;
6 ოქტომბერი 2013      salome0789     7 კომენტარი     ნანახია 5660-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუმ, ყველასთვის ცნობილმა, ბრიტანელმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა თავისი კარიერა ნაციონალური მუსიკალური ახალგაზრდული თეატრით დაიწყო და შედეგად, 1989 წელს, ტელევიზიაში მისი სადებიუტო ჩვენება შედგა. მსახიობი, 1994 წელს, პირველად გამოჩნდა ბრიტანულ, არც თუ ისე წარმატებულ ფილმში ,,შოპინგი“, რომლის გადაღებებზე თავისი მომავალი ცოლი სედი ფროსტი გაიცნო, მსახიობი, რომელიც ყველასთვის ცნობილია ბრემ სტოკერის ,,დრაკულა“- ში შესრულებული როლით.

კლასიკურად ლამაზმა ჯუდ ლოუმ თეატრში უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ეკრანზე. 1995 წელს ითამაშა ტრაგიკომედიაში ,,საშინელი მშობლები“ (Les Parents Terribles). მსახიობი ერთადერთი სპექტაკლის მონაწილე აღმოჩნდა, რომელიც მსგავსი როლის შესასრულებლად მიიწვიეს უკვე ჰიტად ქცეულ ბროდვეისეულ პიესაში ,, მოურიდებლობა“ (Indiscretions). მას შიშველ სცენებში პარტნიორობა გაუწია კატლინ ტერნერმა, ჯუდს კი Tony Award ნომინაცია და დიდი წარმატება ხვდა წილად.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება

,, მოდი ყველაფერს საღი გონებით შევხედოთ, - მსახიობმა, მოგვიანებით, განაცხადა People Magazine-თან. - სანამ ტანსაცმელი არ გავიხადე, იქამდე პოპულარობას ვერ მივაღწიე.


ამის შემდეგ ჯუდ ლოუ მოუშაობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან კლინტ ისტვუდი (Midnight in the Garden of Good and Evil 1997), ენდრიუ ნიკოლი (Gattaca 1997) და დევიდ კრონენბერგი (eXistenZe 1999). ასევე უნდა აღინიშნოს, 1997 წელს, ნათამაშები ოსკარ უაილდის მოღალატე, მანიპულაციური საყვარელი ბიოგრაფიულ სურათში ,, უაილდი“
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ფართო მასებისთვის ჯუდ ლოუ ცნობილი გახდა ოსკარზე და ოქროს გლობუსზე ნომინირებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმიდან ,, ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (The Talented Mr. Ripley 1999) და მდიდარი, ქარიზმატული ფლეიბოის საუკეთესო შესრულებისთვის პრესტიჟული ჯილდო, BAFTA award დაიმსახურა. მიუხედავად პერსონაჟის მოსაწონი თვისებების სიმცირისა, მსახიობმა წარმატებით მოახერხა მაყურებელი მის მიმართ სიმპატიით განეწყო.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება

ფილმის სათაური უფრო კომპლექსური შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ჯუდ ლოუ დიკი გრინლიფის, ხოლო მეტ დეიმონი მისტერ რიპლის როლში. იდეალურ შემთხვევაში კი ის ასე გაიჟღერებდა ,,თავდაჯერებული, ეგოისტი, უდარდელი, გართობის მოყვარული, მუსიკალური, სიცოცხლით სავსე, მაცდური, ლამაზი, ამორალური, ტემპერიმენტიანი, ვნებიანი, ქარიზმატული მისტერ გრინლიფი“. ჯუდ ლოუ MTV-ზე ნომინირებული იყო საუკეთესო მუსიკალური შესრულებისთვის სიმღერით "Tu Vuo' Fa L'Americano".



,,ნიჭიერი მისტერ რიპლი“, ,,ცივი მთა“ და ,,გატეხვა და შეღწევა“ - ენტონი მინგელა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, ჯუდ ლოუს ნიჭიერების დაუღალავი ელჩი იყო. რეჟისორმა ზუსტად აღნიშნა მსახიობის კარიერის შემაფერხებელი ფაქტორი.

,,ჯუდი ლამაზი ბიჭია ზრდასრული მამაკაცის გონებით, - განაცხადა რეჟისორმა. - ჭეშმარიტი სახასიათო მსახიობი, რომელიც ლამაზი სხეულიდან განთავისუფლებას ცდილობს.“

სწორედ, რომ ზრდასრული მამაკაცის გონება ეხმარებოდა ჯუდს თავისი კარიერის გონივრულად მართვაში. ,,გათაკას“ (1997) და ,, ნიჭიერი მისტერ რიპლის“ წარმატებას მოჰყვა კიდევ უფრო შესანიშნავი ფილმები ,,მტერი კარიბჭესთან“ (Enemy at the Gates 2001), ,,დაწყევლილი გზა“ (Road to Perdition 2002) და ,,ცივი მთა“ (Cold Mountain 2003)
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ლოუ მონაწილეობს ისეთ ვეტერანებთან, როგორებიც არიან ტომ ჰენკსი და პოლ ნიუმანი ოსკარის მრავალჯერ გამარჯვებულ ფილმში ,,დაწყევლილი გზა“. ეს კინოშედევრი და თანამედროვე განგსტერული ფილმის ნამდვილი მაგალითი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მასში მონაწილე მსახიობები ჰოლივუდის ღირსეული პროტაგონისტები არიან. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ჯუდ ლოუს მკვლელი ფოტოგრაფია.

,,ზუსტად ასეთ როლს ვეძებდი, სახასიათოს და ყველა წინა პერსონაჟებისგან განსხვავებულს, - აღნიშნა მსახიობმა. - მაკგვაიერი კრიმინალური ფოტოგრაფია, ის, მკვლელობის დროს, ადამიანის სხეულის საუკეთესო კადრების გადაღებაში გაწაფულია და საკმაოდ წარმატებული დაქირავებული მკვლელი.“


მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სცენარის მიხედვით მაკგვაიერი ასაკით ბევრად უფრო დიდია ვიდრე ჯუდ ლოუ, რეჟისორს ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მსახიობის ამ როლზე დამტკიცება სწორი გადაწყვეტილება იყო.
,,არავითარი ეჭვი არ არსებობდა, რომ ჯუდი ამ როლს შესანიშნავად აითვისებდა. ის საოცრად შეუპოვარი მსახიობია. საერთოდ არ ანერვიულებს ისეთი პარტიის თამაში, რომელიც მისგან რადიკალურად განსხვავებულია. ის იყო წყნარი, თითქოსდა უწყინარი, მაგრამ შეუბრალებელი მკვლელი, ადამიანი აჩრდილი და ამ ყველაფრის გამო ძალიან, ძალიან საშიში“, - ამტკიცებს რეჟისორი.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუ კიდევ ერთხელ იქნა ნომინირებული ოქროს გლობუსზე სტივენ სპილბერგის გახმაურებული, სამეცნიერო ფანტასტიკისთვის ,,ხელოვნური ინტელექტი“ (Artificial Intelligence ). ის სპილბერგის სხვა ნამუშევრებისგან რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ამაღელვებელი, ფილოსოფიური და ზრდასრული მაყურებლისთვის გათვლილი ფილმია. ,,რა პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს რობოტის მიმართ, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს? - ფილმის უმთავრესი კითხვაა და პასუხი ასეთია, - არავითარი. არავითარი, რადგან რობოტს ჭეშმარიტად არ უყვარს, მხოლოდ ჩანს, რომ ჭეშმარიტად უყვარს, ის ასე დააპროგრამეს. მიუხედავად ამისა, ფილმის სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ ცრემლების შეკავებას ვერ მოახერხებთ. A. I. ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და კიდევ ერთი კინოშედევრია, რომელიც ადამიანების სასტიკ, გამანადგურებელ ბუნებას ასახავს.
ფილმის ნათელი წერტილია ჯუდ ლოუს მიერ განსახიერებული ჯიგოლო ჯო, რობოტი, რომელიც ხორციელი სიამოვნებისთვის შექმნეს. მისი იუმორისტული, კეთილი, მომხიბვლელი და ამავე დროს ცინიკური პერსონაჟი კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუ, როგორც ყოველთვის, შთამბეჭდავია წითელ არმიაში მომსახურე რუსი სნაიპერის როლში ფილმიდან ,,მტერი კარიბჭესთან“ . თუმცა მან კინო აკადეებიის აღფრთოვანება ამერიკის სამოქალაქო ომის დროინდელ ფილმში (ცივი მთა 2003) შესრულებული ოფიცრის როლით უფრო დაიმსახურა. მან მიიღო მეორე ოსკარის და მესამე ოქროს გლობუსის ნომინაცია და ვარსკვლავებით სავსე ქასთში რენე ზელვეგერთან ერთად უდავო ლიდერია.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ფილმის მარკეტინგული პროცესების განმავლობაში ჯუდ ლოუს როგორც შემოქმედებითი, ისე პირადი ცხოვრება მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ამ პერიოდში დაშორდა ცოლს სედი ფროსტს, რომლისგანაც 3 პატარა შვილი ჰყავს და უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი ახალი რომანის შესახებ 20 წლის ბრიტანელ მსახიობთან, სიენა მილერთან. (როგორც ჩანს, მისი და ნიკოლ კიდმანის ფარული რომანი მცდარი გამოდგა.)
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
,, მგონი, ყოველთვის გმართებს პასუხისმგებლობით მოეკიდო გადაწყვედილებებს, - განაცხადა მსახიობმა ABC News თან. - გააკეთო სწორი არჩევანი, რომელიც შენი გულიდან მოდის, ამ სელებრითებით სავსე კულტურაში შეინარჩუნო პირადი ცხოვრება და საკუთარი თავის პატივისცემა“.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
2004 წელს ჯუდ ლოუ GQ - ს მიხედვით წლის მამაკაცია, ხოლო ჟურნალი People- ის მიხედვით ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში. ის ხშირად ხვდება მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მსახიობებს შორის ბარლონ ბრანდოს და ჯეიმს დინის გვერდით. მის ნომინაციებს და პრიზებს თუ გადავავლებთ თვალს, ჯუდ ლოუ ყველა დროის ერთ - ერთი საუკეთესო მსახიობია. მან თავისი შესაძლებლობები მთელი გულით, უშიშრად და ამბიციურად გამოამჟღავნა სულ რაღაც ოთხ თვეში, მაშინ როცა ვერავინ წარმოიდგენდა.ამ წელს მსახიობმა მოახერხა ახალი, განსხვავებული მნიშვნელობა მიეცა ფანტასტიკური - სათავგადასავლო ფილმისთვის (Sky Captain and the World of Tomorrow), ახალი შეხედულებები შეექმნა სასაცილო, ტრაგიკული და პოსტმოდერნისტული სულის ანალისტიკით (I Heart Huckabees) და გამოევლინა თანამედროვე მამაკაცის სექსუალური ფსიქიკა (Alfie). ლოუ მონაწილეობს ჯულია რობერტსთან ერთად ფილმში ,,სიახლოვე“ (Closer), მოგვითხრობს ,,ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობას“ და განასახიერებს ეროლ ფლინს (ეპიზოდური როლი) მარტინ სკორსეზის ფილმში ,,ავიატორი“ (The Aviator).

,,მხარს ვუჭერ ევროპულ ფილოსოფიას. მიდრეკილება მაქვს ქალებისა და ღვინისადმი ... დიახ, სულ ეს არის, ღვინო და ქალები. თუმცა, ქალები და ქალები უფრო სახალისო არჩევანია“ - ეს ჯუდ ლოუს ალფა პერსონაჟის სიტყვებია 2004 წლის ფილმიდან ,,ალფი“ - პროვოკატიული ისტორია ფილოსოფიურ მექალთანეზე, რომელიც იძულებულია თავისი უდარდელი, თავისუფალი ცხოვრება კითხვების წინაშე დააყენოს.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ალფი ელკინსი წარმოადგენს მერყევ, უცოლო ფლეიბოის პროტოტიპს . თუმცა შარმის და მაცდური გარეგნობის უკან სხვა მხარე იმალება... როგორც ამას მიკ ჯაგერის ფილმისთვის დაწერილი სიმღერის ტექსტის შინაარსი ამბობს - “won’t let the love in.” ჯუდ ლოუს განსახიერებული ალფი ნამდვილი გამოწვევაა. მსახიობს თითქმის ყოველი სცენის დროს უხდება მაყურებელთან ინტიმური საუბარი , რისი დახმარებითაც შესანიშნავად ახერხებს ფანტაზიასა და რეალობას შორის არსებული კედლის გარღვევას. ფილმში ჯუდ ლოუს პარტნიორობას უწევენ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობები: სუზან სარანდონი, მარისა თომეი და სიენა მილერი.

2004 წლის ,,სიახლოვე“ ლოუს კიდევ ერთი წარმატებული ფილმია. ნატალი პორტმანისა და კლივ ოუენისგან განსხვებით, მას ნაკლებად საინტერესო როლი ერგო, თუმცა ჯუდმა შესანიშნავად მოახერხა პერსონაჟის ზუსტი განცდების გადმოცემა, როცა ,,გონებაჩლუნგი“ დენი ვერ ხვდება რამ ჩაარტყა მახვილი ასე ძლიერად. რა გახდა ლოუს ამ როლზე თანხმობის მიზეზი? როგორც ჩანს, სცენარის ავტორი, პატრიკ მარბერი. ,, არაორდინალური დიალოგი და პიესის გულების, ოთხივე პერსონაჟის მიმართ მისი ფოკუსირება“, - განაცხადა მსახიობმა.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
კინო სამყაროში ჯუდ ლოუ რევოლუციას ახდეს და მედიაში მის შესახებ დაწერილი სტატიები არ წყდება, ისევე როგორც პირადი სკანდალები. შობის ღამეს ჯუდ ლოუ დაინიშნა სიენა მილერზე, რომელიც ,,ალფის“ გადაღებების დროს გაიცნო. მსახიობმა საცოლესთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა, როცა შვილების ძიძასთან, დეიზი რაიტთან უღალატა. ეს ფაქტი, 2006 წლის ნოემბერს, მათი დაშორების მიზეზი გახდა.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
2006 წელს ჯუდი დაბრუნდა ნაკლებად ცნობილი ფილმით : ,,მეფის მთლიანი გარემოცვა“ (All the King's Men) ენტონი ჰოპკინსთან, ქეით უინსლეტთან და შონ პენთან ერთად. შემდეგ იყო ნენსი მეიერსის რომანტიკული კომედია ,,შვებულება“(The Holiday). ჯუდი დაქვრივებულ, მარტოხელა ახალგაზრდა მამას თამაშობს, რომელიც ცხოვრების ღირსეულ თანამგზავრს ეძებს. მსახიობის გულწრფელმა თამაშმა და კამერონ დიაზთან სიახლოვის დროს მისმა მომხიბვლელობამ, შეიძლება ითქვას, ფილმის წარმატებით მუშაობას შეუწყო ხელი. ხოლო მას შემდეგ რაც (2011 წელს) პაპარაცებმა, ლონდონში, ისინი ერთად სეირნობისას დააფიქსირეს, წყვილმა მედია მათი რომანის შესახებ აალაპარაკა.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
,, ჯუდი ქარიზმატული, მხიარული და ძალიან მომხიბვლელია, - განაცხადა კამერონ დიაზმა. - მისი შეყვარება ძალიან ადვილია.“


მორალი უპირისპირდება ამორალურობას ენტონი მინგელას კრიმინალურ დრამაში ,,გატეხვა და შეღწევა“ (Breaking and Entering). ჯუდ ლოუს პერსონაჟს, უილ ფრენსისს ჰყავს ცოლი და ქალიშვილი, რომელიც აუტიზმით არის ავად. ის საკამოდ წარმატებული არქიტექტორია, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება, მას გაქურდავენ და სამუშაოსთვის საჭირო ნივთებს მოპარავენ. გამოძიებას უილი ქურდის დედასთან მიჰყავს. ფილმი იმ ზრდასრული მაყურებლისთვის არის გათვლილი, ვისაც ადამიანური ურთიერთობების ეკრანზე ხილვა სურს. მერწმუნეთ, სულ მცირე, ჯუდ ლოუს და ჯულიეტ ბინოშის არაორდინალური წყვილის შეყვარებას მაინც შეძლებთ.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
2007 წელს ჯუდ ლოუ მონაწილეობს ნორა ჯონსთან და ნატალი პორტმანთან ერთად არაკომერციულ ფილმში ,,ჩემი კენკროვანი ღამეები“ (My Blueberry Nights ) და უპირისპირდება მაიკლ კეინს 1972 წლის ,,დეტექტივის“ (Sleuth) ადაპტაციაში.
კარიერისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ მსახიობმა პირადი ცხოვრება ვერ ააწყო. 2009 წლის სექტემბერს, ამერიკელმა მოდელმა, სამანტა ბურკმა ჯუდ ლოუს მეოთხე შვილი გაუჩინა. მსახიობი ბავშვის დაბადებამ ვერ აიძულა დარჩენილიყო ქალთან, რომელთანაც მხოლოდ ორკვირიანი ,,თავგადასავალი“ აკავშირებდა. მოგვიანებით, ჯუდმა კვლავ სიენა მილერთან განაახლა ურთიერთობა, მაგრამ დიდხანს ვერ გაუძლო გართობის და წვეულებების მოყვარულ პარტნიორს და ხანგრძლივი მეგობრობის შემნდეგ ყოფილ ცოლს, შვილების დედას, სედი ფროსტს დაუბრუნდა.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
2009 წელს ჯუდ ლოუმ კვლავ ითამაშა ლეგენდარული პერსონაჟი ,,შერლოკ ჰოლმსში“ (Sherlock Holmes), დოქტორი ჯონ უოტსონი, მსოფლიოს უდიდესი დეტექტივის სანდომიანი მეგობარი და პარტნიორი. ფილმს, გაი რიჩის რეჟისორობით, უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მან, მხოლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 200 მილიონზე მეტი მოაგროვა, რაც ფილმის გაგრძელების საფუძველი გახდა (Sherlock Holmes: A Game of Shadows 2011).
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
,,არ მინდა, როცა დავბერდები, უკან მოვიხედო და ვთქვა, - ეს არასდროს გამიკეთებია, - ეს გავიფიქრე, როცა რობერტ დაუნი ჯუნიორს პირველად შევხვდი და გადავწყვიტე შერლოკ ჰოლმსში მონაწილეობა, - განაცხადა ჯუდმა ფილმის ფრომოუშენის დროს. - ორი დღის მერე კი ჩემ თავს ვეკითხები , - რას ვაკეთებ? დოქდორი ჯონ უოთსონის თამაშს ვაპირებ, რაც სიგიჟეა, რადგან ეს ის არ არის ის, რისი გაკეთებაც მინდა. - კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჩემთვის საოცარი გამოცდილება იყო, ძირითადად კი იმის გამო, რომ რობერტ დაუნი ჯუნიორს, როგორც ადამიანს ძალიან ვაფასებ და მომწონს მისი მუშაობა ფილმის გადაღებების პროცესში.“
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია იქცა კინოინდუსტრიის საკულტო ფიგურად, მას თავისი საყვარელი საქმიანობა არ შეუწყვეტია. 2009 წელს ბროდვეიზე ითამაშა ,,ჰამლეტში“, რომელმაც უფრო დიდი მითქმა - მოთქმა და ონლაინ სპეკულაცია გამოიწვია, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა მძაფრსიუჟეტიანმა მიუზიკლმა ლონდონში. Variety- ის დევიდ ბენედიქტი წერს:
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
,, ჯუდ ლოუ სცენაზე ყოფნის დროს ამჟღავნებს გონებასა და მეტყელ სხეულს შორის დინამიკურ კავშირს. მაღალი კაცი, საოცრად კომპაქტურად გამოიყრება. ძირითადად კი იმის გამო, რომ ფიზიკურ თავისუფლებას გრძნობს და როგორც ტენისის მოთამაშე, შეუძლია თავისუფალი მდგომარეობიდან ნებისმიერ ადგილზე გადახტომა, რაც მას მოწინავედ და საშიშად აქცევს.“

ბოროტი ძალა (best villain) სტივენ სოდერბერგის ,,ინფიცირებაში“ (Contagion 2011) არის ვირუსი, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავს, მაგრამ თუ შეიძლება, რომ მეორეც არსებობდეს, ეს ჯუდ ლოუს უპრინციპო ბლოგერია, რომელიც პანიკას ავრცელებს და ამით კაპიტალიზაციას ახდენს. ის ფილმის ყველაზე კომპლექსური, მორალურად დასაგმობი, საძაგელი და ამავე დროს საინტერესო პერსონაჟია, ვისთვისაც ჟურნალისტიკა ნარცისიზმი და ხულიგნური აზრების სხვებისთვის თავზე მოხვევაა.

მომდევნო წელს მსახიობმა კიდევ ერთი ლიტერატურული პერსონაჟი ითამაშა ლევ ტოლსტოის ,,ანა კარენინას“ მორიგ ეკრანიზაციში. ზოგიერთმა კინო კრიტიკოსმა ალექსეი კარენინი ჯუდ ლოუს ერთ-ერთ საუკეთესოდ შესრულებულ როლად შერაცხა. ხოლო მათ, ვინც 1935, 1997 წლების ეკრანიზაცია ამჯობინა, მისი ინტელიგენტური და ვისცერალური პერსონაჟის ქება არ გამორჩენია.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
,,ვფიქრობ, რომ პერსონაჟის კარგად ათვისებისთვის საჭიროა გარკვეული გამოცდილების არსებობაც, - აღნიშნა მსახიობმა. - აუცილებელია მაყურებელს აჩვენო ის ჭრილობები და იარები, რომლებიც შენს გონებაში და სულში ტრიალებს“
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ბოლოს, ჯუდ ლოუ ვიხილეთ სოდერბერგის კრიმინალურ დრამაში ,,გვერდითი მოვლენა“ (Side Effects) რუნი მარასთან და კეტრინ ზეტა ჯონსთან ერთად, რომელიც 2013 წლის რვა თებერვალს გამოჩნდა კინოთეატრის ეკრანებზე. მსახიობი თამაშობს ფსიქიატრს, რომელიც ახალგაზრდა, მომხიბვლელ პაციენტს ზომაზე მეტად უახლოვდება და ნაკლებ პროფესიულ ყურადღებას უთმობს, რასაც ცუდ შედეგებამდე მივყავართ. მისი პერსონაჟი იძულებულია, როგორმე გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, გადაარჩინოს საკუთარი თავი, როგორც ემოციურად, ისე პროფესიულად, დაიბრუნოს ოჯახი უკან და გაარკვიოს სინამდვილეში რა მოხდა. ეს ჯუდ ლოუს სტივენ სოდერმერგთან მეორე თანამშრომლობაა, სავარაუდოდ, კი ამ გენიალური რეჟისორის ბოლო ნამუშევარი.
ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ტორონტოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე 9 სექტემბერს შედგა რიჩარდ შეპარდის შავი კომედიის ,,დომ ჰემინგუეი“- ს (Dom Hemingway) პრემიერა, სადაც ჯუდ ლოუ კვლავ მთავარ როლში გვევლინება. როგორც მსახიობმა, ისე ფილმმა უკვე დაიმსახურა კინო კრიტიკოსთა აღფრთოვანება. როგორც ჩანს, ჯუდ ლოუს ყველაზე ,,მსუყე“ პერსონაჟი ყველაზე საკულტო როლი იქნება მის კარიერაში და კრიტიკოსთა თქმით, მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ბრიტანული განგსტერული ფილმების ისტორიაში. მსახიობმა, რომელმაც როლისთვის 13 კილოგრამი მოიმატა, საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს და თავის ვარცხნილობაზეც კი იხუმრა : ,,დომი საშიში, ამაზრზენი პრიმატია, ნამდვილი მაიმუნი. ჩვენც ხომ ყველა ასეთები ვართ, როცა თავზე თმას ვკარგავთ.“

,,თავისი კარიერის მანძილზე ჯუდ ლოუ ყოველთვის დიდებული ფერfომანსებით გამოირჩეოდა, მაგრამ, ძალიან მარტივად, დომ ჰემინგუეი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, - წერს Collider. - ჯუდ ლოუ მთელი სერიოზულობით ეკიდება დომს, როგორც შექსპირისეულ პერსონაჟს. მსახიობის თავდადება ჰემინგუეის ხდის ბრაზმორეულ და დაუღალავად პატივმოყვარე ადამიანს, რაც შოკისმომგვრელია. შეპარდის ვულგარული ენა ჯუდ ლოუს პირიდან ისმის, როგორც მშვენიერი პოემა. ოსკარზე ნომინირებული მსახიობი როლის ემოციურ მხარესაც შესანიშნავად ართმევს თავს, მაგრამ კომედიაა, იქ სადაც დომი შეუხებელია.“


ჯუდ ლოუ, ყოველთვის, აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობებში, მხარს უჭერს სხვადასხვა ფონდებს და მუშაობს Make-A-Wish Foundation-ის, Make Poverty History-ის და Breast Cancer Care-ს ორგანიზაციებისთვის. ლოუ მშვიდობის ადვოკატია და 2011 წელს მონაწილეობდა, ბელორუსიაში, ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონების საწინააღმდეგო სახალხო აქციაში. 2007 წელს საფრანგეთის მთავრობამ კეისრის საპატიო ტიტული უბოძა, ხოლო 2011 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურს წარმოადგენდა.
ჯუდ ლოუ უკვე დიდი ხანია ცდილობს მექალთანის სტატუსის მოშორებას და მედიაში ხშორად აკეთებს განცხადებებს, რომ ხალხი მას არასწორად უგებს.

,, ხშირად გრძელვადიანი ურთიერთობები მაქვს, - განაცხადა ბრიტანელმა გულთამპყრობელმა კოსმოპოლიტენის გერმანულ გამოცემასთან. - ლოიალური ადამიანი ვარ, რის გამოც მექალთანის და სექს-სიმბოლოს სატატუსი არ შემეფერება. ხალხი, ხშირად, არასწორად აფასებს რეალობას ... ჩემთვის ადამიანების პატივისცემა ბევრს ნიშნავს. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, - იცოდე, რომ არსებობენ შენზე უკეთესი და უარესი ადამიანები. - ვფიქრობ, ეს შესანიშნავი რჩევაა იმისთვის, თუ როგორ ვიცხოვრო.“

ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება ჯუდ ლოუს პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება
ჯუდ ლოუ ნამდვილად მდიდარი კაცია, იმის მიხედვით, თუ რამდენად ისიამოვნა თავისი ფილმებით. 1998 წლიდან მისი შემოსავალი, ყოველწლიურად, რადიკალურად იზრდება. ის 90-ი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • beonce თქვა:
    25 ოქტომბერი 2013 17:15 - ID: 7,
    რა სიმპატიურია! feel
    ძალიან კარგი ნიუსია winked

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 21:59 - ID: 6,
    უნიჭიერესი და უსიმპათიურესია love ძალიან ძლიერი მსახიობია, "ხელოვნური ინტელექტი" როგორ მიყვარს, საოცრება ფილმია, უ ძ ლ ი ე რ ე ს ი ა ! ბოლოს ვიტირე love ჯუდიც ძალიან კარგად თამაშობს.
    მისი მონაწილეობით ბევრი ფილმი არ მაქვს ნანახი, რამდენიმეს ყურებას ვაპირებ.
    ნიუსი კი ძალიან კარგია, ყოჩაღ love

  • mokingbird თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 21:12 - ID: 5,
    აააუუუფ..რა მსუყე ნიუსი იყო,ყოჩაღ,მომეწონა ძალიან,თან ჯუდი ნუ უნიჭიერესი და უსიმპაიურესი,მოკლედ უუუ...მიყვარს ეს კაცი,მზე და მთვარე ამომდის,რაღაც ფილმები არ მცოდნია და ვნახავ როცა მოვიცლი,ჩემიაა ეს კაცი,აი გამიხარდა ამაზე ნიუსი

  • chika თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 19:40 - ID: 4,
    ვგიჟდები love

  • tuka თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 15:04 - ID: 3,
    ვაიმე რა კაიაა

  • anna... თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 12:53 - ID: 2,
    უნიჭიერესი და უსიმპატიურესია love ნიუსი ძალიან კარგია

  • ancho_ano თქვა:
    7 ოქტომბერი 2013 02:32 - ID: 1,
    ძალიან კარგი ნიუსია :)) სურათებიც, გიფებიც არაჩვეულებრივია
    ვაიმე რა კაციაააა ცუდად ვარ sad

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top