21 August 2013      WelchIrene     Views 6 195    
Category: Stars / Fun, Interesting

Celebrity Body Hang-Ups
ალბათ,ყველას ჰგონია,რომ იყო სელებრითი,ეს ნიშნავს იმას,რომ იყო ყველაზე ლამაზი და ამაში მაქსიმალურად იყო დარწმუნებული.ხშირ შემთხვევაში ასეცაა,მაგრამ არიან სელებრითები,რომლებსაც მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა საკუთარი სხეული არ მოსწონთ და ამით არ არიან კმაყოფილნი.შეიძლება იყოს ეს ფეხები,სიმაღლე,ყურები და ზოგადად პარამეტრები.შეიძლება ძალიანაც გაგიკვირდეთ,თუ ჩამონათვალში ისეთი სელებრითი აღმოაჩინოთ,რომელიც უნაკლოა(ჩვენ თვალში).მიუხედავად ამისა,ისინი ცდილობენ ამ 'შემაწუხებელ' ფაქტს ყურადღება არ მიაქიონ და დატკბენ თავიანთი მონაცემებით.მოდით,გადავავლოთ თვალი ამ ვარსკვლავებს.


კიმ კარდაშიანი
თქვენ ფიქრობთ,რომ კიმ ძალიან მოსწონს საკუთარი ფორმები?როგორც ჩანს არა,ამას თავად კარდაშიანი ადასტურებს.თუმცა,მიუხედავად ამისა კიმი მაინც თანხმდება თამამ ფოტოსესიებს."მე არ ვარ კმაყოფილი ჩემი ფორმებით.თუმცა,მომწონს მუცელი,როცა შეწეულია(იცინის)"

Celebrity Body Hang-Ups


ჯულია რობერთსი
მშვენიერი სიმაღლის მქონე ქალბატონი,რომლისაც ბევსრ შეშურდება.გარდა იმისა,რომ მისი პირი 'სავიზიტო ბარათია',ამას გარდა მსახიობს სხვა პრობლემაც აქვს.არ მოსწონს საკუთარი სხეული,თუმცა როცა შვილი შეეძინა,თურმე ეს პრობლემა მოეხსნა.

Celebrity Body Hang-Ups



დენიელ რედკლიფი
'ჰარი პოტერი'-ის მსახიობი დენიელ რედკლიფი ბავშვობიდანვე ყურადღების ცენტრშია,მალე მოიპოვა დიდი რაოდენობის ფული და მსოფილიო მასშტაბით შეაყვარა ხალხს თავი.თუმცა,როგორც ჩანს დენიელს სიმაღლის კომპლექსი აქვს,ის 1.65 სმ.-ია.როგორც თავად დენიელი ამბობს,ოცნებობს იყოს მაღალი,მაგრამ ეს შეუძლებელია."ჰკითხეთ,ნებისმიერ ჩემი სიმაღლის ადამიანს და ის გეტყვით,რომ სურს იყოს უფრო მაღალი".თუმცა,ალბათ დამეთანხმებით,რომ რედკლიფს სიმაღლემ ხელი ნამდვილად ვერ შეუშალა იმაში,რომ გამხდარიყო ძალიან ცნობილი პიროვნება და ამასთან სექსუალური ბრიტანელი ბიჭი.

Celebrity Body Hang-Ups Celebrity Body Hang-Ups



ნატალი პორტმანი
ულამაზესი ნატალი პორტმანი ძალიან ბევრ ჟურნალს ამშვნებს,თუმცა მსახიობს არ მოსწონს ხალი,ლოყაზე."როცა ფოტოსესიაში ვმონაწილეობდი,ხალს ყოველთვის მიქრობდნენ.ამის შესახებ არასდროს არავის არაფერი უთქვამს,მაგრამ მე ვგრძნობდი,რომ უშნოდ გამოვიყურებოდი.მოგვიანებით,კი მივხვდი,რომ მე მოდელი არ ვარ და რომ არა ეს ხალი,მე არ ვიქნებოდი ის,ვინც ვარ."

Celebrity Body Hang-Ups


ტეილორ სვიფტი
1.80 სმ. სიმაღლე,მოდელის პარამეტრები.ალბათ,უმრავლესობა მხოლოდ ამაზე ფიქრობს,ოცნებობს,თუმცა ქანთრის მომღერალ ტეილორ სვიფტს სულ სხვა პრობლემა აქვს.ერთხელ ინტერნეტში ამოუკითხავს ტეილორ სვიფტს ძალიან პატარა თვალები აქვსო და ამის შემდეგ დაკომპლექსდა.თუმცა,საბოლოოდ შეეგუა და დაივიწყა ეს ფაქტი.

Celebrity Body Hang-Ups


კამერონ დიასი
როგორც ჩანს კამერონ დიასს სურს უფრო მრგვალი საჯდომი ჰქონდეს,მაგრამ ასეთი სხეულის ტიპი,როგორც თავად მიაჩნია არ აქვს.

Celebrity Body Hang-Ups



ზაკ ეფრონი
გოგონების გულთამპყრობელ ზაკს ერთი რამ არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში,თურმე მსაიობი თვლის,რომ უზარმაზარი თავი აქვს.

Celebrity Body Hang-Ups



სელენა გომეზი
21 წლის მსახიობი და მომღერალი სელენა გომეზი თავისი სხეულით უკმაყოფილო არაა,მაგრამ მას სხვა რამ აწუხებს.არ მოსწონს თავისი ყურები."თავდაპირველად ვფიქრობდი,რომ ჩემი ყურები უცნაურია.არ ვიცი,შეამჩნიეთ და შეგიმჩნევიათ თუ არა,მაგრამ თქმები ყოველთვის ჩამოფარებული მაქვს ყურებზე"

Celebrity Body Hang-Ups



სკარლეტ იოჰანსონი
როგორც ჩანს მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს ბევრ რამ არ მოსწონს საკუთარ თავში:მოკლე ფეხები,პატარა თვალები,'მრგვალი' სახე.მიუხედავად მსახიობის ფიქრებისა,ის მილიონობით ადამიანს მოსწონს და საკმაოდ მომხიბვლელადაც აღიქვამენ.

Celebrity Body Hang-Ups


Category: Stars / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top