;
12 ივლისი 2013      Britain     11 კომენტარი     ნანახია 4965-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილი, ბრიტანეთის მომავალი პრინცი ან პრინცესა
მსოფლიოს ხვალ, 13 ივლისს მოევლინება. წმინდა მარიამის სამშობიაროს წინ დიდიხანია ადგილებს
იკავებენ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, იმედით, რომ დააფიქსირებენ მომენტს, როდესაც ქეითს
შენობაში შეიყვანენ. თუმცა, მათ გარდა ბავშვის დაბადებას ელიან ბრიტანელი მოქალაქეებიც და
აცხადებენ, რომ მათთვის ხვალინდელი დღე იქნება ისტორიული და სურთ, რომ ქვეყნის სამეფო
ტახტის მომავალი მემკვდრის დაბადებას უშუალოდ ადგილზე შეხვდნენ. თუმცა ხვალამდე კიდევ
დიდი დროა დარჩენილი. გადავხედოთ სამეფო კარზე დაბადებულ ბავშვებს, ანუ დედოფალი
ელისაბედის, პრინც ჩარლზის, პრინც უილიამისა და პრინც ჰარისა
დაბადების ფაქტებს.


♛ დედოფალი ელისაბედი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს, დილის 2:40-ზე, ლონდონში.
♛ პრინცი ჩარლზი დაიბადა ბუკინგემის სასახლეში, 1948 წლის 14 ნოემბერს.


◤ დედოფალი ელისაბედი (მაშინ პრინცესა) ახალდაბადებულ ჩარლზთან ერთად.


♛ პრინცი უილიამი 1982 წლის 21 ივნისს დაიბადა წმინდა მარიამის სამშობიაროში. პრინცესა
დაიანამ მსოფლიო გააკვირვა, როდესაც მისი დაბადებიდან 21 საათში სამშობიარო დატოვა.



◤ 41 მსროლელი პრინცი უილიამის დაბადების მოლოდინში.


◤ ლედი დი და პრინცი ჩარლზი საავადმყოფოს დატოვებისას უილიამის დაბადების შემდეგ.


♛ პრინცი ჰარი კი ქვეყანას 1984 წლის 15 სექტემბერს მოევლინა. მისი დაბადებიდან 13 საათში
დაიანამ ჩარლზის თანხლებით სამშობიარო დატოვა. შენობის წინ 1000 კეთილის მსურველს მოეყარა თავი.


◤ ლედი დი და პრინცი ჩარლზი შენობის დატოვებისას ჰარის დაბადების შემდეგ.


როგორ უკვე ავღნიშნეთ, სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრე ხვალ, 13 ივლისს დაიბადება. ჰერცოგინიას კი წმინდა მარიამის სამშობიაროს საუკეთესო ოთახში მოათავსებენ. გავრცელებულია ხმები იმის შესახებ, რომ თუ ბავშვი გოგო იქნება, მას უილიამი და ქეითი ალექსანდრას დაარქმევენ, ხოლო თუ ბიჭი, ჯორჯს. პრინცესას ან პრინცის დაბადებას მსოფლიო 41 გასროლით შეიტყობს. ჯარისკაცებს უკვე აქვთ თავი მოყრილი ჰაიდის პარკში.

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

11


  • niniKO★ თქვა:
    13 ივლისი 2013 22:07 - ID: 11,
    მაინტერესებს ვინ დაიბადება

  • m.a.r.i თქვა:
    13 ივლისი 2013 15:06 - ID: 10,
    ციტატა: Lucy
    ვერაფრით ვერ ვხსნი ასეთ ინტერესს რა იწვევს ამ სამეფო ოჯახის მიმართ.. ჩემი აზრით სრული უაზრობა და ზედმეტი ტვირთია მათი არსებობა, როცა ამდენი ადამიანი შიმშილით იღუპება, ეს ელიზაბეტა კიდე ალბათ თითო ქუდში იმდენ ფულს ხარჯავს, რამდენითაც მთელი ჩემი უბნის გამოკვება შეიძლება. ნუ ეს სახელმწიფოს საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით, ყველანაირ აზრს მოკლებულია კონსტიტუციური მონარქიის არსებობა. რესპუბლიკური წყობა მილიონჯერ უფრო ხელსაყრელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ნუ ხარჯების განაწილების მხრივ

    გეთანხმები

  • Hermione...♥ თქვა:
    13 ივლისი 2013 13:54 - ID: 9,
    ძალიან მიყვარს არა მხოლოდ უილიამი და ქეითი, არამედ მთელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კამილა პარკერ ბოულზის გამოკლებით და რა თქმა უნდა, მეც დიდი სიხარულითა და ინტერესით ველოდები პატარა პრინცესას/პრინცის დაბადებას. მიუხედვად ამისა, მომენტებში უცნაური აზრები მომდის თავში: ეს ბავშვი დაბადებიდან თითქმის მთელ მსოფლიოს ეყვარება, მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრებს და როგორი პიროვნებაც არ უნდა დადგეს, ყოველთვის იარსებებენ მისი ერთგული და პატივისმცემელი ადამიანები. ამავე დღეს, აფრიკის რომელიმე ქვეყანაშიც დაიბადება უცოდველი პატარა, რომელსაც დაბადებისთანავე გაუსაძლის ანტისანიტარიაში ცხოვრება მოუწევს და ბოლოს მალნუტრიციით დაიღუპება. რაღაცნაირად უსამართლოა ეს ცხოვრება..!
    ნიუსი შესანიშნავია love

  • ELE თქვა:
    13 ივლისი 2013 13:46 - ID: 8,
    ლედი დიანა ჩემთვის ქალის იდეალია love

  • Fancy_G თქვა:
    13 ივლისი 2013 13:04 - ID: 7,
    სიახლე კარგი იყო, მაგრამ არა წმინდა მარიამის საავადმყოფო, არამედ წმინდა მერის (იგივეა, მაგრამ სახელები არ ითარგმნება), და ჰაიდის პარკი, ანუ 'დამალული პარკი' :)

  • salYyY თქვა:
    13 ივლისი 2013 10:03 - ID: 6,
    ჩემ დაბადებასაც ესე ელოდნენ lol

  • Megan ))) თქვა:
    13 ივლისი 2013 00:26 - ID: 5,
    ნეტა მე ვიბადებოდე ეხლა ინგლისის ტახტის მემკვიდრედ lol lol

  • usaxelo gmiri var:) თქვა:
    13 ივლისი 2013 00:02 - ID: 4,
    xval dadet sixle ra ekolebaa ra mainteresebs :D

  • sweet__girl თქვა:
    12 ივლისი 2013 23:29 - ID: 3,
    უიმეე რა ესე ჩქარა გავარდა დროო? wink

  • Ana smiley თქვა:
    12 ივლისი 2013 23:22 - ID: 2,
    საინტერესო იქნება love ვნახოთ როგორი ვინმე გამოდეგბა

  • MARAUDER თქვა:
    12 ივლისი 2013 21:50 - ID: 1,
    მაინტერესებს გოგო იქნება თუ ბიჭი winked
    კარგი სიახლეა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top