;
8 ივლისი 2013      • Angel M •     17 კომენტარი     ნანახია 3215-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato

მომღერალი, მსახიობი და “The X Factor”-ის ჟიური, 20 წლის ამერიკელი დემი ლოვატო გადაიღეს
FASHION Magazine-ის აგვისტოს თვის ნომერში. სტილისტმა Zeina Esmail-მადემი Elie Saab, Just
Cavalli-თა და Burberry-თ შემოსა. მის ვარცხნილობაზე Andy Lecompte-მა იზრუნა. მაკიაჟზე
Mai Quynh-მა, ხოლო მანიკურზე Sthephanie Stone-მა.ფოტოსესია ლოს ანჯელესში
გაიმართა, ფოტოგრაფი კი Chris Nicholls-ი იყო. ახალგაზრდა მომღერალმა
თავის კარიერაზე, სიმღერებზე, სასიყვარულო ურთიერთობებსა და
X-Factor-ის ჟიურიში დაბრუნებაზე ისაუბრა.


თავისი ქცევების შესახებ:“ბიჭებს შეუძლიათ იყვნენ ძალიან სკანდალურები, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდად მთავრდება. ჩემი სიმღერით: “Something We’re Not” მე ვთქვი, რომ გოგონებმა ის უნდა აკეთონ რაც მოსწონთ, უნდათ და არ უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, თუ როგორ შეაფასებენ სხვები მათ ქცევებს.”


როგორ შეუწყო ხელი ლოს ანჯელესში გადასახლებამ მის ტრანსფორმაციას: “ლოს ანჯელესმა თვალები ამიხილა. მე ვისწავლე, რომ უცოდინრობა ჩემში იყო. მე არც ისე კარგად ვცხოვრობდი. მე ვიყავი წყნარი და მისაბაძი გოგონა დღისით, მაგრამ ღამ-ღამობით გიჟ ბავშვად გადავიქცეოდი ხოლმე.”


როგორ გავლენას ახდენს ბავშვობის ცუდი მოგონებები დღესდღეისობით მასზე:“მე სიტყვა-სიტყვით მახსოვს ჩემი ბავშვობის ცუდი მოგონებები. გუშინ ამის შესახებ კოშმარიც ვნახე. შეურაცხმყოფელი რაღაცები ძალიან მტკენდა გულს და ღირსების შეგრძნებას მაკარგვინებდა. ეს ყველაფერი ძალიან
მოქმედებდა ჩემზე.”


X-Factor-ის შესახებ:“პროექტმა შემმატა მეტი კრიტიკა და მგრძნობელობა საკუთარი თავის მიმართ. ახლა გაცილებით უკეთ მესმის ხელოვანი ადამიანების. ადრე ვფიქრობდი, რომ თუ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ და გარშემო სანდო ხალხს არ შემოიკრებდნენ, მაშინ მათი კარიერა საფრთხის წინაშე დადგებოდა. მე, მაგალითად კადრს მიღმა ბევრი მონაწილის გამო მიტირია. მე მჭირდებოდა განმარტოება იმისათვის, რომ დავმშვიდებულიყავი, სხვები კი ამ ყველაფერს ასე არ გამოხატავდნენ.”


თავის სიმღერაზე:“მე დავწერე სიმღერა სახელად: “I Hate You, Don’t Leave Me”, როცა ვკითხულობდი Hal Strauss-ის წიგნს ამავე სათაურით. ეს იყო იმ სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომლებიც გადავიტანე და იმათზე, რომლებსაც მე ვხედავდი.”


FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato
FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato
FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato
FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato
FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato
FASHION Magazine August 2013 Cover: Demi Lovato

კატეგორია: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

17


  • Tako Horan თქვა:
    16 ივლისი 2013 03:07 - ID: 17,
    დემი <3 რაღა დროს ეს სიახლეა მაგრამ კომენტარებს თვალი რო გადავავლე გული შემიწუხდა :/ დემისნაირი მსუქნები და დაფოტოშოპებულები იყოთ რაღა გიჭირთ ! :)) ამ გოგოს ფოტოშოპი არ ჭირდება ისედაც ულამაზესია და სხვათაშორის შეგახსენებთ რომ დემიმ საგრძძნობლად დაიკო და ამ ფოტოშოპი არაფერ შუაშია :)))

  • rock n roll თქვა:
    10 ივლისი 2013 12:08 - ID: 16,
    ravici ketili adamiani aris da wonas rato aqcevt saertod tyuradgebas ver vxvdebi arachveulebrivi xma aqvs.misi msmeneli ar var magram normaluri momgeralia da dzalian ketili adamiani.wonaze rom icit xolme laparaki ise ese cudad arcerts ar gaqvt arachveulebrivi tani :@

  • mariami-mako თქვა:
    10 ივლისი 2013 01:14 - ID: 15,
    ეს ხო ძალიანაა გასუქებული და აქ რა გამხდარი ჩანს :)

  • Scouser Kate თქვა:
    9 ივლისი 2013 19:59 - ID: 14,
    დემი არმევასება მარა კარგადაა რაღაც დაფოტოშოპებული wink მოუხდა :დ

    თან როგორ გაახდუნეს :დდ

  • leitoni თქვა:
    9 ივლისი 2013 17:01 - ID: 13,
    ნუ იტყვიტ ეგრეე ყველს ფოტოებს აკეთებენ ფოტოშოპით დემი არ არის გამონაკლისი. რახან მსუქანია ცოტა ამიტომ ვეგარ იტანთ მაგრამ ის ნამდვილად ბევრ გამხდარ და ლამზაზ გოგოზე უკეთეს მუსიკას ქმნის მთავარი კი ეს არის. love

  • MARAUDER თქვა:
    9 ივლისი 2013 15:19 - ID: 12,
    მომკალით და არ მომწონს ეს გოგო what ამ ფოტოების გამკეთებლებს ნამუსი არ აქვთ?

    ციტატა: Hermione...♥
    იმ დღეს ლექსიკონში გადავაწყდი ფრაზას, რომელმაც საბოლოოდ მიმახვედრა თუ რატომ ფეთქდება ზოგიერთი ლოვატიკი, როდესაც მის კუმირს აუგად მოიხსენიებენ:
    A Sacred Cow - a person or thing that cannot be criticized.
    სამწუხაროდ, ინდუიზმის დოგმებს არ ვეთანხმები და ამიტომაც უფლებას ვიტოვებ გამოვთქვა აზრი, რომ ამ ფოტოსესიაში ძვირფასი დემეტრია კიმ კარდაშიანზე მეტად ჰგავს სომეხს wink

    wink wink საღოლ...

  • niniKO★ თქვა:
    9 ივლისი 2013 13:44 - ID: 11,
    დავიჯერო დემი ესე გახდა?

  • Ana smiley თქვა:
    9 ივლისი 2013 13:16 - ID: 10,
    ჩემო ანგელოზზოოო გოგოო love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    9 ივლისი 2013 10:07 - ID: 9,
    ფოტოშოპით ყველა ადამიანის სურათს ამუშავებენ, ამ შემთხვევაში დიდი დოზა მოსვლიათ, ფოტოსესია დიდად არ მომეწონა, ისე ნიჭიერი გოგოა, სელენას და მაილის ნამდვილად მირჩევნია

    camilla
    ეს გაქცევაში თამაშობს? აღარ მახსოვს, აა კი ეხლა ვნახე wink

  • camilla თქვა:
    8 ივლისი 2013 23:37 - ID: 8,
    აუ ეს prison break-ში გახსოვთ? wink რაღაცა უცბათ გამახსენდა ტიბეგი რო მოკლავს ამის მამას მეორე სეზონში wink

  • Tsiqo თქვა:
    8 ივლისი 2013 22:46 - ID: 7,
    რამდენი ფოტოშოპია! wassat რა მაფიააა ეს?? wink არ მევასება ეს გოგოო რა!! what

  • katokato თქვა:
    8 ივლისი 2013 22:09 - ID: 6,
    ცარიელი ფოტოშოპია

  • HollyShit თქვა:
    8 ივლისი 2013 21:58 - ID: 5,
    სომეხსო როჟამ wink
    რა კაი გოგოა request

  • NiNi_N თქვა:
    8 ივლისი 2013 20:48 - ID: 4,
    ხო ფოტოშოპი ნამდვილად ბლომად მოსვლიათ მაგრამ უკვე შევეჩვიე მათი სახეების ლაპლაპს! :D
    დემის როგორც მომღერალს ნამდვილად ვერ გავუტოლებ სელენას და მაილის! მათზე ბევრად ნიჭიერია!

  • tatuli :)) თქვა:
    8 ივლისი 2013 20:16 - ID: 3,
    ფოტოშოფია მაგრამ ამ გოგოს ზოგადად სახე ლამაზი აქვს , ტანის რა მოგახსენოთ . ასე რომ სხვა მოდელების თუ მსახიობების ფოტოებზე მეტად დამუშავებული ნამდვილად არაა

  • chuki თქვა:
    8 ივლისი 2013 20:13 - ID: 2,
    გავგიჟდი რა ფოტოშოფია ვაიმეეე

  • Hermione...♥ თქვა:
    8 ივლისი 2013 20:09 - ID: 1,
    იმ დღეს ლექსიკონში გადავაწყდი ფრაზას, რომელმაც საბოლოოდ მიმახვედრა თუ რატომ ფეთქდება ზოგიერთი ლოვატიკი, როდესაც მის კუმირს აუგად მოიხსენიებენ:
    A Sacred Cow - a person or thing that cannot be criticized.
    სამწუხაროდ, ინდუიზმის დოგმებს არ ვეთანხმები და ამიტომაც უფლებას ვიტოვებ გამოვთქვა აზრი, რომ ამ ფოტოსესიაში ძვირფასი დემეტრია კიმ კარდაშიანზე მეტად ჰგავს სომეხს wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top