6 September 2013      Britain     Views 4 439    
Category: Stars

სელებრითების ნიშნობის ბეჭდები, როგორც წესი, ყველაზე მომხიბვლელი, დიდი და ძვირფასი ქვებით არის მოჭედილი. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ულამაზესმა, სკარლეტ იოჰანსონმა რაიან რეინოლდსის ნაჩუქარი ბეჭედი მოიხსნა თითიდან. რამდენიმე დღის წინ, კი ვენეციის ფილმის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე იგი ახალი ნიშნობის ბეჭდით იწონებდა თავს. ბეჭედს მართკუთხედის ფორმა აქვს და სამი დიდი, მრგვალი ბრილიანტით არის დამშვენებული. - 28 წლის მსახიობი ფრანგ ჟურნალისტ, რომენ დორეკზე დაინიშნა. წყვილის ქორწილის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.



2008 წელს, რაიან რეინოლდსმა იოჰანსონი დანიშნა ულამაზესი ოქროს ბეჭდით, რომელიც მრგვალი
ბრილიანტით იყო მოჭედილი. მათი ურთიერთობა დაშორებებით და უთანხმოებებით მიმდინარეობდა,
2011 წელს კი, სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ, წყვილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდა. ამავე წელს, "კოსმოპოლიტენთან" ინტერვიუში სკარლეტმა აღნიშნა, რომ მათი ქორწინება იყო საუკეთესო რამ, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია, რადგან ეს სიყვარულით მოხდა. თუმცა ასევე დაამატა : "დაქორწინდე, ეს
ნიშნავს დაიწყო ახალი ცხოვრება.
ჩემი აზრით, მე არ ვიყავი მზად ამ დიდი ტვირთისთვის. ორივე ჩვენგანი
იყო ძალიან დაკავებული და ერთმანეთისთვის დროს იშვიათად ვპოულობდით." რეინოლდსის შემდეგი
ქორწინება 2012 წლის სექტემბერში შედგა. 26 წლის ბლეიკ ლაივლისთვის, რაიანმა განსხვავებული,
ვარდისფერი ბრილიანტით მოჭედილი ბეჭედი შეარჩია.



Category: Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top