;
26 ოქტომბერი 2013      Hermione...♥     21 კომენტარი     ნანახია 2367-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

Matthew Macfadyen/მეთიუ მაკფეიდენი

მეთიუ მაკფეიდენი 39 წლის ბრიტანელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: სიამაყე და ცრურწმენა (Pride and Prejudice), სიკვდილი დაკრძალვაზე (Death at a Funeral), ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ (Frost/Nixon), ანა კარენინა (Anna Karenina) და სამი მუშკეტერი (The Three Musketeers). 2012 წელს იგი თბილისშიც იმყოფებოდა, რათა ბენ ჰოპკინსის ახალ ნამუშევარში, სახელწოდებით ეპიკი მიეღო მონაწილეობა. სურათი ინგლისელ რეჟისორზე მოგვითხრობს, რომელსაც კავკასიის რეგიონში ფილმის გადასაღებად დაიქირავეს და იგი დღის სინათლეს 2014 წელს იხილავს.
Matthew Macfadyen


საინტერესო ფაქტები:

სრული სახელი: დევიდ მეთიუ მაკფეიდენი
დაბადების თარიღი: 1974 წლის 17 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: ნორფოლკი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.91 მ

Matthew Macfadyen

* მეთიუს დედა მსახიობი და ადგილობრივი დრამწრის ხელმძღვანელი იყო.

* ჰყავს უმცროსი ძმა სახელად ჯეიმი.
Matthew Macfadyen

* დაქორწინებულია კილი ჰეივსზე, რომელიც ასევე მსახიობია და რომელთანაც მაკფეიდენს 2 შვილი ჰყავს. წყვილი 2004 წლის 8 ოქტომბერს დაქორწინდა.

* სიამაყე და ცრურწმენის გადაღებებამდე ჯეინ ოსტინის კლასიკური შედევრი წაკითხული არ ჰქონდა. მისტერ დარსის როლიც სცენარზე დაყრდნობით მოირგო.
Matthew Macfadyen

* მეთიუ აკადემიკოსია დრამატურგიის დარგში.

* მეთიუს შვილები, მეგი და რალფი, შესაბამისად 2004 და 2006 წლებში მოევლინნენ ქვეყანას.
Matthew Macfadyen

* მსახიობი BAFTA-ს სატელევიზიო ჯილდოს ორგზის ნომინანტია.

* 2008 წელს სამეფო სატელევიზიო საზოგადოების პრესტიჟული ჯილდოს მფლობელიც გახდა.
Matthew Macfadyen Matthew Macfadyen
კილი ჰეივსთან ერთად

Matthew Macfadyen

Matthew Macfadyen

Matthew Macfadyen


***

Matthew Macfadyen

Matthew Macfadyen

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

21


  • Hermione...♥ თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 20:58 - ID: 21,
    im888,
    დიდი მადლობა, ჩემო კარგო love

  • -ECHELON- თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 16:51 - ID: 20,
    საუკეთესო მისტერ დარსი <3 <3 <3 love

  • im888 თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 12:41 - ID: 19,
    აუ რა მაგარი ნიუსია :) love აი კაცი...

  • LILE თქვა:
    28 ოქტომბერი 2013 08:11 - ID: 18,
    LILE,
    ვაიმე, გავწითლდი, სახეზე ხელები ავიფარე და მაგიდის ქვეშ შევძვერი feel უღრმესი მადლობა, საყვარელო, ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს ასეთი თბილი კომენტარი ♥

    მადლობა შენ საყვრელო, ასეთი კარგი სტატიებისთვის love

  • NataLefayStew თქვა:
    27 ოქტომბერი 2013 23:28 - ID: 17,
    ციტატა: Sophie_Persie
    Matthew Macfadyen

    რააააა? ჩვენც გვაჩვენე,არ შეგიძლია???? belay love

  • Hermione...♥ თქვა:
    27 ოქტომბერი 2013 22:43 - ID: 16,
    MARAUDER,
    elga,
    დიდი მადლობა, მარი და ეკა ♥
    tamo,
    მადლობა შენ! მიხარია, თუ გასიამოვნე ♥
    LILE,
    ვაიმე, გავწითლდი, სახეზე ხელები ავიფარე და მაგიდის ქვეშ შევძვერი feel უღრმესი მადლობა, საყვარელო, ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს ასეთი თბილი კომენტარი ♥
    beonce,
    ძალიან დიდი მადლობა love თუ მაჩუქებს, აუცილებლად გაგიყოფ :)

  • ani-anuka თქვა:
    27 ოქტომბერი 2013 18:33 - ID: 15,
    მისტერ დარსი როგორ მიყვარს love

  • loseyourself თქვა:
    27 ოქტომბერი 2013 16:38 - ID: 14,
    ვგიჟდები სიამაყე და ცრურწმენიდან , კარგი მსახიობია love

  • anna... თქვა:
    27 ოქტომბერი 2013 14:09 - ID: 13,
    უნიჭერესი კაცია love

  • LILE თქვა:
    27 ოქტომბერი 2013 10:20 - ID: 12,
    უნიჭიერესია! "სიამაყე და ცრურწმენაში" უნაკლოდ თამაშობს
    ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსახიობია, როლებს საოცრად ირგებს
    მისტერ დარსის როლი რთული შესასრულებელი იქნებოდა ყველასთვის და მართლა საოცარია, რომ მხოლოდ სცენარზე დაყრდნობით მოახერხა აე საოცრად თამაში love
    "ანა კარენინაში" შეუდარებელია, ჩემი უსაყვარლესი წიგნის, უსაყვარლეს პერსონაჟს ასრულებს და თან ძალიან კარგად!
    მის ყველა ფილმში იგრძნობა რომ უძლიერესია (უბრალოდ მე "სამი მუშკეტერი არ მომწონს wink )
    Hermione...♥ დიდი მადლობა ასეთი სტატიისთვის, როგორ მინდოდა მეთიუზე სიახლე love
    ამ საიტზე ჩემი ფავორიტი ხარ და ყველა შენს სტატიაზე ვგიჟდები, ყველა სრულყოფილი და საინტერესოდ საკითხავია და რაც მთავარია თემებს გემოვნებით არჩევ, მოკლედ, საყვარელო, საუკეთესოო ხარ!!!! love

  • tamo თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 23:51 - ID: 11,
    Sophie_Persie
    ბედნიეროო :)

  • Sophie_Persie თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 23:26 - ID: 10,
    ამმმმ ადმაიანთან სურათიიი მაქვს გადაღებულიიიიიიიიიიიიიიიიიიიი საქართველოში რო იყოოო გადაღებაზე , ირლანდიურ პაბში გავჩითე :) ძალიან თბილი ვინმეა და საყვარელი :)

  • tamo თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 23:03 - ID: 9,
    ე.ი. დავიწყეე "სიამაყე და ცრურწმენაში",რომ ვნახე გულახდილად ვთქვა მეთიუს გარდა არავის არ ვუყურებდი ეგ კი არა და მხოლოდ მე-3დ ნახვის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ კირასა და მეთიუს ცეკვის დროს ხალხი ქრება :DD იმდენად მოირგო ეს როლი,რომ მართლაც ამაყი და არისტოკრატი მეგონა...ვნახე მისი ფილმები და სერიალებიც ყველაგან საოცრად თამაშობს,უნიჭიერესიიაა როლს ირგებს ისე რომ მაოცებს თუნდაც "სიკვდილი დაკრძალვაზე" ავიღოთ..მოკლედ მე თუ არ გამაჩერებთ ჩავიხვევი :DD ყველას მირჩევნია აბსოლუტურად.

    Hermione...♥
    გადავქექე ყველაფერი ვერსად ვნახე ცოტა ისეთი "პაპარაცული" ფოტოები,ვერც შოუები ვნახე (ნუ შეიძლება მე ვეძებდი ცუდად :) ) ამ ბოლო დროს მოიმატა მგონი წონაშიი... "სამ მუშკეტერს" რაც შეეხება იქ საერთოდ ვერ ვიცანი ისე იყო.თვალებმა გასცა :DDDD

    მადლობა კიდევ ერთხელ love .სიმართლე,რომ გითხრა უკვე აღარც ველოდიი
    request გაიხარე :)ძალიან კარგი სიახლეაა. love ფავორიტებში და ფოტოები ჩემთან :DD love

  • elga თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 21:54 - ID: 8,
    ოხ ოხ მისტერ დარსი. როგორ მიყვარს მეთიუ ნამდვილი ბრიტანელი მაჩოა. "სამი მუშკეტერიც"კი მიყვარს მანდაც ბრწყინვალეა . საყვარელი მეუღლე ყავს.
    რავიცი ბრწყინვალე მსახიობია და ძალიან სიმპატიური
    ნიუსი როგორც ყოველთვის კარგი

  • msettori თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 20:57 - ID: 7,
    ძალიან მომწონს ეს კაცი და საერთოდ ესეთი ტიპის ადამიანები,სიამაყე და ცრურწმენიდან შემიყვარდა და ასე მგონია რეალობაშიც ისეთივეა..გარეგნულად მკაცრი,მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი love

  • NiNi_N თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 20:45 - ID: 6,
    მეთ love ძაან მიყვარს ♥

  • beonce თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 20:40 - ID: 5,
    რა კარგი ნიუსია! მისით "სიამაყე და ცრურწმენიდან" მოვიხიბლე და მაინტერესებდა ბიოგრაფია,ფილმოგრაფია .ამ ნიუსით კი დავიკმაყოფილე ინტერესი. love
    Hermione...♥,
    მომეწონა სიახლე feel .არ ეტყობა ამსიმაღლე თუა.რომ გაჩუქებს ცოტა მეც გამიყავი wink

  • MARAUDER თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 20:39 - ID: 4,
    1.91 belay რა ამბავია...
    საყვარელი ტიპია და რაც მთავარია უნიჭიერესი love
    კარგი სიახლეა love

  • Hermione...♥ თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 20:39 - ID: 3,
    tamo,
    ჰაჰა, სამწუხაროდ, ბევრი ფაქტი არ გამოვიდა, ხომ რაა ბრიტანელების ამბავი, ბევრი ლაპარაკი და მით უმეტეს, თავიანთი ცხოვრების გასაჯაროება არ უყვართ. ისე, ფილმოგრაფიაც კარგი აქვს, "სამი მუშკეტერის" გარდა, რაც ვნახე, ყველა მომწონს :)

  • tamo თქვა:
    26 ოქტომბერი 2013 20:30 - ID: 2,
    ვაიმეეე არ ველოოდიი ჯერ არ წამიკითხია ეს სიახლე ისეე ვწერ ამ კომენტარს მოიცა აზრზე მოვიდეე..ვაიმეე შენ შენ შენ გაიხარე ღმერთო კიდე კაი რომ შემოვედიი love drunk

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top