;
2 სექტემბერი 2013      Cassie     5 კომენტარი     ნანახია 2977-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Picnic



,,პიკნიკი'', ვილიამ ინგის პიესა, პირველად 1953 წელს დაიდგა ბროდვეიზე. მას შემდეგ მისი არაერთი ვერსია ვიხილეთ. სულ ცოტა ხნის წინ კი, ბროდვეიზე, პიესის კიდევ ერთი პრემიერა შედგა, ამჟამად მსახიობები მეგი გრეისისა და სებასტიან სტანის მონაწილეობით.

მოქმედება მიმდინარეობს გასული საუკუნეების 50-იან წლებში, პატარა სოფელში. ყველაფერი იქიდან იწყება, როდესაც სოფელში სიმპატიური ახალგაზრდა ჩამოდის. მეგი გრეისის გმირს მის მიმართ სიმპატიები უჩნდება, თუმცა ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა.. ჰელი იმპულსური და დაუმორჩილებელი ახალგაზრდაა, რომელიც არაერთი სკოლიდან გარიცხეს და არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს. მეჯი კი ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა, რომელიც მდიდარი ახალგაზრდის, ალანის, საცოლეა. თუმცა ჰალის გაცნობა მის ცხოვრებას საბოლოოდ ცვლის.


Picnic

პიესის მოკლე შინაარსი


ერთ-ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და ყველა შუადღის პინიკისათვის ემზადება. მორცხვი მილი დამწუხრებულია, რადგან მას არავისთან აქვს პაემანი. მეზობელი ჰელს გოგონას დაპატიჟებას შესთავაზებს, თუმცა ბიჭი უფრო მეჯითაა დაინტერესებული. პიკნიკი იწყება და ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, თუმცა კარგ განწობას ბოლო ეღება მას შემდეგ, რაც ჰელი შემთხვევით სკოლის მასწავლებელს აწყენინებს.
ჰელი მარტო ზის ხესთან. პიკნიკი უკვე დამთავრდა და ყველა წავიდა. მეჯი ეზოში გამოდის და დამწუხრებულ ბიჭს ხედავს. მეჯი ბიჭს მიუჯდება, დიდხნიანი საუბრის შემდეგ ისინი ერთმანეთს კოცნიან. შემდეგ კი ის ეალთან ერთად გარბის.

Picnic



დილას მეჯი სინდისის ქენჯნას გრძნობს თავისი საქციელის გამო და ჰელს ტოვებს. თუმცა საბოლოოდ იგი ხვდება, რომ ჰელი უყვარს. პიესის ბოლოს მეჯი გადაწყვეტს, რომ ჰელთან წავიდეს და დარჩენილი ცხოვრება მასთან გაატაროს.

პიესაში თვალში საცემია პერსონაჟების მრავალფეროვნება. ისინი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეჯი თავისუფლდება ჩვეული სტერეოტიპებისაგან, და, იმის მაგივრად, რომ დაქორწინდეს მდიდარ კაცზე, როგორც ეს მის ოჯახს აქვს გადაწყვეტილი, არჩევანს თვითონ აკეთებს იმის სასარგებლოდ, ვინც მას შეუყვარდა. მეჯისგან აბსოლიტურად განსხვავდება მილი, რომელიც უფრო გონებით აზროვნებს, ვიდრე გულით. იგი ფიქრობს თავის მომავალზე და ცდილობს რაც შეიძლება მალე დააღწიოს თავი სოფელს და კოლეჯში ჩააბაროს. მიუხედავად იმისა, რომ პიესის შინაარსი - კარგ გოგოს შეუყვარდა ცუდი ბიჭი, არც თუ ორიგინალურად ჟღერს, მისი ჩანაფიქრი გასათვალისწინებელია - ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, სწორი იქნება ეს გადაწყვეტილება თუ არა.


Picnic

გთავაზობთ მეგი გრეისის ინტერვიუს
ჟურნალ ELLE-სთან:


ELLE: ,,პიკნიკამდე'' გიმუშავიათ ოდესმე თეატრში?

Maggie Grace: მხოლოდ მაშინ, როდესაც 16 წლის ვიყავი, თუმცა ეს იყო საზოგადოებრივ თეატრში და გამიჭირდება შევადარო ბროდვეის, რომელიც თითოეული მსახიობის ოცნებაა.

ELLE: მოგვიყევი შენს პერსონაჟ მეჯზე. იგი, შეიძლება ითქვას, რომ მსახიობებისათვის წარმატებული როლია. მაგალითად გვინეტ პელტროუ, რომელიც მის როლს ასრულებდა, სანამ ,,ემაში'' გადაიღებდნენ.

Maggie Grace: და ასევე ჯენიფერ ჯეისონ ლეიც.

ELLE: პიესაში, მეჯის, რომელიც დანიშნულია ქალაქის ,,ოქროს ბიჭზე'', უყვარდება საეჭვო რეპუტაციის მქონე ჰელი. მაინც რა იმალება ამ გოგონას გადაწყვეტილებების მიღმა?

Maggie Grace: ხშირად ჩნდება კითხვა: რატომ უყვარდებათ კარგ გოგოებს ცუდი ბიჭები? ასეა მეჯის შემთხვევაშიც. მას უყვარდება მისგან სრულიად განსხვავებული ბიჭი. არ ვიცი მეჯი სწორ არჩევანს აკეთებს თუ არა, მაგრამ მაინც პატივსაცემია, რადგან ეს მისი გადაწყვეტილებაა.

ELLE: რას გვეტყოდი ბროდვეიზე?

Picnic
Maggie Grace: როდესაც ბროდვეიზე გიწევს თამაში, ფაქტიურად, თავისუფალი დრო აღარ გრჩება, რადგან მთელი დღის განმავლობაში გიწევს რეპეტიციებზე სიარული, ხოლო ღამით კი უკვე გამოსვლის დრო დგება.

ELLE: აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ საბასტიან სტენი, რომელიც ჰელის როლს ასრულებს. იგი მთელი პიესის განმავლობაში მაისურის გარეშე დადის.

Maggia Grace: ეს მართლაც არაჩვეულებრივად სექსუალურია. ამაზე მახსენდება სცენა ფილმიდან ,,crazy stuipid love'', როდესაც რაიან გოსლინგი მაისურს იხდის და ამ დროს ემა სტოუნი ამბობს; ,,ეს რეალური არაა, ნამდვილად ფოტოშოპია;''.

ELLE: პიკნიკი 50-იანი წლებზეა. მოახდინა კოსტუმებმა გავლენა თქვენი ჩაცმულობის სტილზე?

Maggie Grace: რეპეტიციების გამო ახლა ძირითადად ბოტასებსა და შარვლებში დავდივარ. თუმცა ჩვეულებრივ მაინც კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.

ELLE: კიდევ მოდის შენთან ხალხი და გეკითხება იმაზე, თუ რა მოხდა ,,დაკარგულებში?''


Maggie Grace: დიახ, თან ძალიან ხშირად. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ შოუს საიდუმლო დეტალები ჩემთვის ცნობილია, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმის მერე რაც მე სერიალი დავტოვე, მისთვის აღარ მიყურებია.

ELLE: სერიოზულად ამბობ?

Maggia Grace: ეს ისეა, თითქოს ურთიერთობა გქონდეს ყოფილი შეყვარებულის მშობლებთან, მას შემდეგ რაც დაშორდით. მე იმდენად მიყვარდა ,,დაკარგულები'', რომ გამიჭირდებოდა მისი ყურება მას შემდეგ, რაც დავტოვე.


Picnic

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

5


  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    3 სექტემბერი 2013 11:04 - ID: 5,
    მეგი <3

  • anna... თქვა:
    3 სექტემბერი 2013 11:03 - ID: 4,
    ძალიან მომოწნს ეს პიესაა იმედია კარგი იქნება.მეგი ლამაზი გოგოაა

  • kity თქვა:
    2 სექტემბერი 2013 22:30 - ID: 3,
    მეგი არ მიყვარს, სამაგიეროდ სებასტიანია ძალიან მაგარი, ჰმმმ სიმპათიურია ფრიად love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 19:42 - ID: 2,
    ძალიან კარგი პიესაა. მეგი "დაკარგულებიდან" მიყვარს, ძალიან ლამაზი, ნიჭიერი გოგოა love კარგი ნიუსია <3

  • Hermione...♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2013 17:31 - ID: 1,
    არაჩვეულებრივი პიესაა და იმედია, ეს უკანასკნელი ვარიანტიც გაამართლებს. მეგი რა ლამაზია, ანათებს პირდაპირ..! კარგი სიახლეა ♥

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top