;
17 ივლისი 2013      lady_tamo     34 კომენტარი     ნანახია 6717-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

ცნობილი ადამიანები, რომელთა სიკვდილის მიზეზიც ნარკოტიკების ჭარბი დოზა გახდა

დღეს ცნობილი გახდა 32 წლის მსახიობის, კორი მონტეიტის გარდაცვალების მიზეზი. სხეულის გაკვეთის შედეგად დაგდგინდა, რომ კორი კვლავაც განაგრძობდა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებას, სწორედ მათი ჭარბი დოზა გახდა სიკვდილის მიზეზი. ნიუსში თქვენ იხილავთ სელებრითებს, რომლებიც სწორედ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა.


1. ჰიტ ლედჯერი

2008 წლის 22იანვრის 15:31 ჰიტ ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს მანჰეტენის ბინაში. თავიდან ვერ დადგინდა სიკვდილის მიზეზი და საჭირო გახდა ექსპერტიზის ჩატარება, რის შედეგაც დადგინდა რომ მომხიბვლელი და ნიჭიერი მსახიობი იმსხვერპლა ინტოქსიკაციამ, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ძლიერი ანტიდეპრესანტებისა და ტკივილგამაყუჩებლების შერევამ. სწორედ ამ პერიოდში ჰიტი დეპრესიაში იყო მიშელ უილიამსთან დაშორების გამო.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ


2. კურტ კობეინი

ლეგენდარული ჯგუფის ლიდერი 1994 წლის 5 აპრილს აღმოაჩინეს სიეტლში, საკუთარ სახლში ტყვიით მოკლული. ითვლება რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ მრავალი უცნაური დეტალია, არსებობს ვერსია იმისა, რომ მუსიკოსი მოკლეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კურტის სისხლში აღმოაჩინეს ჰეროინის 225-240 მილიგრამი, რაც სასიკვდილო დოზას წარმოადგენს.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ


3. უიტნი ჰიუსტონი

უდიდესი მომღერალი საოცარი ხმით აღმოაჩინეს 2012 წლის 11 თებერვალს სასტუმროს ნომერში, აბაზანაში. როგორც გაირკვა, იმ დღეს უიტნიმ მიიღო წამლები და კოკაინი. ამის გარდა, სასტუმროს ნომერში აღმოაჩინეს მრავალი წამალი, მათ შორის დიდი რაოდენობით დამაშვიდებლები.
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ


4. ემი უაინჰაუსი

ლეგენდარული მომღერალი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში 2011 წლის 23 ივლისს. თავიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ის ნარკოტიკების ჭარბი დოზით გარდაიცვალა, მაგრამ შემდგომში დადგინდა, რომ ვარსკვლავის სიკვდილის მიზეზი გახდა ალკოჰოლით ინტოქსიკაცია. ალკოჰოლის დოზა ემის სისხლში 5ჯერ აღემატებოდა დასაშვებს.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ


5. ჯიმი ჰენდრიქსი

ადამიანი, რომელიც ჟურნალმა Time 2009 წელს აღიარა ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად, გარდაცვლილი იპოვეს 1970 წლის 18 სექტემბერს ლონდონის სასტუმროში. მას თან ახლდა მეგობარი გოგონა მონიკა შარლოტ დანემანი. მუსიკოსი დაიხრჩო გულის რევისას, მას შემდეგ რაც ერთდროულად მიიღო 9 საძილე აბი. მის მეგობარ გოგონას შეეშინდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან მთელ ნომერში ნარკოტიკები იყო. ექიმების მოსვლისას, ჯიმი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ

6. მაიკლ ჯექსონი

პოპის მეფე გარდაიცვალა 2009 წლის 25 ივნისს. მისმა პირადმა ექიმმა კონრად მიურემიმ მაიკლს გაუკეთა ძლიერი წამლის სასიკვდილო დოზა. ამის შემდეგ ექიმი დაადანაშაულეს მკვლელობაში.
ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ


7. მერილინ მონრო

მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლო, მერილინ მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს აღმოაჩინეს გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ლოს-ანჟელესში. მას ხელში ტელეფონის ყურმი ეკავა, მის გვერდზე კი აღმოაჩინეს საძილე აბების შეკვრა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მიზეზი გადხა ბარბიტურატების სასიკვდილო დოზა. ბარიბურატები - სამკურნალწამლო ნივთიერებანი; აქვს ძილის მომგვრელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ნარკოტიკული მოქმედება. არსებობს ვერსიები, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა არ გამორიცხავენ მკვლელობის ვერსიასაც.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ

8. ელვის პრესლი

1977 წლის 16 აგვისტოს როკ-ენ-როლის მეფე მისმა საცოლემ აღმოაჩინა სახლში გარდაცვლილი. ღამით სახლში დაბრუნებული ელვისი განიხილავდა ქორწინებისა დ გასტროლების საკითხებს. ამის შემდეგ მან მიიღო დამამშვიდებელი, თუმცა მაინც ვერ შეძლო დაძინება, კიდევ ერთი აბის მიღება კი მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ელვისი გადაიყვანეს რეანიმაციაში, თუმცა ექიმებს უკვე აღარფრის გაკეთება არ შეეძლოთ.

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ჭარბი დოზის მიღების გამო გარდაიცვალნენ



კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

34


  • ta_bitch თქვა:
    17 სექტემბერი 2013 21:32 - ID: 34,
    და აფსოლიტურად ყველა ზე ნიჭიერი ადამიანი !

  • -Diana- თქვა:
    28 ივლისი 2013 11:32 - ID: 33,
    - ამ ჩამონათვალიდან ყველა ძალიან მიყვარს love

  • makomako თქვა:
    26 ივლისი 2013 13:38 - ID: 32,
    ჯენის ჯოპლინი? ძაან ბევრი აკლია სიას

  • Salichka თქვა:
    21 ივლისი 2013 01:41 - ID: 31,
    ბევრი აკლია ამ სიას :)

  • Tangela თქვა:
    19 ივლისი 2013 20:51 - ID: 30,
    მაიკლზე არ მჯერა

  • Nu_Tss თქვა:
    19 ივლისი 2013 13:59 - ID: 29,
    საშინელებაა:(ყველა ძაან მიყვარს მაგრამ მე "გლიკერი" ვარ,ამიტომ კორის ამბავი საშინლად მხვდება გულზე და ძალიან ვწუხვარ.:(ნამდვილად ნიჭიერი და ახლაგაზრდა იყო სიკვდილისთვის და არა მარტო კორი ყველა ვინც ამ ნიუსში ვნახე.ლეა ძაან მეცოდება და "გლის ოჯახი",ფანები და რავიცი გარდაცვლილის ოჯახზე რომ აღარაფერი ვთქვა:(განადგურებულები იქნებიან ალბათ ყველა,ამას ჯერ მარტო ჩემიდან გამომდინარე ვამბობ,როგორ დამწყდა გული მისი სიკვდილი,რომ გავიგე და რამდენი ვიტირე,მაგრამ ადრე თუ გვიან ყველანი ზემოთ მივდივართ და ღმერთს ვებარებით.მას ყველა კარგი თავისთან მიყავს და ნათელი მაგილითი სწორედ ეს ნიჭიერი ადამიანები არიან.დარწმუნებული ვარ სამოთხეში განისვენებენ.ღმერთს ებარებოდნენ... love ეჰ კორი... recourse

  • :(: თქვა:
    19 ივლისი 2013 12:23 - ID: 28,
    და CORY recourse sad no

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    18 ივლისი 2013 21:46 - ID: 27,
    ეჰ რა ხალხი :( ♥ ამ ნარკოტიკებმა რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (((

    მეც ესე მგონია რომ მერლინი მოკლეს

  • mariamininutsa თქვა:
    18 ივლისი 2013 18:03 - ID: 26,
    აქ ვინცაა ყველა მიყვარს. როგორ არ მესმის ასეთი ადამიანების .

    ციტატა: keetaa
    მე კიდე მგონია რო მერილინ მონრო მოკლეს

    მეც ეგრე მგონია, მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ wink

  • Anano. თქვა:
    18 ივლისი 2013 15:46 - ID: 25,
    რა ხალხი ეწირება ნარკოტიკს და ალკოჰოლს :(

  • honey.honey თქვა:
    18 ივლისი 2013 15:28 - ID: 24,
    ჰიტი და ემიი love

  • saliii თქვა:
    18 ივლისი 2013 15:02 - ID: 23,
    კურტიიიიიიი :((((((((((((((

  • -Sally- თქვა:
    18 ივლისი 2013 14:04 - ID: 22,
    უიტნი ჩემი უსაყვარლესი მომღერალი :(( love შესაძლებელია სულაც არ იყო ჭარბი დოზა მისი გარდაცვალების მიზეზი...

  • keetaa თქვა:
    18 ივლისი 2013 13:51 - ID: 21,
    მე კიდე მგონია რო მერილინ მონრო მოკლეს

  • hello-beautiful თქვა:
    18 ივლისი 2013 13:02 - ID: 20,
    არადა რა მაგარი ადამიანები არიან ყველაა <3

  • SaAaL :X:X თქვა:
    18 ივლისი 2013 12:11 - ID: 19,
    კორი? belay

  • koko10 თქვა:
    18 ივლისი 2013 11:55 - ID: 18,
    მერილინზე არაა დანამდვილებათ დადასტურებული.არსებობს ვერსია რომ მოკლეს.კარგი ნიუსია

    LOL :D

    არა ცოლს არ მოუკლავს შეწყვიტეტ მაგ ქალის დადანაშაულება დოკუმენტურ ფილმს ვუყურე.ცოლს არ მოუკლავსო მაგრამ არც იმას ამბობენ ვინ მოკლა თუ მართლა გაიპარა წამლის გაკეთების შემდეგ.ს მაფიოზებმა,ან მასონებმა მოკლეს ჩემი აზრით.ყოველშემთხვევაში ცოლს არ მოუკლავს.ამის უამრავი ფაქტი არსებობს.ფილები არის გადაღებული დოკუმენტური.

  • Anaastasiaa თქვა:
    18 ივლისი 2013 10:50 - ID: 17,
    LOL :D,
    ბობი ალკოჰოლით არ გარდაცვლილა...

  • marika0704 თქვა:
    18 ივლისი 2013 10:46 - ID: 16,
    ase unda igupebodnen legendebi?
    amy <3

  • LOL :D თქვა:
    18 ივლისი 2013 10:10 - ID: 15,
    სიახლე არის რა :/ ბობ მარლიმ რა დაგიშავათ? :3 კურტ <3 ^_^

    ციტატა: Annabella
    მე მაინც მგონია რომ კურტი ცოლმა მოკლა
    ______________________________________________
    Love is an inscrutable kind of magic

    არ მგონია :/ კაი გოგო ჩანს კორტნი და რამდენადაც ვიცი ერთმანეთი ძაან უყვარდათ თან კურტმა სიკვდილისს წინ წერილი დაუტოვა :/

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top