;
10 სექტემბერი 2013      B2UTY     17 კომენტარი     ნანახია 9586-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფილმები

1) ალფრედ ჰიჩკოკი.

პირველ ადგილზეა ინგლისელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ფსიქოლოგიური თრილერებით და საშინელებათა ფილმებით. რაც მაშინდელ კინოსივრცეში არცთუ ხშირი იყო. რეჟისორის ნამუშევრებიდან საუკეთესოს ამორჩევა რთულია, თუმცა კინომანების განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს: "ფსიქო", "ჩიტები", "თავბრუსხვევა". "დაიჭირე ქურდი" და ა.შ.
ათი საუკეთესო რეჟისორი


2) სტენლი კუბრიკი.

მეორე ადგილს იკავებს ამერიკელი სტენლი კუბრიკი. რეჟისორს ახასიათებს განსაკუთრებული გადაღების მანერა, რაც დღემდე უნიკალურად ითვლება. მისი ფილმები : "ნათება", "ლოლიტა", "ფართოდ დახუჭული თვალები". "მექანიკური ფორთოხალი", "კოსმოსური ოდისეა" და სხვა შერაცხულია კინემატოგრაფიის შედევრებად, ხოლო სტენლი კუბრიკი ერთხმად აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო რეჟისორად.
ათი საუკეთესო რეჟისორი


3) მარტინ სკორსეზე

მესამე ადგილზე კი ასევე ამერიკელი და ჰოლივუდში მოღვაწე, სახელგანთქმული მარტინ სკორსეზეა. იგი 70-იანი წლებიდან დღემდე აქტიურად მოღვაწეობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა როგორც ოსკარის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების, მაყურებლისა და კრიტიკოსების საერთო აღიარების მოპოვება და მრავალი ღირსეული ფილმის შექმნა. მათ შორის გამოირჩევა : "შეშლილთა კუნძული", "დიდებული ბიჭები", "ავიატორი", "ტაქსის მძღოლი" და სხვა.
ათი საუკეთესო რეჟისორი


4) სტივენ სპილბერგი

მეთოთხე პოზიციას იკავებს სტივენ სპილბერგი- ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახე. სტივენის ანგარიშზეა ყველა დროის ყველაზე მომგებიანი და ამავდროულად ღირებული ფილმები, რომლებიც უდავოდ მაყურებლის ფავორიტია. ამ ფილმებიც არასრული ჩამონათვალია: "რიგითი რაიანის გადასარჩენად", "შინდლერის სია", "დამიჭირე თუ შეძლებ", "ლინკოლნი" და სხვა მრავალი. სპილბერგის თაყვანისმცემელთა გასახარად უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორი მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს.
ათი საუკეთესო რეჟისორი


5) კვენტინ ტარანტინო

მეხუთე ადგილზეა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული და ორიგინალური ფილმებით ცნობილი კვენტინ ტარანტინო, რომელმაც ნამდვილად მოიპოვა გავლენიანი და ნიჭიერი რეჟისორის სტატუსი არამხოლოდ ჰოლივუდში, არამედ ზოგადად კინოსამყაროში. ტარანტინოს ნამუშევრები ყოველთვის განსხვავებული, მოულოდნელი, მრავლისმთქმელი და საინტერესოა. მათი არასრული ჩამონათვალია: "მოკალი ბილი VOL 1", "მოკალი ბილი VOL 2", მაკულატურა", "ჯანგოს განთავისუფლება", "ცოფიანი ძაღლები" და ა.შ.
ათი საუკეთესო რეჟისორი



6) ფრენცის ფორდ კოპოლა.

მეექვსე პოზიცია უკავია ყველა თაობისთვის საყვარელ ფრენცის ფორდ კოპოლას. მისი გადაღებული ფილმები: "ნათლია", "ჩვენი დროის აპოკალიფსი", "დრაკულა" ყველა დროის საუკეთესო ფილმთა სიაში ყოველთვის პირველ პოზიციებს იკავებენ, ამიტომაც სრულიადაც არ არის გასაკვირი კოპოლას ერთ-ერთ პირველ რეჟისორად აღიარება. რეჟისორი ხშირად გვევლინება მრავალი პროექტის აღმასრულებელ პროდიუსერადაც. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ფრენცის ფორდ კოპოლას სახელი კინოს ისტორიაში ყოველთვის დარჩება, რაც რეჟისორის უკვდავი შედევრების დამსახურებაა.
ათი საუკეთესო რეჟისორი


7) ორსონ უელსი

მეშვიდე ადგილზე კი ამერიკელი ორსონ უელსი გვევლინება. ის ავტორია ისეთი შედევრებისა, როგორებიც არიან : "მოქალაქე კეინი" (ეს ფილმი ამერიკაში ერთხმადაა აღიარებული ყველა დროის ყველაზე კარგ ნამუშევრად), "პროცესი", "ბატონი არკადინი" და ა,შ. უელსი რეჟისორობასთან ერთად საკმაოდ წარმატებული მსახიობიც იყო და როგორც მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, ის ბავშვობიდან მრავალმხივი ნიჭიერებით იყო დაჯილდოებული, რაც მის სარეჟისორო შემოქმედებაზეც აისახა.
ათი საუკეთესო რეჟისორი


8) ჩარლი ჩაპლინი.

მერვე ადგილზეა უხმო კინოს მეფე ჩარლი ჩაპლინი. გენიალური კომიკოსი და რეჟისორი, რომლის მოღვაწეობიდან თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, თუმცა კვლავ ყველა თაობისა და ასაკისთვის საყვარელ მსახიობად და რეჟისორად რჩება. მისი კინონამუშევრებიდან გამორჩეულია : "თანამედროვე დრო", "ოქროს ციებცხელება", "დიდი ქალაქის შუქები", "მაწანწალა" და სხვა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ის ერთდროულად თამაშობდა კიდევაც იმ ფილმებში, რომელთა რეჟისორიც იყო. თანაც ორივე საქმეს დიდი პროფესიონალიზმითა და სიყვარულით უდგებოდა. სწორედ ამიტომაა მისი სახელი უკვდავი.
ათი საუკეთესო რეჟისორი


9) ჯოელ კოენი

მეცხრე ადგილი უკავია ჯოელ კოენს, რომელიც თანამედროვე დროის ყველაზე დასამახსოვრებელ, ხარისხიან ფილმებს იღებს. ის ძირითადად თავის ძმასთან ეთან კოენთან ერთად მოღვაწეობს. რეჟისორის გამორჩეული ფილმებია: "სერიოზული ადამიანი", "ადამიანი რომელიც არ არსებობდა", "ფარგო", "ძმაო, სად ხარ?", "მოხუცებისთვის ადგილი არ არის" და სხვა მრავალი. მოპოვებული აქვს ორი ოსკარი და უამრავი საერთაშორისო ჯილდო.
ათი საუკეთესო რეჟისორი


10) ჯონ ფორდი

ხოლო მეათე ადგილზეა ნახევრად ამერიკელი და ნახევრად ირლანდიელი რეჟისორი ჯონ ფორდი. ის ცნობილი გახდა ვესტერნების გადაღებით. "მეზიზღება კინო, მაგრამ მიყვარს ვესტერნების გადაღება"-ამბობდა ჯონ ფორდი. მის ანგარიშზეა კლასიკური კინოს მრავალი შედევრი და გამორჩეული ნამუშევარი. მაყურებლისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმები ჯონ ფორდის რეჟისურით : "ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნი ", "მაძიებლები", "მოგამბო", "წყნარი ადამიანი" და ა.შ.
ათი საუკეთესო რეჟისორი

კატეგორია: ვარსკვლავები, ფილმები
Tags:

17


  • B2UTY თქვა:
    11 სექტემბერი 2013 20:41 - ID: 17,
    salome0789 "შენს სიაში" არა. ჩემი სია არაა ეს. სათაურში წერია ვისიცაა.

    "ცხვირმოუხოცავზე" კი რა გითხრა. ვიცი მაგაში ვინც იგულისხმე და მინდა გითხრა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ეგრე თუ ვიმსჯელებთ მაშინ ანა პაქუინისთვისაც არ უნდა მიეცათ ოსკარი. თან პატარა იყო და თან პირველი როლი ჰქონდა "პიანინოში", როცა დააჯილდოვეს.

    სხვა ყველაფრისთვის მადლობა და კარგი გემოვნება გაქვს: ) თუმცა ლინჩს მე ჯერ-ჯერობით ვერ ვქაჩავ.

  • jennyyy თქვა:
    11 სექტემბერი 2013 12:56 - ID: 16,
    ტიმ ბარტონი სადაა? :(

  • B2UTY თქვა:
    11 სექტემბერი 2013 00:47 - ID: 15,
    ციტატა: Michel
    ფელინი , პაზოლინი, ტარკოვსკი, ანტონიონი, ბერტოლუჩი,კისლოვსკი,ლინჩი <3 თუმცა ამათგან მაინც ფელინი იმსახურებს ათეულში ყოფნას

    აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ მარტო ფელინი? თუნდაც პაზოლინის ნებისმიერი ფილმი, გინდაც მამა რომა და ანა მანიანის წამიერი გაელვება ეკრანზე მირჩევნია აქ წარმოდგენილ რეჟისორებს, ყველას ერთად აღებულს, თავიანთი კომერციული შემოქმედებით და გაპიარებული მსახიობებით. კოენებს არ ვგულისხმობ და არც კუბრიკს. ტარკოვსკიზე საუბარი აღარ მაქვს, საერთოდ სხვა განზომილებაა მისი ფილმები. იგივეს ვიტყოდი ანტონიონზე : )

  • Michel თქვა:
    11 სექტემბერი 2013 00:29 - ID: 14,
    ფელინი , პაზოლინი, ტარკოვსკი, ანტონიონი, ბერტოლუჩი,კისლოვსკი,ლინჩი <3 თუმცა ამათგან მაინც ფელინი იმსახურებს ათეულში ყოფნას

  • keetaa თქვა:
    10 სექტემბერი 2013 22:02 - ID: 13,
    ციტატა: NiNi_N
    B2UTY
    მე არ მითქვამს რომ შენ შეცვალე, უბრალოდ ავღნიშნე, რომ იმ სიაში პირიქითაა :)))

    მემგონი ხმა უნდა მისცე. ეხლა მე მაგალითად ჰიჩკოკს მიჩვენებს ალბათ რაღაც პერიოდი ესე იქნებდა და ბოლოს რომელიმე იქნება პირველზე რა

  • kristi_ თქვა:
    10 სექტემბერი 2013 21:14 - ID: 12,
    ჰიჩკოკი გენიაა მაგრამ სტენლის გადაუსწრო? ო_O

  • psiqologia თქვა:
    10 სექტემბერი 2013 20:09 - ID: 11,
    ვუდი ალენი და პედრო ალმადოვარიც უნდა იყვენენ ამ სიაში, მე ასე ვფიქრობ!
    კარგი ნიუსია

  • anna... თქვა:
    10 სექტემბერი 2013 20:05 - ID: 10,
    მე ყველაზე მეტად მარტინ სკორსეზეს ფილმებით ვარ აღფთოვანებული love ფრენცის ფორდ კოპოლა love კვენტინ ტარანტინო love სტივენ სპილბერგი love

  • KiKi თქვა:
    10 სექტემბერი 2013 20:01 - ID: 9,
    სპილბერგი<3 ჰიჩკოკი love შეიძლება მართლა ბევრი აკლია მაგრამ ყველა რეჟისორზე ხოარ იქნებოდაა?

  • NiNi_N თქვა:
    10 სექტემბერი 2013 19:12 - ID: 8,
    B2UTY
    მე არ მითქვამს რომ შენ შეცვალე, უბრალოდ ავღნიშნე, რომ იმ სიაში პირიქითაა :)))

  • B2UTY თქვა:
    10 სექტემბერი 2013 19:02 - ID: 7,
    ციტატა: NiNi_N
    ციტატა: Melakoo
    წყარო?

    ნამვილია! აი სრული სია (50)! მაგრამ ნიუსში შეცდომაა პირველ და მეორე ადგილებში - პირიქით უნდა იყოს!

    ნიუსში ნამდვილად არ არის შეცდომა. როცა მე ეს დავდე მაშინ ჰიჩკოკი იყო პირველზე, კუბრიკი მეორეზე. ორივე ერთნაირად მიყვარს და არ გადავანაცვლებდი, ჩემს ინტერესებში ეს არ შედის. სიის კორექტირება რომ შემძლებოდა ჰოლივუდის პიარ-რეჟისორებს საერთოდ მოვსპობდი, დავამატებდი ფელინის, ბერტოლუჩის, დე სიკას, ბერგმანს, კუროსავას, კიმ კი დუკს, პარკ ჩან ვუკს, ალმადოვარს, მიაძაკის, კიტანოს- მრავალფეროვან საინტერესო, დაუფასებელ რეჟისორებს...: )))

  • NiNi_N თქვა:
    10 სექტემბერი 2013 17:11 - ID: 6,
    ციტატა: Melakoo
    წყარო?

    ნამვილია! აი სრული სია (50)! მაგრამ ნიუსში შეცდომაა პირველ და მეორე ადგილებში - პირიქით უნდა იყოს!

  • demetria თქვა:
    10 სექტემბერი 2013 16:49 - ID: 5,
    ტარანტინო love
    სპილბერგიიი love
    ჩაპლინიიი love

  • Melakoo თქვა:
    10 სექტემბერი 2013 16:39 - ID: 4,
    წყარო?

  • just smile :) თქვა:
    10 სექტემბერი 2013 16:31 - ID: 3,
    თუ დააკვირდებით ამ რეჟისორებიდან ძალიან ბევრის შედევრებში ლეონარდო თამაშობს!!! <3 არადა ვერ მიიღო ოსკარი რა... ვგჟდები ლეონარდოზე <3 <3

  • keetaa თქვა:
    10 სექტემბერი 2013 16:30 - ID: 2,
    ფელინი პირველ რიგში სადაააააა am

  • natuka555 თქვა:
    10 სექტემბერი 2013 15:39 - ID: 1,
    ბერტოლუჩი? ფელინი? რავიიცი, ბევრი აკლია :X ჰიჩკოკი <3 ტარანტინო <3 სკორსეზე <3 სპილბერგი და კუბრიკი <3 კოპოლაც მიყვარს <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top