;
7 ნოემბერი 2013      Hermione...♥     19 კომენტარი     ნანახია 4867-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

Tom Hardy/ტომ ჰარდი

ტომ ჰარდი 36 წლის ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც კარიერა სამშობლოში, თეატრალურ დადგმებში მოაწილეობით დაიწყო, მაგრამ მსოფლიო აღიარება კრისტოფერ ნოლანის დასაწყისში (Inception) შუსრულებული როლით მოიპოვა. გახმაურებული ფანტასტიკის შემდეგ, მაყურებელმა ჰარდი იხილა ისეთ წარმატებულ პროექტებში, როგორებიცაა მეომარი (Warrior), უკანონო (Lawless) და ბნელი რაინდის აღზევება (The Dark Knight Rises). შედეგად, დღესდღეობით ჰარდი მიიჩნევა არა მხოლოდ მილიონობით ქალბატონის გულთამპყრობელ ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ, არამედ საკმაოდ პერსპექტიულ მსახიობადაც, რომელიც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას როგორც კინოში, ისე თეატრში.

✔ საინტერესო ფაქტები

სრული სახელი: ედუარდ ტომას ჰარდი
დაბადების თარიღი: 1977 წლის 15 სექტემბერი
დაბადების ადგილი: ჰემერსმიტი, ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე: 1.75 მ

Tom Hardy
* მისი მამა, კრის ჰარდი მეხანძრეა.

* 1999-2004 წლებში დაქორწინებული იყო სარა უორდზე.

* ტომი 21 წლის იყო, როდესაც სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა.
Tom Hardy
* ლონდონის დრამატული თეატრის ანსამბლს ტომი 1998 წელს შეუერთდა.

* უყვარს ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები და ხილის წვენები.

* ჰყავს ძაღლი სახელად მაქსი.

* 2004 წელს ლოურენს ოლივიეს სახელობის თეატრალურ ჯილდოზე იყო ნომინირებული, როგორც ყველაზე პერსპექტიული ახალბედა არტისტი.

* მისი სამსახიობო რეპეტიტორი თავის დროზე სერ ენტონი ჰოპკინსს ამზადებდა.

* ტომსა და ევან მაკგრეგორს ერთი აგენტი ჰყავთ.
Tom Hardy
* უარყოფით პერსონაჟებს თამაშობს სტარ ტრეკისა და ბეტმენის ფილმებში.

* Variety-ს მიხედვით 10 ყველაზე ყურებად მსახიობთა სიაში მესამე ადგილზეა.

* გაიარა ქასთინგი სიამაყე და ცრურწმენის ეკრანიზაციაში მისტერ დარსის როლის შესასრულებლად, მაგრამ რეჟისორმა მის მაგივრად მეთიუ მაკფეიდენი აირჩია.
Tom Hardy
* 2008 წლის 8 აპრილს ტომს შეყვარებული რეიჩელ სპიდისგან ვაჟი, სახელად ლუის ტომას ჰარდი შეეძინა.

* ამჟამად დანიშნულია შარლოტა რაილიზე, რომელიც ქარიშხლიანი უღელტეხილების სატელევიზიო ვერსიის გადაღებებისას გაიცნო. სერიალში ჰარდი ჰიტკლიფის როლს ასრულებს.

* 2013 წელს Empire-მ ტომს ყველა დროის ყველაზე სექსუალურ კინოვარსკვლავთა სიაში მე-17 ადგილი უბოძა.
Tom Hardy


✔ გამორჩეული როლები

გთავაზობთ 3 ფილმს მსახიობის მონაწილეობით, რომლებში შესრულებული როლებიც მისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

დასაწყისი (Inception)

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy


მეომარი (Warrior)

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy

***

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy

უკანონო (Lawless)

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy


✔ გამონათქვამები

-საშუალო ფენის ოჯახში დავიბადე და გავიზარდე და ჩემი ტატუები ჩემს წარმომავლობას მახსენებს.

-ნახშირწყლების ნაკლებობას ჭკუიდან გადავყავარ.

-მე მძულს პუბლიცისტები და პუბლიკა, მაგრამ მიყვარს ხალხი.

-ყველაზე მეტად, შექსპირისა და ჩეხოვის ნაწარმოებების დადგმებში მონაწილეობა მიყვარს.

-მე ძალიან მგრძნობიარე დედიკოს ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვობაში თოჯინებით თამაშობდა.

-მსახიობობაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სხვა ადამიანად უნდა გარდავისახო. წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას ყველა ყვირის: ნახეთ, ეს ხომ ტომ ჰარდია! მაგრამ მე არ მინდა ვიყო ტომ ჰარდი... მსურს მუდამ სხვა პიროვნებათა აპლუაში გამოვცადო თავი.

-თუ თქვენი პატარა ვაჟი თოჯინებით თამაშობს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის გეი იქნება. ნურც დაუშლით ასეთ გასართობს, რადგანაც მომავალ ცხოვრებაში ძალიან წაადგება. პირადად მე, ჩემი შვილის დაძინება არასოდეს გამჭირვებია, რადგან ბავშვობაში თოჯინებზე ვზრუნავდი და ამის ერთგვარი პრაქტიკა მქონდა.

-თუ ვინმე ამბობს, რომ ცივი ადამიანი ვარ, არ დაუჯეროთ, რადგან მე ამქვეყნად ყველაზე მოსიყვარულე არსება ვარ. ხოლო თუ თქვენთან ჩახუტებაზე უარს ვიტყვი, ამას თქვენსავე საკეთილდღეოდ გავაკეთებ, რადგანაც დიდი შანსია, რომ ძალები ვერ მოვზომო და რამე გატკინოთ.


✔ ფოტოკრებული

მსახიობის პირადი ფოტოები

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

***

Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy Tom Hardy

კატეგორია: ვარსკვლავები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

19


  • Anaastasiaa თქვა:
    17 დეკემბერი 2013 07:11 - ID: 19,
    ციტატა: salome0789
    ოოო, ტომ ჰარდი!! ეს ჩვენი კუნთებიანი ბიჭი ხშირად ჭკვიანურად არჩევს პროექტებს, კარგით, უიზერსპუნთან ერთად ნათამაშებ სულელურ კომედიას ვაპატიებ. თუმცა დიდი ხნით ვბრაზობდი ამ იდიოტიზმს, რომ მაყურებინა. ისე მის საუკეთესო ფერfომანსად ნიკოლას უინდინგ რეფნის ,,ბრონსონში" ნათამაშები ფსიქოპატი მიმაჩნია, სრულიად ორიგინალურ სამსახიობო ნიჭს ამჟღავნებს. ,,უკანონოც" კარგი ფილმია, არ გეგონოთ, რომ ფილმებში გამეფებულ ძალადობას ვაღმერთებ, მიყვარს კარგად დაწერილი სცენარი, საინტერესო დიალოგებით, აქ შაია ლაბაფის სამსახიობო მონაცემებმაც გაოცებული დამტოვა, გარი ოლდმენის ეკრანიდან უცაბედი გაუჩინარება კი რეჟისორის შეცდომა იყო. რაც შეეხება ,,დასაწყისს", მგონი, ნოლანის ფილმით ასეთი უკმაყოფილო არასდოს ვყოფილვარ, წარმოიდგინეთ , ,,მუქი რაინდიც" კი მომეწონა. ბეტმენების ყურების სურვილი ადამიანებს განუმეორებელი ჰიტ ლეჯერის და კრისტიან ბეილის სამსახიობო ნიჭმა დაუბრუნა. ტომ ჰარდის ბეინი კი ჰიტ ლეჯერის ჯოკერს არაფრით ჩამოუვარდებოდა, თუმცა ორივე რადიკალურად განსხვავებული ბოროტი ძალაა. და მაინც, ვფიქრომ, რომ საშინელებაა, როცა ამ ორს IMDb-ის Top 250-ში სულ რაღაც ოცეულში ვხვდებით.
    ჯერ-ჯერობით, როგორც მსახიობი, იწვევს ჩემში ინტერესს, მაგრამ მეშინია, რომ ათლეტური აღნაგობის გამო კიდევ გააგრძელებს ,,მაგარი ბიჭების" შესრულებას.

    ასე მეგონა მე ვწერდი belay აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები love მეწყინა ეხლა აქ ბრონსონზე რომ არაფერი ეწერა, არაჩვეულებრივად თამაშობს ნამდვილად. შავ რაინდზეც იგივე აზრის ვარ, მოკლედ ჩემიანი ხარ love wink

  • ninuuuuu თქვა:
    9 ნოემბერი 2013 23:32 - ID: 18,
    ღმერთო რა სიმპატიურია, დავმუნჯდი --------------

  • a-nuki თქვა:
    9 ნოემბერი 2013 20:44 - ID: 17,
    ვგიჟდებიიი <3<3 მიყვააარს

  • Hermione...♥ თქვა:
    9 ნოემბერი 2013 14:01 - ID: 16,
    Cassie,
    მადლობა, სიხარულო, სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა და მინდა გითხრა, რომ მეც ძალიან მომწონს შენი სტატიები. ყოველთვის საინტერესო და ამასთანავე ისეთ თემებს არჩევ, რომელთა შესახებაც საიტზე შედარებით ნაკლები ცნობები მოგვეპოვება (ლიტერატურა, ქორეოგრაფია, დრამა). თემატიკას რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურადაც ყოველთვის გამართულია შენი ნიუსები და ამ ყველაფრით მარტივად მოახერხე ჩემი სიმპათიის მოპოვება. იმედია, მომავალშიც გაგვანებივრებ high class-ის სიახლეებით :)

  • Cassie თქვა:
    9 ნოემბერი 2013 12:47 - ID: 15,
    ეს მსახიობი პირველად ,,ქარიშხლიან უღელტეხილში'' ვნახე და ამ ფილმმა შემაყვარა love Hermione...♥ როგორც ყოველთვის დახვეწილი და სრულყოფილი სტატიაა. უკვე მერამდენე შენი სტატია მიმაქვს ფავორიტებში, სათვალავი ამერია. love

  • NataLefayStew თქვა:
    8 ნოემბერი 2013 23:02 - ID: 14,
    საერთოდ არ მესიმპატიურება,თუნდაც ბრიტანელი იყოს! wink fellow

  • Keta Division თქვა:
    8 ნოემბერი 2013 20:46 - ID: 13,
    უსიმპატიურესიიიიი love ძალიან მიყვარს

  • Hermione...♥ თქვა:
    8 ნოემბერი 2013 20:23 - ID: 12,
    elga,
    კიი, მართლა სახალისოა ეგეც და "მარია ანტუანეტაც" :) ის, რაც წინა კომენტარში დავწერე, პირადად არავინ მიიღოს, უბრალოდ, მიკვირს, როდესაც ვდებ გაცნობითი ხასიათის სტატიას სელებრითზე, რომლის შესახებაც საიტის უზარმაზარ არქივში თითქმის არავითარი ცნობა არ მოიპოვება და უცებ ყველა მისი ფანი ხდება ხოლმე wink

  • elga თქვა:
    8 ნოემბერი 2013 20:01 - ID: 11,
    ციტატა: Hermione...♥
    რა ყველას მოგეწონათ, ფრანკოსავით ამასაც ნუ "გააპაპსავებთ" რაა... ისე, რამდენჯერაც ეს ფოტო თვალში მომხვდება, იმდენჯერ გულიანად მეცინება, რა საყვარლები არიან feel
    elga,
    ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის wink love



    ხოო ეგეთი პონტია.უი რიზის და ტომის ფილმი მომწონს კიდე რა ქვია დამავიიწყდა " this means war" საყვარელი კომედიაა.

    ხოო ფრანკო მე პირადად ბავშვობიდან მომწონს "სპაიდერ მენი" რო ვნახე პირველად ეგრევე ფრანკოს დავადგი თვალი wink

  • Hermione...♥ თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:42 - ID: 10,
    რა ყველას მოგეწონათ, ფრანკოსავით ამასაც ნუ "გააპაპსავებთ" რაა... ისე, რამდენჯერაც ეს ფოტო თვალში მომხვდება, იმდენჯერ გულიანად მეცინება, რა საყვარლები არიან feel
    elga,
    ძალიან დიდი მადლობა როგორც ყოველთვის wink love

  • demetria თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:08 - ID: 9,
    კაი მსახიობია ნუ ესეიგი ომშია კარგად თამაშობს და სიმპატიურიცაა მინდა გითხრათ wink love

  • girl_S თქვა:
    8 ნოემბერი 2013 19:06 - ID: 8,
    ძალიან ძალიამ მიყვარს love სიმპატიურია და თან კარგი მსახიობია love

  • Shakemake თქვა:
    8 ნოემბერი 2013 18:50 - ID: 7,
    მმ რა კაი ტიპიაა :P

  • alicia თქვა:
    8 ნოემბერი 2013 17:02 - ID: 6,
    აუ ვგიჟდები ...

  • elga თქვა:
    8 ნოემბერი 2013 16:25 - ID: 5,
    მე ტომი ფილმ "დასაწყისით" გავიცანი.არადა საკმაოდ შთამბეჭდავი ფილმოგრაფია ქონია.
    მომწონს ტომი საკმაოდ მამაკაცურია არადა უხეში მეგონა მაგრამ კარგი ადამიანი ჩანს ინტერვიუებიდან გავიცანი. საყვარელი სიცილი და ტუჩები აქვს.
    მოკლედ კაი ტიპია. მზრუნველი მამიკო.
    კარგი ნიუსი როგორც ყოველთვიის

  • natianatia თქვა:
    8 ნოემბერი 2013 15:06 - ID: 4,
    გადმოგიღებ ტომ ეკრანიდან და შეგჭამ ... love
    ვგიჯდები შენზე, შენს როლებზე და შენს ტუჩებზე feel

  • tako_takunebi თქვა:
    8 ნოემბერი 2013 04:01 - ID: 3,
    უნიჭიერესია ვგიჟდები love

  • ani-anuka თქვა:
    8 ნოემბერი 2013 00:11 - ID: 2,
    fuck1 ძაან სიმპატიური და მამაკაცურია love მიუხედავად იმისა რო ლამაზი სახე აქვს :)

  • Hermione...♥ თქვა:
    7 ნოემბერი 2013 22:26 - ID: 1,
    ამისი სექსუალურობა არ გაიშვას... სულელი! მაგრამ, არა, მაინც სასტიკად მიყვარს ♥ მიუხედავად იმისა, რომ დაბალი და მსუქანია, სკანდალური და გამაღიზიანებელი გამოხტომები აქვს და მომენტებში ჭკუასუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს, უამრავ ადამიანს და მათ შორიც მეც ერთიანობაში მიმზიდველი გარეგნობით, შესანიშნავი სამსახიობო შესაძლებლობებითა და დადებითი პიროვნული თვისებებით შეგვაყვარა თავი. მართალია "დასაწყისში" არაჩვეულებრივად თამაშობს, მაგრამ მისი პოტენციალი საუკეთესოდ "მებრძოლში" ჩანს და ყველას გირჩევთ ამ ფილმის ყურებას. კიიიდევ ტომი მსოფლიოში ყველაზე თბილი და მზრუნველი მამიკოა, ამას ყველა მისი გარშემომყოფი ადასტურებს და კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევა, რაც გამონათქვამებიდანაც ჩანს. ისე, მაინც კარგია, რომ დარსის როლზე მის მაგივრად მეთი დაამტკიცეს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ელიზაბეტ ბენეტს მაგარი "ბლატნოი" გულისსწორი ეყოლებოდა... უცებ წარმოვიდგინე, ეე wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top