19 September 2013      B2UTY     Views 3 043    
Category: Stars

მარია შნაიდერი ლეგენდარული მსახიობია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ისეთ გენიალურ რეჟისორებთან თანამშრომლობით, როგორებიც არიან ბერნარდო ბერტოლუჩი და მიქელანჯელო ანტონიონი.

კინომანების უმეტესობას ის ახსოვს ფილმიდან "უკანასკნელი ტანგო პარიზში", სადაც მარია პარტნიორობას უწევდა მარლონ ბრანდოს. 2011 წელს უმშვენიერესი მსახიობი კიბოთი გარდაიცვალა


მარია შნაიდერის ბიოგრაფია


მარია 1952 წლის 27 მარტს დაიბადა, პარიზში. მისი მამა ფრანგი მსახიობი იყო, ხოლო დედა წარმოშობით რუმინელი. გოგონას მამა ცხოვრებაში მხოლოდ სამჯერ ჰყავდა ნანახი. გაიზარდა დედასთან ერთად საფრანგეთისა და გერმანიის საზღვართან მდებარე სოფელში. ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო კინოთი. 15 წლისამ სახლი დატოვა ოჯახური კონფლიქტის გამო და ამავე ასაკში დაიწყო სამსახიობო კარიერა თეატრში. ამ პერიოდში შეხვდა ბრიჯიტ ბარდოს, რომელმაც მარია სახლშიც კი დაპატიჟა.
მარია შნაიდერის ბიოგრაფია

შნაიდერი უორენ ბიტთან შეხვედრის შემდეგ კინოსამყაროშიც მოხვდა და მისი სადებიუტო ფილმი აღმოჩნდა 'Madly', რომელშიც , არც მეტი არც ნაკლები, ალენ დელონს უწევდა პარტნიორობას.

მარიას, როგორც მსახიობის აღზევება იწყება ყველასთვის ცნობილი ფილმით "უკანასკნელი ტანგო პარიზში". ორ ხელოვან პიროვნებასთან -მარლონ ბრანდოსა და ბერნარდო ბერტოლუჩისთან თანამშრომლობამ შნაიდერზე გარკვეული კვალი დატოვა. როგორც მსახიობი აღნიშნავდა, მისთვის გადაღებების პერიოდი არც ისე სასიამოვნო მოგონებებთან იყო დაკავშირებული და თამამი სცენების შექმნის პროცესში ის თავს საერთოდ არ გრძნობდა კარგად.

" ან აგენტისთვის უნდა შემეტყობინებინა ამის შესახებ, ან ადვოკატი უნდა ამეყვანა. სხვა გზა არ იყო, რადგან მაძალებდნენ იმის გაკეთებას, რაც სცენარში საერთოდ არ ეწერა. მარლონი მეუბნებოდა, რომ ტყულილად განვიცდიდი ამ ყველაფერს და ეს მხოლოდ ფილმი იყო. ცნობილმა "კარაქის სცენამ", რომელიც, სხვათაშორის, ბრანდოს იდეა იყო, დიდი ხნის განმავლობაში ისე შემაძულა კარაქი, რომ მას საჭმლის კეთების პროცესშიც აღარ ვიყენებდი. გადაღებების პროცესში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მარლონმა და ბერნარდომ გამაუპატიურეს. ეს ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო. ამ ფილმისთვის ცოტა მოუმზადებელი ვიყავი, თუმცა ჩემი პერსონაჟი, რომელიც ხალხმა ნახა, საერთოდ არ მგავდა "-ამბობდა მარია შნაიდერი.

მარია შნაიდერის ბიოგრაფია


70-იანი წლები რთული პერიოდი იყო შნაიდერის ცხოვრებაში. მან ამ წლების განმავლობაში აღიარა ბისექსუალობა, ეძალებოდა ნარკოტიკებს და თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა. ამ ყველაფერს ის მოულოდნელ დიდებასა და პოპულარობას უკავშირებდა, რომელიც ბერტოლუჩის "ტანგომ" მოუტანა.

"ჩემი ცხოვრების შვიდი წელი დავკარგე და ამას საშინლად ვნანობ, თუმცა მაშინ არ ვიცოდი, რომ ნარკოტიკები ასეთი საშიში შეიძლებოდა ყოფილიყო. ხალხი მლანძღავდა და გარყვნილი ქალის იარლიყიც მომაკრეს "უკანასკნელი ტანგოს" დამასხურებით. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გვერდით არ მყავდა ოჯახი და ადამიანები, რომლებიც გამამხნევებდნენ. თუმცა, ბედმა მაინც არ გამწირა და მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამო უამრავი მეგობარი დავკარგე, მაინც ვიპოვე პიროვნება, რომელიც დამეხმარა და მომცა იმის ძალა,რომ შემეჩერებინა ყოველივე ეს. მე ამ ადამიანს დღემდე ანგელოზს ვეძახი. მის სახელს კი სამუდამოდ საიდუმლოდ დავიტოვებ."

მარია შნაიდერის ბიოგრაფია
1977 წელს მარია ლუის ბუნიუელმა მიიწვია ფილმში "ეს ბუნდოვანი სურვილის ობიექტი", თუმცა, მსახიობი ესპანელ რეჟისორს ვერ შეეგუა და ამათან ერთად არ მოიწონა სტერეოტიპული იდეები, რომელიც ბუნიუელს გააჩნდა ამ პერსონაჟის შესახებ. შესაბამისად, კონჩიტას როლი, რომელიც მარიამ დაიწუნა, მალევე განასახიერა კაროლ ბუკემ.

მარია ბერნარდო ბერტოლუჩის 1976 წლიდან აღარ ელაპარაკებოდა. წლების შემდეგ, როცა ისინი ერთ-ერთ კინოფესტივალზე შეხვდნენ, შნაიდერმა თქვა: "ამ კაცს საერთოდ არ ვიცნობ."
მარია შნაიდერის ბიოგრაფია


70-იანი წლებიდან 2008მდე მარიამ 50 ფილმში ითამაშა, თუმცა მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა გენიალური მიქელანჯელო ანტონიონის 1974 წელს გადაღებული კინოსურათი "პროფესია-რეპორტიორი", სადაც შნაიდერი პარტნიორობას უწევდა ჯეკ ნიკოლსონს.

მარია შნაიდერი 2011 წლის სამ თებერვალს გარდაიცვალა კიბოთი. ის 58 წლის იყო. მსახიობის სხეულს კრემაცია ჩაუტარეს. მარიას სიკვდილთან დაკავშირებით ბერნარდო ბერტოლუჩიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მისი სიკვდილი ძალიან ნაადრევი იყო. ვერ მოვასწარი მისი კიდევ ერთხელ ჩახუტება, იმის თქმა, რომ ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან მასთან რაღაც განსაკუთრებულ კავშირს ვგრძნობდი და ბოდიშის მოხდა. მარია მადანაშაულებდა იმაში, რომ მისი მშვენიერება და ახალგაზრდობა გამოვიყენე. დღემდე ვფიქრობ, შეესაბამება თუ არა ეს ბრალდება სინამდვილეს."

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია

მარია შნაიდერის ბიოგრაფია


Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top