;
15 სექტემბერი 2013      Hermione...♥     17 კომენტარი     ნანახია 2462-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Evanna Lynch/ივანა ლინჩი
Evanna Lynch Evanna Lynch Evanna Lynch
ივანა ლინჩი 22 წლის ირლანდიელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ "ჰარი პოტერის" ეკრანიზაციაში შესრულებული ლუნა ლავგუდის როლით გაიცნო. გოგონა, რომელიც 2003-05 წლებში ანორექსიით იტანჯებოდა, ყოველთვის ოცნებობდა "ჰარი პოტერში" მონაწილეობაზე და თავის უსაყვარლეს მწერალთან, ჯ.კ. როულინგთანაც ხშირი მიმოწერა ჰქონდა. ერთ-ერთ წერილში ივანამ ჯოანს უამბო, რომ ანორექსიას ებრძოდა და თავისი სანუკვარი ოცნების შინაარსიც გაუმხილა, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ალბათ არასოდეს აუსრულდებოდა, რადგანაც ირლანდიის მიყრუებულ ქალაქში ცხოვრობდა, სადაც საინტერესო არასოდეს არაფერი ხდებოდა. საპასუხოდ როულინგმა გოგონა ანუგეშა და უთხრა, რომ წარმოშობით თავადაც ერთი მიძინებული ქალაქიდან იყო და თუ ივანა საბოლოოდ დაამარცხებდა ანორექსიას, მას "ჰარი პოტერში" მონაწილეობის შანსიც მიეცემოდა. ჯოანის წერილმა გოგონაზე უდიდესი გავლენა მოახდინა: მან მართლაც შეძლო ანორექსიასთან გამკლავება, 2006 წელს კი "ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენის" ქასთინგზეც გამოცხადდა და იგი ლუნა ლავგუდის როლისთვის 15 000 გოგონადან აარჩიეს.
Evanna Lynch


სრული სახელი: ივანა პატრისია ლინჩი
დაბადების თარიღი: 1991 წლის 16 აგვისტო
დაბადების ადგილი: ტერმონფეკინი, ირლანდია
სიმაღლე: 158 სმ


Evanna Lynch


საინტერესო ფაქტები:

* გოგონა ერთ-ერთია 4 დედმამისშვილიდან.

* გამოირჩევა ძალიან გრძელი თმითა და თბილი საუბრის მანერით.

* ივანა ვეგეტარიანელია.

* ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.


Evanna Lynch


* საუბრობს ინგლისურად, გალურად და ფრანგულად.

* ლუნა ლავგუდის პერსონაჟისათვის ბევრი ხელნაკეთი სამკაული თავად დაამზადა.

* ჰყავს კატები, რომელთაც "ჰარი პოტერის" პერსონაჟების საპატივცემულოდ ლუნა და დამბლდორი დაარქვა.

* "ჰარი პოტერის" ქასთიდან ივანა ყველაზე ახლოს ნევილ ლონგბოტომის როლის შემსრულებელ მეთიუ ლუისთან მეგობრობს. გავრცელდა ხმები მათი რომანის შესახებაც, მაგრამ ეს ამბავი ორივე მხარემ უარყო.


Evanna Lynch


მეთიუ ლუისთან ერთად

Evanna Lynch
Evanna Lynch

Evanna Lynch
Evanna Lynch
Evanna Lynch


***

Evanna Lynch
Evanna Lynch
Evanna Lynch
Evanna Lynch
Evanna Lynch











კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

17


  • hollynii თქვა:
    18 სექტემბერი 2013 21:39 - ID: 17,
    ლუნა ჩემი საყვარელი პერსონაჟია წიგნში და ეს გოგოც ძალიან მომწონს, დადებითი და საყვარელი პიროვნება ჩანს :)

  • ta_bitch თქვა:
    17 სექტემბერი 2013 20:54 - ID: 16,
    ძალიან ძალიან მაგარი გოგოა ! სიგიჟემდემიყვარს <3

  • Hermione...♥ თქვა:
    17 სექტემბერი 2013 20:21 - ID: 15,
    Alayne,
    რას ამბობ, მადლობა შენ love

  • Alayne თქვა:
    17 სექტემბერი 2013 02:28 - ID: 14,
    ძალიან მიყვარს! love შემოქმედებითი, ძალიან ნიჭიერი და საოცრად თბილი ადამიანია. შეიძლება ბევრი თვლის, რომ შეუხედავია, თუმცა მე ულამაზესად მეჩვენება იმდენად საყვარელი და კარგი პიროვნებაა.
    ლუნა ჩემი საყვარელი პერსონაჟი, ხოლო ივანა ჩემი საყვარელი მსახიობია "ჰარი პოტერში" love
    ძალიან კარგი ნიუსია, გმადლობ! request

  • demetria თქვა:
    16 სექტემბერი 2013 21:59 - ID: 13,
    არ მოწომსნ საერთოდ

  • tatagutsy თქვა:
    16 სექტემბერი 2013 21:32 - ID: 12,
    კარგად თამაშობს მის როლს... winked მაგრამ გარეგნობით არ გამოირჩევა,ამის მიუხედავად მახინჯს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. laughing

  • Hermione...♥ თქვა:
    16 სექტემბერი 2013 20:28 - ID: 11,
    Eleniko♥,
    შევეცდები :)
    MARAUDER,
    niniko♥,
    ellen potter...♥ϟ,
    უღრმესი მადლობა ♥

  • Elene Lovatic თქვა:
    16 სექტემბერი 2013 19:57 - ID: 10,
    ვაიმე ეს განსაკუთრებულად მიყვარს love

  • potterhead777 თქვა:
    16 სექტემბერი 2013 18:25 - ID: 9,
    love love love ივანა love love love

  • anna... თქვა:
    16 სექტემბერი 2013 17:01 - ID: 8,
    ლამაზი გოგო საერთოდ არ არის მაგრამ საინტერესო , ნიჭერი და დადებითი პიროვნება ჩანს

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    16 სექტემბერი 2013 14:40 - ID: 7,
    ივანა love ზუსტად შეეფერება ლუნას როლი love ძალიან კარგი ნიუსია

  • niniko♥ თქვა:
    16 სექტემბერი 2013 13:50 - ID: 6,
    რა საყვარელია ამ გოგოს თვალისფერ ძალიან მომწონს love ისეთ გარეგნობა აქვს ლუნა სახელი შეეფერება love
    კარგი ნიუსია smile

  • beonce თქვა:
    16 სექტემბერი 2013 13:00 - ID: 5,
    საყვარელი გოგოა feel

  • Imperfectly Perfect თქვა:
    15 სექტემბერი 2013 22:29 - ID: 4,
    უსაყვარლესი გოგოა love
    ძალიან მომეწონებოდა ეს ორი ერთააად. ვგიჟდები ორივეზე love

  • MARAUDER თქვა:
    15 სექტემბერი 2013 21:38 - ID: 3,
    ვაიმე არ ვიცოდი ანორექსია თუ ჭირდა :-( ფაქტიურად ჯოანს განუკურნებია <3 <3 ...
    ძალიან მიყვარს ივანა, ნიჭიერი და საყვარელია... თან ძალიან გავს ლუნას პერსონაჟს...
    ძალიან კარგი სტატიაა თიკა...
    ჰარი პოტერზე სტატიები სულ კარგ ხასიათზე mayenebs <3 <3

  • Eleniko♥ თქვა:
    15 სექტემბერი 2013 20:58 - ID: 2,
    ხშირად დადეთ ხოლმე რა ჰარი პოტერის შესახებ ნიუსები!!!!!

  • Hermione...♥ თქვა:
    15 სექტემბერი 2013 20:53 - ID: 1,
    ძალიან, ძალიან საყვარელი და ნიჭიერია ივი, ლუნას პერსონაჟი მისი წყალობით შემიყვარდა. ნევილუნას (თუ ნუნას?) წყვილს ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა, რომ ფილმში მაინც დარჩნენ(სავით) ერთად. ისე, იმ დღეს ჩემს დაქალს ვუთხარი მეთი და ივი სინამდვილეშიც ერთად რომ იყვენ, რა საყვარელი წყვილი იქნებოდა-მეთქი და მიპასუხა მეთი ისეთი სიმპათიურია, ეგეთი მახინჯი გოგო არ შეეფერებაო და გავბრაზდი. ნუ, მეთი მართლა მაგარი ბიჭია, ივი კი შეიძლება სილამაზით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ მახინჯი ნამდვილად არაა და მაინც ვთვლი, რომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს. ისე, ივისა და ჯოანის მიმოწერის ისტორიამ რაღაცაზე დამაფიქრა, დადებითი გამწყობა შემიქმნა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top