;
1 სექტემბერი 2013      Hermione...♥     79 კომენტარი     ნანახია 7226-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

კირა ნაითლი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ამ ადამიანმა იმდენი ლიტერატურული შედევრის ეკრანიზაციაში შესრულებული შთამბეჭდავი როლით დაგვამახსოვრა თავი, რომ დღესდღეობით წინა საუკუნეებში შექმნილი რომანების კითხვისას, მთავარი, ძლიერი და შეუპოვარი ქალი პერსონაჟების სახით სწორედ მისი სახე წარმოგვიდგება თვალწინ. ელიზაბეტ ბენეტით დაწყებული, ანა კარენინათი დამთავრებული, ნაითლიმ სრულყოფილად შეძლო ლიტერატურული გმირების გაცოცხლება და დიდი ეკრანიდან მაყურებლამდე უამრავი ემოციის მოტანა. ჩვენდა გასახარად, იგი არც თანამედროვე სიუჟეტის ფილმებს ივიწყებს და წარმატებულად მონაწილეობს დამოუკიდებელ და არტჰაუზის პროექტებში.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ფელისიტი ჯონსი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
მიუხედავად იმისა, რომ ფელისიტის ფილმოგრაფიაში ბევრ არასერიოზულ ნამუშევარს ვაწყდებით, მის სამსახიობო შესაძლებლობებში ეჭვი წამითაც კი არ გვეპარება. გოგონა ყველანაირ როლს ერთნაირი მონდომებითა და პასუხისმგებლობით უდგება, რასაც იგი ბრწყინვალე შედეგებამდე მიჰყავს და ახალგაზრდა ქალ მსახიობთა მთელი მასისაგან გამოარჩევს.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ანა კენდრიკი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ დათანხმდა თავის დროზე ანა კენდრიკის ნიჭის მქონე გოგონა ისეთი დაბალი დონის პროექტში მონაწილეობას, როგორიც "ბინდის საგის" ეკრანიზაციაა. საბედნიეროდ, დღესდღეობით ანა უფრო სერიოზულ და მისი უზარმაზარი სამსახიობო პოტენციალის შესაფერის როლებში გვევლინება. მისთვის არავითარი ლიმიტი არ არსებობს და მართლაც დამსახურებულად მოიპოვა ოსკარის ნომინაცია.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ემა უოთსონი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
გოგონა, რომელმაც ყველას "ჰარი პოტერის" 8 ეკრანიზაციაში შესრულებული ჰერმიონ გრეინჯერის როლით შეგვაყვარა თავი, კარიერული თვალსაზრისით სულ უფრო წინ მიიწევს. გავიდა დრო, ემა გაიზარდა და ჯადოქარი გოგონასაგან რადიკალურად განსხვავებული როლების იმდენად ძლიერი შესრულება შემოგვთავაზა, რომ თავისუფლად შეგვიძლია მას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა არტისტი ვუწოდოთ.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ქლოი მორეცი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ქლოიმ თავისი ასაკისათვის წარმოუდგენლად დიდ წარმატებას მიაღწია, რაც უდავოდ მისი გამორჩეული ნიჭის დამსახურებაა. გოგონას, რომელმაც თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ მარტინ სკორსეზესთან მუშაობისას გამოავლინა, სპეტაკი ბავშვებისა და პრობლემური თინეიჯერების როლის შესრულება ყოველგვარი სირთულის გარეშე შეუძლია.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ჯენიფერ ლოურენსი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ჩვენ უბრალოდ გვაოცებს ჯენიფერის სამსახიობო ოსტატობა. ერთი შეხედვით, ის არაფრით გამორჩეული კენტუკელი გოგონაა, მაგრამ საკმარისია გადასაღებ მოედანზე კამერები ჩაირთოს და მორიგ სცეაზე მუშაობა დაიწყოს, რომ იგი ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე სულ სხვა ადამიანი ხდება. მისი შესრულება საკმაოდ დამაჯერებელია და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ემოციური და კომპლექსური გახდება.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


რუნი მარა
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ვინ წარმოიდგენდა, რომ დევიდ ფინჩერის ეკრანიზაციაში რომანისა "გოგონა დრაკონის ტატუთი" ქალის მთავარი როლის შემსრულებელი შემზარავი იმიჯის მქონე მსახიობი სინამდვილეში უმშვენიერესი რუნი მარა იქნებოდა? გოგონა ვირტუოზული გარდასახვის უნარითაა დაჯილდოებული, რაც მის შესრულებას ერთდროულად არაპროგნოზირებადსა და დაუვიწყარს ხდის. მარას მზერად არანაკლებ შთამბეჭდავია - მსახიობს ერთი უბრალო გამოხედვითაც კი უამრავი ემოციის გადმოცემა ძალუძს.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე

ამანდა სეიფრიდი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
გოგონამ, რომელმაც კომერციულ ფილმებში სულელი წერა პერსონაჟების თამაშით დაიწყო კარიერა, საბოლოოდ ყველასთვის შეძლო თავისი პროფესიონალიზმის დამტკიცება. მსახიობი, რომლის ფილმოფრაფიაშიც მელოდრამები ჭარბობს, რისკების სიყვარულითაც გამოირცევა, რაც აუცილებლად დაუფასდება - მან ბრწყინვალედ შეძლო XX ს-ში მოღვაწე პორნოვარსკვლავის, ლინდა ლავლეისის როლის შესრულება, რომელიც ერთდროულად სატირული და ტრაგიკულია.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე

ქერი მალიგანი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ქერის მიერ შესრულებულ ყოველ პერსონაჟს იმდენი ემოცია მოაქვს მაყურებლამდე, რომ შეუძლებელია მისი ნიჭის მიმართ აღფრთოვანება დამალო. მან შესანიშნავად გაართვა თავი ურთულეს როლებს ფილმებში "დრაივი", "სირცხვილი" და "გრძნობების აღზრდა" და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ლიტ. პერსონაჟის, დეიზი ფეის საკმაოდ დამაჯერებელი შესრულებაც გვაჩუქა. ყოველივე ეს გვარწმუნებს, რომ რამდენიმე წელიწადში ქერი პროფესიონალური რანგით ისეთ გენიალურ ბრიტანელ მსახიობებს გაუტოლდება, როგორებიც მეგი სმიტი და ემა ტომპსონი არიან.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე

ემილია კლარკი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
"სამეფო კარის თამაშის" ვარსკვლავმაც უპრობლემოდ შეძლო ჩვენი მოხიბვლა თავისი ბუნებრივობითა და შესრულების მაღალი დონით. როგორც კლარკის იმიჯში, ისევე მის თამაშში მკაფიოდ იკვეთება მისი ძლიერი ხასიათი, შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


☆☆☆

ნინა დობრევი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
მისი შესრულება მუდამ ნაძალადევი და არადამაჯერებელია. უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გოგონას სამსახიობო მონაცემები საერთოდ არ გააჩნია. მისი არაპროფესიონალიზმი კარგად ჩანს როგორც სერიალ "ვამპირის დღიურებში" შესრულებულ მთავარ როლში, ისე სხვადასხვა ფილმების ეპიზოდურ როლებში.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე

მაილი საირუსი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ეს გავლენიანი მამიკოს მიერ გაპიარებული ახირებული გოგონა, რომელიც ვარსკვლავობისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ზედმეტია არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ საერთოდ შოუბიზნესში. საირუსი ყურადღების მისაქცევად ყოველგვარ სიბინძურეზეა წამსვლელი, მაგრამ საბედნიეროდ, მისი ამგვარი მცდელობა დიდი პოპულარობის მოსაპოვებლად სულ მალე დავიწყებას მიეცემა. ნახავთ, რომ რამოდენიმე წელიწადში ვეღარავის დაინტერესებას შეძლებს.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


კრისტენ სტიუარტი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ბავშვობის წლებში კრისტენს საკმაოდ საინტერესო და სახასიათო როლები ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ ღირებული აღარაფერი შეუქმნია. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მისი არტისტული შესაძლებლობები დეგრადირებას განიცდის.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ბლეიკ ლაივლი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
თავისი მომხიბვლელობის წყალობით, ბლეიკ ლაივლი შესანიშნავი მოდელი იქნებოდა, რაც დაადასტურა მისმა წარმატებულმა თანამშრომლობამ გუჩისა და შანელის მოდის სახლებთან. თუმცა, იგი არ ფლობს იმხელა სამსახიობო ნიჭს, რომ ოდესმე მაღალ დონეზე შეძლოს თამაში.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ლუსი ჰეილი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
ამ გოგონაში ვერც სამსახიობო ნიჭს ვხედავთ, ვერც ქარიზმატულობას და ვერც რაიმე მიმზიდველს. იგი მეტისმეტად მოსაწყენი ფიგურაა შოუბიზნესისათვის.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ვანესა ჰაჯენსი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
მისი იმიჯი ვულგარული და გამაღიზიანებელია და იგივე შეგვიძლია ვთქვათ მის თამაშზეც. არაფერი იქნება ახალგაზრდა მსახიობისთვის იმაზე შეურაცხმყოფელი, ვიდრე თუ მასზე იტყვიან, რომ ვანესა ჰაჯენსზე უარესია.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


დემი ლოვატო
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
დემი თავის ჟანრში პერსპექტიული მომღერალია და დიდ შეცდომას უშვებს კინემატოგრაფიაში გადმობარგებით. ეჭვი გვებარება, რომ მისი შესრულებული როლებით მოვიხიბლოთ და ვშიშობთ, რომ ამ ნაბიჯით მთელ კარიერას დაინგრევს.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე


ლინდსი ლოჰანი
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე
გაუთავებელმა სკანდალებმა ლინდსი სრულ გაურკვევლობამდე მიიყვანა. ცდილობს იაქტიუროს, მრავალფეროვანი როლები მოირგოს და ძველი დიდება დაიბრუნოს, მაგრამ თავადაც არ იცის გადასაღებ მოედანზე რას აკეთებს და რასაკვირველია, ვერც ჩვენ მივმხვდარვართ.
კინოკრიტიკოსები საუბრობენ ახალგაზრდა მსახიობებზე

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

79


  • ♥DOBREVIC♥ თქვა:
    28 აგვისტო 2014 17:13 - ID: 79,
    ყველაზე მეტად არ ვეთანხმები კრიტიკოსების აზრს ნინა დობრევზე და ლუსი ჰეილზე. ნინა ჩემი ყველაზე საყვარელი მსახიობია და სულაც არ ვთვლი რომ მისი შესრულება ფილმებში ნაძალადევია, ის ჩემი აზრით ძალიან კარგად ასრულებს თავისს როლებს. ლუსი ჰეილიც ძალიან კარგი მსახიობია, ფილმ "პატარა საყვარელ მატყუარებში" ის ძალიან კარგად ასრულებს თავის როლს, ასევე აქვს სხვა ძალიან მაგარი როლებიც


    ციტატა: Isabelle Fuhrman
    ვეთანხმები ემა და კირა ყველაზე მეტად მიყვასრ აქედან დანარჩენებიც რუნი მარა და სხვა.ნინა ნოლია როგორც მსახიობი ვერც აღვიქვავ მაგ გოგოს მსახიობად.მისი ფილმები სულელური და უბრალოა.ვამპირის დღიურები მიყვარს ძალიან მაგრამ ნინა საშინელებაა გარეგნულადაც და როგორც მსახიობიც!კრისტენ სტიუარტზე არ ვეთანხმები უძლიერესი მსახიობია ჩემი აზრით და ძალიან მიყვარს განსაკუთრებით მისი იმიჯი და სტილიი. love

    შენ თუ ასე თვლი ნინაზე გემოვნება შენ გქონია ნულის ტოლი, იმიჯით ნინა შეუდარებელია, ასევე ძალიან კარგად ასრულებს ფილმებს ვერ გავიგე რას ერჩით ამ გოგოს ის ძალიან კარგია...

  • -twilight- თქვა:
    13 სექტემბერი 2013 19:52 - ID: 78,
    ცენზურისტვის ბოდისჰი მარა გააჯვან ამ კრიტიკოსებმა თუ ვიღAცეებმა

  • Isabelle Fuhrman თქვა:
    13 სექტემბერი 2013 05:40 - ID: 77,
    ვეთანხმები ემა და კირა ყველაზე მეტად მიყვასრ აქედან დანარჩენებიც რუნი მარა და სხვა.ნინა ნოლია როგორც მსახიობი ვერც აღვიქვავ მაგ გოგოს მსახიობად.მისი ფილმები სულელური და უბრალოა.ვამპირის დღიურები მიყვარს ძალიან მაგრამ ნინა საშინელებაა გარეგნულადაც და როგორც მსახიობიც!კრისტენ სტიუარტზე არ ვეთანხმები უძლიერესი მსახიობია ჩემი აზრით და ძალიან მიყვარს განსაკუთრებით მისი იმიჯი და სტილიი. love

  • brookesh თქვა:
    6 სექტემბერი 2013 19:55 - ID: 76,
    ვეთანხმები კრიტიკოსებს ყველა სამართლიანად შეაფასეს და თავის ადგილი მიუჩინეს :D :)

  • ellenchik თქვა:
    6 სექტემბერი 2013 13:22 - ID: 75,
    ფულის შოვნა ვისაც უნდა წაიკითხეთ ბოლომდე!!!!! აგიხსნით ძალიან ადვილათ როგორ იშოვოთ ფული დღეში მხოლოდ 10 წუთი მუშაობით. პირველ თვეში 30 $ მარა შემდეგ მოგემატებათ აუცილებლად!!! მეთვითონ ვხმარობ და დგესდგეობით 150 $ ვიღებ თვეში საშვალოთ. 1. შევდივართ საიტზე www.bestbux.info 2. შევდივართმარჟვნივ ზემოთ REGISTER რო წერია. ვავსებთ ყველაფერს დაკვირვებით E-MAIL სამივეში ჩაწერეთ ერთი დაიგივე ოღონდ E-MAIL უნდა
    არსებობდეს! YOUR COUNTRY არააქ მნიშველობა რას ჩაწერთ 3. ყველაზე მნიშვნელოვანია REFERRER რო წერია მანდ ჩაწერეთ elenekaxidze ზუსტათ ჩაწერეთ თორე ისე ვერ დარეგისტრირდებით ეს საჭიროა იმიტომ რომ იქ დაიწეროს უკვე დარეგისტრირებულის ID. შემდექ REFERRERIS ქვემოთ გადაწერეთ SECUTITY CODI ისე როგორც წერია არ შეგეშალოთ! შემდექ დააჭირეთ REGISTER ს. გვეშველა დარეგისტრირდით . შემდექ შევდივართ Login -ში და Username DA Password ჩაწერთ იმას რაც რეგისტრაციის დროს შეავსეთ კოდსაც გადაწერთ და შევედით. . 5.my stats shei ceria tqveni angarishi tu ramdeni gamoimushavet. 6.ra unda gavaketot ro puli gadagvixadon: shevdivart surf ads shi da aq chamocerilia bevri saiti.titoeushi satitaod shevdivart da velodebit 20 cami marcxniv kutxeshi daecereba camebi da ro daicleba mcvane pcichka eqneba da davxuravt am sais da ase gavaketebt yvelaze satitaod ertdroulad ar gaxsnat satitaod.ase vaketebs yovel dge da tan tqveni angarishic sheamocmet xolme da naxavt ro puli emateba. 7. 30$ze meti unda moagrovot ro gadaricxot nebismieri bankis angarishze.gadaricxva: my stats shi shevdivart da vachert qvemot mocemul cashouts Account Balance gverdit ro ceria da mere sheavsebt anketas da 15 cutshi gadairicxeba.minimum 30$unda gamoimushaot ro gadaricxot puli.am puls ubroblemod aigebs nagdi pulit nebismier bankomatshi... kidev erti ram rac minda rom gitxrat sheecadet rac sheizleba bevri referali gkavdet, da matganac miigot shemosavali radganac sul sheizleba 500 referalis kola da titoeulis erti kliki tqvens balansze aisaxeba, tavidan mec megona rom cota fuli iqneboda shemosavali magram rac referalebi mkavs mis mere chemma shemosavalmasagrznoblad imata, pirvel tveshi 30 dolari davagrove meoreshi 90 da exla minimum 150-200 dolars vaketeb.

  • Hermione...♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2013 18:55 - ID: 74,
    lalaa,
    მადლობა, თამუნა love

  • - Ninoo თქვა:
    4 სექტემბერი 2013 12:48 - ID: 73,
    ქლოოო <3 რუნიიი <3 კრისტენიიი <3 ემა <3

  • lalaa თქვა:
    4 სექტემბერი 2013 02:05 - ID: 72,
    ჩემი ემილია ვგიჟდები ყველაზე ნიჭიერი და ლამაზია ! love ნიუსი სუპერ

  • Hermione...♥ თქვა:
    3 სექტემბერი 2013 22:52 - ID: 71,
    ვისაც გგონიათ რომ ჩემი დაწერილია, დაე ასე გეგონოთ (ეჰ, იმედია, მართლა დადგება ის დრო, როცა ასეთი მკაფიო შეხედულებები მექნება და გემოვნება ამინდივით არ შემეცვლება).
    lovejohnnydepp,
    tamo,
    beonce,
    გმადლობთ love

  • Mari Glonti თქვა:
    3 სექტემბერი 2013 22:26 - ID: 70,
    კირა ჩემთვის ნომერ პირველია
    კრისტენის დახასიათებაში კი არ გეთანხმები აქვს გამორჩეული როლები სადაც შეძლო თავის უკეთესად წარმოჩენა მაგალითად welcome to rileys,რანეუეის ჯოან ჯეტი განასახიერა ამ ორ ფილმში მომხიბლა
    რუნი ნიჭიერი და იდუმალია love ქერი უსაყვარლესი და საკმაოდ კარგი მსახიობი

  • fuck selena თქვა:
    3 სექტემბერი 2013 22:22 - ID: 69,
    ეჰ ჰერმიონე ხარ თუ ვიღაც როგორ გამოამჟღავნე შენი ბო|ღმა მაილის მიმართ :D:D:D
    რაიყო მეტად ვერ გალანძღეე?
    შენი ემაა კარგად შეგიქია
    :D:D:D:D:D:D ძან ვიღადავე
    ნეტა მაილიმ იცოდეს ასეთი ცოფიანი ძარლივით რო კბენ რას იღადავებდა შენზე
    იმენა ეტყობა ნიუსს რო შენი დაწერილია :***


    Natuk
    რა კრიტიკოსებზე ლაპარაკობ ამის დაწერილია მთელი ნიუსი :D:D:D
    ვინც ევასებოდა ის შეაქო და ვინც არა ის გამოლანძღა
    და დაარქვა კრიტიკოსების შეფასება
    რა ქნას აბა :(((( ::D:D:D:D:D


    tatagutsy
    რო კითხო თვითონ არის მაღალი დონის კრიტიკოსიი :DD:D:D:D

  • beonce თქვა:
    3 სექტემბერი 2013 22:04 - ID: 68,
    თითქმის მთილიანად ვეთანხმები კრიტიკოსებს.კირას ძალიან უხდება გასული საუკუნეების ლიტერატურული გმირების თამაში.თითქოს ასეთი როლებისთვისაა შექმნილიო!ემა,ამანდა,ჯენიფერიც და რუნიც უდავოდ ნიჭიერები არიან.დემი ლოვატოს ნიჭიერ მსახიობს ვერ ვუწოდებ.მაილი ხომ სართოდ.ვანესა ჰადჯენსი მაღიზიენებს თავის ვულგარული იმიჯით,იგივე შემიძლია ვთქვა ლინდსი ლოჰანზეც.
    ნიუსი მომეწონა :)

  • NataLefayStew თქვა:
    3 სექტემბერი 2013 21:55 - ID: 67,
    ჯანდაბა ამათ თავს ჯენიფერ ლოურენს რომ შეაქებენ და კრისტენს დაიწუნებენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! angry

  • tamo თქვა:
    3 სექტემბერი 2013 21:11 - ID: 66,
    აქ მხოლოდ იმიტომ შემოვედი რომ კომენტარი დამეწერა..
    კირაა ჩემი გოგო ისე გამიხარდაა ვიცოდი რომ იმედს არ გამიცრუვებდა,უძლიერესიი და საყვარელი (ამასთანავე) მსახიობია..ამას მარტო მისი 2-3 ფილმით არ ვამბობ..ვგიჟდები უნიჭიერესია
    love

    ლოურენსიი ? რააოო ? ჰო რავიცი რას გაუგებ კრიტიკოსებს ....

    კრისტენზე მეც მიძახი უნიჭოათქო..მისი ადრინდელი ფილმი მომწონ მარტო ისიც ბავშვობაში,რომ გადაიღო იქ მართლაც ნორმალურია და ბინდზე უკომენტაროდ.

    კრგი სიახლეა :P

  • lovejohnnydepp თქვა:
    3 სექტემბერი 2013 17:37 - ID: 65,
    ციტატა: Hermione...♥
    Love Fashion,
    ბლადი ჰელ :| ადამიანს მარტო იმიტომ ეკიდები, რომ თავის კომენტარში შენი კუმირი არ უხსენებია?! ასეთი არაფერი მინახავს რაა(!) ცუდი მსახიობი რომ იყოს რა უჭირდა, თუ ძალიან გაინტერესებს, საერთოდ არაა მსახიობი. რა მიზეზით უყურებთ ფანები ასე ოპტიმისტურად მის კინოკარიერას? დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, სად გამოავლინა თავისი სამსახიობო ნიჭი - "კემპ როკში" თუ "სონის შანსში"? lol ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძლიერი მსახიობის შესრულება ცხოვრებაში არ გინახავს. სერიოზულად მაინტერესებს, რამდენი წლის ხარ?
    tatagutsy,
    აჰ, იტყვით ხოლმე რაა..! ჩემი დაწერილი რომ იყოს, ჯენიფერ ლოურენსს ასე არ გავაღმერთებდი, ელენ პეიჯის შექება არ დამავიწყდებოდა, კრისტენთან მიმართებაში ყველაფერი მომაფიქრდებოდა სიტყვა დეგრადირების გარდა, ანა კენდრიკზე ვერაფერს დავწერდი, რადგან ჯერჯერობით არ მომცემია იმის შანსი, რომ მის შემოქმედებას კარგად გავცნობოდი, ლოვატოს არც მუსიკალურ კარიერას მოვუწონებდი, ამანდა სეიფრიდს ლავლეისის როლისთვის ვერ შევაქებდი, რადგან ამ ფილმს სკეპტიკურად ველოდები და მიუხედავად იმისა, რომ ქერი მალიგანზე ვგიჟდები, ლეგენდარულ მსახიობებს არ შევადარებდი. თუმცა, თუ იმდენად კომპეტენტურად მთვლით, რომ გგონიათ ასეთ შეფასებებს დავწერდი, მაგას რა ჯობია :D

    გენაცვალე რაააა love

  • -Barbie ♥ თქვა:
    3 სექტემბერი 2013 17:15 - ID: 64,
    ჩემიიი ამანდაა love
    ემა უოთსონი love
    ზუსტად ეგრე ვფიქრობ მაილიზე, საერთოდ არ გააჩნია ამ გოგოს სამსახიობო ნიჭი, ერთი ნორმალური ფილმი ვერ ვნახე მისი fellow
    დემი ჯობია იყოს მომღერალი ვიდრე მსახიობი smile
    კრისტიენს რა დაუშავეს ღმერთო ჩემო belay
    ნინა მართლა უნიჭოა wink
    __________________________________________________

    "იყავი ძლიერი, გჯეროდეს საკუთარი თავის, ღმერთისა და თავისუფლების. იქონიე იუმორის გრძნობა, არ განსაჯო ხალხი რასის, კანის ფერისა და რელიგიის გამო. გიყვარდეს ოჯახი და სიცოცხლე" - Madonna ♥

  • Hermione...♥ თქვა:
    3 სექტემბერი 2013 14:29 - ID: 63,
    Love Fashion,
    ბლადი ჰელ :| ადამიანს მარტო იმიტომ ეკიდები, რომ თავის კომენტარში შენი კუმირი არ უხსენებია?! ასეთი არაფერი მინახავს რაა(!) ცუდი მსახიობი რომ იყოს რა უჭირდა, თუ ძალიან გაინტერესებს, საერთოდ არაა მსახიობი. რა მიზეზით უყურებთ ფანები ასე ოპტიმისტურად მის კინოკარიერას? დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, სად გამოავლინა თავისი სამსახიობო ნიჭი - "კემპ როკში" თუ "სონის შანსში"? lol ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძლიერი მსახიობის შესრულება ცხოვრებაში არ გინახავს. სერიოზულად მაინტერესებს, რამდენი წლის ხარ?
    tatagutsy,
    აჰ, იტყვით ხოლმე რაა..! ჩემი დაწერილი რომ იყოს, ჯენიფერ ლოურენსს ასე არ გავაღმერთებდი, ელენ პეიჯის შექება არ დამავიწყდებოდა, კრისტენთან მიმართებაში ყველაფერი მომაფიქრდებოდა სიტყვა დეგრადირების გარდა, ანა კენდრიკზე ვერაფერს დავწერდი, რადგან ჯერჯერობით არ მომცემია იმის შანსი, რომ მის შემოქმედებას კარგად გავცნობოდი, ლოვატოს არც მუსიკალურ კარიერას მოვუწონებდი, ამანდა სეიფრიდს ლავლეისის როლისთვის ვერ შევაქებდი, რადგან ამ ფილმს სკეპტიკურად ველოდები და მიუხედავად იმისა, რომ ქერი მალიგანზე ვგიჟდები, ლეგენდარულ მსახიობებს არ შევადარებდი. თუმცა, თუ იმდენად კომპეტენტურად მთვლით, რომ გგონიათ ასეთ შეფასებებს დავწერდი, მაგას რა ჯობია :D

  • tatagutsy თქვა:
    3 სექტემბერი 2013 14:12 - ID: 62,
    ჯენიფერი,ემა,ამანდა... მართლაც რომ სეშანიშნავები არიან. )))
    ამასთან ერთად მინდა ავღნიშნო რომ ნინა დობრევი არის ძალიან ძლიერი მსახიობი... ძალიან ძნელია შეასრულო ამდენი წლის განმავლობაში 2 როლი! ხან სუსტის ხან ძლიერის )))
    ამასთან ერთად მინდა ავღნიშნო რომ,ლინდსი არის უძლიერეს მსახიობებში შესული! მისი სკანდალური ცხოვრება პროფესიასთან არაფერ შუაშია. ;)) +ლოვატო საკმაოდ ძლიერი მსახიობია უყურე მის "გრეის ანატომიას". კრისტენზე და ბლექზე ხომ არაფერს აღარ ვამბობ! ორივენი უნიჭიერესები და კარგები არიან.
    და ბოლოს შთაბეჭდილება მჩება რომ ამ სიახლეში მხოლოდ შენი ამშემთხვევაში როგორც ავტორის აზრები წერია და არა რომელიმე მაღალი დონის კრიტიკოსის,ფილმოგრაფისა თუ სცენარისტის. ))

  • Love Fashion თქვა:
    3 სექტემბერი 2013 13:39 - ID: 61,
    ციტატა: Shining Diamond
    კირა მართლა უძლიერესი მსახიობია love გამიკვირდა კრისტენს უარყოფითი შეფასება რომ აქვს fellow ახალგაზრდა მსახიობებში ყველაზე ნიჭიერად მივიჩნევ "გზაზე" და "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რაილისთან " ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დასაფიქრებელი კინოებია winked


    და დემი? ქეთ შენ გონია დემი ცუდი მსახიობია?

  • cicicicicici თქვა:
    3 სექტემბერი 2013 05:37 - ID: 60,
    keira knightley მასზე სწორედ ის შეფასებაა რასაც ვფიქრობდი. მისი თითოეული როლი შედევრია. და ყოველთის ჩემი საყვარელი რომანების გმირებთნ ასოცირდება love

« 1 2 3 4 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top