23 July 2013      AnnLennon1     Views 3 614    
Category: Stars

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

- სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა -

22 ივლისს დიდი პრიტანეთი და მისი მოსახლეობა ზეიმით დახვდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს თარიღი ისტორიას დარჩება და მთელ მსოფლიოს ეხსომება, რადგან წმინდა მერის საავადმყოფოში ამავე დღეს ქვეყანას მოევლინა სამეფო პატარა, პრინც უილიამისა და ქეით მიდლეტონის პირველი ვაჟი. 31 წლის ჰერცოგინიამ ლონდონის დროით 4:24-ზე იმშობიარა. ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელია, იწონის 3,8 კილოგრამს.
სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

'კემბრიჯის ჰერცოგინიამ იმშობიარა. დედოფალს, ედინბურგის ჰერცოგინიას, უელსის პრინცს, კორნვოლის ჰერცოგინიას, პრინც ჰარის და მათ ოჯახს უკვე შეატყობინეს. ისინი გახარებულები არიან. ჰერცოგინია და მისი პატარა თავს კარგად გრძობენ და ღამეს საავადმყოფოში გაატარებენ.'-
ეწერა ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნეს ბუკინგემის სასახლის წინ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ბავშვის სახელი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მას ჯონს, ჩარლს, ფილიპს ან ედვარდს დაარქმევენ. ბრიტანელები მოუთმენლად ელოდებიან მოვლენების განვითარებას, მანამდე კი ბუკინგემის სასახლის შესასვლელთან ზეიმს განაგრძობენ.
სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინასამეფო პატარა ქვეყანას მოევლინასამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სასიხარულო ამბავთან დაკავშირებით პრინცმა ჩარლზმა განცხადების გაკეთება არ დააყოვნა: 'ორივე ჩვენგანი (მეუღლე) გახარებულები ვართ ჩვენი პირველი შვილიშვილის დაბადებით. ეს განსაკუთრებული მომენტია უილიამისა და კეტრინის ცხოვრებაში. ჩვენ აღტაცებულები ვართ მათი სიხრულით, რომელიც გამოწვეულია პირველი ვაჟის დაბადებით. უაღრესად ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ გავხდი ბაბუა პირველად და მოუთმენლად ველოდები ბავშვის ნახვას.'
სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

ცნობილია, რომ პრინცმა უილიამმა საკუთარ ახალდაბადებულ ვაჟს და მეუღლეს სათამაშო დათუნია აჩუქა, რომელიც ლონდონში ერთ-ერთ ცნობილ და უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში ჰაროდში შეიძინა.

მილოცვები არ წყდება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით. აქტიურობენ როგორც ჩვეული ადამიანები, ასევე სელებრითებიც. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა და მისმა მეუღლემაც განცხადების საშუალებით მიულოცეს ბრიტანეთს და პირადად სამეფო ოჯახს პრინცის დაბადება: ''მიშელი და მე გახარებულები ვართ, რადგან კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ვულოცავთ მათი პირველი ვაჟის დაბადებას. ჩვენ ვუსურვებთ მათ ბედნიერებას და იმ სიხარულს, რაც მშობლის სტატუსს მოაქვს. ბავშვი ევლინება სამყაროს დიდი იმედით ამ ორი ქვეყნისათვის, რათა დააფუძნოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩვენს შორის, ამერიკალი ხალხი მოხარულია შეუერთდეს ბრიტანელებს ამ სასიხარულო ამბის გასაზიარებლად.'

ასევე აღსანიშნავია, ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ელენ დეჯენერასის მილოცვა, რომელიც
რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ ქეით მიდლეტონის შორეული ბიძაშვილი გახლავთ: 'It's a boy!
So happy for my cousin Kate and the future King of England!'

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა

სამეფო პატარა ქვეყანას მოევლინა


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top