;
27 სექტემბერი 2013      B2UTY     2 კომენტარი     ნანახია 3673-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

სოფია ლორენი ნამდვილი ცოცხალი ლეგენდაა. გასული საუკუნის სექს-სიმბოლოდ და ულამაზეს ქალად აღიარებული მსახიობი დღემდე არნახული პოპულარობით სარგებლობს, რაც მისი გამორჩეული სილამაზის, არტისტიზმისა და ამავდროულად გონიერების დამსახურებაა. ამ უკანასკნელში საუკეთესოდ დაგარწმუნებთ მისი გამონათქვამები, რომლებიც ცხოვრებისეული და საინტერესოა.

"სილამაზე არ არის ფიზიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებული. ეს უფრო შინაგანი განწყობილებაა, რაც შენს თვალებში აისახება"
სოფია ლორენის გამონათქვამები


"შენი თვალები ვერ იქნება ლამაზი, თუ ერთხელ მაინც არ გიტირია."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"როცა შენი გონებით, კრეატიულობით, ნიჭით შეგაქვს ხალისი შენი და შენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, მაშინ ნამდვილად დაამარცხე ასაკი, ესაა ახალგაზრდობის მთავარი საიდუმლო."

სოფია ლორენის გამონათქვამები


" სექსუალური მხოლოდ მაშინ იქნები, როცა ეს მართლაც არის შენში. არ არის საჭირო მკერდისა და ფეხების წარმოჩენა იმისთვის, რომ სექსუალური გერქვას."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"სექსი სიყვარულის გარეშე სიგიჟეა. ის ყოველთვის უნდა მოსდევდეს სიყვარულს და არ უსწრებდეს მას."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"ამდენი წლის შემდეგ კვლავ საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესში ვარ. ჯობია გაიცნო ცხოვრება და შეცდომები დაუშვა, რომლებზე მერე ისწავლი."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"რთულ პროფესიასთან შეჭიდება საკუთარი თავის რწმენას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე, რომ ადამიანები, რომლებიც ნიჭიერებით არ გამოირჩევიან, ხანდახან, უფრო ბევრს აღწევენ ვიდრე საოცარი ნიჭით დაჯილდოვებულები."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"ხშირად გამიგია, რომ ადამიანებს უნდათ ის, რისი მოპოვებაც მათ ძალებს აღემატება. ჩემი აზრით თუ ადამიანს მთელი გულით უნდა რაღაცის მიღწევა, აუცილებლად მიაღწევს."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"მე ყველანაირი ომის სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"დიდი შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ თუ სკოლა დაამთავრე ახალი აღარაფერი უნდა ისწავლო."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"მე წარმოშობით ნაპოლიდან ვარ, ანუ, ჩემში ორივეა- კომედიაც და დრამაც"

სოფია ლორენის გამონათქვამები


"არაფერი ისე არ ალამაზებს ქალს, როგორც იმის ცოდნა, რომ ლამაზია"

სოფია ლორენის გამონათქვამები


"არასოდეს მიცდია წარსულის დავიწყება, მიუხედავად იმისა, რომ მოგონებები გულს ძალიან მტკენს. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მალავენ თავიანთ წარსულს. ძველი გამოცდილება ადამიანს ეხმარება გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"მამაჩემი მეზიზღებოდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლო დღეებში მას ვაპატიე ის, რომ ამდენი ტკივილი მოგვაყენა. ადამიანი როცა იზრდება და ოჯახდება ბევრ რამეს სწავლობს და ბევრსაც ივიწყებს. მე დავიწყება არ შემიძლია, მაგრამ პატიება-კი."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"მარჩელო მასტროიანი ნამდვილი მამაკაცივით ფიქრობს და ლაპარაკობს, იმიტომ, რომ ჭეშმარიტი კაცია. მას დიდი მიზიდულობა აქვს და ყველა ქალის სულში აღწევს."

სოფია ლორენის გამონათქვამები


"ტაირონ პაუერი ჩემი კაცის იდეალია"

სოფია ლორენის გამონათქვამები

სოფია ლორენის გამონათქვამები

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

2


  • - Ninoo თქვა:
    28 სექტემბერი 2013 16:13 - ID: 2,
    მაგარი ქალი იყო

  • beauty queen თქვა:
    28 სექტემბერი 2013 10:42 - ID: 1,
    ლამაზი ნაკვეთები აქვს ძალიან

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top