;
10 ნოემბერი 2013      Hermione...♥     28 კომენტარი     ნანახია 4814-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, საინტერესოა

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ცნობილ მსახიობსა 30 Seconds to Mars-ის სოლისტს, მილიონობით ქალის (და არამარტო) საოცნებო მამაკაცს, ჯარედ ლეტოს დეკემბერში 42 წელი შეუსრულდება! აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე ურთულესი გზის წარმატებით გავლა მოახერხა, არა მხოლოდ დამატყვევებელი გარეგნობითა და უიშვიათესი ნიჭით, არამედ დადებითი პიროვნული თვისებებითა და შესანიშნავი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა. ლეტოს მიერ წარმოთქმული ფრაზები უამრავ ადამიანს ახალისებს და შთააგონებს და სწორედ ამ გამონათქვამებს გთავაზობთ სიახლეში.
ჯარედ ლეტოს გამონათქვამები

Powered by www.Mp3Olimp.net

-ყველა ადამიანს უნიკალური და სუბიექტური მუსიკალური გემოვნება გააჩნია.

-მე მცირე ასაკში ვისწავლე ქალების მოპყრობა იმ მაგალითებით, რომლებიც გარშემო მეხვია.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-მე ყოველთვის მომწონდა სატურნი, მაგრამ ბოლო დროს პლუტონის მიმართაც გამიჩნდა სიმპათიები, რადგან პლანეტის სტატუსი მოუხსნეს. ვფიქრობ, რომ თუ რაიმეს კონკრეტულ სტატუსს მიანიჭებ, მისთვის ამ სტატუსის წართმევა უსამართლო საქციელია.

-ადრეულ წლებში სხვების სახლებში ვიპარებოდი და შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი მათ ოთახებში. უცნაურია, მაგრამ სწორედ სხვათა ცარიელ სახლებში საკუთარ თავთან დარჩენისას ვპოულობდი შვებას.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-დედაჩემი ძალიან, ძალიან ჭკვიანი ქალია, რომელიც ჩემგან მუდმივად პატივისცემას მოითხოვს, რადგანაც თავადვე სცემს საკუთარ თავს საოცარ პატივს.

-ჩემი აზრით, უხერხული და პოლიტიკურად ტაბუდადებული თემების განხილვა არტისტის ერთ-ერთი მოვალეობაა.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-ლოს-ანჯელესში 500 დოლარითა და ერთი ზურგჩანთით ჩამოვედი. გაჭირვებით ვიპოვე თავშესაფარი, არავინ არაფერში მეხმარებოდა, მაგრამ დაუღალავი შრომით შევძელი მიმეღწია ყველაფერ იმას, რაც ახლა მაქვს.

-მე არასოდეს განვიხილავ სპორტულ მოვლენებს. ეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე რელიგიური თემების შესახებ დავა.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-ციფრული მოწყობილობების მეშვეობით მთელ მსოფლიოსთან კონტაქტი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

-ვერ ვიტყვი, რომ ქალების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რა სურთ მათ.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-მუსიკის შექმნით პირდაპირ კონტაქტს ვამყარებ ჩემს ფანებთან და მათ ჩემსავე გულისნადებს ვუზიარებ.

-როცა მეკითხებიან მჯერა თუ არა ღმერთის არსებობის, ცალსახა პასუხს ვერასდროს ვიძლევი.
ჩემი აზრით, ჩვენი ტვინები ზედმეტად მომცროა იმისთვის, რომ რეალურად შევძლოთ უზენაერსი ძალების არსებობის ან არარსებობის ბოლომდე აღქმა.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-მე არ ვუჭერ მხარს გეების უფლებებს. მე ადამიანთა უფლებების დასაცავად ვიბრძვი და ვინაიდან ყველანი თანასწორნი ვართ, ყველას უნდა შეეძლოს დაქორწინდეს იმაზე, ვისზეც სურს.

-საკუთარ თავზე უამრავი რამ მომისმენია. ზოგი ამბობს, რომ გეი ვარ, ზოგი ნარკომანს მიწოდებს, სხვების თქმით, ხან ვის ვაფეხმძიმებ, ხან ვისზე ვქორწინდები... როგორც ჩანს, კიდევ ბევრი ჭორების მოსმენა მომიწევს.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-ჩემი რწმენა მთლიანად მეცნიერებას ეყრდნობა. ადამიანების მხრიდან საკმაოდ ეგოისტურად ჟღერს იმის თქმა, რომ სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმები მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე ათეულ წელიწადში ყველაფერი გაირკვევა და ასე ეგოისტურად აღარავინ ისაუბრებს.

-თუ რაიმე ღირებულს შექმნი, ხალხი მისთვის ფულს აუცილებლად გადაგიხდის.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-სიყვარული ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც ყოველთვის უკან უდგას სიკეთეს, თანადგომას, მიმტევებლობასა და თანასწორობას.

-მინდა გითხრათ, რომ არც პოპულარობა მჭირდება, არც ფული და არც სექსი. ჩემს საქმეს იმიტომ ვაკეთებ, რომ თავს ვალდებულად ვთვლი მის გასაკეთებლად. რადგანაც ბუნებამ კონკრეტული ტალანტით დამაჯილდოვა, იგი სხვებსაც უნდა გავუზიარო და ამით სიხარული მივანიჭო.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები
-მე არასოდეს მიმიცია დაბრკოლებებისთვის იმის უფლება, რომ ოცნების ასახდენად მიმავალ გზაზე შევეფერხებინე. ყოველთვის მიტაცებდა ხელოვნება. ჯერ მხატვრობა მინდოდა, მერე ფოტოგრაფობა, ბოლოს კი კინოსა და მუსიკაში გამოვცადე ძალები. მიუხედავად თავდაპირველი გაურკვევლობებისა, მაინც მოვახერხე საკუთარი თავის პოვნა.

-არ მიყვარს საკუთარ პირად ცხოვრებასა და მისი მეშვეობით მიღებულ გამოცდილებებზე საუბარი. ამიტომაც, მარტო იმას გეტყვით, რომ უსიყვარულო სექსის მომხრე არ ვარ. ჩემთვის ხარისხი რაოდენობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები ჯარედ ლეტოს გამონათქვამები

კატეგორია: ვარსკვლავები, საინტერესოა
Tags:

28


  • lizzy potter თქვა:
    25 ივნისი 2015 15:33 - ID: 28,
    ციტატა: Hermione...♥
    თავიდან ვაპირებდი ჯარედის ჩაცმის სტილზე გამეკეთებინა ნიუსი, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც მის გამონათქვამებზე შევაჩერე. სურვილის შემთხვევაში, მის ლუქებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ. The Echelon, ყველაზე გემოვნებიანი ფანები ხართ და ისე მიყვარხართ, რომ მზად ვარ ყველა სურვილი შეგისრულოთ! love

    wow love ეშელონებსაც გვიყვარხარ love და მეკიდევ განსაკუთრებით, რადგან ეშელონთან ერთად პოტერჰედიც ვარ love და შესაბამისად ჰერმიონი რომ წავიკითხე ძალიან გამიხარდა love ასე გააგრძელე ჰერმი winked love

  • lovejohnnydepp თქვა:
    22 ნოემბერი 2013 20:18 - ID: 27,
    ai agar vici raga vtqvaa...pirvel rigshi avtors minda ugrmesi madloba gadavuxado aseti unaklo niusis dadebisatviiis... love rac sheexeba titon jareds: am adamianze meketeba...yvelaferi miyvars masshi...garegnulad xo unakloa...sulieradac dzalian lamazi adamiania...miyvars misi sigije..araordinaluroba..epatak\juroba..da rac mtavaria misi siyvaruli echelonisadmi love siamayit shemidzlia vtqva rom I AM THE ECHELON love

    ციტატა: Hermione...♥
    თავიდან ვაპირებდი ჯარედის ჩაცმის სტილზე გამეკეთებინა ნიუსი, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც მის გამონათქვამებზე შევაჩერე. სურვილის შემთხვევაში, მის ლუქებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ. The Echelon, ყველაზე გემოვნებიანი ფანები ხართ და ისე მიყვარხართ, რომ მზად ვარ ყველა სურვილი შეგისრულოთ! love

    sheudarebeli angeli xaaaaar love

  • Hermione...♥ თქვა:
    17 ნოემბერი 2013 17:30 - ID: 26,
    Mari Shanidze Echelon,
    მადლობა შენ, ასეთი თბილი კომენტარისთვის! love

  • Mari Shanidze Echelon თქვა:
    16 ნოემბერი 2013 12:38 - ID: 25,
    მაგრად გამიხარდა, ეს ნიუსი რომ ვნახე, რადგან ჯარედზე თითქმის არ იდებოდა არაფერი,და ხალხმაც არ იცოდა მის შესახებ.ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ამ ბოლო დროს ჯარედიც, 30stm -ც ცნობილი გახდა საქართველოში და ეშელონებიც მომრავლდნენ ♥ ავტორო, დიდი მადლობა ამ ნიუსისთვის და იმისთვისაც, რომ ეშელონები ასე ძალიან გიყვარვართ, ჩათვალე რომ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხარ ^_^ ♥ ჯარედს რაც შეეხება, ნუ ეს სრულყოფილებაა,ეს კაცი მაგიჟებს ისე მიყვარს, ნაკლს ვერ ვპოულობ ეს 4 წელია :D არც მე მჯერა რომ 42 წლის ხდება, ვამპირია რა ^_^ ♥ კიდევ დადე რაიმე სიახლეები ჯარედზე ან მარსზე :)გამიხარდა ჩემთვის "მშობლიური" ნიუსი რომ ვნახე და სიამაყით ვკითხულობდი :3 :D ვამაყობ რომ ასეთი კაცის და ასეთი ბენდის ვარ :3 მიყვარხართ ყველა ეშელონი !♥ We are one, we are a family! love

  • Hermione...♥ თქვა:
    12 ნოემბერი 2013 22:09 - ID: 24,
    WelchIrene,
    LILE,
    ორივეს ძალიან დიიიდი მადლობა! love

  • LILE თქვა:
    12 ნოემბერი 2013 17:58 - ID: 23,
    ბრავო! ბრავო! ბრავო! ნუუ როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი! როგორ მინდოდა ჯარედზე სიახლე მენახა და მოულოდნელად ამისრულდა სურვილი! ვგიჟდები, უსაყვარლესი, უნიჭიერესი და ძალიან ჭკვიანია, სახეზე ეტყობა, რომ კეთილშობილი და მხიარული ადამიანია! ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი და მსახიობია და მის შემოქმედებას ძალიან ვაფასებ და მიყვარს! love
    Hermione...♥ უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე! სტატია უუზომოდ მომეწონა! love მოუთმენლად დაველოდები შენს შემდეგ ნიუსს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ასევე იდეალური იქნება! love love love

  • Be Original თქვა:
    12 ნოემბერი 2013 17:11 - ID: 22,
    chemi gulis fetkvaaa <3 <3 drunk

  • WelchIrene თქვა:
    12 ნოემბერი 2013 14:58 - ID: 21,
    Hermione...♥ ბრავო ! feel
    ჯარედი ნამდვილად კარგი პიროვნებაა,გამონათქვამებიც საკმაოდ ღრმააზროვანია. ბოლო გიფი მაგარია laughing

  • keso-leto თქვა:
    12 ნოემბერი 2013 00:42 - ID: 20,
    Love jared
    love 30 second to mars
    love tomo milevic
    love shanon

    Love Jared, 30 second to mars, shanon leto and tomo

  • Hermione...♥ თქვა:
    11 ნოემბერი 2013 20:59 - ID: 19,
    likuna12345,
    beonce,
    tata ۰۪۫۰,
    demetria,
    უღრმესი მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონათ love
    B2UTY,
    მიუხედავად იმისა, რომ თავს საუკეთესოდ ნამდვილად არ ვთვლი, ვაკეთებ იმას, რის საშუალებასაც საკუთარი პოტენციალი მაძლევს და ამიტომაც ძალიან მსიამოვნებს შენგან ასეთი კომენტარი, ელენე ♥ მინდა იცოდე, რომ ბევრი რამ სწორედ შენი ნიუსების მეშვეობით ვისწავლე feel
    elga,
    რას ამბობ, გოგო, მადლობა შენ! იმედია, სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა winked
    rihanna_mari,
    Bao,
    -Diana-,
    ძალიან დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის ♥ გადაწყდა, ამ დღეებში, როცა მოვიცლი, აუცილებლად დავდებ ნიუსს ჯარედის სტილზე :)
    _somebody_,
    პირველ რიგში, დიდი მადლობა ♥ მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შევეცადე რამდენიმე სხვადასხვა საიტიდან საუკეთესო ფრაზები ამერჩია, როგორც ჩანს, ფანი ხარ და მაინც არაა გასაკვირი, რომ ჯარედის უკეთესი გამონათქვამებიც გქონდეს წაკითხული და/ან მოსმენილი. ამიტომაც, თუ არსებობს ფრაზები, რომელთა ნახვასაც აქ ელოდი და იმედები გაგიცრუვდა, PM-ში მომწერე და ჩავამატებ :)

  • -Diana- თქვა:
    11 ნოემბერი 2013 20:13 - ID: 18,
    - ძალიან მიყვარს ♥ Thirty Seconds To Mars ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ჯგუფია ♥ აქ რა საყვარელია ♥ ძალიან კარგი სტილი აქვს ჯარედს. თიკა თუ გააკეთებ კიდევ ერთ უმაგრეს ნიუსს ჯარედის სტილზე ძალიან გამიხარდება ♥ ძალიან კარგი სტატიაა ♥

  • _somebody_ თქვა:
    11 ნოემბერი 2013 19:00 - ID: 17,
    Thirty Seconds To Mars ♥ Jared ♥ Shannon ♥ Tomo ♥
    უფრო საინტერესო ფრაზებიც აქვს ნათქვამი ;) ყოჩაღ, " Hermione...♥ " ,რადგან ჯარედზე სიახლეები იშვიათად იდება,მით უმეტეს ასეთი სახის. ♥

  • Bao თქვა:
    11 ნოემბერი 2013 18:26 - ID: 16,
    ძალიან ძალიან სიმპატიურიააა! ვგიჟდები კაცს რომ ასეთი გრძელი თმა აქვსს და ჯარედისს შემთხვევა ყველაზე მაგარია, მაგრად აქვს თმაა love თან ეს თვალებიი...მოკლეეედ..
    ციტატა: Hermione...♥
    თავიდან ვაპირებდი ჯარედის ჩაცმის სტილზე გამეკეთებინა ნიუსი, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც მის გამონათქვამებზე შევაჩერე. სურვილის შემთხვევაში, მის ლუქებსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ. The Echelon, ყველაზე გემოვნებიანი ფანები ხართ და ისე მიყვარხართ, რომ მზად ვარ ყველა სურვილი შეგისრულოთ! love

    გთხოვ საყვარელო ლუქებიც დადე:))))

  • DaDuKo თქვა:
    11 ნოემბერი 2013 17:42 - ID: 15,
    tma <3

  • tiko_lovely თქვა:
    11 ნოემბერი 2013 14:03 - ID: 14,
    ძალიან საყვარელია <3

  • anna... თქვა:
    11 ნოემბერი 2013 13:21 - ID: 13,
    უსიმპატiურესი და უნიჭერესია love საერთოდ არ ეტყობა რომ 42წლის ხდება

  • demetria თქვა:
    11 ნოემბერი 2013 11:32 - ID: 12,
    ძალიან აძალიან მომეწონაა love

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    11 ნოემბერი 2013 00:37 - ID: 11,
    ჯარედ love უსიმპათიურესია, უნიჭიერესი... კარგი გამონათქვამები აქვს, ისე საერთოდ არ ეტყობა რომ 41 წლისაა love გამეხარდა მასზე სიახლე, ძალიან კარგი ნიუსია, თიკა love

  • beonce თქვა:
    10 ნოემბერი 2013 22:54 - ID: 10,
    42 წლის თუ ხდებოდა ვერ წარმოვიდგენდი.საერთოდ,დაკვირვებული ვარ,სელებრითი მამაკაცების უმეტესობას არ ეტყობა ასაკი.მიყვარს როდესაც მსახიობები მუსიკალურ სამყაროში ცდიან ბედს,ან პირიქით და კიდევ უფრო მიყვარს,როცა ეს კარგად და ხარისხიანად გამოსდით.ვთვლი,რომ ჯარედიც მათ რიცხვს მიეკუთვნება.მიუხედავად იმისა,რომ მისი გულშემატკივარი არ ვარ,ვაფასებ,როგორც თავიდან ბოლომდე ხელოვან ადამიანს.
    ნიუსი მომეწონა :))

  • rihanna_mari თქვა:
    10 ნოემბერი 2013 22:19 - ID: 9,
    Hermione...♥ ყველაზე კარგო ნიუსია რაც კი ენჯელზე დადებულა love
    ბრავო! კიდევ ბევრი სიახლე მინდა მარსზე და ჯარედზე love love
    (ეშელონებო,მიყვარხართ) love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top