;
12 სექტემბერი 2013      B2UTY     26 კომენტარი     ნანახია 11473-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები

მონიკა ბელუჩი ბევრისთვის განუმეორებელ სილამაზესთან და სექსუალურობასთან ასოცირდება, ცოტამ თუ იცის, რომ საოცარი გარეგნობის მიღმა, არანაკლებ საოცარი სამსახიობო შესაძლებლობები იმალება, თუმცა, მონიკა ბელუჩის შემთხვევაში, ვიზუალური მხარე ხშირად ფარავს მის არტისტიზმსა და ნიჭს. შესაბამისად, ამ სტატიის მიზანია ბელუჩის საუკეთესო ფილმები გაგაცნოთ, რომელთა ყურების შემთხვევაში საშუალება მოგეცემათ დატკბეთ მონიკას სილამაზით და მისი არაჩვეულებრივი შესრულებითაც.

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები


მალენა (2000)

მაყურებლისთვის ყველაზე ცნობილი ფილმი მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, რომლის რეჟისორიც იტალიელი ჯუზეპე ტორნატორეა. (სხვათაშორის,ტორნატორემ ეს ფილმი მამის ხსოვნას მიუძღვნა.) კინონამუშევარი არაჩვეულებრივად წარმოაჩენს ბელუჩის მომხიბვლელობას და, რაც მთავარია, მის სამსახიობო ნიჭს, რომელიც საუკეთესოდ ჩანს ფილმის ერთ-ერთ ბოლო სცენაში, როცა ქალაქის მცხოვრები ქალები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მონიკას პერსონაჟს. მსახიობის თამაში მთელი ფილმის განმავლობაში იმდენად დამაჯერებელია, რომ მაყურებელი მალენასთან ერთად განიცდის მის გასაჭირს. უდავოა, რომ "მალენამ" ბელუჩის წარმოუდგენელი პოპულარობა და აღიარება მოუტანა.

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები



შეუქცევადობა (2002)

გასპარ ნოეს მიერ საკმაოდ ორიგინალური ხერხით გადაღებული ფილმი მაყურებლისთვის ნამდვილად მძიმე სანახავია, თუმცა, ძალიან საინტერესო და დაძაბული. კინონამუშევარი ისტორიაში ყველაზე გრძელ, ცხრა წუთიან ძალადობის მომენტს ასახავს. ამ სცენამ მთელი ჰოლივუდი და ზოგადად კინოსამყარო შოკში ჩააგდო, თუმცა, როგორც მონიკას პარტნიორი ვინსენ კასელი (მონიკას აწ ყოფილი მეუღლე) ამბობდა, ფილმის გადაღების დროს ბელუჩი ოდნავაც არ ღელავდა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ასეთ მძიმე სცენაში გადაღება და მსხვერპლის როლის თამაში. როგორც ჩანს, მონიკასთვის ალექსის პერსონაჟის განსახიერება მორიგი სამსახიობო მისია, იყო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა და ამას მაყურებელი ერთხმად აღიარებს.
მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები



ქრისტეს ვნებანი (2004)

მელ გიბსონის გახმაურებული ნამუშევარი, რომლის ემოციის გარეშე ყურება, ალბათ, შეუძლებელია. ფილმის მიზანია შეძლებისდაგვარად გააცოცხლიოს იესოს ცხოვრების ბოლო 12 საათი. მონიკა ბელუჩი საკმაოდ რეალურად, ბუნებრივად თამაშობს მარიამ მაგდალინელის როლს.
აღსანიშნავია, რომ ამ როლმა მონიკას ფილმოგრაფიას მეტი მრავალფეროვნება შესძინა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მისთვის პირველი რელიგიური ნამუშევარი იყო და, ცხადია, ამ პერსონაჟის განსახიერება მსახიობისგან დიდ მომზადებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა. მონიკა ბელუჩის დრამატული შესაძლებლობები "ქრისტეს ვნებანმა" ძალიან კარგად წარმოაჩინა.

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები



უკან არ მოიხედო (2009)

ფილმის რეჟისორი და იდეის ავტორია მარინა დე ვანი. კინონამუშევარი ფსიქოლოგიური და საკმაოდ რთული გასაგებია. ის არ მიეკუთვნება იმ ფილმების რიცხვს, რომელთა მთავარი აზრიც ადვილი გასაგებია. მონიკა ბელუჩი ამ ნამუშევარში პარტნიორობას უწევს უმშვენიერეს სოფი მარსოს. ორივე მსახიობის თამაში აღაფრთოვანებს მაყურებელს და ფილმს უფრო დაძაბულსა და მისტიურს ხდის. პიროვნების აბსოლუტური ტრანსფორმაცია მთავარი პერსონაჟის ცხოვრებაში დამალულ დეტალებს ფარდას ახდის. ფილმში ასახული მოვლენები, გარემო და რაც მთავარია, ორი უმშვენიერესი ევროპელი მსახიობის პროფესიონალიზმი კინომოყვარულებს არასოდეს ტოვებს გულგრილს.

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

მონიკა ბელუჩის საუკეთესო კინო-როლები

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები
Tags:

26


  • Slide097 თქვა:
    13 სექტემბერი 2013 01:32 - ID: 26,
    ნომერ 1 ქალია მონიკა ჩემთვის, მისი სილამაზითაც და მსახიობური ნიჭითაც... ოღონდ ნაკლი მოუძებნოთ ვინმეს და სხვა არაფერი არ გინდათ, გარეგნობაში ვერაფერი უპოვნეთ და ეხა მის მსახიობურ ნიჭს მიადექით.... დიახაც რომ უმაგრესი მსახიობია მიყვარს მისი ფილმები და შესრულებაც, მალენა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია love

  • natuka555 თქვა:
    12 სექტემბერი 2013 23:36 - ID: 25,
    ულამაზესი რომაა ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მის გამონათქვამებს როომ გავეცანი, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი. რატომღაც მინდოდა უფრო "გონებაგახსნილი" ყოფილიყო, ლამაზი და ძლიერი ქალის გარეგნობა აქვს და ჭკვიანიც რომ იყოს დაგლიჯავდა. არა, სულელი კი არ არის, უბრალოდ ძალიან პრიმიიტიულია

  • anna... თქვა:
    12 სექტემბერი 2013 20:19 - ID: 24,
    ულამაზესი ქალია love ეს ფილმები მართლა გამორჩეულია მონიკას ფილმოგრაფიიდან

  • aNaNo_O თქვა:
    12 სექტემბერი 2013 19:26 - ID: 23,
    მალენა არი ურთიერთობა

  • demetria თქვა:
    12 სექტემბერი 2013 17:13 - ID: 22,
    ვგიჟდებიიი love სრულყოფილიაა love

  • salii თქვა:
    12 სექტემბერი 2013 15:07 - ID: 21,
    ყველაზე ლამაზიააა და ყველაზე სექსუალური love love love

  • MaaRiiaaMii )) თქვა:
    12 სექტემბერი 2013 14:55 - ID: 20,
    ვაიიიმეე რაა ქალიიააა ვგიჯდეებიიი love

  • Monchele ^^ თქვა:
    12 სექტემბერი 2013 14:20 - ID: 19,
    ვგიჯდები რა :D აი რა ვთქვა არ ვიცი ^^ love

  • ელენა თქვა:
    12 სექტემბერი 2013 14:01 - ID: 18,
    ჩემი აზრით სრულყოფილმა და უნაკლო გარეგნობამ შეუწყო ხელი თორემ ასეთი საშუალო დონის სამსახიობო ნიჭით შორს ვერ წავიდოდა. ულამაზესია , ვგიჟდები მონიკა ბელუჩიზე როგორც უმშვენიერეს ქალზე და არა მსახიობზე :) love

  • Tsiqo თქვა:
    12 სექტემბერი 2013 13:55 - ID: 17,
    მოოონიკაა love ვგიჟდებიი ამ ქალზეე love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    12 სექტემბერი 2013 13:19 - ID: 16,
    მონიკა უდავოდ ლამაზი ქალია, ნიჭიერი, მაგრამ არ ვგიჟდები
    ნიუსი კარგია

  • kity თქვა:
    12 სექტემბერი 2013 13:14 - ID: 15,
    არ მომწონს ეს ქალი არანაირად

  • BoTuKa თქვა:
    12 სექტემბერი 2013 13:12 - ID: 14,
    love

  • krist...star თქვა:
    12 სექტემბერი 2013 12:45 - ID: 13,
    "მალენა" ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფილმია love

  • candyyy თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:51 - ID: 12,
    ყველა ნანახი მაქვს

  • loseyourself თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:45 - ID: 11,
    საოცრად ლამაზია, აი ბუნებრივი სილამაზე რასაც ქვია, ქრისტეს ვნებანში ვნახე პირველად და გავოგნდი რა ლამაზიათქო love შემდეგ მალენა love

  • lady_tamo თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:40 - ID: 10,
    ძალიან კარგი ნიუსია
    ვგიჟდები მონიკაზე

  • tiko... თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:37 - ID: 9,
    ყველაზე მაგარი ქალია საერთოდ...

  • beyoncelove თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:29 - ID: 8,
    ნომერ 11111111111111111111111111111111111111111111111111..ყოველთვის იყო და დარჩება,,კარგი ნიუსია

  • mariami222 თქვა:
    12 სექტემბერი 2013 11:22 - ID: 7,
    ჩემი აზრით, ითამაშო ეროტიულ ფილმში და შემდეგ ქრისტეს ვნებანში არასწორია. შეიძლება სუბიექტური ვარ მაგრამ ასე ვფიქრობ. ისე ძალიან მაგარი ქალია <3

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top