;
29 ოქტომბერი 2013      ta_mo     7 კომენტარი     ნანახია 2149-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები



Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი

რუტა 1983 წლის 23 აგვისტოს დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში, მისი
დედა წარმოშობით ლიტველი გახლავთ, მამა კი ბრიტანელი. მსახიობმა ადრეული
წლები შვედეთში გაატარა, სადაც მან მიიღო საშუალო განათლება, ამავე პერიოდში იგი აქტიურად
იღებდა მონაწილეობას სასკოლო სპექტაკლებში. გედმინტასის სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალში
"Waking the Dead", მას შემდეგ იგი საზოგადოებამ იხილა ფილმებში Prowl, The Lost Samaritan, Miss
Conception და სხვ... რუტას მიერ შექმნილ პერსონაჟებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ
შეგვიძლია მივიჩნიოთ ფრანჩესკა ალანის გმირი სერიალიდან Lip Service, რომლის
მეშვეობითაც გოგონამ ბრიტანელი მაყურებლის დიდი სიყვარული დაიმსახურა.



სრული სახელი: რუტა გედმინტასი
დაბადების თარიღი: 1983 წლის 23 აგვისტო(30 წლის)
თვალის ფერი: მწვანე
თმის ფერი: ყავისფერი
სიმაღლე: 1.78



მსახიობმა მისი მრავალწლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე 15 პერსონაჟი
განასახიერა, კინოსა და თეატრის პარალელურად რუტა ფოტოგრაფიითა გატაცებული.

"მამამ რუტა ყვავილის საპატივსაცემოდ დამარქვა, რომელიც ლიტვაში იზრდება,
იგი სარეველას მოგაგონებთ ისევე როგორც მე."


რუტას თქმით მისი პირადი ცხოვრება არასდროს ყოფილა სირთულეებით აღსავსე,
ამიტომ ფრენკისთას საკუთარი თავის გაიგივება უჭირს, მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ეკრანული
გმირებისგან განსხვავებით იგი ხშირად იღიმის.





"ბავშვობაში უზომოდ მორცხვი ვიყავი და მსურდა მოცეკვავე გავმხდარიყავი"

"ფრენკი უგუნური, ცეცხლოვანი და სპონტანურია, მტკივნეული
ცხოვრებისეული გამოცდილება მას ცივ და უტაქტო ადამიანად წარმოაჩენს,
თუმცა რეალურად მასში პატარა გოგონა იმალება, ამიტომ მისი განსახიერება ჩემთვის
არც თუ ისე მარტივი იყო."


რუტა საყვარელ კომპოზიციად ბითლზების In My Life-ს ასახელებს.

თავისუალ დროს გედმინტასი ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ატარებს,
მსახიობის თქმით მისთვის ყველაზე დიდი განტვირთვა პატარა ბიძაშვილებთან ერთად თამაშია.

ინსთაილთან ინტერვიუში რუტამ ფავორიტ დიზაინერად ჯორჯო არმანი დაასახელა.

Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი

Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი

Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი
Ruta Gedmintas / რუტა გედმინტასი

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

7


  • anna... თქვა:
    31 ოქტომბერი 2013 14:14 - ID: 7,
    კარგი გოგოა

  • ta_mo თქვა:
    30 ოქტომბერი 2013 00:22 - ID: 6,
    DiamondsAndHeels14
    მადლობა მარ love
    tammsayswhat
    ჰაჰა wink ასევე მადლობა love
    MARAUDER
    დიდი მადლობა.

  • MARAUDER თქვა:
    30 ოქტომბერი 2013 00:09 - ID: 5,
    ამ გოგოს სახელი განაგონი მქონდა, მაგრამ მის ფილმოგრაფიას საერთოდ არ ვიცნობ :-D
    ძალიან კარგი სტატია <3 ... დამაინტერესა მისმა ფილმებმა..

  • 29 ოქტომბერი 2013 23:10 - ID: 4,
    მევასება ეს ქალი feel

  • tammsayswhat თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 21:58 - ID: 3,
    ohh Frankie :D :D ise admin shens orientaciashi ukve echvic ki mepareba... namdvilad naturali xar? (think) Kai newsia love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 21:30 - ID: 2,
    აი Badass:D ვის მაგონებსსს... როგორ მომწონს მისი ტატუ მარჯვენა ხელზე<3 კარგი სიახლეა. მომენტებში უხეშია მომენტებში ნაზი, მაინტერესებს მისი ფილმები.

  • Hermione...♥ თქვა:
    29 ოქტომბერი 2013 21:08 - ID: 1,
    პირველად გავიგე ამ გოგოს შესახებ, მაგრამ პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ დადებითია - ლამაზი და ყველასგან განსხვავებული სახეა, მოკლედ ისეთი, როგორებსაც შენ გვაცნობ და გვაყვარებ ხოლმე, თამო, შენი არაჩვეულებრივი ნიუსებით! love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top