;
21 ოქტომბერი 2013      salome0789     13 კომენტარი     ნანახია 5367-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

თვალი გადავავლოთ ძველ ჰოლივუდს და გავიხსენოთ
ოსკაროსანი ქალბატონები და მათ მიერ შესრულებული კინო როლები


ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ჯანეტ გეინორი პირველი ოსკაროსანი ქალბატონია. მსახიობს კინოხელოვნებაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო 1927 წელს გადაეცა ფილმისთვის ,,მეშვიდე სამოთხე“ (7th Heaven). რომანტიკული სურათი მოგვითხრობს პარიზში მცხოვრები კანალიზაციის თანამშრომლის და საწყალი გოგონას სიყვარულის ისტორიას. ,,მეშვიდე სამოთხე“ ამ დრომდე ყველაზე შემოსავლიან უხმო ფილმად ითვლება.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1930 წელს ოსკარის ლაურეატია მერი პიკფორდი ფილმისთვის « Coquette » სურათი ტრაგიკული ისტორიაა ახალგაზრდა გოგონას შესახებ - მას შეუყვარდა ადამიანი, რომელმაც ქორწინებისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო საკუთარი მამა სასიკვდილოდ გაიმეტა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მესამე ოსკაროსანი მსახიობი ქალი გახდა ნორმა შირერი ფილმისთვის ,,გაყრა“ (The Divorcee). მსახიობმა უიღბლო ცოლის როლი მოირგო, რომელსაც მეუღლე ღალატობდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1930 წელს, ფილმისთვის ,,მინი და ბილი“, ოსკაროსანი ქალბატონია მერი დრესლერი. მსახიობმა სასტუმროს მფლობელის როლი შეასრულა, რომელსაც აყვანილი შვილის პატიოსნებისთვის უხდებოდა ბრძოლა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
ჰელენ ჰეისმა, 1931 წლის ფილმში ,,მადლონ კლოდეს ცოდვა“, (The Sin of Madelon Claudet) მსუბუქი ყოფაქცევის და ქურდი ქალბატონის როლი შეასრულა, რომელიც ცოდვას მხოლოდ შვილის მატერიალური კეთილდღეობისთვის ჩადის.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
ფილმმა ,,ნაადრევი დიდება“ (Morning Glory) კეტრინ ჰეპბერნს პირველი ოსკარი მოუტანა. სურათი ახალგაზრდა ქალბატონის ცხოვრებას ასახავს, რომელიც პატარა ქალაქიდან ნიუ-იორკში გადავიდა, რათა ცნობილი მსახიობი გამხდარიყო.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1935 წელს ბეტი დევისმა განასახიერა წარმატებული მსახიობი ქალი ფილმში ,,საშიში“ (Dangerous), რისთვისაც მას აკადემიამ საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული მიანიჭა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1937 წელს ლუიზ რეინერმა თავისი პირველი ოსკარი მიიღო ფილმისთვის ,,დიდებული ზიგფელდი“ (The Great Ziegfeld). კინოსურათი ბროდვეის თეატრალურ ცხოვრებას ასახავს.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მომდევნო წელს ლუიზ რეინერი მეორედ გახდა ოსკარის ლაურეატი როლისთვის ფილმში « The Good Earth » სადაც განთავისუფლებული მონა ქალის როლი მოირგო.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
ბეტი დევისმა მეორედ მიიღო პრესტიჟული ჯილდო ეგოისტი ლამაზმანის საუკეთესოდ შესრულებისთვის ფილმში ,,იეზებელ“ (Jezebel)
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1940 წელს ამერიკის კინოაკადემიის რჩეული საუკეთესო მსახიობი ქალბატონია ვივიენ ლი, სკარლეტ ოჰარას როლისთვის ფილმიდან ,,ქარწაღებულნი“.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1941 წელს კინოხელოვნებაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჯინჯერ როჯერსმა მიიღო ფილმისთვის ,,კიტი ფოილი“ (Kitty Foyle). კინოსურათი კომპანიის დირექტორსა და მის ხელქვეითს შორის უთანასწორო ურთიერთობებს ასახავს.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
ჰიჩკოკის ფსიქოლოგიურმა ტრილერმა ,,ეჭვი“ (Suspicion) ჯოან ფონტეინს მოუტანა ოსკარი ლინას როლისთვის, რომელიც შეშფოთებულია ქმრის არაადეკვაური ქცევის გამო.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
გრირ გარსონმა, რომელიც შვიდჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, პრიზის მოპოვება მხოლოდ ერთხელ შეძლო. 1944 წელს ის საუკეთესო მსახიობი გახდა ფილმისთვის ,,მისის მინივერი“ (Mrs. Miniver). მან სოფლელი ქალბატონი განასახიერა, რომელიც სახლში გერმანელ სამხედრო პილოტს მალავდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
1944 წელს საუკეთესო მსახიობი ქალია ჯენიფერ ჯონსი. ,,ბერნადეტის სიმღერა“ (The Song of Bernadette) მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ფრანგი თინეიჯერი გოგონას ბიოგრაფიული სურათია, რომელსაც ღვთისმშობელი ეცხადებოდა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ,,კასაბლანკაში“ შესრულებული მთავარი როლისთვის იმსახურებდა ტიტულს, ამერიკის კინოაკადემიამ ინგრიდ ბერგმანი პირველად , 1945 წელს, ფსიქოლოგიური ტრილერისთვის « Gaslight » დააჯილდოვა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მომდევნო წელს ოსკარის ლაურეატია ჯოან კროუფორდი ფილმისთვის « Mildred Pierce »
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
კინოაკადემიამ ოლივია დე ჰავილენდი ,,ქარწაღებულნში“ შესრულებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის პრიზის გარეშე დატოვა. 1947 წელს კი მან დაამტკიცა, რომ საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონია ფილმში « To Each His Own ».
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
ლორეტა იანგმა, 1948 წელს, მიიღო ოსკარი ,,ფერმერის ქალიშვილში“ შესრულებული მთავარი როლისთვის.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
სულელი ქერათმიანი ქალების თამაშის შემდეგ ჯეინ უაიმანმა დაამტკიცა, რომ კარგი დრამატული მსახიობიცაა. მან ყრუ - მუნჯის როლი მოირგო ფილმში ,,ჯონი მელინდა“ და ოსკარიც დაიმსახურა.
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]
მთავარი როლის შემსრულებელი ოსკაროსანი ქალბატონები [ნაწილი1]

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

13


  • -ECHELON- თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 17:16 - ID: 13,
    ვივიენიი love

  • natuka555 თქვა:
    22 ოქტომბერი 2013 16:03 - ID: 12,
    B2UTY მადლობაა :* რაც მე ესენი ვეძებე :D

  • anna... თქვა:
    22 ოქტომბერი 2013 13:56 - ID: 11,
    ძალიან კარგი ნიუსია

  • tako_takunebi თქვა:
    22 ოქტომბერი 2013 00:34 - ID: 10,
    love love ყველა

  • Ggvantsa თქვა:
    22 ოქტომბერი 2013 00:22 - ID: 9,
    ვივიენ ლი winked

  • natuka555 თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 21:47 - ID: 7,
    კეტრინი, ოლივია, ვივიენი, ბეტი და ინგრიდი love ინგრიდი, კეტრინი და ვივიენი ჩემთვის ქალური სილამაზის იდეალები არიან love ბეტიც ყველამხრივ ულაამაზესი ქალი და რაც მთავარია საოცრად, ენითაღუწერლად კარგი მსახიობი იყო.
    B2UTY
    როგორ მიხარია რომ შენნაირები არსებობენ :D მეოცე საუკუნის ფილმებით იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ ვერცერთი თანამედროვე ფილმი ვერ ჩაანაცვლებს ჩემს გულში მათ. მიუხედავად იმისა რომ ერთ-ორ კარგ ფილმს ათასში ერთხელ ახლაც იღებენ. ბეტის ფილმები რომელ საიტზე ნახე ხო ვერ მეტყვი? სამი-ოთხი ფილმის მეტი ვერ ვნახე ვერსად. ჯოანზეც გეთანხმები, ისე მგონი შეუძლებელია, რომ ბეტი და ჯოანი ერთდროულად გიყვარდეს :D

  • Aniutaa თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 20:44 - ID: 6,
    ვივიენი love

  • KiKi თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 20:42 - ID: 5,
    ულამაზესები და უსაყვარლესები არიან<3 ძალიან კარგი სიახლეა,მრავალფეროვანიც და ამავდროულად საინტერესოც!! love ყოჩაღ love

  • liliana თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 19:56 - ID: 4,
    ღმერთო რა ლამაზი ქალები არიან..ახლა რატომ აღარ იბადებიან ასეთები... sad

  • B2UTY თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 19:54 - ID: 3,
    ვაიმე ჩემი სამყაროა ეს ყველაფერი request
    ზოგს ძველი ჰოლივუდი მხოლოდ ოდრი ჰეპბერნი და მონრო ჰგონია, არადა ამ დროში ისეთი გენიალური მსახიობები იყვნენ მათ გვერდით ჰეპბერნის და მითუმეტეს მერილინის სამსახიობო მონაცემები ნულია

    დევისი ჩემი აზრით, არამარტო ზველი დროის არამედ ყველა დროის ყველაზე ძლიერი ქალი მსახიობია, ანა მანიანს თუ არ ჩავთვლით. ბეტი არის ერთადერთი და განუმეორებელი ჰოლივუდის უკვდავი სახე, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოყალიბდა როგორც მსახიობი და როგორც გენიალური, უძლიერესი ქალი. ჩემი აზრით მას არამატო საშიშში და იეზებელში, არამედ ყველა მის განსახიერებულ როლში უნდა აეღო ოსკარი. განსაკუთრებით არანორმალურად კარგია ევაში, ბეიბი ჯეინში და ყველას პირდაღებულს დაგტოვებთ მისი თამაში Of Human Bondage-ში. უბრალოდ ჩემი ლექსიკონი ზედმეტად მწირია იმისთვის, რომ ამ ქალის, როგორც მსახიობის ფენომენი სათანადოდ შევაფასო და შევაქო. უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ლეგენდა.როგორც თვითონ ამბობდა I'm just too much და She did it the hard way. -- ამ ორი გამონათქვამით ყველაფერია ნათქვამი. ბეტი დევისი ყოველთვის იქნება ნომერ პირველი და ვერც ერთი ქალი მსახიობი ვერ დაჩრდილავს მის სახელს. love

    ჯინჯერმა თავისი კიტი ფოილით დაამტკიცა, რომ ის იყო არამხოლოდ კომედიური ჟანრის საყვარელი გოგონა, რომელიც ასტერთან ცეკვავდა, არამედ ისიც, რომ მას არაჩვეულებრივად შეეძლო დრამატული როლისთვის თავი გაერთვა. ვგიჟდები ამ ქალზე, საყვარელია როგორც პიროვნულად ისე ფიზიკურად და არაჩვეულებრივი მსახიობიც <3 ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

    ჯოანის პიროვნება ჩემთვის მიუღებელი და აუტანელია, მაგრამ ყოველთვის ვაღიარებდი, რომ კარგი მსახიობია, ნამდვილად ძლიერი არტისტი. მისი მილდრედ პირსი ჩემთვის ძალიან შთამაგონებელია. ჯო არაჩვეულებრივად თამაშობს ისევე როგორც ენ შერიდანი.ამ ფილმში ორივენი კარგები არიან <3

    პიქფორდი უხმო კინოს პრინცესა და ულამაზესი ადამიანია. ძალიან ემოციურია მისი შესრულება და ეტყობა, რომ მთელს სულსა და გულს დებდა. feel

    შირერი ჩემთვის ცალკე ფენომენია.... მსგავსი მაგარი ქალი ყველანაირი გაგებით მე არსად მინახავს love ნამდვილად გვაკლია ასეთი მსახიობები დღეს! ვისურვებდი, რომ ამ ქალბატონების ნახევარი პროფესიონალიზმი მაინც ჰქონდეთ დღევანდელ "მსახიობებს".
    კარგი სიახლეა

  • loseyourself თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 19:54 - ID: 2,
    ჩემი ვივიენი <33 სხვები დიდად არ ვიცი ეს ფილმები ჩავუჯდები მერე მოცლილზე კარგი ნიუსია love

  • demetria თქვა:
    21 ოქტომბერი 2013 18:07 - ID: 1,
    ვივიენიიი ვგიჟდებიიი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top