;
16 აგვისტო 2013      Hermione...♥     23 კომენტარი     ნანახია 2683-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

Cory Monteith - I'll Stand by You

Powered by mp3skull.com

კორი მონტეიტის გამონათქვამები
13 ივლისს მსოფლიო შეძრა კანადელი მსახიობისა და დრამერის, 31 წლის კორი მონტეიტის გარდაცვალების ცნობამ. ვარსკვლავმა, რომლის დაღუპვაც ჰეროინისა და ალკოჰოლის შერეულმა დოზამ გამოიწვია, პოპულარობამდე საკმაოდ მძიმე გზა განვლო. კორი ნარკოდამოკიდებულებას 13 წლიდან ებრძოდა და ამის გამო 16 სკოლის გამოცვლა მოუხდა. 22 წლის ასაკში ბედმა გაუღიმა და გაიცნო ადამიანები, რომლებმაც მისი არტისტული მონაცემების დაფასება შეძლეს. კორი მსოფლიომ გაიცნო ფინ ჰადსონის როლით სერიალში კლუბი. ამავე სერიალის გადასაღებ მოედანზე გაიცნო მან თავისი ცხოვრების სიყვარული, ლეა მიშელი, რომლის უდიდესი თანადგომის მეშვეობით მონტეიტმა წარმატებით გაიარა სარეაბილიტაციო კურსები. მართალია, ყოველივე ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მსახიობის ბოლომდე განკურნებისთვის და მან ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა, მაგრამ ვინც მონტეიტს პირადად იცნობდა, ამბობდნენ, რომ იგიიყო სიცოცხლეზე არანორმალურად შეყვარებული ადამიანი, რაც მის გამონათქვამებშიც კარგად ჩანს.
კორი მონტეიტის გამონათქვამები
-თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.

-მსურს დავქორწინდე და შვილები მყავდეს. ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კორი მონტეიტის გამონათქვამები
-ცხოვრების კარკვეულ მონაკვეთზე აცნობიერებ, რომ შენი მშობლები შენი მტრები არ არიან და შენთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ.

-მე არ მჭირდება ვიყო არანორმალურად პოპულარული, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცეს.

კორი მონტეიტის გამონათქვამები
-ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც შენი მეგობარი გოგონა შენ მაგივრად მობილური ტელეფონის ეკრანს უყურებს.

-მართალია კანადელი ვარ, მაგრამ ფრანგული არ ვიცი.

კორი მონტეიტის გამონათქვამები
-მე ძალიან კარგი სნოუბორდერი, მაგრამ საშინელი სერფერი ვარ.

-ვთვლი, რომ თუ ბევრს იმუშავებ და მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევ, ყველაფერი კარგად იქნება.

კორი მონტეიტის გამონათქვამები
-პოპულარობამდე, მუშად, მექანიკოსად, ტაქსისა და სკოლის ავტობუსის მძღოლად ვმუშაობდი. არანაირ სამუშაოზე არ ვამბობდი უარს, რომ თავი გამეტანა. სულაც არ მრცხვენია ამ ყველაფრის აღიარების, რადგან ასეთი წარსულის წყალობით, ცოტ-ცოტა ყველაფერი გამეგება.

-ერთხელ ჩემი ოჯახის წევრს დიდი რაოდენობის თანხა მოვპარე. ვიცოდი, რომ გამომიჭერდნენ, მაგრამ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავდი.

კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები
კორი მონტეიტის გამონათქვამები

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

23


  • Hermione...♥ თქვა:
    16 სექტემბერი 2013 20:37 - ID: 23,
    tata ۰۪۫۰,
    lizz131,
    მადლობააა ♥

  • lizz131 თქვა:
    15 სექტემბერი 2013 21:56 - ID: 22,
    glee-ს გამოსვლიდან (2009) ყველაზე მეტად ქათში კორი მიყვარდა და დღემდე ყოველ დღე მასზე ფიქრში ვატარებდი, როცა გავიგე რომ გარდაიცვალა, ეს იყო სრული შოკი no ისტერიკებში ჩავვარდი, ტელეფონს ვუყურებდი და უცებ ავბღავლდი და ნახევარი საათის მერე, დამამშვიდებლები რო დამაალევინეს გამოვცოცხლდი :(( ყველაზე საყვარელი, კეთილი და დადებითი პიროვნება იყო ახლანდელ ტელევიზიაში და არც კი ვიცი, კლუბის ყურებას საერთოდ გავაგრძელებ თუ არა, აღარ მიზიდავს, რა მიზიდავდა ის აღარააა, სული და გული იყო სერიალის <3
    ძალიან კარგი სტატიააა :))

    glee-ს გამოსვლიდან (2009) ყველაზე მეტად ქათში კორი მიყვარდა და დღემდე ყოველ დღე მასზე ფიქრში ვატარებდი, როცა გავიგე რომ გარდაიცვალა, ეს იყო სრული შოკი no ისტერიკებში ჩავვარდი, ტელეფონს ვუყურებდი და უცებ ავბღავლდი და ნახევარი საათის მერე, დამამშვიდებლები რო დამაალევინეს გამოვცოცხლდი :(( ყველაზე საყვარელი, კეთილი და დადებითი პიროვნება იყო ახლანდელ ტელევიზიაში და არც კი ვიცი, კლუბის ყურებას საერთოდ გავაგრძელებ თუ არა, აღარ მიზიდავს, რა მიზიდავდა ის აღარააა, სული და გული იყო სერიალის <3
    ძალიან კარგი სტატიააა :))

  • Monchele ^^ თქვა:
    1 სექტემბერი 2013 14:26 - ID: 21,
    ჩემთვის ყოველთვის ცოცხალი იქნება love

  • Anzie თქვა:
    22 აგვისტო 2013 15:11 - ID: 20,
    -თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ. sad

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    21 აგვისტო 2013 11:56 - ID: 19,
    აუუუ ძალიან შემეცოდა, რა საყვარელი იყო, საოცრად კარგი, კეთილი ადამიანი, მხიარული, ნიჭიერი, სიმპათიური... ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი ახალგაზრდა იყო და ყველაფერი წინ ჰქონდა, ძალიან საწყენია... გული ამიჩუყდა გამონათქვამებს რომ ვკითხულობდი... recourse
    ძალიან კარგი ნიუსია, უფრო მეტი გავიგე მასზე... love

  • Melakoo თქვა:
    20 აგვისტო 2013 14:55 - ID: 18,
    me vicodi serialidan Kyle XY

  • HotMess თქვა:
    18 აგვისტო 2013 00:26 - ID: 17,
    ყველაზე საყვარელი, მის გარეშე გლის როგორ ვუყურებ არ ვიცი. სიცოცხლით სავსე იყო და ძალიან კეთილი :(

  • kkate9053 თქვა:
    17 აგვისტო 2013 16:41 - ID: 16,
    ესეთი საყვარელი ბიჭი მეორე არ მეგულებაა ((((((((((((( ყველა ფოტოში რო იცინის <3 უსაყვარლესი იყოოო !

  • ammeskhoradze თქვა:
    17 აგვისტო 2013 14:15 - ID: 15,
    ვაიმე რა კარგი ბიჭი იყო, ნაკლებად პოპულარული მაგრამ ყველასთვის ძალზედ საყვარელი sad

  • beonce თქვა:
    17 აგვისტო 2013 12:42 - ID: 14,
    ერთი კვირის წინ "მონტე კარლოს" ვუყურებდი და კორი რომ გამოჩნდა გული დამიმძიმდა.როგორ შემეცოდა! რატომ უნდა წავიდეს ასეთი ახალგაზრდა ამ ქვეყნიდან?! recourse

  • zuzi თქვა:
    17 აგვისტო 2013 11:43 - ID: 13,
    sad ცოდოა recourse

  • Ms.Casillas თქვა:
    16 აგვისტო 2013 22:20 - ID: 12,
    -თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ.

    -მსურს დავქორწინდე და შვილები მყავდეს. ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    :(((((((((((((((((((((((

  • -Sally- თქვა:
    16 აგვისტო 2013 22:03 - ID: 11,
    რა საყვარელი იყო :(( love

  • Hermione...♥ თქვა:
    16 აგვისტო 2013 20:17 - ID: 10,
    Shining Diamond,
    Lolipop..,
    დიდი მადლობა, გოგონებო love

  • annie-ann-ana თქვა:
    16 აგვისტო 2013 20:14 - ID: 9,
    რა საყვარელია.რატო უნდა მომკვდარიყო,ცრემლები მომადგა.არც კლუბს ვუყურებდი,არც ფანი ვყოფილვარ,მაგრამ სიკვდილის ამბავი რომ გავიგე შემძრა,ძაან განვიცადე

  • Lolipop.. თქვა:
    16 აგვისტო 2013 16:48 - ID: 8,
    მიყვარს, მიყვარს, მიყვარსს! უმაგრესი ადამიანი იყო, არის და იქნება!
    სიახლე შესანიშნავია love

  • Shining Diamond თქვა:
    16 აგვისტო 2013 15:50 - ID: 7,
    როგორ მეცოდება recourse კარგი სიახლეა love

  • Hermione...♥ თქვა:
    16 აგვისტო 2013 15:34 - ID: 6,
    MARAUDER,
    ძალიან დიდი მადლობა love
    Lucy,
    მართალი ხარ, ელენე, მაგრამ ადეც რამდენჯერმე კინაღამ შეეწირა ნარკოტიკს, სიცოცხლე კი ცხოვრების ბოლო წლებში დააფასა. სამწუხაროდ, არანორმალურად რთულია ამ სენისგან განკურნება და ლომკაში მთლიანად გებინდება გონება... არ გეკამათები, უბრალოდ, როგორც ჩანს, შესავალში გარკვევით ვერ ავხსენი და მადლობა, რომ აღნიშნე და ახსნის საშუალება მომეცი request

  • ELE-elene თქვა:
    16 აგვისტო 2013 15:25 - ID: 5,
    ძალიან შემეცოდა.. საშინელებაა როცა ადამიანს არ შესწევს იმის ძალა, რომ უარი თქვას წუთიერ სიამოვნებაზე. :((

  • Soffy თქვა:
    16 აგვისტო 2013 14:53 - ID: 4,
    ძალიან საწყენია როცა ასეთი ნიჭიერი ხალხი ქვეყნიდან მიდის... recourse

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top