;
8 ივლისი 2013      -Diana-     16 კომენტარი     ნანახია 2832-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, მუსიკა


ჯიმი პეიჯი 69 წლის ინგლისელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მსოფლიოში საუკეთესო გიტარისტია, რომელიც Gibson-ის 50 საუკეთესო გიტარისტთა სიაში მეორე ადგილს, ხოლო Classic Rock-ის 100 საუკეთესო გიტარისტთა ჩამონათვალში მეოთხე ადგილს იკავებს. ჟურნალმა როლინგ სტოუნზმა ჯიმი ასე დაახასიათა: "the pontiff of power riffing" და ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტთა შორის მესამე პოზიცია მიანიჭა. პეიჯი ლეგენდარული, ყველასათვის საყვარელი და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო როკ ბენდად აღიარებული ლედ ზეპელინის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გიტარისტი იყო. თუმცა, მანამ სანამ ლედ ზეპელინის წევრი გახდებოდა, ჯიმი პეიჯი ბრიტანული ჯგუფის The Yardbirds-ის წევრი იყო, სადაც 1966-1968 წლებში მოღვაწეობდა. გიტარისტი ორჯერ მოხვდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, 1992 და 1995 წლებში. ჯიმი არის ადამიანი, რომელიც უამრავი მუსიკოსის, განსაკუთრებით კი გიტარისტების ინსპირაციაა. ჯიმის შემოქმედებამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა Ramones-ის გიტარისტ ჯონი რამონზე. თავად ჯიმი პეიჯს მუსიკალური კარიერისკენ ელვის პრესლის სიმღერა "Baby Let's Play House"-მა უბიძგა, სწორედ ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ დაიკავა 13 წლის ჯიმი პეიჯმა პირველად გიტარა
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

მიუხედავად ლედ ზეპელინის დაშლისა, რაც ბენდის დრამერ ჯონ ბონემის დაღუპვამ გამოიწვია, ბენდის დარჩენილი წევრები რობერტ პლანტი, ჯონ პოლ ჯონსი და ჯიმი პეიჯი გაერთიანდნენ და საქველმოქმედო კონცერტებზე გამოდიოდნენ ჯონ ბონემის შვილთან ერთად. 2005 წლის დეკემბერში პეიჯმა დედოფალი ელიზაბეტისაგან სპეციალური პრიზი მიიღო საქველმოქმედო საქმეებში აქტიური ჩართულობისათვის. ჯიმიმ დაარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ბრაზილიელ უსახლკარო ბავშვებს ეხმარება, ამავდროულად ფონდი ეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებსაც
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი
2007 წელს ლედ ზეპელინი კიდევ ერთხელ გაერთიანდა ამჯერადაც ჯონ ბონემის ვაჟიშვილთან ერთად. დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამ გაერთიანებამ ფანები ძალიან გაახარა, რაც ბილეთების გაყიდვაზე აისახა. კონცერტზე დასასწრები ბილეთები საკმაოდა მალე გაიყიდა. ჯგუფის დაშლიდან 19 წლის შემდეგ მათი კონცერტი ისევ ისეთი ენერგიული, აქტიური და ენთუზიაზმით სავსე იყო
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* მამამისი ინჟინერი იყო, ხოლო დედამისი ექიმის მდივანი. ჯიმის არც და ყავს და არც ძმა
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* 1965 წელს ჯომ ჯონსის კონცერტზე ჯიმი გიტარაზე უკრავდა, მაგრამ მხოლოდ ერთ სიმღერაზე "It's Not Unusual". ამ სიმღერის დაკვრის დროს კრის სლეიდი დრამზე უკრავდა
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* 1998 წელს 100 ყველაზე მდიდარ როკ შემსრულებელთა სიაში მე-15 ადგილი დაიკავა. ის £55 მილიონის მფლობელია
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* სამჯერ იყო დაქორწინებული, ამ სამი ქორწიბელიდან კი ხუთი შვილი ჰყავს. მან თქვა:

' ყოველ შობას ვიკრიბებით, სამივე მეუღლე და ხუთივე შვილი. ჩვენ ერთი მთლიანი, შეკრული და ძლიერი ოჯახი ვართ'
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* ლედ ზეპელინის დაშლის შემდეგ ჩატარებულ ლაივ კონცერტებზე არავის აძლევდა უფლებას ემღერა "Stairway to Heaven", რადგან თვლიდა რომ ამ სიმღერის შესრულების უფლება მხოლოდ რობერტ პლანტს ჰქონდა და მასზე უკეთესად ამ სიმღერას ვერავინ შეასრულებდა
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* ჯიმი Miles Road-ში გაიზარდა. ხუთ წლამდე მეგობრები საერთოდ არ ჰყავდა, ამიტომ სულ მარტო თამაშობდა. ამასთან დაკავშირებით მან თქვა:

' ამ ადრინდელმა იზოლაციამ ძალიან დიდი ზეგავლება მოახდინა ჩემზე და ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად როგორც ვარ, მარტოსულ ადამიანად. ბევრ ადამიანს არ ჩეუძლია მარტო ცხოვრება. მათ ეშინიათ, მაგრამ პირადად მე იზოლაცია საერთოდ არ მაწუხებს. ეს უსაფრთხოების გრძნობას მანიჭებს'
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

პირველი მეგობარი 15 წლისას გაიჩინა. ეს ესპანური გიტარა იყო, რომელიც ესპანეთიდან ჩამოიტანეს. მან არ იცოდა დაკვრა გიტარაზე, ამიტომ სკოლაში წაიღო და თანაკლასელმა აჩვენა თუ როგორ უნდა დაეკვა. მან დაინახა, რომ სტუდენტს, რომელიც გიტარაზე სკიფლს (ერთ-ერთი მიმდინარეობა)უკრავდა, უამრავი ხალხი ერტყა გარსა და მის დაკრულს უსმენდა. ამის შემდეგ მან მისი გიტარა ამ ბიჭს მიუტანა და დაკვრის სწავლა სთხოვა. მან სკიფლის დაკვრას მალევე დაანება თავი, მას შემდეგ რაც ელვის პრესლის "Baby Let's Play House" და ჩაკ ბერის "No Money Down"-ს მოუსმინა. ჯიმმა ამასთან დაკავშირებით თქვა: 'ამ სტილის სიმღერებიდან წამოსულმა ენთუზიაზმა და ენერგიამ დამატყვევა, ძალიან მინდოდა, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი'
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* პატარაობაში უნივერსიტეტში ბიოლოგიურზე სწავლა უნდოდა
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი
* ლედ ზეპელინის წევრები ჯიმის "Led Wallet"-ს უძახდნენ, რაგან ის ძალიან ხელმოჭერილი იყო
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* პირველი გიტარა მაშინ ჰქონდა, როცა მისი ოჯახი ახალ სახლში გადავიდა. ჯიმიმ ეს გიტარა სახლში იპოვა, რადგან სახლის ძველ მეპატრონეებს იქ დარჩათ
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

* ძალიან უყვარს თევზები. სახლში აკვარიუმი აქვს, სადაც სხვადასხვა უცხო სახის თევზებია
ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

ჯიმი პეიჯი - საუცხოო და იდუმალი გიტარისტი

კატეგორია: ვარსკვლავები, მუსიკა
Tags:

16


  • -Diana- თქვა:
    28 ივლისი 2013 11:33 - ID: 16,
    lady_tamo მადლობა :*

  • Anch_Bey თქვა:
    15 ივლისი 2013 22:22 - ID: 15,
    მმიყვარს

  • lady_tamo თქვა:
    15 ივლისი 2013 22:19 - ID: 14,
    რა კარგი გოგო ხარ ასეთი საოცარი ნიუსის დადებისთვის <3
    ჯიმი ჩემი კაცია <3

  • rock n roll თქვა:
    10 ივლისი 2013 12:04 - ID: 13,
    arachveulebrivi musikosiiiiiiiiiiii dzalian miyvars led zeppelini da page chemtvis yoveltvis nomeri pirveli gitaristi iqneba :*:*:*:*:

  • Gvanciola თქვა:
    10 ივლისი 2013 00:35 - ID: 12,
    love

  • -Diana- თქვა:
    9 ივლისი 2013 16:21 - ID: 11,
    ციტატა: MariamiXD
    ლედ ზეპელინ <3 უდაოდ ლეგენდაა ! ვგიჟდები მათზე )) <3
    ნიუსი არაჩვეულებრივია feel

    ციტატა: Nirvana
    აუუუუუუუუუუუუუუუუუ რა მაგარი ხარ ავტორ შეენ ეს რომ დადეე ^_^ პეიჯ შენ კიდე არ ვიცი რაღაც არადამიანური ხარ ზე კაცი ხარ <3 love

    ციტატა: Mari Glonti
    სუპერ სტატიაა
    ჩემთვის N1 გიტარისტი და მულტი–ინსტრუმენტალისტი
    უბრალოდ ერთს შეგისწორებ რომ ქრთულში ფ თანხმოვანიც გვაქვს და ასე უფრო სწორად ღერს ფეიჯი :)
    მიყვარს ასეთი მრავალფეროვანი სტატია + ეს გამონათქვამები <3


    - ძალიან დიდი მადლობა feel

  • gnr თქვა:
    9 ივლისი 2013 11:45 - ID: 10,
    sauketesoa jimmy <3

  • Mari Glonti თქვა:
    9 ივლისი 2013 01:16 - ID: 9,
    სუპერ სტატიაა
    ჩემთვის N1 გიტარისტი და მულტი–ინსტრუმენტალისტი
    უბრალოდ ერთს შეგისწორებ რომ ქრთულში ფ თანხმოვანიც გვაქვს და ასე უფრო სწორად ღერს ფეიჯი :)
    მიყვარს ასეთი მრავალფეროვანი სტატია + ეს გამონათქვამები <3

  • Nirvana თქვა:
    8 ივლისი 2013 23:36 - ID: 8,
    აუუუუუუუუუუუუუუუუუ რა მაგარი ხარ ავტორ შეენ ეს რომ დადეე ^_^ პეიჯ შენ კიდე არ ვიცი რაღაც არადამიანური ხარ ზე კაცი ხარ <3 love

  • MariamiXD თქვა:
    8 ივლისი 2013 23:35 - ID: 7,
    ლედ ზეპელინ <3 უდაოდ ლეგენდაა ! ვგიჟდები მათზე )) <3
    ნიუსი არაჩვეულებრივია feel

  • -Diana- თქვა:
    8 ივლისი 2013 22:43 - ID: 6,
    ციტატა: ani-anuka
    ძალიან კარგი ნიუსიაა. ყოჩაღღ. ისე გააგრძელე როკ ვარსკვლავებზე ცოტა ხალხმა გაიგოს გემოვნბიანი მუსიკის შესახებ smile

    ციტატა: Nanuka.
    სასწაული კაცია.
    და კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო:
    ძალიან მომწონს, რომ შენი სტატიები ყოველთვის გამართულია და ტექსტში ყოველთვის დაცული გაქვს პუნქტუაცია, სტილი და ა.შ.
    ყოჩაღ.

    ციტატა: psiqologia
    მე იზოლაცია საერთოდ არ მაწუხებს. ეს უსაფრთხოების გრძნობას მანიჭებს
    ჩემსავით ყოფილა
    არაჩვეულებრივი ნიუსია <3


    - უღრმესი მადლობა ყველას
    ანი მეც ძალიან მინდა, რომ ხალხმა უფრო მეტი გაიგოს როკ ვარსკვლავებზე და ხშირად მოუსმინონ როკს
    ნანუკა ძალიან მესიამოვნა შენი კომენტარის წაკითხვა feel

  • loseyourself თქვა:
    8 ივლისი 2013 21:56 - ID: 5,
    ჩემი ლედ ზეპელინი <3 ვგიჟდები უმაგრესი ჯგუფია love ცოცხალი ლეგენდაა love

  • ani-anuka თქვა:
    8 ივლისი 2013 21:49 - ID: 4,
    ძალიან კარგი ნიუსიაა. ყოჩაღღ. ისე გააგრძელე როკ ვარსკვლავებზე ცოტა ხალხმა გაიგოს გემოვნბიანი მუსიკის შესახებ smile

  • Nanuka. თქვა:
    8 ივლისი 2013 21:34 - ID: 3,
    სასწაული კაცია.
    და კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო:
    ძალიან მომწონს, რომ შენი სტატიები ყოველთვის გამართულია და ტექსტში ყოველთვის დაცული გაქვს პუნქტუაცია, სტილი და ა.შ.
    ყოჩაღ.

  • Perfection❣ თქვა:
    8 ივლისი 2013 21:18 - ID: 2,
    "ზეპელინელი" ♥♥♥

  • psiqologia თქვა:
    8 ივლისი 2013 20:40 - ID: 1,
    მე იზოლაცია საერთოდ არ მაწუხებს. ეს უსაფრთხოების გრძნობას მანიჭებს
    ჩემსავით ყოფილა
    არაჩვეულებრივი ნიუსია <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top