;
20 ივლისი 2013      LohanFan     11 კომენტარი     ნანახია 4007-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი


ამანდა ბაინსი

ამერიკელი მსახიობი და დიზაინერი ამანდა ლაურა ბაინსი დაიბადა 1986 წლის 3 აპრილს კალიფორნიის შტატში.მას ჰყავს ერთი უფროსი ძმა სახელად ტომი და უფროსი და სახელად ჯილიანი.ამანდას აქვს ირლანდიური,რუმინეთული,პოლონური და რუსული ფესვები.1990 -იან წლებში მან დაიწყო " Nickelodeon" -თან თანამშრომლობა და მიიღო მონაწილეობა ისეთ ტელესერიალებში როგორებიცაა : All That, The Amanda Show, და What I Like About You.უკვე მოგვიანებით 2000-იან წლებში მან ფეხი კინოინდუსტრიაში შედგა.მისი მონაწილეობით გამოვიდა რამდენიმე ფილმი : Big Fat Liar (2002), What a Girl Wants (2003), Love Wrecked (2005), She's the Man (2006), Hairspray (2007), Sydney White (2007) და Easy A (2010).

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი


2003 წლის ივლისში ამანდა გამოჩნდა "Vanity Fair'" ის გარეკანზე ჰოლივუდის 9 ახალგაზრდა სუსტი სქესის წარმომადგენელ მსახიობთან ერთად.მოგვიანებით 2006 წელს ამანდა მოხვდა სიაში " 25 Hottest Stars Under 25".მოგვიანებით ამავე წელს გამოვიდა ფილმი "She's the Man" სადაც ამანდა მთავარი როლის შემსრულებული იყო.მისი შემდეგი რომანტიკული კომედიის " Love Wrecked" -ის პრემიერა "She's the Man"-ის შემდეგ შედგა თუმცა გადაღებები უკვე დიდი ხნის დასრულებული იყო.2007 წელს მან ფილმ "Hairspray "-ში პენი პინგლტონის როლი მოირგო.2009 წელს იგეგმებოდა "Hairspray "-ის მერე ნაწილის გადაღება სადაც ამანდა ისევ პენის როლს შეასრულებდა თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ფილმის მეორე ნაწილი გაუქმდა.მას ბოლო კინო როლი "Easy A" ჰქონდა შემდეგ კი გადაწყვიტა მსახიობობა შეეწყვიტა და ტანსაცმის ხაზი გაეხსნა.

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი



"იყო მსახიობი არც ისეთი სახალისოა როგორიც ჩანს.თუ მე არ მიყვარს რაღაც მე არ გავაკეთებ.მე აღარ მიყვარდა თამაში ამიტომაც შევწყვიტე."


მოგვიანებით 2012 წელს მან განაცხადა რომ დიზაინერობასთან ერთად მას რეპერობაც სურს და მომავალში თავისი საკუთარი ალბომის გამოშვებას გეგმავს.წლების მანძილზე ამანდა ბაინსს ჰოლივუდის "კარგი გოგო"-ს სახელი ჰქონდა თუმცა 2012 წლიდან ყველაფერი შეიცვალა.2012 წლის 6 აპრილს ამანდა დააკავეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში ტარებისთვის რის გამოც მან DUI-ც მიიღო,მანამდე კი 7 მარტს ლოს ანჯელესის პოლიციამ გააჩერა საჭესთან ტელეფონზე ლაპარაკის გამო.2013 წელს კი ამანდა მარიხუანას უკანონო შენახვისთვის დააკავეს.

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი


ამანდა ბაინსის გამონათქვამები და ამონარიდები ინტერვიუებიდან:

"ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და არ მგონია ყველასთვის იდეალური მეორე ნახევარი არსებობსდეს,თუ შეხვდები ვინმეს ვისაც აქვს 25 დან 20 თვისება რომელსაც ადამიანში ეძებ,ანუ შენ იღბლიანი ხარ."

"როდესაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობ,გიწევს იმ ადამიანებთან ყოფნა რომლებიც აქამდე არასდროს გინახავს და ვფიქრობ ეს მშვენიერი გამოცდილებაა."

"მომწონს ხალხი რომლებიც დასახული მიზნებისთვის იბრძვიან,რომლებსაც ცხოვრება უყვართ და თავის საქმეს აკეთებენ."

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი


"მე მომწონს 'Clueless',ეს ჩემი საყვარელი ფილმია."

"მე არასოდეს მქონია სურვილი ვყოფილიყავი ყველაზე 'ცხელი' ვარსკვლავი,მე უბრალოდ მსურდა კარგ ფილმებში მიმეღო მონაწილეობა."

"მე არ მინდა ვიყო მერლინ მონრო,რადგან მერლინი სექს ბომბი იყო და ისეთ რაღაცეებს აკეთებდა რაშიც მე არ ვარ დაინტერესებული.ჩემთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა ხალხის გაცინება ვიდრე ვიყო ყველაზე 'ცხელი' რამ მსოფლიოში."

Amanda Bynes/ამანდა ბაინსი


"მე არასოდეს მდომებია ვყოფილიყავი სერიოზული მსახიობი,მე უბრალოდ მომწონს კომედიურ ფილმებში მონაწილეობის მიღება."

"ძნელია იცხოვრო ჰოლივუდში,რადგან ზოგჯერ ვარსკვლავები გიჟებივით იქცევიან.მე არ ვაპირებ ყოველ ღამე კლუბებში სიარულს იმისთვის რომ ყურადღება მივიქციო.მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყურადღებით რომელსაც ვიღებ."

"მე არ მინდა გათხოვება.როგორ შეიძლება ერთ ადამიანთან სამუდამოდ იყო?ეს მოსაბეზრებელია.მე არ ვაპირებ დაოჯახებას."


Amanda Bynes/ამანდა ბაინსი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

11


  • Ggvantsa თქვა:
    22 ივლისი 2013 21:21 - ID: 11,
    მის საოცარ თვითებზე რატო არაფერი დაწერე lol მთელი ინტერნეტი რომ შოკში ჩააგდო wink

  • WelchIrene თქვა:
    22 ივლისი 2013 13:56 - ID: 10,
    საერთოდ მასეა...პოპულარობა და წარმატება აფუჭებს ადამიანს(ყველას არა რა თქმა უნდა). მის გარეგნობაზე დავას არ დავიწყებ,მაგრამ როგორც კომედიური ჟანრის მსახიობი ძალიან კარგი გოგოა. ჩენინგთან ერთად ფილმში შეუდარებელია,მაგრამ შეიცვალა და რა თქმა უნდა ეხლა არ მომწონს !
    სიახლე კარგია!

  • Ana smiley თქვა:
    21 ივლისი 2013 19:44 - ID: 9,
    ადრე ძან პოპულარული იყო feel

  • mariamininutsa თქვა:
    21 ივლისი 2013 17:20 - ID: 8,
    ზუსტად დღეს ვუყურე ამის ფილმს იმედზე She's the Manს. რა კაი გოგო იყო და რა დაემართა recourse

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    21 ივლისი 2013 13:20 - ID: 7,
    რა საყვარელი გოგო იყო და რა დღეში ჩაიგდო თავი ((

  • Annabella თქვა:
    21 ივლისი 2013 02:27 - ID: 6,
    აუჰ როგორ მიყვარს ეს გოგო... მისი ფილმები love თითქმის ყველა მაქვს ნანახი.
    _____________________________________________________________________________________

    Love is an inscrutable kind of magic

  • psiqologia თქვა:
    20 ივლისი 2013 22:52 - ID: 5,
    ბავსვობაში მიყვარდა :D
    კარგი ნიუსია

  • natianatia თქვა:
    20 ივლისი 2013 22:22 - ID: 4,
    როგორ მიყვარს ეს გოგო.. რატო აფრენს ყველა ამ ჰოლივუდში

  • loseyourself თქვა:
    20 ივლისი 2013 22:19 - ID: 3,
    მომწონდა ადრე :((((

  • Lolipop.. თქვა:
    20 ივლისი 2013 21:53 - ID: 2,
    რა საყვარელი გოგოა და როგორ იფუჭებს თავს sad
    ნიჭიერი მსახიობია და გული დამწყდა, რომ ფილმებში აღარ გამოდის
    მიუხედავად მისი სკანდალებისა მაინც ძალიან მიყვარსს love

  • rihanna_mari თქვა:
    20 ივლისი 2013 21:53 - ID: 1,
    ეს რა ცხოველია ვაბშე? belay

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top