4 September 2013      WelchIrene     Views 5 217    
Category: Stars / Fun, Interesting

Celebrity Couples
ცნობილი სელებრითები ხშირად ხვდებიან ისეთ ადამიანებს,რომლებიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია.თუმცა,ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც,როცა წყვილი ყველასთვის ცნობილია,ორივე სელებრითია,რაც პაპარაცებს საშუალებას აძლევს მათი ყოველი მოძრაობა ფირზე ასახონ.სწორედ ამიტომაც,წყვილთა ურთიერთობას ახლდა ბევრი სკანდალი,ასევე შეხვდებით ისეთ სელებრითებსაც,რომელთა ურთიერთობამ დროს გაუძლო და დიდი ხანია,რაც ბედნიერნი არიან.
სტატიაში იხილავთ ცნობილ სელებრით წყვილებს,სკანდალურ ურთიერთობებს.



ვანესა ჰაჯენსი და ოსტინ ბატლერი
24 წლის მსახიობ ვანესა ჰაჯენსს საკმაოდ სკანდალური ურთიერთობებეი ახასიათებს.მას კარგა ხანი ჰქონდა ურთიერთობა ასევე მსახიობ ზაკ ეფრონთან,რომელიც High School Musical-ის გადაღებებისას გაიცნო,მათი სასიყვარულო ურთიერთობა კარგა ხანს გაგრძელდა,თუმცა როგორც ჩანს გრძნობა გაცვდა.
2011 წლის სექტემბრიდან კი ვანესა 22 წლის ამერიკელ მსახიობ ოსტინ ბატლერს ხვდება.როგორც ჩანს ასაკობრივი სხვაობა წყვილს ნაკლებად აინტერესებს.

Celebrity Couples



კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი
ამ წყვილის ურთიერთობა წლის მოვლენაა.როგორც ყველასთვის ცნობილია,კიმმა ყოფილ ქმართან ურთიერთობა მალევე გაწყვიტა და ქანიესთან განაგრძო ურთიერთობა.არც ისე დიდი ხანია გასული რაც წყვილს ბავშვიც შეეძინა.

Celebrity Couples



ბიონსე და ჯეი-ზი
ამ წყვილის ურთიერთობა დღესდღეობით ყველასთვის მისაბაძია.შეიძლება ბიონსესა და ჯეი-ზი-ზე ითქვას,რომ მათმა სიყვარულმა დროს გაუძლო,რაც ვარსკვლავური ურთიერთობებისთვის ნაკლებად დამახასიათებლი ფაქტია.როგორც ჩანს წყვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი,სწორედ ამიტომაც უწყობს ჯეი-ზი მეუღლეს უამრავ სიურპრიზს.წყვილს პატარა გოგონაც ჰყავთ ბლუ აივ კარტერი.

Celebrity Couples



მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსვორთი
საირუსის და ჰემსვორთის ურთიერთობა კარგა ხანია გრძელდება.ერთხანს ინფორმაციაც გავრცელდა იმის თაობაზე,რომ საირუსი დაინიშნა,მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდა,წყვილი ახალი ურთიერთობისთვის მზად არ არის.ისინი ხშირად შორდებოდნენ,ახლა კი კვლავ ერთად არიან.როგორც ყვითელმა პრესამ გაავრცელმა ლაიამის ძმა კრისს ძალიან მოსწონს მაილი.

Celebrity Couples



სელენა გომეზი და ჯასთინ ბიბერი
გომეზის და ბიბერის ურთიერთობა ერთ დროს ყველაზე ხშირად განხილვადი და პოპულარული თემა იყო.წყვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის,რომ პაპარაცებს ყოველი მათი ნაბიჭი დეტალურად დაეფიქსირებინა.თუმცა,როგორც შემდგომ აღმოჩნდა წყვილმა ბევრჯერ იჩხუბა,მიზეზი კი ის იყო,რომ სელენა ბიბერზე მზრუნველობით დაიღალა.სწორედ ასე განაცხადეს მისმა მეგობრებმა.

Celebrity Couples



ტეილორ სვიფტი და კონორ კენედი
ქანთრის მომღერალი ტეილორ სვიფტი ყოველთვის თავისზე უფროსს ირჩევდა ურთიერთობისთვის,მაგ:ჯეიკ ჯილენჰოლი.თუმცა,ჩანს,რომ ტეილორი თავისზე უმცროსი ბიჭითაც დაინტერესდა.მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.შემდეგ კი ტეილორმა ურთიერთობა მომღერალ ჰარი სთაილსთან გააბა.წყვილი ერთად სულ რამდენიმე თვე იყო.როგორც პრესა ირწმუნება,ამჟამად ტეილორი ბრიტანელ მომღერალ და კომპოზიტორ ედ შირანს ხვდება.

Celebrity Couples



ემა უოთსონი და უილ ადამოვიჩი
ბრიტანელი მსახიობი ემა უოთსონი აზიელ-ამერიკელ უილს 2011 წელს შეხვდა,ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას.როგორც სანდო წყარო ამბობს,ემას და უილს ერთმანეთი ძალიან უყვართ,საუბარია ქორწინებაზე,თუმცა უილი მორცხვობს,რადგან მისი ბიუჯეტი არ ისე მაღალია.თუმცა ემა ძალიან უბრალო გოგოა და მას ნამდვილად არ სურს უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი.

Celebrity CouplesCelebrity Couples

Celebrity Couples



ლოგან ლერმანი და ალექსანდრა დადარიო
ლოგანმა და ალექსანდრა ერთმანეთი 'პერსი ჯექსონის' გჰადასაღებ მოედანზე გაიცნეს.მას შემდეგ პაპარაცებმა ბევრი ფოტო გამოაქვეყნეს,სადაც ალექსანდრა და ლოგანი ერთად არიან.რაიმე ხელჩასაჭიდი ინფორმაცია არ გავრცელებულა,მაგრამ როგორც ჩანს ფანები მომხრენი არიან ამ ურთიერთობის და 'წყვილს' ლოგანდრას უწოდებენ.

Celebrity Couples



რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი
ღალატი,დაშორება,შერიგება-ეს სწორედ ის მცირე ჩამონათვალია,რობსტენის 'სავიზიტო ბარათად' რომ იქცა.წყვილმა ერთმანეთი 'ბინდი'-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მას შემდეგ მოყოლებული გრძელდება მათი სიყვარული.თუმცა,კრისტენმა რობერტს ბევრჯერ უღალატა,რის შემდეგაც მას ტელეკამერების წინ ბოდიშის მოხდაც მოუწია.საეჭვოა,წყვილი კვლავ ერთად არის?!

Celebrity Couples


Category: Stars / Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top