15 November 2013      B2UTY     Views 7 780    
Category: Stars / Fun, Interesting

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ

ოდრი ჰეპბერნი, გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი, მერილინ მონრო, სოფია ლორენი, ელიზაბეტ ტეილორი და სხვა ლეგენდარული სახეები, რომელთა სილამაზემაც დროს გაუძლო და დღემდე რჩებიან მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ლამაზ ქალებად, ასევე, ახალი თაობის ვარსკვლავებისა თუ უბრალო ადამიანების შთაგონების წყაროდ. ამჯერად, გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ.


ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


ოდრი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ის არ შეეფერებოდა ჰოლის როლს ფილმში "საუზმე ტიფანისთან", თუმცა ეს როლი მსახიობისთვის არნახული წარმატების მომტანი აღმოჩნდა,

ოდრი ჰეპბერნი პოპულარობამდე სტომატოლოგიას შეისწავლიდა და კბილის ექიმის ასისტენტობას აპირებდა.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


ფილმის "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღების დროს მერილინ მონროს 47 დუბლი დასჭირდა, რათა სწორად წარმოეთქვა ფრაზა "It's me, Sugar" და 40 დუბლი იმისთვის, რომ ეთქვა "Where's the bourbon?". საბოლოოდ რეჟისორმა ბილი უაილდერმა მას დაფაზე დაუწერა ეს სიტყვები.

მერილინ მონრო სახეს დღეში თხუთმეტჯერ იბანდა.

მონროს გარდაცვალების შემდეგ მისი ყოფილი ქმარი, ჯო დიმაჯიო წლების განმავლობაში ყოველ დღე დადიოდა მერილინის საფლავზე და ყოველთვის მიჰქონდა წითელი ვარდები.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


გადასახადებისგან თავის არიდების გამო სოფია ლორენმა იტალიის ციხეში 18 დღე გაატარა.

სოფია დრიუ ბერიმორის ნათლიაა.

სოფია ლორენს ქურდებმა თავისი ვილიდან მოპარეს ოსკარი, რომელიც მიიღო ფილმისთვის "ორი ქალი"

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


კლაუდია კარდინალეს კონტრაქტი უკრძალავდა გასუქებას, თმის შეჭრასა და გათხოვებას. ამიტომ მსახიობი თავის შვილს, რომელიც 17 წლის ასაკში შეეძინა, დედამისის შვილად, ანუ მის ძმად ასაღებდა, მანამ, სანამ სრულწლოვანი არ გახდა.

მსახიობობამდე კლაუდიას სურდა ყოფილიყო მასწავლებელი ტუნისში( ჩრდილოეთ აფრიკა)

კლაუდია კარდინალე და ბრიჯიტ ბარდო მეგობრობენ დღემდე.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


მსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ დაამარცხა მკერდის კიბო.

ის მეგობრობს ალენ დელონთან.

ბარდოს მიანიჭეს საფრანგეთის თავისუფლების სიმბოლოსა და ქვეყნის ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


ლეგენდარულ ბეტი დევისს უწოდებდნენ კინოს პირველ ლედის და უორნერების მეხუთე ძმას.

ბეტი კარიერის დაწყებანმდე ნიუ-იორკის სამსახიობო კურსებზე შევიდა, სადაც უთხრეს, რომ მას არანაირი ნიჭი არ ჰქონდა და ვერასოდეს გახდებოდა წარმატებული მსახიობი.

როცა ბეტის დაუძინებელი მტერი ჯოან კროუფორდი ალკოჰოლიკთა სარეაბილიტაციო ცენტრიდან სახლში დაბრუნდა, დევისმა მას გაუგზავნა ერთი ყუთი ვისკი და ასე მიულოცა მკურნალობის დასრულება.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


მანამ, სანამ ვივიენ ლი ამ სასცენო სახელს დაირქმევდა, აპირებდა ეიპრილ მორნის სახელით გამხდარიყო მსახიობი, თუმცა ბოლოს ისევ "ვივიენ ლი" არჩია.

იმ დროს, როცა ვივიენის დედა ლის აჩენდა, მისი მამა ლოდინის პროცესში ჰიმალაის მთებს უყურებდა და ფიქრობდა, რომ ამ გზით ჰიმალაის სილამაზე თავის გოგონასაც გადაეცემოდა.

ვივიენი საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა და ხანდახან მდგომარეობიდან გამოსასვლელად შოკური თერაპიის ჩატარებაც უწევდა,

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


გრეტა გარბო ჰიტლერის საყვარელი მსახიობი იყო.

გარბოს არ უყვარდა მსახიობი კლარკ გეიბლი, რადგან ფიქრობდა, რომ მისი თამაში უემოციო და გაქვავებული იყო. გეიბლი კი გრეტას სნობად თვლიდა.

გრეტა გარბო გინესების რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალი.

ის წარმოშობით შვედი იყო და ამერიკის მოქალაქეობის მიღება მხოლოდ 1951 წელს შეძლო, როცა უკვე დამთავრებული ჰქონდა სამსახიობო კარიერა.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


გერმანელმა მარლენ დიტრიხმა მიიღო თავისუფლების მედალი ამერიკისგან 1947 წელს. მას ეს ჯილდო გადასცეს ნაციზმისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ამერიკელი ჯარისკაცების გვერდში დგომისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს.

მარლენ დიტრიხი ამაყობდა იმ ფაქტით, რომ კენედების კლანის სამ წარმომადგენელთან ჰქონდა ინტიმური კავშირი, ესენი იყვნენ ჯოზეფ კენედი, ჯოზეფ კენედი უმცროსი და ჯონ კენედი.

ის იტანჯებოდა ბაცილოფობიით, ანუ მიკრობების შიშით.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


ელიზაბეტ ტეილორი იყო ჯეინ პაუელის მეჯვარე და ჯეინ პაუელიც გახდა ლიზის მეჯვარე მის პირველ ქორწილში,

ლიზი და მაიკლ ჯექსონი მეგობრობდნენ. მაშინ, როცა ჯექსონის სასამართლო მიმდინარეობდა ელიზაბეტს უნდოდა ჩვენების მიცემა, თუმცა ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო.

ელიზაბეტ ტეილორმა რიჩარდ ბარტონის მიერ ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი გაყიდა აუქციონზე, რათა შიდსით დაავადებულებს დახმარებოდა.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


გრეის კელის ფილმები მონაკოში მისმა ქმარმა, პრინცმა რენემ აკრძალა.

გრეის კელი ითვლებოდა მეგის როლის ერთ-ერთ პრეტენდენტად ცნობილ ფილმში "კატა ცხელ სახურავზე", თუმცა საბოლოოდ ეს როლი ელიზაბეტ ტეილორმა ითამაშა.

კელი ხვდებოდა დიზაინერ ოლეგ კასინის და მასზე დანიშნულიც იყო, თუმცა მას დაშორდა და მონაკოს პრინცს გაჰყვა ცოლად.
ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


რიტა ჰეივორტი ჟურნალ PEOPLE-ს გარეკანზე ხუთჯერ გამოჩნდა.

ჰეივორტი ხუთჯერ იყო გათხოვილი, მათ შორის, ცნობილ რეჟისორსა და მსახიობზე - ორსონ უელესზე და პრინც ალი ხანზე.

ფილმ "ჯილდას" გადაღებების დროს ჩხუბში მან ორი კბილი მოაძრო მსახიობ გლენ ფორდს.

რიტას უნდა შეესრულებინა მთავარი როლი ლეგენდარულ ფილმში "კასაბლანკა", თუმცა ინგრიდ ბერგმანმა ჩაანაცვლა.

ლეგენდარული ლამაზმანები და სხვადასხვა ფაქტები მათ შესახებ


Category: Stars / Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments
Back to Top