;
31 ივლისი 2013      AnnLennon     15 კომენტარი     ნანახია 3868-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა

- ემბერ ჰარდი ჟურნალ Flare-ის 2013 წლის სექტემბრის ნომრისთვის -

ულამაზესმა ემბერ ჰარდმა , რომელიც ამჟამად ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნების ჯონი დეპის მეგობარი ქალია ჟურნალ Flare-ის სექტემბრის ნომერი დაამშვენა. 27 წლის მსახიობმა დუმილი დაარღვია და დეპის შესახებ ალაპარაკდა: 'ის არაა ჩემი პროფესიული ცხოვრების ნაწილი.' -განაცხადა ჰარდმა. პირადულის გარდა მომხიბვლელმა ემბერმა საკუთარ პროფესიაზეც ისაუბრა.
ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა

თუ როგორ ინარჩუნებს ჯონი დეპთან ფარულ ურთიერთობას:

'ის არაა ჩემი პროფესიის ნაწილი. ზოგადად, მსურს ვიყო შემოქმედი ადამიანი და არა სელებრითი. თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში იხილოთ ჩემი ფოტოები, სადაც ბენზინგასამართ სადგურზე ვარ ან ძაღლს ვასეირნებ, მაგრამ ვერასოდეს იპოვით ისეთ ფოტოს, სადაც ვიღაცებთან ერთად ღამის კლუბში ვერთობი. ოდესმე წარმოგიდენიათ თავი ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ან კიმ კარდაშიანისა და ქენიე უესტის სიტუაციაში, სადაც მსოფლიო საკუთარ თავს საშუალებს აძლევს მათ პირადში ხელები აფათურონ და ფსონები დადონ მათი ცხოვრების შესახებ. მე არასოდეს მსურდა ამგვარი ცხოვრება. არ მსურს შევიცვალო მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მიყურებენ. ყოველთვის ვიყავი ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს იმას რაც სურს.'
ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა

თუ რატომ ირჩეცს საშინელებათა ჟანრის ფილმებს და არა რომანტიკულ კომედიებს:

'საინტერესო, რომ ყოფილიყო მათი სცენარი არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაგრამ მასალას, რომელსაც მიგზავნიან ერთი და იმავე დატვირთვა აქვს. გოგონა, რომელიც იბრძვის, რომ სასურველი ბიჭი ჩაიგდოს ხელში ან ბიჭმა იხსნას იგი განსაცდელისგან. ბოლოსდაბოლოს პერსონაჟი საშინელებათა ფილმში იბრძის იმისთვის, რომ გადარჩეს. ისინი არ სხედან და არ ელოდებიან მამაკაცს, რომელიც მათ გადაარჩენს. '

როლის არჩევასთან დაკავშირებით:
'სცენარი არ მეტყველებს იმაზე, რომ პერსონაჟები სექსუალურები არიან. მე არ ვირჩევ მათ ამ კუთხით. ვიღებ იმ როლებს, რომლებიც საინტერესონი არიან, სცენარებს, რომელშიც მთავარს მოქმედ გმირში რაღაც სიღრმე იმალება.'

ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა

ტეხასში ცხოვრების შესახებ:

'მეზიზღებოდა ცეკვები, რომლებიც სკოლაში იმართებოდა, ასევე ყოველივე ის, რაც პოპ სივრცეში მიმდინარეობდა. არაფერი ვიცოდი ჰოლივუდში მყოფი სელებრითების შესახებ. მუდამ ვკითხულობდი, ვკითხულობდი და მუსიკას ვუსმენდი.'
ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა

16 აგვისტოს ემბერიდ ახალი ფილმის 'პარანოიას' პრემიერა გაიმართება, სადაც ლიმ ჰემსვორტთან ერთად მონაწილეობს. ჟურნალთან ინტერვიუს მსვლელობისას მსახიობი ორი სიტყვით შეეხო ამ საკითხსაც: 'მომწონს თუ როგორ უმკლავდები ბევრ მოძველებულ თემატიკას, როგორიცაა სიხარბე და ძალა, თუმცა ეს ისტორია თანამედროვეა. ჩემი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო იმდენად ჭკვიანი, რომ მანიპულირება მოეხდინა ლიამ ჰემვორტის პერსონაჟზე.'
ემბერ ჰარდი ჯონი დეპის შესახებ ალაპარაკდა


კატეგორია: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

15


  • Ana smiley თქვა:
    10 აგვისტო 2013 20:01 - ID: 15,
    მომწონს და თანდათან ვრწმუნდები ჯონის იმსახურებს მგონიიი feel ისე ძალიან შარმიანი ქალიაა ვიზუალურად ძალიან მომწონს love

  • Lolipop.. თქვა:
    3 აგვისტო 2013 11:12 - ID: 14,
    ისე ბოზიიაო რატო იძახით ? :D საიდან მოიტანთ ხოლმე, რამდენ კაცთან შეუსწარით :D
    რადგან ლამაზი და სექსუალური ქალია ე.ი ბოზია FUCK LOGIC

  • nina (: ... ❤ თქვა:
    2 აგვისტო 2013 13:02 - ID: 13,
    ნეტა თქვენს ტვინში ჩამახედა, ადამიანი რომ იტყვის ემბერზე ბოზიაო და უნიჭო იმას რა უნდა ელაპარაკო, ხალხო თვალები სად გაქვთ? იოცნებეტ მისნაირი რომ იყოთ, დაადგინეს თავიანთი ცარიელი თავით რომ ემბერი უნიჭოა, არ გრცხვენიათ მაინც, ასეთ **ეობას რომ ამბობთ, საერთოდ გაქვთ ნანახი მისი ფილმები, ესე ჰაერზე რატომ ისვრით ვერგავიგე, დიდი კრიტკოსები მყვანან რა, ეგეთი *ლეობა არ მომისმენია საერთოდ, იქნებ დააკონკრეტოტ რა არ მოგეწონათ, მაგრამ რა უნდა თქვათ, ვერც ვერაფერს ვერ იტყვით, და როჟამ გაუნათლებელიო lol ოჰ თქვენ თავიდან გადმოგდით ცოდნა, კარგად გეტყობათ როგორებიც ხართ... ბოღმა გახრჩობთ, რის შემდეგ გახდა ემბერი ბოზი ძალიან მაინტერესებს, როცა ჯონის მოეწონა? სასაცილოა, თქვენ ლოგიკაში ძაან... wink ძალიანაც კარგი ჯონის ეკუთვნის ესეთი მაგარი გოგო, ერთმა დაწერა რაღაცა და მერე ყველა აყვა, ეს ერთუჯრედიანები ემბერზე რომ იტყვიან ბოზიაო, გამომივიდნენ რა ფრთიანი ანგელოზები, როდესაც კარგად არ იცნობთ ადამიანს და არ იცით რას წარმოადგენს ტყუილა სისულელეებს ნუ ბოდავთ, ამდენი გოიმი და უტვინო ერთად სად გაიჩითა... მოდით გაერკვიეთ ვისზე და რაზე საუბრობთ და მერე ილაპარაკეთ რააა
    ჯერ სად ხართ, უფრო მეტს მიაღწევს, ერთი თქვენ რას მიაღწიეთ ძალიან მაინტერესებს, ახალგაზრდა გოგოა და ყველაფერი წინ აქვს, მერე დაჯექით და მიაჩერდით ემბერს
    sul damaviwyda siaxlis shefaseba, kargi niusia love
    rogor momwons es gogo, ulamazesia, seqsualuri, nichieri, chkviani... saocrad kargi adamiania, magari gogoa ra love love

  • NataLefayStew თქვა:
    1 აგვისტო 2013 23:09 - ID: 12,
    კარგი გოგოა! love

  • Lolipop.. თქვა:
    1 აგვისტო 2013 17:14 - ID: 11,
    ემბერის ფილმებიი ბევრი მაქვს ნანახი და ისე მომწონდა, სულ არ ვიცოდი ეს ჯონის მეგობარი გოგო თუ იყო,, ძალიან მაგარი ქალია ემბერი
    'and soon The Darkness' ეს ფილმი მიყვარს ყველაზე ძაან ემბერის მონაწილეობით, ისედაც კარგი ფილმოგრაფია აქვს

  • lilina თქვა:
    1 აგვისტო 2013 15:34 - ID: 10,
    გარეგნობით ძალიან მომწონს... მისი მსახიობურ შესაძლებლობებზე ბევრს ვერაფერს ვერ დავწერ, მხოლოდ ერთი ფილმი მაქვს მისი შესრულებით ნანახი, მაგრამ რაც შეეხება ჯონის, არა მგონია მარტო ამის გამო დაენგრია ოჯახი, თან არა მგონია ემბერს ეიძულებინოს მისთვის ეს.. ჯონის გადაწყვეტილება იყო.. ეტყობა ცოლი მობეზრდააა და ემბერმაც სულზე მიუსწრო winked wink
    ინტერვიუ მომეწონა.. winked

  • AnnLennon თქვა:
    1 აგვისტო 2013 14:14 - ID: 9,
    tata ۰۪۫۰

    გეთანხმები თათა, ემბერს და მის ფილმებს ჯონი დეპთან ურთიერთობამდეც ვიცნობდი და ვიცოდი. უდავოდ ნიჭიერია, ულამაზესია და საოცრად თბილი, თავმდაბალი. არ ჰგავს პაპარაცებზე და სელებრითობაზე, ცნობადობაზე გაგიჟებულ ცნობილ ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან ჰოლივუდში. მართლა არსად მინახვს მისი ზედმეტად გამომწვევი ყოველდღიური ფოტოები, პაპარაცულს ვგულისხმობ. მუდამ მშვიდად, წყნარად და თავისთვისაა. ასევეა ჯონისა და მისი ურთიერთობაც, ხალხის ზედმეტი თვალისგან და პაპარაცებისგან მალული, ერთი სიტყვის მომწონს ეს გოგო და ვაფასებ, როგორც ადამიანს.

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    1 აგვისტო 2013 13:20 - ID: 8,
    პირველად მისი მონაწილეობით ფილმი "ჯონსების ოჯახი" ვნახე და დამაინტერესა ამ გოგომ (ფილმი დიდი ვერაფერი, ნორმალურია რა, მაგრამ ემბერი მომეწონა :D ) ეს ის პერიოდია როდესაც ჯონის და ვანესას დაშორების მიზეზებს განიხილავდნენ და ჟურნალები ემბერის ფოტოებით იყო აჭრელებული, (ვიტვი რომ ჯონისა და ვანესას დაშორება მეწყინა) უცბად ვერ მოვტვინე რომ ეს ის გოგო იყო რომელიც ფილმში ვნახე, ინტერნეტში რომ დავწერე და ჯონისთან ერთად გადაღებული ფოტოები ამომიგდო, გაშტერებული ვუყურებდი, თავიდან ვერ ვიცანი, მოკლედ უფრო კარგად გავიცანი და შევცდი, თავიდან როგორიც წარმომედგინა ისეთი სულაც არაა, თავიდან მის მიმართ უარყოფითად ვიყავი გაწყობილი, რასაც მასზე ვფიქრობდი ისე არ აღმოჩნდა, თამამად შემიძლია ვთვა რომ ჰოლივუდში ერთ-ერთი თავმდაბალი პიროვნებაა. კეთილი, თბილი, ჭკვიანი (მისმა გამონათქვამებმა მომხიბლა, ენჯელზე დევს ამაზე ნიუსი და შეგიძლიათ ნახოთ "ემბერ ჰერდის გამონათქვამები" ) , ასევე ძალიან ნიჭიერიც (მის შემოქმედებას საკმაოდ კარგად ვიცნობ, 1-2 ფილმის გარდა ყველა ნანახი მაქვს და შემიძლია ვთქვა რომ როგორც მსახიობი მართლაც ნიჭიერი გოგოა), გემოვნებიანი, დახვეწილი, საყვარელი, ეშხიანი, სექსუალური, მომხიბვლელი, ეხლა ვინმემ არ თქვას რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს, აი კიდევ რა უნდა ვთქვა, ულამაზესია, ძალიან მომწონს, ერთი სიტყვით ვგიჟდები რა ამ გოგოზე love love love ჯონის ასეთი მომხიბვლელი გოგო არ ყოლია, ვფიქრობ უხდებიან ერთმანეთს, კარგი წყვილია, ჯონიც ძალიან მიყვარს love და თუ ჯონი გიყვართ მის გადაწყვეტილებას პატივი ეცით და ტყუილა ნუ ლანძღავთ ამ გოგოს, ჯერ კარგად გაიცანით და მერე ილაპარაკეთ, მართალია ყველას გემოვნება ინდივიდუალურია, შეიძლება არ მოგწონთ მაგრამ მთლად ასეც ნუ იტყვით, დარწმუნებული ვარ კარგად რომ იცნობდეთ ესე არ ილაპარაკებდით
    ნიუსი love

  • Shining Diamond თქვა:
    1 აგვისტო 2013 09:49 - ID: 7,
    მე მომწონს love ოღონდ ჩემი ჯონი უკეთესს იმსახურებს love

  • Gia Carangi თქვა:
    1 აგვისტო 2013 02:00 - ID: 6,
    ოღონდაცა რააა <<<< ერთი ბოზანდარა გოგოა და რატომღაც გონია რომ კარგი მსახიობია, ვითომ არ იცის რომ მარტო იმიტომ ირჩევენ როლე რომ, არ შეგედავებით, ძალიან მიმზიდველი და სექსუალურია, თორე ამაის ნაკითხობის და ნიჭიერების დედა ვატირე... რაც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი (ძაან ეჭვი მეპარება მაგრამ მაინც) ამდენი წლის პირადი ცხოვრება, 2 შვილით, როგორ უნდა დაუნგრიო, ნუ დეპსაც თავში ტვინი არ უდევს მარა მაინც....

    ჯონი დეპის მიმართ დავკარგე პატივისცემა რაც ამ გოგოს გამო დაანგრია ოჯახი რაა.... ვაფშე ყველა კაცი ვინც ამხელა ოჯახს ანგრევს ერთი აფუჩუნების გამო, ბოდისი მომითხოვია, მაგარი უტვინოა და მაგარი იმნაირია რაა :@@@@@@

  • usaxlkaro თქვა:
    1 აგვისტო 2013 01:59 - ID: 5,
    ჩემი ვანესა მირჩევნია sad

  • liliana თქვა:
    1 აგვისტო 2013 01:31 - ID: 4,
    ოდნავაც არ მომწონს და თან ჯონი დეპის მეგობარი ქალის როლში ხომ საერთოდ.. ბენზოგასამართ სადგურზე რა იდიოტობა თქვა,ყოველ დღე ვინც ნახულობს პაპარაცის ფოტოებს ყოველი მეორე სელებრითი თავად ასხამს ბენზინს.,ბოლოს და ბოლოს ჯულია რობერტსი დადიოდა პამპერსებით ხელში შვილები რომ შეეძინა.ბევრი სელებრითი ნაგვის პარკით ხელში გვინახავს..ეს უბრალოებას არ გამოხატავს.. რომანტიკულ კომედიებზე ვეთანხმები..'სცენარი არ მეტყველებს იმაზე, რომ პერსონაჟები სექსუალურები არიან..wtf?რმადნიმე ინტერვიუ წამიკითხავს მისი და ამ გოგოს ინტელექტუალის არაფერი ეტყობა.. 2 ფილმი მაქვს ნანახი მისი მონაწილეობით და საერთოდ არ მომეწონა.. მისი ჩაცმის სტილი მომწონს ხანდახან რაღაც სისუფთავის შეგრძნებას იწვევს,,

  • mariamininutsa თქვა:
    1 აგვისტო 2013 00:30 - ID: 3,
    ვერ ვიტან ამ გოგოს,მძუუულს.ნეტა დაშორდნენ ერთმანეთს am

  • ReaL-gvaNca თქვა:
    31 ივლისი 2013 23:57 - ID: 2,
    მიყვარს ეს გოგო,საშინელებათა ფილმები მეც მირჩევნია რომანიკებს

  • honey.honey თქვა:
    31 ივლისი 2013 23:19 - ID: 1,
    არ მომწონს recourse

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top