;
12 ივლისი 2013      nini.     12 კომენტარი     ნანახია 3224-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები, მუსიკა

,,თეთრი შავებში” - ემინემი

ამერიკელი რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი მარშალ ბრიუს მაზერს III დაიბადა მისურის შტატში. მამამ ოჯახი ადრე მიატოვა. 12 წლის ასაკამდე მარშალი, დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში საცხოვრებლად გადადიოდა. საბოლოოდ ისინი დეტროიტში დასახლდნენ.უფრო მეტ დროს უთმობდა ფრისტაილის ტიპის შეჯიბრებებს სკოლის მოსწავლეებთან. მან მალე მიიპყრო ყურადღება. 17 წლის ასაკში იგი გააგდეს სკოლიდან. ცნობილია თავისი სასცენო სახელით —ემინემი . . მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 90 მილიონზე მეტი ალბომით , ემინემი ადრეული 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად და ყველაზე წარმატებულ რეპ-შემსულებლად ითვლება. ემინემი რეპერმა და პროდიუსერმა Dr. Dre-მ აღმოაჩინა.
,,თეთრი შავებში” - ემინემი
ემინემი ნამდვილად გამორჩეული რეპერია, რომელიც სიმართლეს შეულამაზებლად გადმოგვცემს რამდენად მწარეც
არ უნდა იყოს ეს...შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მაშტაბით დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და ამასთან უამრავი მოძულეც ჰყავს. ხშირია დაპირისპირება ემინემსა და
შოუ ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს შორის,რასაც სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს.





ამის შესანიშნავი მაგალითია სიმღერა "Like Toy Soldiers" , რომელშიც ემინემი ცდილობს ჩაახშოს სხვა რეპერებს შორის ძალადობრივი კავშირი და წერტილი დაუსვას მათ ბრძოლას. თუმცა არც აგრესიას ერიდება, რაც მისი სიმღერების განუყოფელი ნაწილია. ცდილობდა აგრესია გაენელებინა Ja Rule-სა და 50 Cent-ს შორის. თუმცა ეს ქმედება შეწყვიტა მაშინ, როდესაც Ja Rule -მ საკმაოდ ცინიკური ლირიკით გამოხატა დამოკიდებულება ემინემისადმი. სიმღერაში "Loose Change" ჭარბობს დამცინავი ფრაზები მარშალის შვილის, ჰეილის და მისი ყოფილი მეუღლის-კიმის მისამართით.




რა თქმა უნდა ემინემმა ეს ყველაფერი უპასუხოდ არ დატოვა და შესაძლოა ითქვას, რომ მისმა ლირიკამ Ja Rule გაანადგურა. ის ამბობს:

,,ვცდილობდი შემეჩერებინა ეს ნაგავი მაგრამ უკვე გვიან იყო , არსებობს ზღვარი რასაც არ უნდა გადააბიჯო, მაგრამ შენ ამას გადააბიჯე , მე გავიგონე შენი ხმა, ახსენებდი ჰეილის სახელს შენ სიმღერაში და მოთმინებას მეც ვკარგავ !"

,,თეთრი შავებში” - ემინემი
ემინემის ცხოვრება კინოს ჰგავს - ფსიქოლოგიურ დრამას. რეჟისორ კერტის ჰენდსონთან ერთად, ფილმში „8 მილი” შეეცადა თითქმის ავტობიოგრაფიული ისტორია მოეთხრო. ფილმში მომღერალი თამაშობს უბრალო ბიჭს, რომელიც რეპერობაზე ოცნებობს. წარმატებულმა კინოდებიუტმა მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და დღეს ის პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება.ფილმის საუნდტრეკი ,,Lose Yourself"- კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა.





ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ახალი ტრეკი ,,Symphony in H",
თუმცა ის ემინემის რიგით მერვე სტუდიურ ალბომში არ შევა. პროდიუსერი თავად ემინემია.





ემინემს საქართველოში უამრავი გულშემაკივარი ჰყავს. თითოეულ მათგანში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს მისი შემოქმედება. ..და მაინც რატომ უყვართ ემინემი ასე ძალიან? რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად უნდა ვაღიაროთ: ის არის ადამიანი, რომელმაც შეცვალა უამრავი ადამიანის ცხოვრება.
,,თეთრი შავებში” - ემინემი
ვფიქრობ, რომ საინტერესო მოსასმენი იქნება თუ როგორია ქართველი ,,სტანების" დამოკიდებულება ემინემისადმი :

~ani - ,,რთულია მოკლედ ისაბრო ისეთ ადამიანზე როგორიც ემინემია.პირველ რიგში მე მას ვაფასებ როგორც პიროვნებას და ადამიანს და შემდეგ როგორც რეპერს. ჩემი აზრით მან ისეთი რამ შეძლო ცხოვრებაში რასაც ვერასდროს ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლებს. (ვგულისხმობ მის აყვანილ ქალიშვილებს) ის საუკეთესო მამა, მეგობარია და ოჯახის მოყვარული ადმიანია .რაც შეეხება მის კარიერას უბრალოდ შესანიშნავია. არასდროს არ მომბეზრდება მისი მოსმენა.
გული მწყდება როცა ადამიანები ისე აკრიტიკებენ მას რომ არც იცნობენ მის შემოქმედებას ... ამას რა თქმა უნდა დრო სჭირდება. რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს ემინემი ყოველთვის იქნება ჩემთვის დიდებული ადამიანი და ზოგ რამეში მისაბაძიც კი : ))) “

,,-რატომ მაინც და მაინც ემინემი? დავიწყოთ იმით, რომ ის ადამიანია რომელსაც მამა ნანახი არ ყავს დედა კი საშინელება , წელიწადში 6 ჯერ იცვლიდა სკოლას , ეთადერთი წიგნიაქვს წაკითხული და ისიც რეპერ Ice-T ის წიგნია , არ გააჩნია არანაირი სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება მაგრამ მსოფლიო დონი ლირიკებს წერს , ზანგების ხელოვნებაში თეთრი ფუნჯით ხატავს , და როცა ხატვით ფესვები მოიმაგრა, როცა ალბომები გამოუშვა, როცა მილიონები იშოვა მაინც თავისი ჯაბახანა მერსედესით დადიოდა და მისი კაპოტიდან ყიდდა მის საუკეთესო ალბომებს რომლებსაც შემდეგ ოქროს წოდება მიენიჭათ. ბრედ პიტი , ენდი გარსია , ედი მერფი, მელ გიბსონი, შერონ სტოუნი, ტომ კრუზი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯონი დეპი, ჯონ ტრავოლტა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მსახიობებისა რომლებიც მთელი ცხოვრებაა მსახიობები არიან მაგრამ ოსკარი არ აქვთ ემინემმა კი მის ცხოვრებაზე ერთი ფილმი (8 mile)გადაიღო და ოსკარი მიიღო ... ეს იმაში რაც მისი საქმე არაა , აი ეხა დასკვნები თქვენ გამოიტანეთ რაც მისი საქმეა იმაში რა არის ... ემინემი არის ადამიანი რომელსაც არასდროს ქონია გეგმა B ... არა მას გეგმა A- ც კი არასდროს ქონია ....პატივისცემით Gocha endeladze ( Pipinia)


Nuca Chelidze-,,მოკლედ ემინემზე რა დავწერო..არ ვიცი როგორ ვთქვა ან როგორ ავხსნა მისდამი სიყვარული ან რატომ მიყვარს. ერთი სიტყვით გადმოცემაც შეიძლება ამის და მხოლოდ სტანები მიხვდებიან. იმიტომ მიყვარს რომ ემინემია.არ მინდა დავიწყო სხვა ბანალური რაღაცეები ))))) ერთადერთია ჩემთვის. 10 წელია ემინემის ფანი ვარ და არ ვნანობ..საოცრებაა.ემის ხმა მაგიჟებს."
,,თეთრი შავებში” - ემინემი
ემინემის ცხოვრება ტრაგიზმით არის სავსე..შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრო და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ სტატიაში შეძლო..მისი უკეთ გაცნობისთვის აუცილებელია გაეცნოთ ლირიკას, რომელიც სევდითა და ტკივილით არის სავსე.ის წერს საკუთარ თავზე, ოჯახზე, სასმელზე,ნარკოტიკებზე,ქალებზე,მძიმე მომენტებზე. ერთხელ უთქვამს: ,,მე ცხოვრებაში მჭირდება კიდევ რაღაც დრამატული, რათა შევქმნა უფრო ძლიერი მუსიკა".

და ბოლოს... ემინემს ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა...სწორედ ამიტომ

არავის სურს რომ მარშალი დაბადებულიყო, თუმცა ყველას უნდა რომ ემინემი არსებობდეს !

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები, მუსიკა
Tags:

12


  • Tangela თქვა:
    14 ივლისი 2013 06:46 - ID: 12,
    ძალიან მაგარი კაცია. (ფანი არ ვარ საერთოდ გაფანატებები ძალაინ არ მიყვარს)საშინელი ცხოვრება ქონდა. ვაფასებ როგორც ადამიანს, მამას, რეპერს. მის ყოველ სიმღერაში ვხვდები თუ რაზე წერს და რას გრძნობს თარგმანის გარეშე. მე ძალიან მიყვარს. request

  • AniK თქვა:
    13 ივლისი 2013 17:49 - ID: 11,
    cocxali legenda !!!!

  • bachia777 თქვა:
    13 ივლისი 2013 16:30 - ID: 10,
    ვგიჟდებიიიიიი love მისი სიმღერის ტექსტები ძალიან შინაარსიანი და ცხოვრებისეულია love ძალიან კარგი ნიუსია ავტორო love

  • nini. თქვა:
    13 ივლისი 2013 10:57 - ID: 9,
    ციტატა: m.a.r.i
    ძალიან კარგი სტატიაა ემინემი კი მსოფლიოში საუკეთესო რეპერი love

    ციტატა: Scouser Kate
    ჩემი პატარააა <3 როგორ მომენატრა ტო მალე დაათხლიშოს რა ალბომი :|
    ავტორ დიდი RESPECT ჩემგან bully

    ციტატა: aNaNo_O
    აიი ნინი მაგარი გოგო ხარ
    ყვეეელაზე მაგარი ნიუსია ❤
    გააგრძელე ესე რა ❤

    გმადლოობთ ბავშვებოო, მიხარია თუ მოგეწონათ ♥ ♥

    ციტატა: AnnShady
    es simgera freestylea da axal albomshi ar sheva

    შევასწორე უკვე..))

  • aNaNo_O თქვა:
    13 ივლისი 2013 02:41 - ID: 8,
    აიი ნინი მაგარი გოგო ხარ
    ყვეეელაზე მაგარი ნიუსია ❤
    გააგრძელე ესე რა ❤

  • AnnShady თქვა:
    12 ივლისი 2013 23:45 - ID: 7,
    es simgera freestylea da axal albomshi ar sheva

  • - Ninoo თქვა:
    12 ივლისი 2013 23:18 - ID: 6,
    მიყვარს მხოლოდ იმიტომ რომ ის არის უბრალოდ ის :)

  • elenne თქვა:
    12 ივლისი 2013 23:11 - ID: 5,
    მიყვარს!!!!!!!!!

  • buzguna_teoo თქვა:
    12 ივლისი 2013 22:41 - ID: 4,
    i love thit man love

  • Elenita თქვა:
    12 ივლისი 2013 21:26 - ID: 3,
    გენიალური ხარ ძალიან მიყვარხარ

  • Scouser Kate თქვა:
    12 ივლისი 2013 21:18 - ID: 2,
    ჩემი პატარააა <3 როგორ მომენატრა ტო მალე დაათხლიშოს რა ალბომი :|

    ავტორ დიდი RESPECT ჩემგან bully

  • m.a.r.i თქვა:
    12 ივლისი 2013 20:19 - ID: 1,
    ძალიან კარგი სტატიაა ემინემი კი მსოფლიოში საუკეთესო რეპერი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top