;
15 November 2013      AnnLennon1     16 კომენტარი     ნანახია 5498-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

საშა ბარონ კოენის მორიგი სკანდალური გამოხტომა

9 ნოემბერს, ბევერლი ჰილტონის სასტუმროში გაიმართა ყოველწლიური 2013 BAFTA LA Britannia
ცერემონიალი, სადაც როგორც წესი, ბრიტანელი და ამერიკელი ვარსკვლავები იკრიბებიან და ჯილდოვდებიან საუკეთესონი. წლევანდელ დაჯილდოებას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია, რაც ბრიტანელი კომიკოსის საშა ბარონ კოენის დამსახურებაა. კოენს ჩარლი ჩაპლინის სახელობის ჯილდო გადაეცა, ხოლო სამადლობელი სიტყვის თქმის დროს მან ინვალიდის სავარძელში მჯდომი გრეის კალინგტონი სცენიდან გადააგდო .
საშა ბარონ კოენის მორიგი სკანდალური გამოხტომა

მსახიობს პრიზი თავისმა კოლეგებმა სელმა ჰაიეკმა და გრეის კალინგტონმა გადასცეს. სცენაზე ასვლისას გრეისმა, რომელიც წარადგინეს ისე, როგორც უკანასკნელი მსახიობი, რომელსაც ლეგენდარულ ჩაპლინთან ერთად უთამაშია ფილმში 'დიდი ქალაქის ჩირაღდნები' კოენს დიდი პატივისცემით გადასცა ჩარლი ჩაპლინის მიერი ნაქონი ხელჯოხი . როდესაც, ექსტრავაგანტულმა საშა ბარონ კოენმა ჩაპლინის პაროდიის გაკეთება სცადა და ჯოხს დაეყრდნო იგი გადატყდა, მსახიობი წაიქცა და ინვალიდის ეტლში მჯდომ გრეის კალინგტონს დაეტაკა, რომელიც სცენიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
საშა ბარონ კოენის მორიგი სკანდალური გამოხტომა




რა მოხდა სინამდვილეში? როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველივე კოენის მიერ იყო დადგული , რათა მისი გამოსვლა უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო, ხოლო მსახიობ გრეის კალინგტონის როლი დუბლიორმა შეასრულა. საშამ კი განაცხადა: 'გრეის კალინგტონი არის ყველაზე ხანშიშესული, არა უფრო სწორად იყო ყველაზე ხანდაზმული მსახიობი, რომელსაც ჩაპლინთან უთანამშრომლია.'



შემდგომ კი ხუმრობით მიმართა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს: 'თუ მიჩივლებთ, ისევე გაგანადგურებთ როგორც ბებიათქვენი გავანადგურე. ხელჯოხი, რომელიც მან გადმომცა უვარგისი იყო. დღევანდელი საღამო მე მეკუთვნის და არა მას. '

დამსწრე საზოგადოება სიცილს ვერ იკავებდა მომხდარის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი რეალურადაც შეაშინა ამ ინციდენტმა. საშა ბარომ კოენმა კი კიდევ ერთხელ დაამკტიცა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული კომიკოსია ჰოლივუდში.

- საშა ბარონ კოენი მეუღლესთან ისლა ფიშერთან ერთად -
საშა ბარონ კოენის მორიგი სკანდალური გამოხტომა

საშა ბარონ კოენის მორიგი სკანდალური გამოხტომა

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

16


  • Countess A. თქვა:
    17 November 2013 14:02 - ID: 16,
    ორიგინალობად წარმოჩენილ დებილიზმს მხოლოდ დღევანდელ ჰოლივუდში თუ შეხვდებით...

  • Mari.♫ თქვა:
    16 November 2013 18:25 - ID: 15,
    დებილი.

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    16 November 2013 11:46 - ID: 14,
    ჰაჰაჰა :D კაი იყო
    ისე თავიდან ის გიფი რომ ვნახე ცოტა შევკრთი, მაგრამ მერე გავიფიქრე დადგმული იქნება-მეთქი :)

  • The Woman თქვა:
    16 November 2013 00:08 - ID: 13,
    კადრში ალექს კინგსტონის გამოჩენის შემდეგ სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ :დ

  • N.khipa თქვა:
    15 November 2013 20:48 - ID: 12,
    მე კიდე გული გამისკდაა..

  • Ggvantsa თქვა:
    15 November 2013 17:54 - ID: 10,
    ვინმე თუ თავიდანვე ვერ მიხვდა რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო - ვაი თქვენს პატრონს lol

  • demetria თქვა:
    15 November 2013 16:43 - ID: 9,
    ვაიმე მოგეცათ ცემი ცოდვა ამ ნიუსის დადებისთვის როგორმგანივიცადე

  • anna... თქვა:
    15 November 2013 15:58 - ID: 8,
    თავიდან გული გამისკდა სანამ არ წავიკითხე რო დადგმული იყო:D

  • keetaa თქვა:
    15 November 2013 15:46 - ID: 7,
    ჰაჰაჰაჰაჰაჰა რა მაგარი კაცია

  • m.a.r.i თქვა:
    15 November 2013 15:40 - ID: 6,
    არვიცoდი ეს და ისლა ფიშერი თუ ცოლ-ქმარი იყვნენ

  • 777 ANA 777 თქვა:
    15 November 2013 15:25 - ID: 5,
    დადგმა იქნებოდა ნაღდი

  • xat123 თქვა:
    15 November 2013 15:01 - ID: 4,
    ვაიმე სანამ დავსმთავრე კითხვა ერთი გასვენება უკვე ჩავამთავრე

  • tata____tata თქვა:
    15 November 2013 14:48 - ID: 3,
    კი ვიფიქრე თავიდან დადგმულიათქო, მაგრამ ვიდეოს რომ ვუყურე მერე ნამდვილი მეგონა ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი wink

  • miracles თქვა:
    15 November 2013 14:42 - ID: 2,
    ხუმრობა? what
    მოკლეს ქალი დარაეხუმრებათ fellow

  • smileyz_xato თქვა:
    15 November 2013 14:23 - ID: 1,
    რო ვნახე გული გამისკდა არ ვიცოდი დადგმა თუ იყო :D




მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top