმ ,,ეშმაკის საკუთრებას“ ისე დათანხმდა, რომ სცენარი გადაღებების დაწყებისას დასრულებული არც კი იყო.

მიკი რურკი 2010 წლის ფილმზე ,,ვნებების თამაშის“, მეგანი ფოქსთან და ბილ მიურეისთან ერთად ითამაშა, ამბობს: ,,საშინელი, კიდევ ერთი საშინელი კინო. მაგრამ ხომ იცით, კარიერის მანძილზე შეიძლება ათასობით საშინელ ფილმში მიიღო მონაწილეობა.“

ვნახოთ, კიდევ რომელი რომელი მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

Robert Downey Jr. ( Iron Man 2)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ყველაზე დიდ ბლოკბასტერსაც კი შეუძლია ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვოს ისეთ ვარსკვლავს, როგორიც რობერტ დაუნი ჯუნიორია. ის ფიქრობს რომ ,, რკინის კაცი 2“ - მა ვერ გაამართლა მოლოდინი. მსახიობმა 'The Los Angeles Times'- თან განაცხადა: ,,პირველმა ყველაფერი შეცვალა ჩემთვის, მეორე ,,რკინის კაცმა“ კი იმედები გამიცრუა. იყო ისეთი რაღაცეები, რითაც ძალიან უკმაყოფილო ვიყავი.“


Katherine Heigl ( Knocked Up)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

'Knocked Up'- ის ვარსკვლავმა, ქეთრინ ჰეიგეილმა 'Vanity Fair'-თან განაცხადა: ,, ფილმი ქალებს აჩვენებს, როგორც შებოჭილ და უიმორის გრძლობის არ მქონე ანჩხლებად, ხოლო კაცებს - საყვარელ, ცოტათი ჩერჩეტ და გართობის მოყვარულებად. საშინელი დღეები იყო ... ნამდვილ კახპას ვთამაშობ“. ფილმის დადებითი კრიტიკის შემდეგ, ჰეიგელს თავისი სიტყვები უკან არ წაუღია, მაგრამ მას თავისი კარიერის ყველაზე დიდი გამოცდილება უწოდა.



Mickey Rourke (Passion Play)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

როცა მიკი რურკს ჰკითხეს 2010 წლის კინოს, ,,ვნებების თამაშის“ შესახებ, მეგანი ფოქსთან და ბილ მიურეისთან ერთად, განაცხადა: ,,საშინელი, კიდევ ერთი საშინელი კინო. მაგრამ ხომ იცით, კარიერის მანძილზე შეიძლება ათასობით საშინელ ფილმში მიიღო მონაწილეობა.“


Brad Pitt (The Devil's Own)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ბრეტ პიტი ,,ეშმაკის საკუთრებას“ ასე აღწერს: ,,გადაღებების წინ დაუმთავრებელი სცენარი კინოხელოვნებაში ყველაზე უპასუხისმგებლო რამ არის, თუ კი შეიძლება რომ ასეც ვუწოდო, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, ჩემ თავს არ ვუჯერებდი“


Jim Carrey ( Kick-Ass 2)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ეგრეთ წოდებული მძაფრსიუჟეტიანი კომედიის, Kick - Ass - ის გაგრძელებაში ლეგენდარული მსახიობი, ჯიმ ქერიც მონაწილეობს. თუმცა, როგორც ჩანს, მსახიობი არ აპირებს ხელი შეუწყოს ფილმის გაყიდვას. მან თვითერი გამოიყენა, რათა ბოდიში მოეხადა თავის ფანებისთვის: ,, მე მივიღე ამ ფილმში მონაწილეობა, მაგრამ გულწრფელად ვნანობ. არ შემიძლია ასეთი დონის ძალადობას მხარი დავუჭირო“.


Mark Wahlberg (The Happening)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს


მ. ნაით შიამალანის ფილმზე ,, მოვლენა“ მარკ უოლბერგმა არ დაიშურა უწმაწური სიტყვები: ,,ეს არის, რაც არის. Fucking trees, man. The plants. Fuck it. იმაში მაინც არ დამადანაშაულებთ, რომ არ ვცადე მეთამაშა მეცნიერი, პოლიციელს ან თაღლითს ხომ არ ვთამაშობ.“


James Franco (Your Highness)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ჯეიმს ფრანკო მოკლე და კონკრეტულია თავისი ფილმის კრიტიკის დროს. მან GQ -სთან განაცხადა: ,,თქვენო აღმატებულებავ“? ეგ ფილმი არაფრად ვარგა. შენამდე ახლოსაც ვერ მოვა.“



David Cross (Alvin and the Chipmunks: Chipwrecked)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

'Mr. Show' და 'Arrested Development' - ის ვარსკვლავი დევიდ ქროსი არ მოერიდა თავისი ფილმის 'Alvin and the Chipmunks: Chipwrecked.' ნაგავში მოსრიალებას. ქროსი ქონან ო ბრაიანის შოუში შეჩერდა იმისთვის, რომ ხალხისთვის ეთქვა, დრო ან ფული არ დაეკარგათ მისი ყურებით. ,,ყველაზე არაფრის მომცემი გამოცდილება, რაც კი ჩემს პროფესიაში მქონია“, - განაცხადა დევიდ ქროსმა.


Charlize Theron (Reindeer Games)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ოსკაროსანი შარლიზ ტერონი ნანობს ,,აზარტულ თამაშებში“ მონაწილეობას, სადაც პარტნიორობას უწევს ბენ აფლეკი. მან ფილმი შეაჯამა, როგორც ,,ძალიან, ძალიან ცუდი კინო“


Eva Mendes

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ევა მენდესს არ მოსწონს არც ერთი ფილმი, რომელშიც მონაწილეობა მიუღია ,,წმინდა ძრავებამდე“ (Holy Motors),,ბოლოს და ბოლოს იმ ფილმებში ვმონაწილეობ, რომლებსაც სიამოვნებით ვუყურებდი“, - განაცხადა მსახიობმა და მოდელმა.


Ben Affleck (Daredevil)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ბენ აფლეკი წინააღმდეგი არ არის ჯოჯოხეთში გაისტუმროს ფილმი Daredevil. როდესაც MTV- მ ჰკითხა Daredevil - მა ხომ არ გამოტოვა კომიკსების ,,ოქროს ხანა“ ,,რკინის კაცის“ და ,,შავი რაინდის“ ფონზე. მსახიობმა უპასუხა: ,, ჩვენ ბევრი რამ გამოვტოვეთ ფილმში“



Nicole Kidman (Australia)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ნიკოლ კიდმანი ისეთივე კმაყოფილი არ ყოფილა რეჟისორთან, ბაზ ლურმანთან მოლაპარაკებით, როგორიც ,, მულენ რუჟისთვის“ თანამშრომლობის დროს. პრემიერის შემდეგ მსახიობმა თქვა: ,,არ შემიძლია ფილმს ვუყურო და ვიამაყო ჩემი ნამუშევრით ... საერთოდ შეუძლებელია, რაიმე ემოციური კავშირი მქონდეს ფილმთან.“




George Clooney (Batman & Robin)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ჰოლივუდის A- სიებში შეყვანილი ჯორჯ კლუნი არასოდეს ყოყმანობდა ესაუბრა თავისი კინო ჩავარდნების შესახებ. კლუნიმ განაცხადა, რომ ჯოელ შუმახერის 1997 წლის ,,ბეტმენი და რობინი“ ნაგავი იყო და თვითონაც საშინელი იყო ფილმში. მან დაამატა: ,, ბეტმენის კოსტიუმს ქალის მკერდი გაუკეთეს, ვერასოდეს ვიფიქრებდი ამას“.


Sam Worthington (Clash of the Titans)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

,,ავატარის“ ვარსკვლავიც კი არ ერიდება თავის ფილმის უარყოფით მხარეებზე საუბარს. მსახიობი ,,ტიტანების ბრძოლას“ ასე აღწერს : ,,უამრავ ადამიანს გაუცრუეთ იმედი. გულწრფელად რომ ვთქვა, უკეთესად შემიძლია მსახიობობა.“


Colin Farrell (Miami Vice)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

კოლინ ფარელმა 1980-იანი წლების სატელევიზიო სერიალის რიმეიქზე ,, მაიამის პოლიცია“, განაცხადა: ,,მაიამის პოლიცია? არ მომეწონა ეგ ფილმი“


Megan Fox (Transformers)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

მეგანი ფოქსმა გაზეთები ააჭრელა, როდესაც განაცხადა Entertainment Weekly-სთან რომ ტრანსფორმერებში საშინელი იყო. ,,ეს ჩემი პირველი ფილმია , რომელიც არც გულახდილია და არც რეალური. ფილმი ცუდი არ გამოვიდა, უბრალოდ, მე არ ვამაყობ ამით“, - ამბობს ფოქსი. მსახიობი არც რეჟისორის, მაიკლ ბეის გაკიცხვას მოერიდა: ,, სეზონური ვეტერანი თუ არ ხარ, მაიკლ ბეისთან მუშაობა შორს არის სამსახიობო გამოცდილებისგან.“ რეჟისორი დიდხანს არ დარჩენილა ჩუმად: ,, ქვეყანაზე არავინ არაფერი იცოდა მეგანი ფოქსის შესახემ, სანამ მე არ მოვძებნე და ტრანსფორმერებში არ გამოვიყვანე.“


Shia LaBeouf ( Transformers: Revenge of the Fallen)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ტრანსფორმერების კიდევ ერთმა მთავარი როლის შემსრულებელმა, შაია ლაბაფმა ფილმზე, Transformers: Revenge of the Fallen გამოთქვა უკმაყოფილება: ,,რამდენიმე გიჟური ტრიუკი იყო, მაგრამ ფილმს არსი დაკარგული ჰქონდა... უბრალოდ გროვა რობოტების ჩხუბია“




John Cusack (Better Off Dead)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

ჯონ ქიუსაკმა New York Times - თან განაცხადა, რომ 80 - იანი წლები უსიამოვნო ბედისწერა იყო მისთვის. ,,80-იანი წლების ნოსტალიგია არ მაქვს. მათ შემაშინეს და ჯერ კიდევ შიშის ქვეშ ვარ“ , - ამბობს მსახიობი. ეს კარგად აჯამებს მის აზრს პოპულარულ რომანტიკულ კომედიებზე. ქიუსაკი არც ჯონ ჰიუჯის და არც სტივ ჰოლანდის ფილმების თაყვანისმცემელი არ ყოფილა, თუმცა ორივე რეჟისორის ფილმში მიიღო მონაწილეობა. ,,ჯობია მოკვდეს“ ნახვის შემდეგ, ფილმის რეჟისორს მისწერა წერილი, სადაც ეუბნება: ,, ხომ იცი, კარგად მომატყუე. Better Off Dead ყველაზე ცუდი ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს. აღარასოდეს გენდობი, როგორც რეჟისორს და ჯობია აღარ დამელაპარაკო“.



Jessica Alba (Fantastic Four: Rise of the Silver Surfer)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

Fantastic Four: Rise of the Silver Surfer-ი შეიძლება კინო სალაროების ჰიტი იყო, მაგრამ მისი გადაღებების გამოცდილება საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჯესიკა ალბას ,,კინოდან წასვლის გადაწყვეტილება მიეღო“. მსახიობი სიკვდილის სცენის დროს რეჟისორის შენიშვნებს ასე აღწერს: ,,ძალიან რეალურად გამოიყურება... შეგიძლია ტირილის დროს უფრო ლამაზი იყო? ლამაზად იტირე, ჯესიკა! “ ამის შემდეგ მან დაამატა: ,, Fuck it. საერთოდ აღარ მადარდებს ეს ბიზნესი“.


Marlon Brando (The Freshman)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

დონ კორლეონის განსახიერების შემდეგ 18 წელი არ იყო გასული, ლეგენდარულმა მსახიობმა, მარლონ ბრანდომ გააკრიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 1990-იანი წლების ფილმი The Freshman. მსახიობმა The Toronto Globe and Mail-ის რეპორტიორს უთხრა: ,, საშინელებაა, ფილმი წარუმატებელი იქნება. ამის შემდეგ კინოდან წასვლას ვაპირებ, ყელში ამომივიდა, ჩემთვის ყველაზე უსიამოვნო გამოცდილება იყო“ ფილმი საკმაოდ წარმატებული იყო კინო სალაროებში და მარლონ ბრანდომაც გააგრძელა ფილმებში მონაწილეობა, მაგრამ The Freshman-ის რეჟისორმა ენდრიუ ბერგმანმა განაცხადა: ,, ვინც ბრანდოსთვის სცენარის დაწერას აპირებს, ჯერ მისი თავი უნდა შეამოწმოს“.


Edward Norton (The Italian Job)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

Paramount Picture-თან თანამშრომლობის დროს ედვარდ ნორტონმა ხელი მოაწერა სამ ფილმში მონაწილეობის გარიგებას. ,,პირველყოფილი შიშის“ შემდეგ მან დაიწუნა ყველა როლი, რომელიც შესთავაზეს. საბოლოოდ, პარამაუნთის აღმასრულებელმა ხემძღვანელებმა აიძულეს ნორტონი შეესრულებინა ხელშეკრულებით არსებული ვალდებულებები და მონაწილეობა მიეღო ფილმში ,,ძარცვა იტალიურად“. გაბრაზებულმა მსახიობმა ხელი არ შეუწყო ფილმის გაყიდვას. როგორც რეპორტაჟები იტყობინებოდა, ნორტონს საშინლად არ მოსწონდა სცენარი. მსახიობმა უცნაურია, მაგრამ 2008 წლის ფილმი ,,წარმოუდგენელი ჰალკი“ - ც დაიწუნა და ფილმის პრომოუშენზე უარი განაცხადა, სანაცვლოდ საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო.


Daniel Craig (Quantum Solace)

მსახიობები აკრიტიკებენ საკუთარ ფილმებს

დანიელ ქრეიგის მეორე აგენტ 007-ს ,,შეწყალების კვანტუმში“ ისეთი დადებითი გამოხმაურება არ ქონია, როგორიც ,,კაზინო როიალში“. ბრიტანლემა მსახიობმა ლონდონის Time Out - თან ისაუბრა თავისი ფილმის შესახებ: “On Quantum, we were f****d. სცენარის მხოლოდ ძვლები გვქონდა, ავტორები გაიფიცნენ და არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. მარტო მე ვიყავი და ვცდილობდი ახლიდან დამეწერა სცენები, მე კიდე მწერალი არ ვარ.“

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

15


  • Holly ❤ Shit თქვა:
    12 ივლისი 2013 16:00 - ID: 15,
    ფულებით კი კარგად ამოივსეს ჯიბეები და ...
    სანამ როლზე დათანხმდება მანამდე სცენარს კითხულობენ და შეეძლოთ თავიდანვე ეთქვათ უარი, მაგრამ როგორ მერე ფული?!

  • ani24 თქვა:
    8 ივლისი 2013 16:53 - ID: 14,
    მართლაც ტრანსფორმერების რეჟისორიას დამსახურებაა რო ხალხმა მეგან ფოქსის შესახებ გაიგო. მეგანი კი იმის მაგივრად რომ მადლიერი იყოს არამედ უმადურობას გამოხატავს.

  • nina (: ... ❤ თქვა:
    8 ივლისი 2013 14:31 - ID: 13,
    საინტერესო ნიუსია, ზოგიერთი რამ არ ვიცოდი
    მეგანი რა დაუნახავი და უმადურია, პირიქით მადლობა უნდა თქვას საერთოდ რომ მოხვდა ამ ფილმში

  • Ana smiley თქვა:
    8 ივლისი 2013 13:42 - ID: 12,
    ციტატა: ani_bey0nce
    კარგი რა მეგან,რომელი ფილმით უნდა იამაყო..ერთადერთი ტრანსფორმერები გაქვს ნორმალური

    მეც მაგისთქმა მინდოდა სად აქვს საამაყო?

  • Hermione...♥ თქვა:
    8 ივლისი 2013 13:26 - ID: 11,
    თუნდაც იმიტომ მიყვარს ფრანკო, რომ Your Highness-ის წარუმატებლობა საკუთარ თავზე აიღო და ზოგზოგიერთებივით რეჟისორს არ შეაწმინდა ხელები. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ამის აღიარება უნდა შეგეძლოს. ეს ნიუსი ადრეც მახსოვს ენჯელზე.

  • nini:)(: თქვა:
    8 ივლისი 2013 12:37 - ID: 10,
    საინტერესო ნიუსია ძალიან love
    არ მომწონს მსახიობების ეს უმადური განცხადებები

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    8 ივლისი 2013 12:23 - ID: 9,
    მეგანი მართლა რა უმადური ყოფილა, ტრანფორმერებით გახდა ცნობილი, უნდა ამაყობდეს მაგ ფილმით, რეჟისორმაც ძალიან კარგად თქვა: ,, ქვეყანაზე არავინ არაფერი იცოდა მეგანი ფოქსის შესახემ, სანამ მე არ მოვძებნე და ტრანსფორმერებში არ გამოვიყვანე.“
    მარკ უოლბერგს არ ვეთანხმები, რატომ არ მოსწონთ ეს ფილმი ნამდვილად ვერ ვხვდები
    Fantastic Four: Rise of the Silver Surfer-ის რეჟისორზე რამდენი ვიცინე lol
    ,,ძალიან რეალურად გამოიყურება... შეგიძლია ტირილის დროს უფრო ლამაზი იყო? ლამაზად იტირე, ჯესიკა!
    wink
    ნიუსი ძალიან მომეწონა, კარგი იყო love

  • elenuca44 თქვა:
    8 ივლისი 2013 12:08 - ID: 8,
    ეე რატო თქვენო აღმატებულება მომეწონა თუმცა მაგარი სიდებილე კი იყო wink დაწყებებიდან ყველა ფილმი მიყვარს, რატომღაც მეგანზე უმადურის შთაბეჭდილება შემექმნა, ძალიან მაგარი ფილმია ტრანსფორმერები და პირიქით მაგაზე მადლობა უნდა თქვას რომ მანდ მიიღო მონაწილეობა და სწორედ ამ ფილმით გაიცნო ხალხმა იგი

  • chuki თქვა:
    8 ივლისი 2013 11:18 - ID: 7,
    love

  • NiNi_N თქვა:
    8 ივლისი 2013 10:05 - ID: 6,
    ქვეყანაზე არავინ არაფერი იცოდა მეგანი ფოქსის შესახემ, სანამ მე არ მოვძებნე და ტრანსფორმერებში არ გამოვიყვანე. - დიახაც, ვეთანხმები რეჟისორს! ამ ფილმით გაითქვა სახელი და თანაც იმიტომ კი არა რომ დიდი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა, უბრალოდ მისი გარეგნობის და მიღებული 'პოზების" დამსახურებაა! კარგი სიახლეა love

  • m.a.r.i თქვა:
    8 ივლისი 2013 09:59 - ID: 5,
    ძალიან საინტერესო ნიუსია ადრეც კი იდო რაღაც ესეთი მარა ესე ვრცლად არა love ლამაზად იტირე, ჯესიკა wink რათქმაუნდა შაია ლაფაბის ფილმოგრაფიაში Transformers: Revenge of the Fallen საუკეთესო ფილმი არაა მაგრამ მე მომწონს საერთოდ შაიაც და მეგანიც განსაკუთრებულად მეგანი მსოფლიომ ტრანსფორმერებიდან გაიცნო smile არვიცი რატომ არ მოსწონს კიდმანს ავსტრალია ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ფილმია love ჯეიმს ფრანკოს ჯორჯ კლუნს კეტრინ ჰეიგლს და ჯიმ ქერის ვეთანხმები ის ფილმები რომლებიც მათ დაასახელეს ჩემი აზრით ნამდვილი საშინელებებია recourse

  • keetaa თქვა:
    8 ივლისი 2013 09:49 - ID: 4,
    ესე რო ლაპარაკობენ რეჟისორებზე რატო არ ფიქრობენ? საერთოდ ნურაფერს ნუ იტყვიან აჯობებს წარმოიდგინეთ როგორ სწყინთ იმათ კინოზე ესე რო ლაპარაკობენ უმადურები არიან

  • mariamininutsa თქვა:
    8 ივლისი 2013 02:22 - ID: 3,
    მეგანმა უმადურის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

  • ANGEL თქვა:
    8 ივლისი 2013 01:38 - ID: 2,
    ქიუსაკის წერილი მომეწონა რეჟისორისადმი:)))
    "ლამაზად იტირე, ჯესიკა! " ჰაჰაჰჰ :))

  • ani_bey0nce თქვა:
    8 ივლისი 2013 01:30 - ID: 1,
    კარგი რა მეგან,რომელი ფილმით უნდა იამაყო..ერთადერთი ტრანსფორმერები გაქვს ნორმალური

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top