;
4 დეკემბერი 2013      Johnny depp     20 კომენტარი     ნანახია 8428-ჯერ    
კატეგორიაში: ვარსკვლავები

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

[i]ბრედ პიტი დღესდღეისობით ერთ-ერთი ნიჭიერ მსახიობ მამაკაცად ითვლება და ამასთან ერთად ის
მუდმივად საუკეთესო მამაკაცების სიაშია
. მის მიერ შესრულებული არარეთი როლი კრიტიკოსებისგან
დ გულშემატკირებისგან დადებით შეფასებებს იმსახურებს . ბრედი პოპულარული ჯერ კიდევ 1991 წელს
გახდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმში "ტელმა და ლუიზა". ამ ფილმმა უდიდესი პოპულარობა
მოუტანა ბრედს, რადგან მასში ბრედმა ისეთი ტიპის მამაკაცი განასახიერა, რომელზეც ნებისმიერი ქალი
იოცნებებდა.
ასეთი ტიპის როლები ბრედის კარიერაში კიდევ არაერთი იყო, განსაკუთრებით 90-იანი
წლების დასაწყისში. ბ რედმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სხვადასხვა ტიპის პერსონაჟები
განასახიეროს ეკრანზე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნაკლებად
ცნობილ ცნობებს მის შესახებ
[/i]
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
ბრედის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი ფილმში მებრძოლთა კლუბი იყო, რომელშიც მან ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პერსონაჟი ითამაშა. გარდა ამ როლისა, მან ასევე მაყურებელს თავი დაამახსოვრა როლით ფილმით "გაიცანით ჯო ბლექი". ამ ფილმში ბრედმა ყველა გააოგნა თავისი სილამაზითა დამსახიობური ნიჭით. ბრედმა ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა ფილმისთვის "12 მაიმუნი", რომელშიც მას პარტნიორობა ბრიუს უილისმა გაუწია. ამ ფილმში ბრედმა ძალიან ექსტრავაგანტული პერსონაჟი ითამაშა, რომელიც არატიპური იყო მისი რეპერტუარისთვის. ბრედისთვის ტიპური პერსონაჟია, რომელიც ყველა წინააღმდეგობას იოლად უმკლავდებადა ყველა კითხვაზე პასუხი მზად აქვს. ასეთი ტიპის როლები და პერსონაჟები ბრედის კარიერაში ძალიან ბევრი იყო

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

[i] * უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 1963 წლის 18 დეკემბერს ოკლაჰომის შტატში, ქალაქ შაუნიში. იგი რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. მამა, უილიამ პიტი, ტვირთების გადამზიდავ კომპანიაში მუშაობდა მენეჯერად, ხოლო დედა ჯეინ ჰილჰაუსი, სკოლის მასწავლებელი იყო. ბრედს ჰყავს და-ძმა – დუგ და ჯულია პიტები. ბრედის დამადებიდან რამდენიმე ხანში ოჯახი სპრინგფილდში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედი ჩართული იყო სკოლის თვითმმართველობის მუშაობაში, ჩაწერილი იყო მუსიკალურ სექციაზე. სკოლის დამთავრების შემდეგ ბრედი მისურის შტატში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც ჟურნალისტიკასა და სარეკლამო საქმეზე სწავლობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ბრედმა ჰოლივუდში გამგზავრება და მსახიობობა გადაწყვიტა, რის გამოც მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი და გახდა ბრედ პიტი.

*დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

*იყო გოლფის, ტენისის და ცურვის ჯგუფებში.

*ყავს ძმა დაგი და და ჯული. ორივე მასზე უმცროსია.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

*მისი და ჯენიფერ ანისტონის ქორწილი (2000 წელი) დაჯდა ზუსტად 1 მილიონი დოლარი.

*ბრიტანელმა რეჟისორმა შასრულა მისი სურვილი და ბოშა მიკის როლი შესთავაზა მის ახალ ფილმში - “დიდი კუში”.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

*“ტროა”-ზე მუშაობის დროს მან დაიზიანა ქუსლი, ირონიაა, მაგრამ ამ ფილმში ის სწორედ აქილევსს თამაშობს.

*ის არის მსოფლიოში პირველი მამაკაცი, რომელიც გაზეთმა ტაიმსმა ზედიზედ ორჯერ აღიარა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

*ძმებ ვაჩოვსკებს სურდათ, რომ ბრედ პიტს ეთამაშა მთავარი როლი ფილმში “მატრიცა", თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

*ცნობილია, რომ გაი რიჩის ფილმის - “კარტი, ფული და ორი ლულა”-ს ყურების შემდეგ, მან დაურეკა რეჟისორს და სთხოვა მისთვის მიეცა როლი მის შემდეგ ფილმში.

*მისი გვარი არის შოტლანდიური და ირლანდიური წარმოშობის. მისი შორეული წინაპარი იყო ინდიელი - აპაჩის ტომიდან. ეს დეტალი კვენტინ ტარანტინომ გამოიყენა თავის ფილმში “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმში პიტის პერსონაჟის სახლი და გვარია ალდო “აპაჩი” რეინი.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

*მეტსახელად “პიტ ბულს” ეძახდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მისურის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და სარეკლამო საქმის სწავლას იწყებს.

*მოგვიანებით საკუთარ თავში მსახიობის ხელოვნების დიდ სიყვარულს აღმოაჩენს, უნივერსიტეტს მიატოვებს და ყველასთვის მოულოდნელად, გუდა-ნაბდით, ჯიბეში 325 დოლარით, მზიან კალიფორნიაში მიდის. მშობლებს გული რომ არ ტკენოდათ, წასვლის ნამდვილ მიზეზს არ ამხელს: ყველამ იცის, თითქოს პასადენაში სამხატვრო კოლეჯში უნდა ისწავლოს.
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

*ლოს-ანჯელესში პიტს გაუმართლა: სამსახური მაშინვე იშოვა. ჯერ მამლაყინწად გადაცმული ეპატიჟებოდა რესტორანში კლიენტებს, მერე შემწვარ ქათამს დაატარებდა, მაცივრებს ტვირთავდა. წვეულებებზე სტრიპტიზის მოცეკვავეები დაჰყავდა, ჯინსების სარეკლამო რგოლშიც კი გადაიღეს.დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა ასე. პირველი უმნიშვნელო როლი ტელესერიალ “დალასში”მიიღო – პრისცილა პრესლის ქალიშვილის მეგობარი ბიჭი ითამაშა. შემდეგ ისევ გაურკვევლობის ხანა დაიწყო. მუშაობდა, სადაც კი შეეძლო, ტელევიზიაში ეპიზოდურ როლებს თამაშობდა. როცა მიხვდა, რომ ოსტატობა არ ჰყოფნიდა, სამსახიობო სტუდიაში დაიწყო მეცადინეობა.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

* სამსახიობო წარმატებამდე ბრედ პიტმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა: ის მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლად; ავეჯის გადამზიდავად; რესტორანში მენეჯერად; ასევე, წიწილის ფორმაში გადაცმული იწვევდა სტუმრებს რესტორან „ელ პოლო ლოკოში“. მუშაობის პარალელურად, ბრედი სამსახიობო კურსებზე დადიოდა და თავდაპირველად მხოლოდ ტელესერიალებში თამაშს ახერხებდა, მაგალითად, „დალასში”. 1991 წელს რიდლი სკოტმა ბრედ პიტი გადაიღო გახმაურებულ ფილმში – „ტელმა და ლუიზა,” რასაც მოჰყვა მსახიობის წარმატებული კარიერის დაწყება.
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

*1993 წელს ეკრანებზე უკვე ორი წარმატებული ფილმი გამოდის : “კალიფორნია” და ტონი სკოტის “ნამდვილი სიყვარული”, კვენტინ ტარანტინოს სცენარით.
ბრედ პიტის შემდეგი წარმატება ედვარდ ცვიკის ეპიკურ “შემოდგომის ლეგენდებში” მიწვევა იყო. ამ ფილმში ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობდა. ფილმის ოპერატორმა "ოსკარი" მიიღო, ფილმის შემოსავალმა კი 100 მლნ-ს გადააჭარბა. სურათის შემდეგ ჟურნალმა “People” ბრედ პიტი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა.

* 1995 წელს ჟურნალმა „ემფაირმა” ბრედ პიტი მსოფლიო კინოს ისტორიაში 25 ყველაზე სექსუალურ მსახიობს შორის მოიხსენია, ჟურნალმა „ფიფლმა” კი ის ორჯერ დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. მსგავსი პატივი ჯერჯერობით არც ერთ მსახიობ მამაკაცს არ ხვდომია წილად.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

* 1997 წელს ბრედ პიტმა მთავარი როლი შეასრულა ჟან-ჟაკ ანოს ფილმში – „შვიდი წელი ტიბეტში”, რომელშიც ასახულია ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაცია. ფილმის პრემიერიდან რამდენიმე ხანში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ბრედ პიტი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა და სამუდამოდ აუკრძალა ჩინეთის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთა.არ შეიძლება, არ აღინიშნოს 1999 წელს გადაღებული დევიდ ფინჩერის “მებრძოლთა კლუბი” (Fight Club), რომელმაც ბრედ პიტის პოპულარობა უკვე მთელ მსოფლიოზე გაავრცელა. კრიტიკოსების საოცარი გამოხმაურებების მიუხედავად, ჩაკ პალანიკის რომანის ეკრანიზაცია, ბევრისთვის საყვარელ ფილმად რომ იქცა, ამერიკულ გაქირავებაში ჩავარდა, რადგან “ანტიბურჟუაზიული სატირად” ჩაითვალა. სამაგიეროდ, აშშ-ს ფარგლებს გარეთ სურათმა საკმაოდ დიდი მოგება ნახა.
2000 წელს მსახიობმა გაი რიჩის “დიდ ქუშში” ითამაშა, 2001 წელს - “მექსიკელში” ჯულია რობერტსთან ერთად, “ჯაშუშური თამაშები” რობერტ რედფორდთან ერთად, სტივენ სოდენბერგის “ოუშენის 11 მეგობარი” ცნობილ ვარკვლავებთან ერთად.პოპულარობის ზრდასთან ერთად იზრდება ჰონორარებიც: თუ “ტელმა და ლუიზასთვის’ 6 ათასი დოლარი მიიღო, “შვიდისთვის” გასამრჯელომ უკვე 4 მლნ. დოლარი შეადგინა, ხოლო “მებრძოლთა კლუბისა” და “იცნობდეთ – ჯო ბლეკისთვის” 17, 5 მლნ. დოლარი გადაუხადეს.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
* 1982 წელს ბრედ პიტმა მონაწილეობა მიიღო ჩიფსების – „პრინგლსის” სარეკლამო რგოლის გადაღებაში.

* სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედ პიტი გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ – ცურვით, ჩოგბურთითა და გოლფით.

* ბრედ პიტი ნეოს როლზე ისინჯებოდა გახმაურებულ ბლოქბასტერში – „მატრიცა”, თუმცა, როლზე კიანუ რივზი დაამტკიცეს.
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

* ბრედ პიტის ფილმოგრაფიაში სამი ფილმია, სადაც ფიგურირებს ციფრი „7”: „შვიდი”, „შვიდი წელი ტიბეტში” და ანიმაციური „სინდბადი: შვიდი ზღვის საიდუმლო”. მის ორ ფილმში კი ციფრი „12” ფიგურირებს: „12 მაიმუნი” და „ოუშენის 12 მეგობარი”.

* 1996 წელს ბრედ პიტმა მსახიობ კასანდრა პეტერსენისგან 1,6 მილიონ დოლარად შეიძინა უზარმაზარი სახლი, რომელიც გამვლელებს ვამპირის სახლს აგონებდა ფილმიდან „ინტერვიუ ვამპირთან”.

* ფილმ „ტროას” გადაღებების დროს ბრედ პიტს სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება მოუხდა, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი მისია იყო. გარდა ამისა, გადაღებების დაწყებამდე, პიტი ერთი წელი ემზადებოდა სპორტულ დარბაზში, პირადი მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

* ბრედ პიტმა 100 მილიონი დოლარი გადარიცხა „დისქავერი ცენტრის” მუზეუმის დასახმარებლად. მუზეუმი მის მშობლიურ ქალაქ სპრინგფილდში მდებარეობს.

* მსახიობ ქეით ბლანშეტის კონტრაქტში ჩაწერილია პუნქტი, რომ ის არასდროს არ ითამაშებს ფილმში: ბრედ პიტთან ერთად. ბლანშეტის თქმით, მას არ შეუძლია ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელსაც უზომოდ უყვარს ანჯელინა ჯოლი.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
* ბრედ პიტის საყვარელი ფილმებია: „მაიმუნების პლანეტა” და „ციებ-ცხელება შაბათ საღამოს”.

* სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედ პიტის მეტსახელი იყო „პიტბული”.


* ტიმ ბარტონი ბრედ პიტს განიხილავდა მთავარი როლების შემსრულებლად ორ ფილმში „მძინარე ღრმული” და „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა” – იკაბოდ კრეინისა და ვილი ვონკას როლებზე, რომლებიც, საბოლოოდ, ჯონი დეპმა ითამაშა.

* წყალდიდობისგან დაზარალებულ ახალ ორლეანში ბერდ პიტმა 150-მდე სახლის მშენებლობა წამოიწყო საკუთარი ხარჯებით. პროექტზე მან 24 მილიონი დოლარი გამოყო და დაიქირავა დიზაინერებისა და არქიტექტორების ჯგუფი.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
* ბრედ პიტი უპირატესობას ანიჭებდა „ქემელის” და „მარლბოროს” მარკის სიგარეტებს; საყვარელი მწერალია კორმაკ მაკარტი; აქვს ზვიგენებისა და ობობების შიში; უყვარს გაზიანი სასმელი „მაუნთინ დრიუ”, მუსიკოსებიდან კი ბობ მარლისა და ჯიმი ჰენდრიქსის შემოქმედებას ანიჭებს უპირატესობას.

* ფილმ „შვიდის” გადასაღებ მოედანზე 1995 წელს ბრედ პიტმა გვინეტ პელტროუ გაიცნო, რომელიც, სცენარის თანახმად, მისი მეუღლის როლს ასრულებდა. მსახიობებს შორის რომანი დაიწყო, რასაც 1996 წლის დეკემბერში ნიშნობა მოჰყვა, თუმცა, 1997 წელს, ყოველგვარი სკანდალისა და ურთიერთობების გაფუჭების გარეშე ბრედი და გვინეტი დაშორდნენ.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ


* საინტერესოა, რომ თავდაპირველად ფილმში „მისტერ და მისის სმიტები” ქალის მთავარი როლი ნიკოლ კიდმანს უნდა ეთამაშა, თუმცა, საბოლოოდ, როლზე ანჯელინა ჯოლი დაამტკიცეს.

* 2013 წელს ჟურნალ „ესქუაიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტმა აღიარა, რომ იშვიათი დაავადება – პროზოპაგნოზიის მსუბუქი ფორმა სჭირს. პროზოპაგნოზია ტვინის იშვიათი დაავადებაა, რომლის თანახმად, ადამიანს უჭირს სახეების დამახსოვრება და მხოლოდ ხმით ან ქცევებით ცნობს ადამიანებს.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
ბოლო როლებიდან რომლის გამოყოფა შეგიძლიათ?
- ბოლო როლებიდან გამოვყოფდი ფილმს "სიცოცხლის ხე", რომელშიც ჩემთვის საინტერესო და არატიპური პერსონაჟი განვასახიერე. ადრე, მხოლოდ ისეთ პერსონაჟებს განვასახიერებდი, რომლებიც თავისუფლები იყვნენ და ოჯახურ უღელს არ ატარებდნენ. ამ ფილმში პირიქით, ოჯახის მამა და უფროსი განვასახიერე, რომელიც ოჯახს დიდ დროსა და ენერგიას უთმობს.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

- თავად როგორ მოგწონთ ოჯახური ცხოვრება?
- ოჯახური ცხოვრებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა, მე და ანჯელინა თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობთ და ერთმანეთს პირობებსა და მოთხოვნებს არ ვუყენებთ. უბრალოდ, გვსიამოვნებს ერთად ყოფნა და ეს არის ყველაზე მთავარი. როდესაც წყვილს ერთმანეთის კარგად ესმის, მათი ცხოვრება მშვენიერია. ასე არის ჩემი და ენჯის შემთხვევაშიც.
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
- ტარანტინოსთან ერთად მუშაობა როგორი იყო?
- ტარანტინო უნიჭიერესი რეჟისორია და მე არ ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც ამას ამბობს. ტარანტინოსთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა, რადგან ის თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა მსახიობისგან. მასთან ერთად კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი.
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

- თქვენს ყოფილ ქალებთან გაქვთ ურთიერთობა?
- ჩემს ყოფილ მანდილოსნებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მათთან ხშირი ურთიერთობა მაქვს, თუმცა, შიგადაშიგ ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე. იმათ თავისი ცხოვრება აქვთ, მე ჩემი, ამიტომ ასე ჯობია.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
- ჰოლივუდის ცუდ მხარეებზე რას იტყოდით?
- ჰოლივუდს ბევრი ცუდი მხარე აქვს, მაგრამ მე არ ვისურვებდი, რომ ამაზე დიდი ყურადღება გამემახვილებინა, რადგან ჰოლივუდთან მხოლოდ კარგი მაკავშირებს. ჰოლივუდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ეს არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. ჰოლივუდი ისეთი ადგილია, სადაც ოცნებები შეიძლება ახდეს, მაგრამ, ამავე დროს, შეიძლება ბევრ რამეში იმედები გაგიცრუვდეს. თუმცა, თუ ნიჭიერი ხარ, დიდი შანსი გაქვს, წარმატებას მიაღწიო და შენი ოცნებები აიხდინო. ჰოლივუდში კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ
როგორ უძლებთ ამდენ ყურადღებას თქვენ მიმართ?
- ამას უკვე დიდი ხნის წინ მივეჩვიე, ამიტომ ეს ფაქტი უკვე აღარ მაღიზიანებს და თითქმის უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევ. როდესაც ცნობილი ადამიანი ხარ და შენი პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს, უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ შენ მიმართ ყოველთვის უამრავი კამერა იქნება მომართული. როდესაც გადავწყვიტე, რომ ჰოლივუდში წასვლა მინდოდა, ეს ყველაფერი გათვალისწინებული მქონდა.

ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

- პირად ცხოვრებაში უხეშად შემოჭრა არ გაღიზიანებთ?
- არა, არ მაღიზიანებს, რადგან დასამალი არაფერი მაქვს და, ჩემი აზრით, ის ადამიანები ღიზიანდებიან, რომლებსაც არ უნდათ, რომ მათი საქმეები ვინმემ დაინახოს, ხოლო მე არავისთვის არაფერი მაქვს დასამალი. ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ მისი დანახვა პრესის ფურცლებზე არ მინდოდეს. პაპარაცები დიდად არ მაწუხებენ და არ მიშლიან ხელს ცხოვრებაში, ამიტომ მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა საუბარი არავის არ უყვარს და მე გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ. როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, მაშინ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყო და ზედმეტი არ ილაპარაკო. თუმცა, მე ხშირად საკმაოდ ვრცლად ვსაუბრობ ხოლმე ჩემს პირად ცხოვრებაზე სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ამიტომ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ ვსაუბრობ.

****

ანჯელინასთან ერთად თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობდი და წლების მანძილზე ეს არ შეცვლილა. ანჯელინა იდეალური ქალია, რომელსაც უამრავი დადებითი თვისება აქვს და თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდება. თავს არ ვიქებ, მაგრამ ანჯელინას გვერდით ყველა მამაკაცი ვერ გაძლებს. ეს ანჯელინაზე ცუდად არ მეტყველებს, უბრალოდ, ეს ასეა.
ნაკლებად ცნობილი ცნობები ბრედ პიტის შესახებ

კატეგორია: ვარსკვლავები
Tags:

20


  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    8 დეკემბერი 2013 17:18 - ID: 20,
    უსიმპათიურესია, ძალიან მაგარი მსახიობია love ნიუსი ძალიან კარგია love

  • beonce თქვა:
    5 დეკემბერი 2013 20:54 - ID: 19,
    მაგარი ადამიანია.ძალიან მომწონს ბრედის და ენჯის წყვილი. love
    ნიუსი სრულყოფილია. feel

  • Ggvantsa თქვა:
    5 დეკემბერი 2013 16:19 - ID: 18,
    კარგი იყო ყოჩაღ winked

  • gwency თქვა:
    5 დეკემბერი 2013 16:09 - ID: 17,
    ააიი მართლაა ერთმანეთის შესაფერისები არიიაან love ვგიჯდები ორივეზე

  • J I Q O თქვა:
    5 დეკემბერი 2013 15:13 - ID: 16,
    როგორ მიყვარს ანჯიც და ბრედიცც <333333333333333333333333333333333333333333333 <3 love

  • B2UTY თქვა:
    5 დეკემბერი 2013 14:51 - ID: 15,
    ციტატა: ni_nini
    ციტატა: B2UTY
    არ მიყვარს ბრედი რაა!! არასოდეს არ მყვარებია. ჩემთვის ძალიან ბანძი, ტიპიური კრასავჩიკის გარეგნობა აქვს, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სექსუალური, არაფერი მომხიბვლელი და განუმეორებელი...არანაირი შარმი და ქარიზმა არ აქვს. უბრალო ლამაზნაკვთება კაცია. როგორც მსახიობი ნამდვილად ძლიერია და გაუმართლა კიდეც, ჰოლივუდის რჩეულ ფილმებში აქვს როლები და ამიტომაც მოიხვეჭა სახელი. პირად ურთიერთობებს რა ც შეეხება, ერთხელ წავიკითხე ენისტონის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ ბრედი არასოდეს მიმატოვებსო, რა ბედის ირონიაა : დ არადა ჯენიფერი მაგარი ქალია, მე ანჯელინას მირჩევნია : DD არაჩვეულებრივი ნიუსია, ბევრი გიშრომია love

    ეს შეენი სრულიად არაობიექტური აზრია))) იმის შესახებ,რომ ბრედ პიტი უნიჭიერია(და არა გაპიარებული,როგორც ჯასტინი,პატისონი და ა.შ)აღიარებული ფაქტია და ამაზე მის მიმართ კრიტიკოსების სრულიად ობიექტური შეფასებაც კმარა....

    მერე მე როდის დავწერე უნიჭოა-მეთქი?!!?!! ჩემი სუბიექტური აზრია

  • tamo თქვა:
    5 დეკემბერი 2013 14:45 - ID: 14,
    http://i39.tinypic.com/jpacnp.jpg აქ კარგად არის.
    რაც შეეხება "შემოდგომის ლეგენდებს" მძულს ეს ფილმი..
    ადრე მომწონდა ბრედიი და ახლაც საყვარელია მაგრამ :)

  • bkgal თქვა:
    5 დეკემბერი 2013 13:47 - ID: 13,
    საოცრებაა ვგიჟდები უნაკლო კაცია

  • camilla თქვა:
    5 დეკემბერი 2013 13:42 - ID: 12,
    ნომერ 1 სამუდამოდ ჩემს გულში love

  • ani-anuka თქვა:
    5 დეკემბერი 2013 13:13 - ID: 11,
    love love love მიყვარს ბავშობიდაან

  • Melakoo თქვა:
    5 დეკემბერი 2013 11:04 - ID: 10,
    რა ვთქვა winked

  • ancho_ano თქვა:
    5 დეკემბერი 2013 00:22 - ID: 9,
    ბლანშეტს ცუდი ურთიერთობა აქვს ჯოლისთან თუ რატო თქვა ესე ???

  • ni_nini თქვა:
    5 დეკემბერი 2013 00:10 - ID: 8,
    ციტატა: B2UTY
    არ მიყვარს ბრედი რაა!! არასოდეს არ მყვარებია. ჩემთვის ძალიან ბანძი, ტიპიური კრასავჩიკის გარეგნობა აქვს, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სექსუალური, არაფერი მომხიბვლელი და განუმეორებელი...არანაირი შარმი და ქარიზმა არ აქვს. უბრალო ლამაზნაკვთება კაცია. როგორც მსახიობი ნამდვილად ძლიერია და გაუმართლა კიდეც, ჰოლივუდის რჩეულ ფილმებში აქვს როლები და ამიტომაც მოიხვეჭა სახელი. პირად ურთიერთობებს რა ც შეეხება, ერთხელ წავიკითხე ენისტონის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ ბრედი არასოდეს მიმატოვებსო, რა ბედის ირონიაა : დ არადა ჯენიფერი მაგარი ქალია, მე ანჯელინას მირჩევნია : DD არაჩვეულებრივი ნიუსია, ბევრი გიშრომია love


    ეს შეენი სრულიად არაობიექტური აზრია))) იმის შესახებ,რომ ბრედ პიტი უნიჭიერია(და არა გაპიარებული,როგორც ჯასტინი,პატისონი და ა.შ)აღიარებული ფაქტია და ამაზე მის მიმართ კრიტიკოსების სრულიად ობიექტური შეფასებაც კმარა....

  • B2UTY თქვა:
    4 დეკემბერი 2013 23:35 - ID: 7,
    არ მიყვარს ბრედი რაა!! არასოდეს არ მყვარებია. ჩემთვის ძალიან ბანძი, ტიპიური კრასავჩიკის გარეგნობა აქვს, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სექსუალური, არაფერი მომხიბვლელი და განუმეორებელი...არანაირი შარმი და ქარიზმა არ აქვს. უბრალო ლამაზნაკვთება კაცია. როგორც მსახიობი ნამდვილად ძლიერია და გაუმართლა კიდეც, ჰოლივუდის რჩეულ ფილმებში აქვს როლები და ამიტომაც მოიხვეჭა სახელი. პირად ურთიერთობებს რა ც შეეხება, ერთხელ წავიკითხე ენისტონის ინტერვიუ, რომელშიც ამბობდა, რომ ბრედი არასოდეს მიმატოვებსო, რა ბედის ირონიაა : დ არადა ჯენიფერი მაგარი ქალია, მე ანჯელინას მირჩევნია : DD არაჩვეულებრივი ნიუსია, ბევრი გიშრომია love

  • lizi222 თქვა:
    4 დეკემბერი 2013 22:53 - ID: 6,
    მსახიობ ქეით ბლანშეტის კონტრაქტში ჩაწერილია პუნქტი, რომ ის არასდროს არ ითამაშებს ფილმში: ბრედ პიტთან ერთად. ბლანშეტის თქმით, მას არ შეუძლია ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელსაც უზომოდ უყვარს ანჯელინა ჯოლი.


    ორ ფილმში კი ითამაშეს ერთად lol
    ნიუსი კარგია ავტორო love

  • natianatia თქვა:
    4 დეკემბერი 2013 22:36 - ID: 5,
    love

  • marusa თქვა:
    4 დეკემბერი 2013 22:24 - ID: 4,
    რა კაციაააა winked ოო გააად feel როგორ მშურს ანჯელინასი ასეტი მაგარი ქმარი რომ ყავს love

  • liliana თქვა:
    4 დეკემბერი 2013 22:04 - ID: 3,
    * სკოლაში სწავლის პერიოდში ბრედ პიტის მეტსახელი იყო „პიტბული”. *მეტსახელად “პიტ ბულს” ეძახდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ მისურის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და სარეკლამო საქმის სწავლას იწყებს.დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.*ლოს-ანჯელესში პიტს გაუმართლა: სამსახური მაშინვე იშოვა. ჯერ მამლაყინწად გადაცმული ეპატიჟებოდა რესტორანში კლიენტებს, მერე შემწვარ ქათამს დაატარებდა, მაცივრებს ტვირთავდა.
    * სამსახიობო წარმატებამდე ბრედ პიტმა რამდენიმე პროფესია გამოიცვალა: ის მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლად; ავეჯის გადამზიდავად; რესტორანში მენეჯერად; ასევე, წიწილის ფორმაში გადაცმული იწვევდა სტუმრებს რესტორან „ელ პოლო ლოკოში“.* ბრედ პიტი ნეოს როლზე ისინჯებოდა გახმაურებულ ბლოქბასტერში – „მატრიცა”, თუმცა, როლზე კიანუ რივზი დაამტკიცეს.*ძმებ ვაჩოვსკებს სურდათ, რომ ბრედ პიტს ეთამაშა მთავარი როლი ფილმში “მატრიცა", თუმცა მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
    უკცრავად ავტორო მაგრამ მგონი მიხვდი რისი თქმაც მსურდა ამ დაკპირებული ფრაზებით ნიუსიადან.. კარგია თუ ყოველ 4 ხაზზე ერთი და იგივე ინფორმაცია არ გამეორდება..

  • demetria თქვა:
    4 დეკემბერი 2013 21:43 - ID: 2,
    აუ რა კაცია love რა ადამიანი, და როგორი ნიჭიეირიაა love ვგიჟდები როგორ ლაპარაკობს ინტერვიუებში რა თბილია ანჯელინას სულ როგორ ახასიათებს აი ნადმვილიი მამაკაცი ოღონდ ღირსეული როგორრც უნდა იქცეოდეს ბრედი ყოველი ნაბიჯი ამი მანიშნებელია love
    ფავორიტებშიიიი love

  • kate თქვა:
    4 დეკემბერი 2013 21:40 - ID: 1,
    რა კარგი ხარ ბიჭო :)

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top