25 October 2013      Hermione...♥     Views 3 318    
Category: Stars / Photos

Joseph Gordon-Levitt/ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ოქროს გლობუსის ორგზის ნომინანტი ამერიკელი მსახიობი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი 1981 წლის 17 თებერვალს მოევლინა ქვეყანას. ჯომ განსაკუთრებული არტისტული მონაცემები ადრეულ ასაკში გამოავლინა , 11 წლისას კი უკვე ლეგენდარული რობერტ რედფორდის რეჟისორობით შექმნილ სურათში მონაწილეობის პატივი ხვდა წილად. მას შემდეგ გორდონ-ლევიტმა არაერთი შთამბეჭდავი პერსონაჟის დაუვიწყარი შესრულება აჩუქა მაყურებელს როგორც დამოუკიდებელ, ისე მსხვილ და მაღალბიუჯეტიან ჰოლივუდურ პროექტებში მონაწილეობის შედეგად. მრავალფეროვანი როლების, ფენომენალური ტალანტისა და ვირტუოზული გარდასახვის უნარის წყალობით ჯოზეფ გორდონ-ლევიტი თანამედროვე ჰოლივუდში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე სანიმუშო არტისტად ითვლება.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
✔ საინტერესო ფაქტები

სრული სახელი: ჯოზეფ ლეონარდ გორდონ-ლევიტი
მეტსახელები: ჯო, ჯოი, JGL, Regular Joe
დაბადების თარიღი: 1981 წლის 17 თებერვალი
დაბადების ადგილი: ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ჯოზეფის მშობლები, ჯეინ გორდონი და დენის ლევიტი კალიფორნიაში მშვიდობისა და თავისუფლების პარტიის აქტივისტები იყვნენ. უჭერდნენ რა მხარს ქალთა სტატუსის გაზრდას, მათ გადაწყვიტეს შვილებისათვის ორმაგი გვარი (გორდონ-ლევიტი) მიეცათ, რათა დედისეული მხარის უფლებები არ შელახულიყო.

* ვარსკვლავის უფროსი ძმა, დენ გორდონ-ლევიტი, 2010 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.

* კალიფორნიაში მდებარე ვან ნუისის სკოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ჯოზეფმა სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც ფრანგულ ენასა და ლიტერატურას დაეუფლა.

* ჯოს ბაბუა, მაიკლ გორდონი, ფართოდ ცნობილი რეჟისორი იყო, რომელსაც ეკუთვნის კლასიკად ქცეული ნამუშევრები სირანო დე ბერჟერაკი (Cyrano de Bergerac) და ბალიშთან საუბარი (Pillow Talk).
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ჯოზეფმა სამსახიობო კარიერა 6 წლისამ, სარეკლამო რგოლებში მონაწილეობით დაიწყო და როგორც თავად ამბობს, თავისი ცხოვრების ეს პერიოდი არასასიამოვნოდ ახსენდება, რადგანაც მეტად არაბუნებრივად უწევდა ქცევა.

* ხშირად ამსგავსებენ ა.წ. გარდაცვლილ ჰიტ ლეჯერს, რომელთან ერთადაც მან ითამაშა ახალგაზრდულ კომედიაში სახელწოდებით 10 მიზეზი, რის გამოც მძულხარ (10 Things I Hate About You).

* რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლეჯერის გარეგნობის გარდა, ჯოზეფის ვიზუალი კიანუ რივზის ფიზიკურ მონაცემებთანაც არაერთხელ შეუდარებიათ.

* გორდონ-ლევიტის საყვარელი მსახიობები კრისტიან ბეილი, გარი ოლდმენი და დენიელ დეი-ლუისი არიან. პირველ ორთან ერთად მან ითამაშა კრისტოფერ ნოლანის ბნელი რაინდის აღზევებაში (The Dark Knight Rises), უკანასკნელთან ერთად მუშაობის პატივი კი ჯოზეფს სტივენ სპილბერგის გახმაურებულ ისტორიულ დრამაში სახელწოდებით ლინკოლნი (Lincoln) ხვდა წილად, სადაც მან აბრაამ ლინკოლნის ვაჟის, რობერტის როლი შეასრულა.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ადამიანები, რომლებსაც ჯოზეფთან ერთად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა მოუწიათ, მას ახასიათებენ, როგორც საოცრად ნიჭიერ, შრომისმოყვარე, კრეატიულ და ერთ-ერთ ყველაზე სათნო და გულღია პიროვნებას, ვინც კი ოდესმე შეხვედრიათ.

* მეგობრობს ლეონარდო დიკაპრიოსთან, ენ ჰეტეუეისთან, ზოი დეშანელთან, ემილი ბლანტთან, ჩენინგ ტატუმთან და მიშელ ტრახტენბერგთან.

* კინოკრიტიკოსები ჯოზეფის განსაკუთრებულ უპირატესობად ურთულესი როლების განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შესრულებას მიიჩნევენ, რაც მის თამაშს ერთდროულად ბუნებრივსა და ელეგანტურს ხდის.

* უკრავს გიტარასა და დრამებზე.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ფილმ იდუმალი კანის (Mysterious Skin) გადაღებებისას ლურჯ ლინზებს ატარებდა.

* ჯოზეფი კომპანია hitRECord-ის დამფუძნებელია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა დარგში მოღვაწე არტისტებს აერთიანებს და კრეატიული იდეების განხორციელების საშუალებას აძლევს.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ავტორია საბავშვო წიგნისა პაწაწინა ისტორიების პაწაწინა წიგნი (The Tiny Book of Tiny Stories).

* აქვს თამბლერის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებას თავის შემოქმედებით ცხოვრებას უზიარებს და არც ფანებთან აქტიურ კონტაქტს იზარებს.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ფილმ ჩინებული დევნის (Premium Rush), გადაღებებისას, რომელშიც მსახიობი ნიუ-იორკში კურიერად მომუშავე პროფესიონალი ველოსიპედისტის როლს ასრულებს, ჯო ერთ-ერთი ილეთის შესრულებისას ისე მძიმედ დაშავდა, რომ მისთვის 31 ნაკერის დადება გახდა საჭირო.

* ჯო აღიარებს, რომ ლედი გაგას დიდი თაყვანისმცემელია.

* არც იმას მალავს, რომ გუგლის მეშვეობით ხშირად ამოწმებს თავისზე დაწერილ სტატიებს. მისი თქმით, ეს ეხმარება უკეთ შეიცნოს საზოგადოების აზრი და მომავალში მათ უფრო მისაღები პროექტები შესთავაზოს.

* ჯოზეფს საფუძვლიანი ფიზიკური გარდასახვა დასჭირდა ფილმებისთვის ჰეშერი (Hesher) და ლუპერი (Looper) ამ უკანასკნელში ვარსკვლავი ბრიუს უილისის პერსონაჟის ახალაზრდა ვარიანტს თამაშობს.

ჰეშერი

Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt


ლუპერი

Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-LevittJoseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt

***

Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt


* მსახიობის თქმით, დასაწყისი (ნოლანის ფილმის მიხედვით, მეთოდი, რომლის მეშვეობითაც სხვათა გონებაში რაიმეს ჩანერგვაა შესაძლებელი), რომ რეალური იყოს და მას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, ხალხს კრეატიული შემოქმედების სურვილს ჩაუნერგავდა.
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt

* სიამოვნებით ითანამშრომლებდა ტიმ ბარტონთან.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ვარსკვლავის თქმით, ძმები კოენების მიერ შექმნილი ფილმები მუდამ დადებით განწყობას უქმნის.

* ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ჯომ განაცხადა, რომ მიუზიკლში მონაწილეობის დიდი სურვილი აქვს და უკვე შეუდგა კიდეც შესაფერისი პროექტის ძებნას.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt
* ოქროს გლობუსის ნომინაციები მიიღო ფილმებისთვის 500 დღე სამერთან ერთად (500) Days of Summer და 50/50.

(500) Days of Summer

Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt

50/50

Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt


* 2013 წელს დიდ ეკრანებზე ჯოზეფის პირველი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო ნამუშევარი, დონ ჯონი (Don Jon) გამოვიდა, რომელშიც ვარსკვლავს პარტნიორობას სკარლეტ იოჰანსონი და ჯულიანა მური უწევენ. ფილმი კომედიურ-სატირული ჟანრისაა და საკმაოდ დადებითი შეფასებები მიიღო.
Joseph Gordon-LevittJoseph Gordon-Levitt

***
Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt


✔ ფოტოკრებული

Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt
Joseph Gordon-Levitt

Joseph Gordon-Levitt


Category: Stars / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top