19 July 2013      angel_angel     Views 7 046    
Category: Stars

Angelina Jolie's mother Marcheline BertrandAngelina Jolie's mother Marcheline Bertrand
ამერიკელი მსახიობი და პროდუსერი მარშელინ ბერტრანდი 1950 წლის 9 მაისს წმინდა ფრენსისის სახელობის საავამდყოფოში დაიბადა.იგი ქორწინებაში იმყოფებოდა მსახიობ ჯონ ვოიტთან. 1973წლის 11მაისს მათ პირველი შვილი ჯეიმს ჰევენი შეეძინათ.1975 წელს 4 ივნისს კი ქალიშვილი ანჯელინა ჯოლი.თუმცა წყვილი 1976 წელს დაშორდა ,ოფიციალურად განქორწინების შესახებ განცხადება 1978 წელს შეიტანეს,რომელიც 1980ელს დასრულდა.წყვილის დაშორების მიზეზად დასახელდა ჯონ ვოიტის ღალატი,ამბობდნენ,რომ ის მარშელინს გამუდმებით ღალატობდა.


ანჯელინას მსგავსად მარშელინმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებას დაუთმო.მან დააფუძნა ჰუმანიტარული დახმარების ფონდი და კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად დაარსა ორგანიზაცია Give Love Give Life ,რომელიც ქალებს გინეკოლოგიური პრობლემის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში ეხმარებოდა.

1999 წლის ბოლოს კი მსახიობს საკვერცხეების კიბო დაუდგინეს.იგი რამოდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ამ დაავადებას თუმცა უშედეგოდ,მარშელინი 2007 წლის 27 იანვარს 56წლის ასაკში გარდაიცვალა.მან თავისი უკანასკნელი წლები ქველმოქმედებას მიუძღვნა.

შეგახსენებთ,რომ ანჯელინამ ამავე დაავადების გამო ცოტახნის წინ ორმაგი(სარძევე ჯირკვლის,მკერდის დიდი კუნთის,იღლიისქვეშა,ლავიწქვეშა და ბეჭქვეშა ცელულოზის კვეთა ჩაიტარა.
,,ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ დედაჩემის შესახებ და აღმოვაჩინე,რომ ვცდილობ ჩემ შვილებს ავუხსნა იმ ავამდყოფობის შესახებ,რომელმაც დედაჩემი ჩვენგან წაიყვანა.როცა მათ მკითხეს შეიძლებოდა თუ არა მეც იგივე დამმართნოდა,ყოველთვის ვეუბნებოდი,რომ არ ედარდათ,ახლა კი თავისუფლად შემიძლია ვუთხრა ჩემს შვილებს,რომ ისინი კიბოს გამო მე არ დამკარგავენ,,


,,დედაჩემი ყველაფერს საკუთარი შვილებისთვის აკეთებდა,მას არ ჰქონდა საკუთარი კარიერა კარგად აწყობილი და არც საკუთარი ცხოვრება დალაგებული,მისი ერთადერთი საზრუნოვი შვილები იყო .ვერასოდეს ვიქნები ისეთი დედა ჩემი შვილებისთვის,როგორიც დედაჩემი ჩემთვის.ის ნამდვილად ჩემზე უკეტესი იყო.''


,,დედაჩემი თითქმის 10 წლის განმავლობაში ებრძოდა ამ დაავადებას და 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.მან იცოცხლა იმდენ ხანს,რომ გაეცნო და ხელში აეყვანა მისი პირველი შვილიშვილები,მაგრამ ჩემი დანარჩენი შვილები ვეღარ გაიცნობენ მას და ვერ გაიგებენ,როგორი მოსიყვარულე და კეთილი იყო იგი.''


ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია,რომ ანჯელინა ბიოგრაფიულ ფილმში საკუთარი დედის როლს შეასრულებს.სურათს ბრედ პიტის კუთვნილი საპროდიუსერო კომპანია ,,Plan B'' იღებს.


მარშელინი შვილებთან ერთად











მარშელინ ბერტრანდი













Category: Stars
Tags:

Related
Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top