;
25 ნოემბერი 2013      KaTy ))     13 კომენტარი     ნანახია 3402-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები, ქართველები

ინტერვიუ George JB _სთან
ინტერვიუ George JB _სთან

- სულ თავიდან რომ დავიწყოთ, რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება მოდით? როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?და საერთოდ, რა როლს თამაშობს მოდა თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი ამ პროფესიით დაინტერესება გამოიწვია პირველ რიგში ხელოვნებამ და შემდეგ ხელოვნების კონკრეტულად ამ მიმართულებამ,ს ამოსის ისტორიამ, კულტურამ, მისმა შექმნამ და ქსოვილთან ურთიერთბამ... ვფიქრობ ნაწილობრივ ჩემს გადაწყვეტილებაში პროფესიის არჩევანზე საზოგადოებაში გამეფებულ უგემოვნობასაც ქონდა გავლენა .. რა როლს თამაშობს მოდა ჩემ ცხვრებაში?! ჩემი ცხოვრების ნახევარი მაინც (რათქმაუნდა მოდის ხელოვნებას მივუძღვნი) მოდა ჩემი ცხოვრებაა და მას არანაირი ''როლი'' არ უკავია ჩემ ცხოვრებაში.


- რატომ JB_ი ? რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ამ ნიკნეიმს ?
JB ეს სახელი ჩემი გვარიდან დაიბადა (ჯებისაშვილი)

- რა იქნება მწვერვალი, რომელსაც გსურთ მიაღწიოთ?
ჩემი ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ჩემი სახელი არ მოკვდეს

- საქართველოში მოდა დღესდღეობით აქტუალურია, დიზაინერების სიმცირესაც არ განვიცდით, თქვენი გადმოსახედიდან რომელ მათგანს მისცემდით უმაღლეს შეფასებას?

მე არ ვეძახი საქართველოში ყველას დიზაინერს (მოდელიორს)შესაბამისად ჩემთვის თითზე ჩამოსათვლელია მათი სახელები ვისაც ღირსეულად მივანიჭებდი ამ სტატუსს,
ვფიქრობ არ არის ლამაზი რომელიმეს გამოყოფა და დაფასება.
ყველა დასაფასებელია ვინც შრომობს.. უბრალოდ შრომის შედეგს გააჩნია და შედეგი ყოველთვის მომწონს სულ 3 დიზაინერის საქართველოში.


ინტერვიუ George JB _სთან



- რომელია თქვენი საყვარელი დიზაინერი ან მოდის სახლი?
ფავორიტი დიზაინერი john galliano, ხოლო ვაფასებ jean paul gaultier, iris van herpen, stephane rolland და gareth pugh

- რას იტყვით ქართველ ახალგაზრდებზე? რამდენად მოდურებად მიიჩნევთ მათ და გამოირჩევიან თუ არა საკუთარი ხედვით?

საქართველოში სნობიზმის დიდი პრობლემაა, ვფიქრობ საკუთარი თავის პოვნა და ჩამოყალიბება ამის გამო შეუძლებელია. ყველა ერთნაირად ცდილობს განსხვავდებოდეს, ყველა ცდილობს იყოს მოდური. მოდა ერთია და ის რამოდენიმე მიმართულებით გვთავაზობს ტენდენციას..შესაბამისად აქ დოზის გადაჭარბება ემართებათ ყველა ერთ ტენდენციას იჩემებს და საბოლოოდ ყველა ერთნაირი ხდება..და საბოლოოდ მაინც ყველა ერთმანეთს ერთმანეთს ემსგავსება..


ინტერვიუ George JB _სთან


- რომელ დიზაინერთან ითანამშრომლებდი სიამოვნებით?
ყველა ნიჭიერ შემოქმედ ადამიანთან საინტერესოა თანამშრომლობა


- როდის გეგმავთ საქართველოში ჩვენების მოწყობას?


ჩემი აზრით!საქართველო ჯერჯერობით არარის მზად იმისატვის რომ შეაფასოს მაღალი მოდა,ასევე ჩემი შემოქმედება ..ვფიქრობ აქ მოდაში კომპეტენტურ პიროვნებად მიიჩნევენ მათ ვინც ირიბად არის აცილებული ამ სფეროს.საქართველო არის ქვეყანა სადაც 7 წელია შუქი მოვიდა და მოდა ქართული საზოგადოებისთვის მეათე ხარისხოვანია


- როგორ შეაფასებდით „fashion week“-ის ჩვენებებს?

არიან ნიჭიერები და არიან შემთხვევით მოხვედრილებიც (მოდაში)

- რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი ამ ეტაპზე?
საქართველო დაიხვეწოს და აქ ცხოვრება სასიამოვნო და საინტერესო გახდეს

-რა არის შენი შთაგონების წყარო?

შთაგონება შეიძლება ყველაფრიდან იყოს გამოწვეული,ასერომ დაკონკრეტება არ შემიძლია


ინტერვიუ George JB _სთან


-როგორ ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
ხელოვნება და მოდა არაპროგნოზირებადია .. წინასწარ მსჯელობა შეუძლებელია , ვიქნები ისევ როგორც წავმართავ საკუთარ თავს

- როცა არ ხარ შენი პროფესიით დაკავებული, რისი გაკეთება განიჭებს სიამოვნებას?
მუსიკის მოსმენა

- შეგიძლიათ კრიტიკის მოსმენა?
შემიძლია კრიტიკის მოსმენა მხოლოდ კომპეტენტური ადამიანისგან


ინტერვიუ George JB _სთან


-ქმნი თუ არა ვინმესთვის ექსკლუზიურ სამოსს ?
ჩემი სამოსი ყველა ექსკლუზიურია

- როგორ ტანსაცმელში გრძნობთ თავს განსაკუთრებით კომფორტულად? არის თუ არა რამე ისეთი, რასაც არასდროს ჩაიცვამთ?
კომფორტულად ვარ სამოსში რომელიც ჩემთვის ძალიან კომფორტულია და საზოგადოებისთვის არაკომფორტული

- თქვენს მშობლებს რა დამოკიდებულება აქვთ თქვენი პროფესიის მიმართ? არ ჰქონდათ თქვენთვის რამე "საოცნებო პროფესია" შერჩეული?
არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ და ყველაფერში ხელს მიწყობენ რასაც ჩემი პროფესია ითხოვს

-როგორია შეყვარებული JB?
ჯერ არავინ გამოჩენილა ვიზეც შესაძლებელი გახდებოდა სერიოზულად ფიქრი,
სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ, არ მყვარებია არასდროს

-უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?
მივდივარ პარიზში


ინტერვიუ George JB _სთან

კატეგორია: ვარსკვლავები, ქართველები
Tags:

13


  • bkgal თქვა:
    28 ნოემბერი 2013 12:02 - ID: 13,
    "საქართველოში სნობიზმის დიდი პრობლემაა, ვფიქრობ საკუთარი თავის პოვნა და ჩამოყალიბება ამის გამო შეუძლებელია. ყველა ერთნაირად ცდილობს განსხვავდებოდეს, ყველა ცდილობს იყოს მოდური. მოდა ერთია და ის რამოდენიმე მიმართულებით გვთავაზობს ტენდენციას..შესაბამისად აქ დოზის გადაჭარბება ემართებათ ყველა ერთ ტენდენციას იჩემებს და საბოლოოდ ყველა ერთნაირი ხდება..და საბოლოოდ მაინც ყველა ერთმანეთს ერთმანეთს ემსგავსება.." ვეთანხმები

  • Porcupine_Tree თქვა:
    26 ნოემბერი 2013 18:41 - ID: 12,
    სად გავიცნო ?

  • leluchia თქვა:
    26 ნოემბერი 2013 16:58 - ID: 11,
    ლაპარაკი მაღიზიანებს ისე რა სექსუალურია ;დ love

  • marika0704 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 21:33 - ID: 10,
    'ყველა ერთნაირად ცდილობს განსხვავდებოდეს, ყველა ცდილობს იყოს მოდური. მოდა ერთია და ის რამოდენიმე მიმართულებით გვთავაზობს ტენდენციას..შესაბამისად აქ დოზის გადაჭარბება ემართებათ ყველა ერთ ტენდენციას იჩემებს და საბოლოოდ ყველა ერთნაირი ხდება..და საბოლოოდ მაინც ყველა ერთმანეთს ერთმანეთს ემსგავსება.' - ამ ფრაზას ვეთანხმები აბსოლიტურად. (რათქმაუნდა გამონაკლისებიც არიან)

    სიანტერესო სტატია გამოვიდა.

  • Ggvantsa თქვა:
    25 ნოემბერი 2013 18:00 - ID: 9,
    ჭკვიანია და ძალიან დახვეწილი smile ღრმა ტიპი ჩანს, საინტერესო ისეთი ურთიერთობას რო მოგანდომებს.. ერთი სიტყვით რამდენიმე თვეა fangirling მჭირს ამ ბიჭზე no

  • demetria თქვა:
    25 ნოემბერი 2013 17:29 - ID: 8,
    ძალიან მომწონს პირველ რიგში იმოტმრომ ძალიან გამორჩეულია და ორიგინალურიი, საინტერესო ადამიანი ჩანს და არც შემში იწვეს რაიმე ამაზრზენს პირიქით კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 17:19 - ID: 7,
    ასე მოსწონს და აცვია, და თან გემოვნებით აცვია, ხანდახან ცოტა თეატრალურადაც, მაგრამ იხდენს, ისე დაიან პერნეს მაგონებს ჩაცმულობით, ხედავს დღევანდელ ვითარებას აქ და რაც უფრო მეტი დაინახავს რეალობას სწორად და შეაფასებს ''ქართულ მოდას'' და ქართველ Fეშენისტებს, კარგია, ასე რომ წარმატებები და პარიზი მოუხდება<3

  • Nirvana თქვა:
    25 ნოემბერი 2013 15:35 - ID: 6,
    საქართველო არის ქვეყანა სადაც 7 წელია შუქი მოვიდა და მოდა ქართული საზოგადოებისთვის მეათე ხარისხოვანია
    აუჰ მართალი ^_^

  • tamo თქვა:
    25 ნოემბერი 2013 14:48 - ID: 5,
    ზედმეტი პუტი-პუტი რა საჭიროაა ? ჩაიცვი ისე რომ რაღაც იყოს შენს სამოსშI ამ ქალურებისკენ გადახრა რა უბედურებაა :ხხ
    მოდა მემგონი ყველას თავისებურად ესმის
    ჩემი აზრით მოდა არ ნიშნავს იმას რომ ყვავიველბის გვირგვინი დაიდგა თავზე ან გოგოს კაბა ამოიკვეხო და დავაიი წავიდა :)
    ისე საყვარელია ფიზიკურად :))

  • tannk თქვა:
    25 ნოემბერი 2013 14:43 - ID: 4,
    ძალიან ლამაზია, არ იწვევს არანაირ უარყოფით ემოციას. და რატომღაც მგონია რომ არ არის მისი სიტყვები ფუჭი და აქვს რესურსი წარმატების მისაღწევად

  • liliana თქვა:
    25 ნოემბერი 2013 14:30 - ID: 3,
    საქართველო არის ქვეყანა სადაც 7 წელია შუქი მოვიდა და მოდა ქართული საზოგადოებისთვის მეათე ხარისხოვანია-- ქართველებს კარგად გვეხერხება საკუთარი თავის იდიოტად წარმოჩენა საკუთარი უინტელექტობის ხარჯზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის დაცინვის ხარჯზე..

  • 25 ნოემბერი 2013 13:24 - ID: 2,
    საქართველო არის ქვეყანა სადაც 7 წელია შუქი მოვიდა და მოდა ქართული საზოგადოებისთვის მეათე ხარისხოვანია wink ვაიმე საღოოლ ძაან მაგარი ტიპია smile feel

  • Elen123 თქვა:
    25 ნოემბერი 2013 11:44 - ID: 1,
    საუკეთესოა ! <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top