;
20 ივლისი 2013      Deakoo     13 კომენტარი     ნანახია 3506-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები

ვნახოთ კრისტენის ადრეული როლების გაგრძელება


8. The Messengers/წარგზავნილები(2007)

ეს ფილმი გამოვიდა 2007 წლის 2 თებერვალს. კრისტენი ამ ფილმში თამაშობს 'ჯესიკა სოლომონის' როლს. ფილმის მოკლე აღწერა კი ასეთია: სოლომონის ოჯახი ჩიკაგოდან ჩრდილოეთ დაკოტაში, განმარტოვებულ ფერმაში საცხოვრებლად გადადის. 16 წლის ჯესიკა(ჯესი) მალევე ხვდება, რომ ეს განმარტოვება აუტანელი გახდება მისთვვის. ფერმაში დასახლების შემდეგ, მალევე, ჯესის და მის 3 წლის ძმას ბენს საშინელი მოჩვენებები ეცხადებათ, რომლებსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


9. The Cake Eaters/ტკბილი შუაღამე(2007)

ეს ფილმი გამოვიდა 2007 წელს. კრისტენი ამ ფილმში თამაშობს 'ჯორჯია' -ს როლს. მოკლე შინაარსი კი ასეთია: ისტორია სამი მამაკაცის შესახებაა, რომელთაც ბევრი და სხვადასხვა მიზეზის გამო უწევთ გაუმკლავდნენ ოჯახში ქალის არ ყოფნას.ერთი მამაკაცი, რომელსაც ჰქვია- იზი ებმება დიდხნიან ინტრიგაში, მეორე რომელსაც ჰქვია- ბიგლი ხვდება მცირეწლოვან გოგონას, ხოლო მესამე- გაი ცდილობს გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენას
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


10. Into the Wild/ველურ პირობებში(2007)

ეს ფილმი გამოვიდა 2007 წლის 21 სექტემბერს. ფილმში კრისი 'ტრესი ტატრო' -ს როლს ასრულებს (ასევე რაღაცა მონაკვეთში მღერის კიდეც). ფილმის მოკლე შინაარსი ასეთია: ემორის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მისი ერთ-ერთი წამყვანი სტუდენტებისგან და ატლეტებისგან გამორჩეული კრისტოფერ მაკკენდლესი დაუტოვებს მთელ თავის ქონებას, მისცემს სწავლის დროს შეგროვილ მთელ ფულს – 24 ათას დოლარს, საქველმოქმედო ფონდს, და ავტოსტოპით ალიასკაზე გაემგზავრება. გზადაგზა კრისტოფერი სხვადასხვა ადამიანებს ეცნობა, რომლებიც ასე თუ ისე მოქმედებენ მის ცხოვრებაზე..
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


11. Twilight/ბინდი

ბინდის პირველი ნაწილი გამოვიდა 2008 წელს, კრისტენი ამ ფილმში მთავარ, ბელა სუონის როლს ასრულებს. ფილმის შინაარსი კი ასეთია: 17 წლის ბელა მამამისთან პატარა ქალაქში ფორქსში ჩამოდის.. მას თავისი უცნაური და იდუმალი თანაკლასელი შეუყვარდება. აღმოჩნდება, რომ მისი გულის რჩეული ვამპირების ოჯახის წევრია, რომლებმაც დიდი ხანია ადამიანებს აღარ ერჩიან. ვამპირის შეყვარება.მაგრამ ამ ამბავს კეთილი დასასრული არ უწერია, მითუმეტეს ვამპირული კლანების მუდმივი დაპირისპირებაში...
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


12. Adventureland/დასვენების პარკი (2009)

ეს ფილმი პირველად ეკრანებზე გამოჩნდა 2009 წელს. ამ ფილმში კრისტენი ასრულებს ' ემილი '-ს როლს. ფილმის შინაარსი ასეთია: ჯემს ბრენანის ოცნებაა ევროპაში გაემგზავროს სამოგზაუროდ, მან ახლახანს დაამთავრა კოლეჯი მაგრამ მას არ აქვს მოგზაურობის საშუალება(ფულის ნაკლებობის გამო), ამიტომაც იძულებულია იმუშაოს ატრაქციონების პარკში ყველაზე დაბალანაზღაურებიან სამსახურში რაც კი არსებობს...

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


13. The Twilight Saga: New Moon/ბინდი საგა: ახალი მთვარე(2009)

ეს არის 'ბინდი' საგას მეორე ნაწილი, რომელიც გამოვიდა 2009 წელს. შინაარსი კი ასეთია: კალენების ოჯახი ბელას დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას უმართავენ, სადაც ჯასპერი მოულოდნელად თავს ვერ შეიკავებს და ბელაზე თავდასხმას შეეცდება. მას შეაჩერებენ, მაგრამ ედვარდი მიხვდება რომ მისი სიახლოვე ბელასთვის სახიფათოა და გოგონას დატოვებას გადაწყვეტს. ის ეტყვის ბელას რომ აღარ უყვარს. ბელა ამის გამო საშინელ დეპრესიაშია. ახალი მეგობარის ჯეიკობ ბლექის დახმარებით ბელა გამოვა დეპრესიიდან. მალე ბელა გაიგებს რომ ჯეიკობი მაქციაა და ლაპუშზე მაქციების მთელი ტომია, ამას ისიც ემატება რომ ჯეიმსის შეყვარებული ვიქტორია ბელაზე ნადირობს. ისინი ვამპირების პირველი მტრები არიან. ედვარდს ჰგონია რომ ბელა დაიღუპა და ახლა ვოლტურიში მიდის რათა ვამპირების უძველეს კლანს, სამეფო ოჯახს სთხოვოს მოკვლას.
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


14. The Yellow Handkerchief/ყვითელი ცხვირსახოცი(2010)

ეს ფილმი გამოვიდა 2010 წელს. კრისტენი ამ ფილმში თამაშობს მარტინეს როლს. ფილმის მოკლე შინაარსი კი ასეთია: ბრეტ ჰენსონი დამნაშავეა, რომელიც ახლახანს გამოუშვეს თავისუფლებაზე. მან ჩაიდინა წინასწარდაუგეგმავი მკვლელობა და ექვსი წელი გაატარა ციხეში. მალევე მისი თანამგზავრები ხდებიან მოზარდი მარტინი და მისი მეგობარი გორდი. ამ მოგზაურობის ყოველივე მონაწილეს საკუთარი მიზანი ამოძრავებს: მარტინი გაიქცა მშობლებისგან, გორდი კი სცდილობს დაუახლოვდეს მარტინს, ბრეტმა კი უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა ახალი ცხოვრების დაწყება თუ წარსულში დაბრუნება ურჩევნია, სადაც მას საყვარელი ქალი ელოდება...
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


15. The Runaways/რანევეისი(2010)

კრისი ამ ფილმში ლეგენდარული ამერიკელი როკერის როლში გვევლინება. ეს ფილმი გამოვიდა 2010 წლის 24 იანვარს. მოკლე შინაარსი: ბიოგრაფიული ფილმი ლეგენდარულ ამერიკელ როკერზე – ჯოან ჯეტზე . ფილმი გვეუბნება იმას თუ როგორ ცხოვრობდა ჯოანი 1970 წლებში, როდესაც ის გოგონათა როკ–ჯგუფის «The Runaways» სოლისტი იყო.
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


16.Welcome to the Rileys/ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაილისთან(2010)

ფილმი გამოვიდა 2010 წლის 23 იანვარს. ამ ფილმში კრისტენი თამაშობს მელორის როლს. მოკლე შინაარსი კი ასეთია: შვილის გარდაცვალების შემდეგ ცოლ-ქმარი ვეღარ უგებს ერთმანეთს და მათი სამყარო ჩხუბთან ერთად ინგრევა. მათ მეორე შანსი ეძლევათ, როდესაც ისინი უბედურ გოგონას მელორის შეხვდებიან.
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


17.The Twilight Saga: Eclipse/ბინდი.საგა: დაბნელება(2010)

ბინდი საგას მესამე ნაწილია-დაბნელება(ეკლიფსი). ფილმის მესამე ნაწილი გამოვიდა 2010 წლის 30 ივნისს, ფილმის მოკლე შინაარსი კი ასეთია: სიეტლში საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულის და ჯეიკობის მეგობრობის შორის. მან იცის რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ვამპირების და მაქციების შორის..
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


18. The Twilight Saga: Breaking Dawn – Part /ბინდი საგა აისი: ნაწილი 1(2011)

ბინდის მეოთხე ნაწილი, სადაც კრისტენი როგორ ბელა სუონის ასევე ბელა კალენის როლს თამაშობს. ფილმის შინაარსი კი ასეთია: ბელა სვონი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას - შეუნარჩუნოს სიცოცხლე თვის შვილს, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად ვამპირია, თუ არა. იგი ბავშვის დატოვებას გადაწყვეტს, მაგრამ ედვარდი და მისი ოჯახის წევრები მის წინააღმდეგ მიდიან. ბელა დახმარებას არავისგან ელის, მაგრამ უეცრად მას როზალი ეხმარება ბავშვისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაში..
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


19. Snow White and the Huntsman/ფიფქია და მონადირე(2012)

ეს ფანტასტიკური ჟანრის ფილმი გამოვიდა 2012 წლის 30 მაისს, და მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა, კრისტენი ამ ფილმში მთავარ, ფიფქიას როლს ასრულებს. ფილმის მოკლე შინაარსი კი ასეთია: ვერავინ დაემალება მიუწვდომელ სასახლეში მცხოვრები დედოფლის მაგიურ სარკეს. მაგრამ ფიფქიას სილამაზის წინააღმდეგ უძლურია მისი ბოროტი ძალები. დედოფალი აგზავნის მონადირეს, რომ მან მოუტანოს ფიფქიას გული. მაგრამ ფიფქიათი მონუსხული მონადირე მისი მოკავშირე ხდება. წინ დედოფალს და ფიფქიას ელოდებათ დიდი ბრძოლა. მხოლოდ ერთი იქნება ამ სახელმწიფოს მმართველი..
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


20. The Twilight Saga: Breaking Dawn - Part 2/ბინდი.საგა.აისი:ნაწილი 2(2012)

ბინდის მეხუთე ნაწილი განთიადი გამოვიდა 2012 წლის 14 ნოემბერს. კრისტენი აქ უკვე ვამპირ, ბელა კალენის როლს თამაშობს, ფილმის მოკლე შინაარსი კი ასეთია: ბელა ბავშვის გაჩენის შემდეგ ნამდვილ სამყაროში დაბრუნდება როგორც ახალდაბადებული ვამპირი, მისი შვილი ცოცხალია და დღითიდღე იზრდება რაც კალენის კლანს დიდ პრობლემას უხდის, ერთ-ერთმა ვამპირმა რომელიც ვოლტურებს ეხმარება, მათ ამბავს მიუტანს კალენების შესახებ, რის შედეგადაც ვოლტურებსა და კალენებს შორის დიდი ბრძოლა გაიმართება მაგრამ კალენები დახმარებას ყველა ნაცნობი ვამპირისგან ითხოვენ მათ შორის მაქციებისგანაც...
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება) კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)


21. On the Road/გზაზე(2012)


ამ ფილმში კრისტენს მაყურებლის არ შერცხვა და ფილმში გაშიშვლდა კიდეც, ეს ფილმი გამოვიდა 2012 წლის 23 მაისს. ეს ფილმი წარმოადგენს ჯეკ კერუაკის 1957 წლის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. ასახავს კერუაკის მოგზაურობას ამერიკაში ნილ კესიდისთან, უილიამ ბეროუზთან და ალენ გინზბერგთან ერთად.ფილმის შინაარსი კი ასეთია: მამის სიკვდილის შემდეგ დამწყები ნიუ-იორკელი მწერალი სელ პარადაიზი გაიცნობს ახალგაზრდა მომხიბვლელ დინო მორიარტის, რომელიც ციხიდან ახლა გამოვიდა და ლამაზმან მარილუზე დაქორწინდა. ისინი მალე ხდებიან განუყოფელი მეგობრები. თავისუფლებისთვის სწრაფვისკენ სელი, დინი და მარილუ ცხოვრების წესს არღვევენ და ხალხთან, მსოფლიოსთან და საკუთარ თავთან შესახვედრად მიემგზავრებიან.
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)
კრისტენ სტიუარტის ფილმოგრაფია (გაგრძელება)

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები
Tags:

13


  • mariamgabrichidze თქვა:
    29 ივლისი 2013 19:35 - ID: 13,
    ძალიან ნიჭიერია,ამასთანავე ლამაზი და ჭკვიანიც.
    ციტატა: liliana
    გზაზე დებილი ფილმი მე ჯერ არ მინახავს..
    ციტატა: Shining Diamond
    ძალიან მიყვარს კრისტენი love შედარება არ მინდა ორმ გავაკეთო მაგრამ ჩემი აზრით სირცხვილია ჯენიფერ ლოურენსს ოსკარი რომ ქონდეს და კრისტენს არა fellow

    ამაზე ძნელადაღსაქმელი და სამარცხვინო რამეს იშვიათად თუ იტყვის ხოლმე ადამიანი

    "გზაზე" საკმაოდ შინაარსიანი ფილმია,ალბათ აზრს ვერ ჩაწვდი smile

  • Ggvantsa თქვა:
    22 ივლისი 2013 21:34 - ID: 12,
    8 და 14 მაინტერესებს, ლამაზია აშკარად ეს გოგო მაგრამ რაღაცა ძალიან არ მომწონს მასში, ნუ ნიჭითაც დიდად არ ბრწყინავს belay

  • chxakuna თქვა:
    22 ივლისი 2013 19:39 - ID: 11,
    უმაგრესი და უნიჭიერისიი გოგოოა !!! ძაან მაგარი ფილმები და განსხვავებული იმiji aqVS )

  • WelchIrene თქვა:
    22 ივლისი 2013 14:04 - ID: 10,
    კრისტენი მომწონს,მაღალი რანგის მსახიობი არაა,მაგრამ მაინც<3
    ციტატა: Shining Diamond
    ძალიან მიყვარს კრისტენი love შედარება არ მინდა ორმ გავაკეთო მაგრამ ჩემი აზრით სირცხვილია ჯენიფერ ლოურენსს ოსკარი რომ ქონდეს და კრისტენს არა fellow

    ის,რომ კრისტენს ოსკარი არ აქვს გასაგიჟებელი არაა,რადგან ისეთი მაღალი დონის მსახიობებს,როგორებიც ჯიმ ქერი და ლეონარდო დიკაპრიო არიან,მათ არ აქვთ და კრისტენი მათთან შედარებით... fellow ისე ჯენიფერ ლოურენსთან დაკავშირებით გეთანხმები...

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    22 ივლისი 2013 12:24 - ID: 9,
    დიდად არ ვგიჟდები კრისტენზე, მაგრამ ნიჭიერი გოგოა, ბავშვობაში უფრო კარგი იყო, მისი მონაწილეობით ფილმი Catch That Kid ძალიან მიყვარს და გვიან გავიგე რომ ეს გოგო კრისტენ სტიუარტი იყო :) ძალიან კარგად თამაშობს, აქედან ყველა ფილმი არ მაქვს ნანახი და რამდენიმეს ყურებას ვაპირებ
    კარგი ნიუსია

  • anka_anuok თქვა:
    21 ივლისი 2013 12:47 - ID: 8,
    chemi krisi,dzalian miyvars,dzalian nichieria :*

  • Floyd_Zeppelin თქვა:
    21 ივლისი 2013 11:08 - ID: 7,
    კრისტენი ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მსახიობია და ძალიან მიყვარს :)) მისი ფილმებიდან გამოვარჩევდი ფიფქიას და მონადირეს.

  • TAMI 777 თქვა:
    21 ივლისი 2013 02:23 - ID: 6,
    მიყვარს ეს გოგო ძალიააააააააანნნნ..........ჩემი ლამაზიიი... ყველაფერში უდაოდ შესანიშნავია love

  • tia თქვა:
    21 ივლისი 2013 01:52 - ID: 5,
    ჩემი ნიჭიერი, ჭკვიანი, ლამაზი და გიჟი გოგოოოოო love
    ნიუსი შესანიშნავია, ყოჩაღ ავტოროოო love

  • liliana თქვა:
    21 ივლისი 2013 01:39 - ID: 4,
    გზაზე დებილი ფილმი მე ჯერ არ მინახავს..
    ციტატა: Shining Diamond
    ძალიან მიყვარს კრისტენი love შედარება არ მინდა ორმ გავაკეთო მაგრამ ჩემი აზრით სირცხვილია ჯენიფერ ლოურენსს ოსკარი რომ ქონდეს და კრისტენს არა fellow

    ამაზე ძნელადაღსაქმელი და სამარცხვინო რამეს იშვიათად თუ იტყვის ხოლმე ადამიანი

  • Tsiqo თქვა:
    20 ივლისი 2013 23:26 - ID: 3,
    ვგიიჟდებიი!! უუსაყვარლესი და ულამაზესი გოგოა! თანაც ძალიან ნიჭიერიი!! love love love

  • Shining Diamond თქვა:
    20 ივლისი 2013 22:29 - ID: 2,
    ძალიან მიყვარს კრისტენი love შედარება არ მინდა ორმ გავაკეთო მაგრამ ჩემი აზრით სირცხვილია ჯენიფერ ლოურენსს ოსკარი რომ ქონდეს და კრისტენს არა fellow

  • Lolipop.. თქვა:
    20 ივლისი 2013 22:14 - ID: 1,
    ვგიჟდები ამ გოგოზე უსაყვარლესიია
    ნიუსი ძალიან კარგია, ზოგიერთი ფილმი არ მაქვს ნანახი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top