;
26 ივლისი 2013      marypickford     30 კომენტარი     ნანახია 6951-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

მე-10 ადგილი
ბიონსეს 100 000$-იანი ლეგინგები

სელებრითების გიჟური შენაძენები

რა თქმა უნდა ყველა მიესალმება ისეთ სამოსს ბიონსეს სხეულზე, რომელიც მის ქვედატანს გაუსვამს ხაზს, მაგრამ 100 000 დოლარი ერთი წყვილი ლეგინგებისთვის? Balenciaga-ს მოდის სახლის მიერ შექმნილი მოოქროვილი „ელასტიკებით“ ბიონსე 2007 წლის BET Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა, რომელიც იმ საღამოს შემდეგ მის სხეულზე აღარც არავის უნახავს. ვიმედოვნოთ, რომ მომღერალმა ზემოაღნიშნული შენაძენი კეთილშობილურ მიზნებს მოახმარა.

მე-9 ადგილი
სური კრუზის 850 დოლარიანი ხელჩანთა

სელებრითების გიჟური შენაძენები

სამი წლის ბავშვების უმეტესობა ცარიელი მუყაოს ყუთით თამაშითაც კი მშვენივრად ირთობს თავს. თუმცა ეს სური კრუზს არ ეხება. სამი წლის სურის დედიკომ 850 დოლარიანი Salvatore Ferragamo-ს ხელჩანთა აჩუქა. ამდენი ტკბილეულობა და სათამაშო სურიმ სადღაც ხომ უნდა ჩააწყოს =))

მე-8 ადგილი
ამანდა სეიფრიდის მკვდარი ცხენი

სელებრითების გიჟური შენაძენები

ამანდა სეიფრიდს ლონდონში ერთ-ერთი ვიზიტისას მკვდარი ცხენი შეუყვარდა. როგორც ირკვევა, მსახიობი ერთ-ერთ ტბაზე 3 კვირის პონის ფიტულს გადააწყდა და გადაწყვიტა, რომ ფიტული მისი საკუთრება უნდა გამხდარიყო. უცნობია ზუსტად რამდენი გადაიხადა მან ცხენში, მაგრამ მსახიობს ის საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
„არ მესმის რატომ არ მოსწონს ზოგ ადამიანს ფიტულები, ეს ხომ ხელოვნებაა“ - განაცხადა კმაყოფილმა ამანდამ.

მე-7 ადგილი
მაიკლ ვიკი - 85 000 დოლარიანი თევზების აუზი

სელებრითების გიჟური შენაძენები

სანამ მაიკლ ვიკის სისხლის სამართლის დამნაშავედ სცნობდნენ, ფულს უამრავ რამეზე ფლანგავდა. ერთ-ერთი მისი გიჟური შენაძენი სპეციალურად მისთვის შემქნილი თევზებით სავსე აუზი იყო, რომელიც მას 85000 დოლარი დაუჯდა. ვიმედოვნოთ, რომ ციხეში სიგარეტით ვაჭრობა მაიკლს ფულის უფრო გონივრულად ხარჯვას ასწავლის.

მე- 6 ადგილი
სტივენ სპილბერგის 60000 დოლარიანი მარხილი

სელებრითების გიჟური შენაძენები

სახელმოხვეჭილმა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა 1982 წელს ყველა დროის საუკეთესო ფილმად აღიარებული სურათის „მოქალაქე კეინის“ გადაღებისას 60 000 დოლარის ღირებულების ვარდის კოკორისაგან შექმნილი მარხილი შეიძინა. რა თქმა უნდა აღნიშნული ნივთი კინოს ისტორიის ნაწილს შეადგენს , მაგრამ მარხილის შოვნის უფრო იაფი (და პრაქტიკული) გზებიც არსებობს.

მე-5 ადგილი
რეიჩელ ჰანტერის 15 000 დოლარიანი ძაღლის სახლი

სელებრითების გიჟური შენაძენები

მოდელ და მსახიობ რეიჩელ ჰანტერს ჩვეულებრივი ძაღლის სახლი არ აკმაყოფილებს. როგორც ჩანს , მის ორ ლეკვს სრულფასოვანი ხმელთაშუა ზღვის სტილის რეზიდენცია სჭირდებათ, კუდი რომ გააქიცინონ. მოდელს სახლი ფრანგულმა კომპანიამ la petite maison-მა დაუმზადა, რომელიც ასევე 50000 დოლარიან სახლებსაც ამზადებს ძაღლებისთვის.

მე-4 ადგილი
ქანიე ვესტის ბრილიანტის კბილები

სელებრითების გიჟური შენაძენები

ელენ დეჯენერესის ერთ-ერთ გადაცემაში ქანიე ვესტმა მსოფლიოს გაუმხილა, რომ ქვედა ყბაზე მთლიანად ბრილიანტის იმპლანტები ჩაისვა. „ეს კბილის ზედაპირული სამკაული არ გეგონოთ, ნამდვილი დენტალური იმპლანტებია.“- დასძინა ქანიემ მეტი დამაჯერებლობისთვის. კითხვაზე, თუ რაში დასჭირდა მას ნამდვილი კბილების ბრიალენტებით შეცვლა რეპერმა უპასუხა,რომ „მისი აზრით, ბრილიანტები უფრო მოდურია“

მე-3 ადგილი
კიმ ბესინგერის 20 მილიონიანი ქალაქი

სელებრითების გიჟური შენაძენები

1989 წელს გამჭრიახმა ბიზნეს ინვესტორმა კიმ ბესინგერმა შტატ ჯორჯიაში ქალაქი ბრასელტონი შეიძინა 20 მილიონ დოლარად. მისი მიზანი ბრასელტონის კინო სტუდიების ქალაქად ქცევა იყო. სამწუხაროდ მან ამ იდეის განხორციელება ვერ შეძლო და და კიმს ქალაქის გაყიდვა სულ რაღაც 2.5 მილიონ დოლარად მოუხდა. ასეთ სოლიდურ ფინანსურ დანაკარგს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მსახიობმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

მე-2 ადგილი
1700 დოლარიანი თვითმფრინავის ბილეთი ბონოს ქუდისთვის

სელებრითების გიჟური შენაძენები

აშკარაა, რომ ბონოს ქუდი იმაზე ბევრად უკეთეს პირობებში დაფრინავს, ვიდრე ბევრი ჩვენთაგანი. 2005 წელს, როდესაც U2 წევრს სასწრაფოდ დასჭირდა ქუდი, მას 1700 დოლარიანი ბილეთი შეუძინეს და ლონდონიდან იტალიაში „გადმოაფრინეს“.

1-ლი ადგილი
ლეიდი გაგას მოჩვენებისაგან დამცავი მანქანა

სელებრითების გიჟური შენაძენები

როგორც ჩანს ლეიდი გაგამ არც სულელურ შენაძენებში დაუდო ტოლი კოლეგებს. ეპატაჟურმა მომღერალმა, რომელსაც როგორც ჩანს მთელი არსებით ეშინია მოჩვენებების, ელექტრომაგნიტური ველის აღჭურვილობა შეიძინა, რომელმაც იგი ტურნეებში მოგზაურობისას „მოჩვენებიბისგან უნდა დაიცვას“. რაც ყველაზე „საინტერესოა“ მომღერალმა აღნიშნულ „დამცავში“ 50000 დოლარი მიფლანგა.

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

30


  • marika0704 თქვა:
    29 ივლისი 2013 19:46 - ID: 30,
    პრინციპში იმდენი ფული აქვთ რაც უსწორდებათ იმაში ხარჯავენ wink ოხ ჩემო გაგაააა, მართლა გიჟი ხარ.

  • BoTuKa თქვა:
    29 ივლისი 2013 01:42 - ID: 29,
    xalxi shimshilit kvdebaa... :X )) natuloben weiser samoss da tbil logins....eseni kide reebshi xarjaveen fuls

  • aNaNo_O თქვა:
    28 ივლისი 2013 16:25 - ID: 28,
    Somewhere in Africa...

  • SomebodyYyY თქვა:
    28 ივლისი 2013 12:35 - ID: 27,
    რაში ყრის ეს ხალხი ფულს wink რამე აზრიანი და გამოსადეგი რამეები მაინც შეიძინონ რას ტრიპაჩობს ამხელა ხალხი wink

  • Tangela თქვა:
    28 ივლისი 2013 00:41 - ID: 26,
    მაგრად აკლიათ. request

  • ELiSo xD თქვა:
    27 ივლისი 2013 21:09 - ID: 25,
    რამდენი რამდენი ადამიანი კვდება შიმშილით და ეს დეგენერატები რაში ფლანგავენ ფულსს...

  • lady_tamo თქვა:
    27 ივლისი 2013 19:28 - ID: 24,
    აუ ავტორის კომენტარები იყო მაგარი wink
    ამიტომაც მომეწონა ეს ნიუსი,თუმცა გრამატიკულად არც ისე გამართული იყო :)

  • m_a_n_ch_o თქვა:
    27 ივლისი 2013 18:13 - ID: 23,
    wink

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    27 ივლისი 2013 17:59 - ID: 22,
    ციტატა: dajikunia
    გაგა თვითონ მოჩვენებაა


    აჰაჰაჰა ამაზე რამდენი ვიცინე wink wink

  • Lolipop.. თქვა:
    27 ივლისი 2013 17:34 - ID: 21,
    რაში ხარჯავს ეს ხალხი ფულს, თუ ზედმეტად აქვთ აქ ვარ არააა პრობლემა :D

  • dajikunia თქვა:
    27 ივლისი 2013 17:28 - ID: 20,
    გაგა თვითონ მოჩვენებაა

  • mariamininutsa თქვა:
    27 ივლისი 2013 17:06 - ID: 19,
    ეს ხალხი ვერაა კარგად.
    სური კრუზს რა ჯანდაბად უნდოდა ახლა ეგ ჩანთა, თან რა უშნო ჩანთაა ლამაზი მაინც იყოს.

  • Mari.♫ თქვა:
    27 ივლისი 2013 16:54 - ID: 18,
    ამას ქვია "ფული მაქვს და არ ვიცი სად წავიღო" :))))

  • Tsiqo თქვა:
    27 ივლისი 2013 15:10 - ID: 17,
    ბიონსეს ლეგინსებიი!! საერტოდ არ მომწონს sad
    შეარგეთ ბავშვობა ამ სურის თუ ვიღაცას!! crying
    ამანდას ცხენს არაუშავს lol
    მარხილიი???? სისულელეაა!!! no
    ძაღლებისთვის სახლიი love მარაა 15 000 ზედმეტიაა what
    ქენიეს უბრალოდ ვერ ვიტან!!!! ეს კბილები რა მეტიჩრობაა ვითთოომ??? crying
    ქალაქსს არაუშავს lol
    ეს ქუდიი რა სისულელეა პროსტაა belay
    გაგაა რა გიჟიაა wink

  • loseyourself თქვა:
    27 ივლისი 2013 14:42 - ID: 16,
    სასაცილოა სატირალი რომ არ იყო :DDDD რა საშინელებაა სურის მაგ ჩანთას ტომი უყიდიდა, რამდენადაც ვიცი 35000 დოლარიანი კოლგოტი უყიდა :D უიმეეეე, არა ქველმოქმედებაშიც დებენ, ოღონდ ხალხს კი არ ეხმარებიან უფრო მეტად ძაღლებს აფინანსებენ,, ცხოველების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მათზე მეტად ადამიანებს უჭIრთ . უიმეეეეე, და რათ უნდათ ამათ ფული. 2.5 მილიონი ხალხს მთელი ცხოვრება არ უგროვდება და ბესინჯერი რამ გააკოტრა საინტერესოა, ან 15000 დოლარიანი სახლი ხალხს არ აქვს ბევრს . მოჩვენებების მანქანას კი გაგას ჯობდა ფსიქიატრთან მისულიყო. ბიონსეზე ლაპარაკიც ზედმეტია, ჯეიზიმ საერთოდ ლურჯი ფერი იყიდა და ქანიე საშინლად მაღიზიანებს am

  • nini:)(: თქვა:
    27 ივლისი 2013 14:25 - ID: 15,
    ვაიმე სურის ჩანთა რა უბედურებაა ეთქვათ ჩემთვის და 3 ლარად ვუყუდიდი ეგეთს wink

  • Capricious თქვა:
    27 ივლისი 2013 13:29 - ID: 14,
    ძაღლებიი რას გულაობენ lol

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    27 ივლისი 2013 12:44 - ID: 13,
    ნეტა არ ცანცარებდნენ რაა, სულ გამოშტერდა ეს ხალხი, ამდენი გაჭირვებულია და იმათ დაეხმარონ, მაგრამ არა ამ .ლეობებში უნდა გადაყარონ ფული

  • Ana smiley თქვა:
    27 ივლისი 2013 12:27 - ID: 12,
    რა სისულელეა wink

  • im888 თქვა:
    27 ივლისი 2013 11:32 - ID: 11,
    ეს სური სულ გამოაშტერეს..

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top