24 July 2013      Holly ❤ Shit     Views 3 393    
Category: Stars

Lea Michele in Marie Claire Mexico August 2013Lea Michele in Marie Claire Mexico August 2013


'Glee'-ს ვასრკვლავმა ლეა მიშელმა მექსიკური Marie Claire-ის ყდა დაამშვენა. ყველამ იცის რომ გოგონას ახლა არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვს ცხოვრებაში, რადგან მას ახლახანს საქმრო გარდაეცვალა. ლეა ყველაფერს კორის ოჯახთან ერთად იზიარებდა თუმცა ახლა გოგონა ცდილობს მის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ როგორც ჩანს ეს არც ისე ადვილად გამოსდის რადგან მთელი ინტერვიუ მის გარდაცვლილ საქმროსა და კოლეგას კორის მიუძღვნა.

"ძალიან კარგია როცა გადასაღებ მოედანზე გაქვს სასიყვარულო თავგადასვლები, რადგან ტელესერიალშიც თამაშობთ წყვილის როლს და რეალურ ცხოვრებაშიც, კორი იყო ყველაზე კარგი ადამიანი ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ, მან ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად შეცვალა და სწორედ ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო როგორც შეყვარებულს და როგორც კოლეგას" - განაცხადა მსახიობმა.

"ის იყო ადამიანი რომელიც მე მიჭერდა მხარს ყოველგავრ სიტუაციაში, მან მე ის მაგრძნობინა რაც ვერავინ ვერ შეძლო, მას შეეძლო შთაეგონებინა შენთვის ის რომ ყველაფერს შეძლებდი რასაც კი მოისურვებდი.. რადგან ის შენს გვერდით იყო"
Lea Michele in Marie Claire Mexico August 2013

ამ ინტერვიუს შემდეგ მთელი ინტერნეტ სივრცე მსგავს კომენტარს აკეთებს : "მართალია ლეა ჩრდილში იმალებოდა კორის სიკვდილის შემდეგ თუმცა მან მაინც შეძლო დაეძლია ყველაფერი და ეჩვენებინა ჩვენთვის რომ ის საკმაოდ ძლიერი ადამიანია" - ამის აღნიშვნა არც ტელესერიალ 'Glee'-ს პროდიუსერს დაავიწყდა რომელმაც ერთ-ერთი ინტერვიუსას თქვა : " მე ჯერ არ შევხვედრილვარ ისეთ ძლიერ, 26 წლის მსახიობს როგორიც ლეა მიშელია"
Lea Michele in Marie Claire Mexico August 2013
(ფოტოები ჯერ არ გავრელებულა)

Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top