1 November 2013      Hermione...♥     Views 4 655    
Category: Stars / Photos

Ellen Page/ელენ პეიჯი

26 წლის მშვენიერი კანადელი მსახიობი, ელენ პეიჯი, არა მხოლოდ სასიამოვნო გარეგნობით, არამედ იშვიათი სამსახიობო ნიჭით, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და შესანიშნავი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა. ოსკარის ნომინანტმა ვარსკვლავმა ჯერ კიდევ მცირე ასაკში შეძლო ისეთი წარმატების მიღწევა, როგორსაც ბევრი მთელი კარიერის მანძილზე ვერ აღწევს. თუმცა, პეიჯი ამით არ კმაყოფილდება და აქტიურად აგრძელებს კინოინდუსტრიაში მოღვაწეობას.

Ellen Page

✔ საინტერესო ფაქტები

სრული სახელი: ელენ ფილპოტს-პეიჯი
დაბადების თარიღი: 1987 წლის 21 თებერვალი
დაბადების ადგილი: ჰელიფაქსი, კანადა

Ellen Page
* ელენის მამა, დენის პეიჯი გრაფიკოსია, დედა, მარტა ფილპოტსი კი-მასწავლებელი.

* ჰყავს უფროსი ნახევარძმა და ნახევარდა.
Ellen Page
* ელენი თეატრალურ სკოლაში სწავლობდა და 10 წლის იყო, როდესაც პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო წარმატებულ კანადურ სატელევიზიო პროექტში.

* გამოირჩევა შესანიშნავი იუმორის გრძნობით, რაც მის კოლეგებს არაერთხელ აღუნიშნავთ.
Ellen Page
* ხშირად ასრულებს ინტელიგენტი პერსონაჟების როლებს.

* ელენი ფემინისტია და ამის გამო მუდამ თავს არიდებს ისეთ ფილმებში მონაწილეობას, რომლებიც მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ხასიათს სტერეოტიპულად ხატავენ.
Ellen Page
* პეტი სმიტი, ქეით იუნსლეტი და მერილ სტრიპი პეიჯის საყვარელი მსახიობები არიან.

* "ჯუნოში" შესრულებული როლისთვის ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა SAG Award-ის ნომინაციები და Independent Spirit Award-ი მიიღო.
Ellen Page
* თმა გადაიპარსა ფილმისთვის Mouth to Mouth.

* "ჯეინ ეარის" უახლეს ეკრანიზაციაში მაიკლ ფასბენდერთან ერთად უნდა ეთამაშა, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა და საბოლოოდ მთავარი როლი მია ვასიკოვსკას ხვდა წილად.
Ellen Page
* ელენის საყვარელი შემსრულებელია ბიორკი.

* როდესაც ნიუ-იორკში პირველად მოხვდა, ტანმორჩილობის გამო ყველა პაწაწინა კანადელს ეძახდა.
Ellen Page
* ხვდებოდა ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც ელაიჯა ვუდი, ემილ ჰირში და ალექსანდრ სკარსგარდი არიან.

* ამ დრომდე, ელენის ყველაზე წარმატებულ პროექტად კრისტოფერ ნოლანის "დასაწყისი" ითვლება. მასში მსახიობი არქიტექტურის ფაკულტეტის ნიჭიერი სტუდენტის როლს ასრულებს, რომელსაც სხვათა სიზმრების სახიფათო და თავგადასავლებით აღსავსე ორომტრიალში მოუწევს ჩაბმა.
Ellen PageEllen Page
Ellen Page

✔ ფოტოკრებული

Ellen Page
Ellen PageEllen Page
Ellen Page
Ellen PageEllen Page
Ellen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen Page
Ellen PageEllen PageEllen Page
Ellen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen PageEllen Page
Ellen Page
Ellen Page
Ellen Page
Ellen Page
Ellen Page
Ellen Page

Category: Stars / Photos
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top